განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2018
საქმის ნომერი
120100117002198552
ინსტანცია
თარიღი
26.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100117002198552

საქმე №1/ბ-139-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული – ლ-–----------–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–-----------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა------ის რაიონი, სოფელი ვ------ი.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

სასჯელი:

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ------- ლ---–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას, რადგან ლ-–----------–---–მა ჩაიდინა განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან მომავალშიც შესაძლოა კვლავ ჩაიდინოს ანალოგიური ხასიათის განზრახი დანაშაული. სასამართლოს მიერ აღნიშნული სასჯელის სიმსუბუქე მსჯავრდებულისათვის ვერ იქნება ხელისშემშლელი და შემაკავებელი იმისა, რომ მან კვლავ არ ჩაიდინოს სხვა განზრახი დანაშაული. ზამოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულმა ლ-–----------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ------- ა------–---–მა წარმოადგინეს შესაგებელი ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

ლ-–----------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

ლ-–----------–---–ი 2017 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისში ა------ის რაიონის სოფელ ფარეხაში მის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ-----------------ეს ორჯერ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ: დანის დემონსტრირებით განუცხადა, რომ მოუსპობდა სიცოცხლეს, ხოლო 2017 წლის 19 ოქტომბერს კი ხის ნაჭრის გამოყენებით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ თავის გატეხვით. აღნიშნული ქმედებების გამო დაზარალებულ ნ-----------------ეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ლ-–----------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ლ-–----------–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: ნ-----------------ის, ც-----–--–------ს და მ------ გ-----–--ის გამოკითხვის ოქმით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ლ-–----------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ლ-–----------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ლ-–----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

ლ-–----------–---–ის მიმართ პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მის მიერ ჩადენილია ოჯახური დანაშაული.

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს “. პალატას მიაჩნია, რომ ლ-–----------–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაითვლება სასჯელის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე, შინაპატიმრობის ორი დღე, გამასწორებელი სამუშაოების ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი“. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ლ-–----------–---–ი დაკავებული იქნა 2017 წლის 19 ოქტომბერს. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, გირაოს თანხის სრულად შეტანამდე ლ-–----------–---–ის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა. ლ-–----------–---–ი გირაოს უზრუნველყოფის შემდეგ, კერძოდ, 2017 წლის 11 ნოემბერს გათავისუფლდა პატიმრობიდან. ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მას პატიმრობაში ყოფნის დროის - 24 დღის (2017 წლის 19 ოქტომბრიდან, 2017 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით - სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს 120 (ასოცი) საათი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენში ცვლილება უნდა შევიდეს ამ ნაწილში.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ–ის მე-200 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ-–----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის 5000 (ხუთი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით, ა----------------ის (---------------- საკუთრებაში არსებულ 7000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ა------ის რაიონი, ს------–-------------------------–-------------------------------------------------------------------------–---------------------------------------–------------------------ – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში დადებული ყადაღა უნდა მოიხსნას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სხვა ნაწილში პირველი ინსტანციის განაჩენი ლ-–----------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი კი სამართლიანი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ------- ლ---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ცვლილება შევიდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენში.

 

ლ-–----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

ლ-–----------–---–ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო (2017 წლის 19 ოქტომბრიდან 2017 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით - 24 დღე) ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 30 (ოცდაათი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ ლ-–----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო გაუქმდეს. ლ-–----------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფის მიზნით, ა----------------ის (---------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე: ა------ის რაიონის, ს------–-------------------------–-------------------------------------------------------------------------–---------------------------------------–------------------------, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღა მოიხსნას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კანონდებლობით დადგენილი წესით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე