გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.04.2020
საქმის ნომერი
330310117002172715
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
09.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7653-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი 2020 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ივანე ღლონტი

 

სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ს------------–--ე

 

მოპასუხე - ი-----–-----------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ი-----–-----------ეს, საქართველოს თვდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის თანხის - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - ი-----–-----------ეს წერილობითი ფორმით შესაგებელი სარჩელზე არ წარმოუდგენია, ამასთან არც სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევის, თანამდებობაზე დანიშვნის და სპეციალური წოდების სამხედრო წოდებასთან გათანაბრების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №70 ბრძანების თანახმად, უფროსი ლეიტენანტი - ი-----–--------–---------------ე გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო-საჰაერო ძალების ც--–-----–--–-------–--------–--------------–-------------------------------------------------------------------------–------–----------–-- უფროს ტექნიკოსად 2009 წლის 1 იანვრიდან, საშტატო კატეგორია - ,,უფროსი ლეიტენანტი’’, საქართველოს კანონის -,,სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ 463-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მისთვის მინიჭებული სპეციალური წოდება - ,,სასაზღვრო პოლიციის კაპიტანი’’ გაუთანაბრდა სამხედრო წოდებას - ,,კაპიტანი’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევის, თანამდებობაზე დანიშვნის და სპეციალური წოდების სამხედრო წოდებასთან გათანაბრების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის № 70 ბრძანება (ს. ფ. 13).

 

3.1.2. ოფიცრის სამხედრო წოდების მქონდე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ 2009 წლის 1 იანვრის კონტრაქტის 1.1. პუნქტის თანახმად - ,,სამხედრო მოსამსახურე’’ ვალდებულებას იღებდა წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა ,,სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო ,,სამინისტრო“ იღებდა ვალდებულებას გადაეხადა ,,სამხედრო მოსამსახურისთვის“ ანაზღაურება და უზრუნველყო იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართელოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო 3.1. პუნქტის თანახმად - სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ვადა შადგენდა 5 წელს, რომელიც აითვლებოდა შეიარაღბული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან.

 

აღნიშნული კონტრაქტის მე-7 მუხლით გათვალისწინებული იქნა სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პირობები, რომლის 7.3. პუნქტის მიხედვით - იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე, მოცემული კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში, თავისი სურვილით დატოვებდა შეიარაღებულ ძალებს, ან შექმნიდა პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა კონტრაქტი, კონტრაქტის შეწყვეტის გამო სამხედრო მოსამსხურის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში იგი ვალდებული იყო ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსთვის 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ოფიცრის სამხედრო წოდების მქონდე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ 2009 წლის 1 სექტემბრის კონტრაქტი (ს. ფ. 14-21);

 

3.1.3. 2011 წლის 1 სექტემბერს, №1-- შეთანხმების ოქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი-----–-----------ეს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმად, 2009 წლის 1 სექტემბრის კონტრაქტის მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან, ამასთან მითითებული იქნა, რომ მოცემული შეთნხმება წარმოადგენდა კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს და გააჩნდა უპირატესობა კონტრაქტის შესაბამის დებულებებთან მიმართებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 1 სექტემბრის შეთანხმების ოქმი №1--, (ს.ფ. 26);

 

3.1.4. ი-----–-----------ემ, 2017 წლის 12 ივლისს, MOD 4------------ პატაკით მიმართა შე------–--------–--------------–--- მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს და ოჯახთან ერთად საცხოვრებელი ადგილის შეცვლის, კერძოდ ი------–ში გადასვლის გამო მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 12 ივლისის ი-----–-----------ის პატაკი (ს.ფ. 28);

 

3.1.5. მოსარჩელის მიერ მიღებული შეტყობინების თანახმად, მოპასუხის 2017 წლის 12 ივლისის პატაკის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. შეტყობინების თანახმად მოპასუხეს განემარტა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე იგი ვალდებული იყო გაეგრძელებინა სამხედრო სამსახური, რადგან მის მიერ ქვედანაყოფის თვითნებურად მიტოვება ორ დღე-ღამემდე ვადით წარმოშობდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების საფუძველს, ხოლო თვითნებურად მიტოვება ორ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველს. კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან დადებული 2009 წლის 1 იანვრის №597 კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, ი-----–-----------ის მიმართ განხორციელდებოდა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისათვის საჭირო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის მიერ მიღებული შეტყობინება (ს.ფ. 29).

 

3.1.6. თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შეიარაღბული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 1 სექტემბრის MOD 4------------ ბრძნების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ა---–--------------------------–-----------–------–-------–--------–--------------–------------–----------–---–-----–--------------------------------------------------------–------------ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შეიარაღბული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 1 სექტემბრის MOD 4------------ თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსხურიდან დათხოვნის შესახებ ბრძნება (ს.ფ. 71);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა და სამხედრო კადრების მომზადება.

 

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს. ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა. ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც სასამართლოს მოსაზრებით მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ ი-----–-----------ისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის თანხის დაკისრების მოთხოვნა მხარეთა შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დავის საგანს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმებიდან გამომდინარეობს თუ არა მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ჩვენი ქვეყნის დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალია, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება კანონით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამასთან, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფო შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილი იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ 2009 წლის 1 იანვრის კონტრაქტის 1.1. პუნქტის თანახმად - ,,სამხედრო მოსამსახურე’’ ვალდებულებას იღებდა წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა ,,სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო ,,სამინისტრო“ იღებდა ვალდებულებას გადაეხადა ,,სამხედრო მოსამსახურისთვის“ ანაზღაურება და უზრუნველყო იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართელოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო 3.1. პუნქტის თანახმად - სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ვადა შადგენდა 5 წელს, რომელიც აითვლებოდა შეიარაღბული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ" ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით - ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

მითითებული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე - ი-----–-----------ეს შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის შესახებ, რომლის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს მათ შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის დადებული ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

 

სასამართლოს მაიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულება, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი-----–-----------ეს შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, აღნიშნული ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული იქნა სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პირობები, რომლის 7.3. პუნქტის მიხედვით - იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე, მოცემული კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში, თავისი სურვილით დატოვებდა შეარაღებულ ძალებს, ან შექმნიდა პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა კონტრაქტი, კონტრაქტის შეწყვეტის გამო სამხედრო მოსამსხურის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში იგი ვალდებული იყო ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსთვის - 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

 

სადაო არ არის, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №120 ბრძანებით დამტკიცებული 2011 წლის 1 სექტემბრის №1-- შეთანხმების ოქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი-----–-----------ეს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმად - 2009 წლის 1 იანვრის კონტრაქტის მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან, ანუ 2019 წლის 1 იანვრის ჩათვლით. ამასთან მოცემული შეთანხმება წარმოადგენს კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს და გააჩნია უპირატესობა კონტრაქტის შესაბამის დებულებებთან მიმართებაში.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი-----–-----------ემ 2017 წლის 12 ივლისს, MOD 4------------ პატაკით მიმართა შე------–--------–--------------–--- მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს და ოჯახთან ერთად საცხოვრებელი ადგილის შეცვლის, კერძოდ ი------–ში გადასვლის გამო მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა.

 

თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსხურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 1 სექტემბრის MOD 4------------ ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ა---–--------------------------–-----------–------–-------–--------–--------------–------------–----------–---–-----–--------------------------------------------------------–------------ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

აღნიშნული ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა - ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ’’ (პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა იმსახურა არანაკლებ 10 წელი) და ,,თ’’ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტი და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 1 აგვისტოს MOD 5------------ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი.

 

საყურადღებოა, რომ აღნიშნული ბრძანება მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და დღეის მდგომარეობით ძალაშია.

 

სადაო არ არის, რომ ხელშეკრულების (კონტრაქტის) სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი, რაც თავისთავად გულისხმობს ნების გამოვლენას კონტრაქტში მონაწილე პირებს შორის და კონტრაქტი დადებულად ითვლება თუ მხარეები, მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2011 წლის მხარეთა შორის შეთანხმების თანახმად, 2009 წლის 1 იანვარის კონტრაქტის მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან, ანუ 2009 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრის ჩათვლით და შეთანხმების მეორე პუნქტის თანახმად შეთანხმება წარმოადგენს კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს და გააჩნია უპირატესობა კონტრაქტის შესაბამის დებულებებთან მიმართებაში.

 

ი-----–-----------ემ, 2017 წლის 12 ივლისს, MOD 4------------ პატაკით მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა, რომლის შესაბამისად საქართველოს შეიარაღბული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 1 სექტემბრის MOD 4------------ ბრძანებით (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმგვარი პირობები, რაც მას ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს აუნაზღაუროს კონტრაქტით განსაზღვრული ფულადი თანხა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ი-----–-----------ე პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან და სახეზეა მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოპასუხე - ი-----–-----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ჯარიმის სახით - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ი-----–-----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის თანხის 7 000 ( შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: ივ. ღლონტი