გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/4732--9
გადაწყვეტილება
ს----------–ოს სახელით
20 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - ს----------–ოს თ-----–-ის ს----------ო
წარმომადგენელი - ლ-- მ------–-–---–ი
მოპასუხე - შ-- „დ---------- ჯ-------ა“
წარმომადგენელი - ნ-----–ი ღ--------ე
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე შ-- „დ---------- ჯ-------ასათვის“ მოსარჩელე ს----------–ოს თ-----–-ის ს----------ოს სასარგებლოდ 2018 წლის 17 მაისის №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 17 977,54 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულ--, რომ შ-- „დ---------- ჯ-------ასა“ და ს----------–ოს თ-----–-ის ს----------ოს შორის 2018 წლის 17 მაისს გაფორმდა №--- ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ს----------ოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში საველე სანივთე ჩანთის შესყიდვა ხელშეკრულების დანართის შესაბამისად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით, 2018 წლის 12 ოქტომბრის შეთანხმების ოქმით ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა - 195 408,00 ლარი.
მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ვალდებულების ჯეროვნი შესრულება, რაც გამოიხატა საქონლის დაგვიანებით მიწოდებაში, კერძოდ, ნაცვლად 2018 წლის 15 აგვისტოსი, ხელშეკრულების საგანი შემსყიდველს მიეწოდა 2018 წლის 30 სექტემბერს, 46 დღის ვადაგადაცილებით, რის გამოც 2018 წლის 29 ნოემბრის აქტით დაერიცხა პირგასამტეხლო.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 16.1.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებობის შემთხვევაში, მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრებოდა საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 16.7 პუნქტის თანახმად, დღეების მიხედვით დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხა შეწყდებოდა მხარის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ ამ გარემოებებიდან რომელი უფრო ადრე დადგებოდა. ხელშეკრულების 11.2 პუნქტის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში, საქონლის მიწოდების თარიღად ჩაითვლებოდა შემსყიდველისათვის საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თარიღი.
2018 წლის 29 ნოემბრის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ აქტის შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - 17 977,54 ლარს (195 408,00*0,2%*46). მოპასუხეს გაეგზავნა დასახელებული აქტი და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისათვის განესაზღვრა 10 დღე, თუმცა მიმწოდებელს თანხა არ გადაუხდია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ.
შესაგებელში განმარტებულ--, რომ მოპასუხე არ ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დაკისრებას, თუმცა მიაჩნია, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს - 0,2% არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა. მოპასუხე თანახმაა გადაიხადოს 0,02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამურად - 1797,75 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. შ-- „დ---------- ჯ-------ასა“ და ს----------–ოს თ-----–-ის ს----------ოს შორის 2018 წლის 17 მაისს გაფორმდა №--- ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ს----------ოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში საველე სანივთე ჩანთის შესყიდვა ხელშეკრულების დანართის შესაბამისად.
ხელშეკრულების თანახმად, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, 2018 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით (8.1 პუნქტი); ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით (22.1 პუნქტი);
2018 წლის 12 ოქტომბრის „№----- შეთანხმების ოქმის“ შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა - 195 408,00 ლარი (ხელშეკრულების 3.1 პუნქტი).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2018 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულება (ს.ფ. 19-24).
2018 წლის 12 ოქტომბრის „№----- შეთანხმების ოქმი“ (ს.ფ. 25).
3.1.2. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 16.1.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებობის შემთხვევაში, მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრებოდა საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულების 16.7 პუქნტის თანახმად, დღეების მიხედვით დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხა შეწყდებოდა მხარის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ ამ გარემოებებიდან რომელი უფრო ადრე დადგებოდა.
ხელშეკრულების 11.2 პუნქტის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში, საქონლის მიწოდების თარიღად ჩაითვლებოდა შემსყიდველისათვის საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თარიღი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2018 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულება (ს.ფ. 19-24).
3.1.3. 2018 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების №--- აქტის თანახმად, მიმწოდებელმა - 167 866,80 ლარის ღირებულების საქონელი (წყლის ზურგჩანთა) მიაწოდა შემსყიდველს; დროებითი შენახვის აქტი (№--) კი თარიღდება 2018 წლის 30 სექტემბრით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2018 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების №--- (ს.ფ. 28).
3.1.4. 2018 წლის 29 ოქტომბრის №----- აქტით მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო - 17 977,54 ლარი (195 408,00*0,2%*46): ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღიებულება - 195 408,00 ლარი, შესყიდვის ობიექტის მიწოდების თარიღი - 30.09.2018 წელი, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 46 დღე.
მხარეებს შორის არ არის სადავო ვაგადაცილებული დღეების რაოდენობა და შესყიდვის ობიექტის მიწოდების თარიღი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2018 წლის 29 ოქტომბრის №----- აქტი (ს.ფ. 26).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლ--ნია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს საქონელი.
განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველ-- მხარეთა შორის 2018 წლის 17 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შეთანხმებული პირობების შესაბამისად მიეწოდებინა შემსყიდველისათვის საველე სანივთე ჩანთები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში.
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულ-- კანონის მიერ.
მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე (სსკ-ის 327-ე მუხლი): ხელშეკრულების საგანზე - საველე სანივთე ჩანთების მიწოდებაზე; ღირებულებაზე - ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა - 195 408,00 ლარით, მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის საგნის მიწოდების ვადებზე - ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადა.
მხარეთა შორის არ არის სადავო, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს მიაწოდა შეთანხმებული შესყიდვის ობიექტი 46 დღის ვადაგადაცილებით. მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო მიმწოდებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ვადის გადაცილებით შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემთხვევაში.
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლ--თ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კრედიტორს შეუძლ-- მოითხოვოს მოვალის მიერ პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ადგენს პირგასამტეხლოს (ხელშეკრულების 16.1.1 ქვეპუნქტი), დადგენილ--, რომ მიმწოდებელმა მიწოდების ვადას გადააცილა 46 დღით. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ ს----------–ოს თ-----–-ის ს----------ოს სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლ-- საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალ--, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალ-- ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების (195 408,00 ლარი) 0,2%-ის ოდენობით, შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემსყიდველის მიერ ვადის გადაცილებისათვის 0,02%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (46 დღე), რაც განსახილველ შემთხვევაში შეადგენს - 1 797,75 ლარს.
ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო - 1 797,75 ლარის ნაწილში.
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლ--თ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლ-- უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სარჩელი - 1 797,75 ლარის ნაწილში.
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველ--.
7. საპროცესო ხარჯები
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლ--ნად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულ--.
მოსარჩელე ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” ს----------–ოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულ-- სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისგან.
მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის - 17 977,54 ლარის გადახდის დაკისრებას; მოპასუხემ სარჩელი ცნო - 1 797,75 ლარის ნაწილში, რა ოდენობის შესაბამისი ბაჟის - 53,93 ლარის გადახდისაგან გათავისუფლებულ-- მოპასუხე; მოსარჩელე გათავისუფლებულ-- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------–ოს თ-----–-ის ს----------ოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შ-- „დ---------- ჯ-------ას“ ს----------–ოს თ-----–-ის ს----------ოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 1 797,75 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილ-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულ-- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელ--.
5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე