განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002140456
საქმე №1ბ/---18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მანუჩარ კაპანაძე
მსჯავრდებულ ნა---- ნუ-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ც------ მ--–--------ის საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ბრალდებულ ნა---- ნუ-----ის, საქართველოს მოქალაქის, პირადი № 1----------, დაბადებულის 1----–-–-------------------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: გარდაბანი, ს------–-----------–------------------–-, მცხოვრები: თ---–---------------------–----------------–-. ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნა---- ნუ-----მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.
კერძოდ, ნა---- ნუ-----მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 6,8585 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინისა და 0,6884 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მორფინის (მარილის) ნარევი, საიდანაც ქ-------–--–--------------–----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე - 2017 წლის 11 სექტემბერს 0,0952 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 3 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, 300 ლარად, უკანონოდ გაასაღა თავის ნაცნობ შ--–---–--–---------, რაც წარმოდგენილი იქნა ამ უკანასკნელის მიერ. 2017 წლის 19 სექტემბერს შს სამინისტროს ც--------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქ. თ---–--–---------------–--------------------- ეზოში ნა---- ნუ-----ის პირადი და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 43 ცალად დაფასოებული 6,7633 გრამი ჰეროინის შემცვლელი ყავისფერი ნივთიერების და 0, 6884 გრამი ნარკოტიკული საშუალება მორფინის (მარილის) ნარევი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენით:
ნა---- ნუ-----ი (პ№1----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და ნა---- ნუ-----ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ნა---- ნუ-----ს დაეწყო ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, კერძოდ, 2017 წლის 19 სექტემბრის 18 საათიდან და 17 წუთიდან.
ნა---- ნუ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდა.
ნა---- ნუ-----ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 20 (ოცი) წლით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაიწყო საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნა---- ნუ-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ც------ მ--–--------მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემცირების თვალსაზრისით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი ნა---- ნუ-----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნა---- ნუ-----ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების აგრეთვე, იმ მტკიცებულებების, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციად იქნა მიჩნეული, კერძოდ, ბრალდებულ ნა---- ნუ-----ის პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმებით, ბინის ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის №1-----------/ქრ და №1-------1------- დასკვნებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს განჩინებით, ფარული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული კრებსითი ამონაბეჭდებით, შესაბამისი მასალებით და დივიდი დისკებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნა---- ნუ-----მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება, სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი. ამავდროულად, დანიშნულმა სასჯელმა, მისი სიმკაცრის გამო, არ უნდა გამოიწვიოს მსჯავრდებულში უსამართლობის განცდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ნა---- ნუ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ნა---- ნუ-----ის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ნა---- ნუ-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენი ნა---- ნუ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნა---- ნუ-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენი ნა---- ნუ-----ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ნა---- ნუ-----ი (პ№1----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და ნა---- ნუ-----ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ნა---- ნუ-----ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, კერძოდ, 2017 წლის 19 სექტემბრის 18 საათიდან და 17 წუთიდან.
ნა---- ნუ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
ნა---- ნუ-----ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 20 (ოცი) წლით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაიწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - 2017 წლის 11 სექტემბერს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი 1 DVD დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
შ--–---–--–---------- ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ნა---- ნუ-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ნა---- ნუ-----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, შ--–---–--–---------- ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ, განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.#32ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), განჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში.
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მანუჩარ კაპანაძე