განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210114602937
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1146-2017 28 თებერვალი, 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე
I. აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი დავის საგანი II. აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი დავის საგანი გასაჩივრებული გადაწყვეტილება - - - - - - - - - - მ-------------- ი-------------ე ი-------–----- რ---------------- გ--------------ე ხელშეკრულების შეწყვეტა, ზიანის ანაზღაურება ი-------–----- რ---------------- გ--------------ე მ-------------- ი-------------ე თანხის დაკისრება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (I აპელაცია); გასაჩივრებული გადაწყვეტილების გუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (II აპელაცია)
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
- დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მ-------------ის წარმომადგენელის ი-------------ის სარჩელი ი-- რ---------------ის მიმართ - ხელშეკრულების შეწყვეტის და თანხის დაკისრების შესახებ;
- შეწყდა მხარეთა შორის დადებული 2013 წლის 28 აპრილის ხელშეკრულება მომსახურების გაწევის თაობაზე;
- დაეკისრა მოპასუხე ი-- რ----------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ 10.700.00 (ათიათას შვიდასი) ლარის გადახდა;
- დაეკისრა მოპასუხე ი-- რ----------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 514 .00 (ხუთას თოთხმეტი) ლარის გადახდა;
- დაეკისრა მოპასუხე ი-- რ----------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი - 300.00 ლარის, ექსპერტიზის ხარჯი - 830.00 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის 50.00 ლარის და სახლმწიფო ბაჟის - 15 ლარის გადახდა;
- მ-------------ის მიერ (სარჩელზე უარის ნაწილში) გადახდილი სახ. ბაჟი - 547.00 ლარი დარჩაბიუჯეტში გადახდილად;
- მ--------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 321 ლარი, რომელიც ამოირიცხა შემდეგი ანგარიშებიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 300183150, მიმღების ბანკი: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22 (321 ლარი, გადამხდელი: მ-------------- გადახდის თარიღი: 15 სექტემბერი, 2014 წელი, საგადასახადო დავალება N1, გადამხდელის ბანკი: სს ,,თ-----------“);
- ი.მ ,,რ----------------ის’’ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო;
- შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახ. ბაჟი დარჩა ბიუჯეტში
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. მოსარჩელე მ--------------მ რ----------------ს 2013 წლის 28 აპრილს დადებული მომსახურების გაწევაზე ხელშეკრულების საფუძველზე ავანსის სახით გადაუხადა 6000 აშშ დოლარი და 700 ლარი;
2.2. დადგენილია, რომ 2014 წლის 27 აგვისტოს რ----------------მ მ--------------ს გადასცა 10 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ელ. სასაქონლო ზედნადები - 0---------;
2.3. დადგენილია, რომ 2013 წლის 15 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით ი.მ. ,,ბ-----------------ესა’’ და ი.მ. ,,მ--------------ს’’ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანია 19 ლიტრიანი ბოცის ჰიდრავლიკური გასაბერი დანადგარი - ღუმელი, ყალიბი 19 ლიტრიანის, კომპრესორი 20-30 ატმოსფერომდე. ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა 10 000 ლარის ოდენობით. ნასყიდობის ფასის გადახდა უნდა მომხდარიყო 2013 წლის 15 ოქტომბრიდან 2017 წლის 30 დეკემბრამდე, რომლის გადახდაც უნდა დადასტურებულიყო დოკუმენტალურად;
2.4. დადგენილია, რომ 2013 წლის 28 აპრილს მ-------------მ (შემეკვეთი) და ი.მ. რ----------------მ (შემსრულებელი) დადეს ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა, რომ 1.1.ანაზღაურებადი მომსახურების გაწევა. ხელშეკრულებით შემსრულებელი ვალდებულია შემკვეთის დავალებით გასწიოს ამ ხელშეკრულების პ. 1.2.-ში მითითებული მომსახურება, ხოლო შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ეს მომსახურება. 1.2. შემსრულებელი ვალდებულია გასწიოს შემდეგი მომსახურება: ოცლიტრიანი ბოცის გასაბერი სრული კომპლექტი, რომელიც შედგება 1. ჰიდრავლიკის სისტემის 20 ლიტრიანი ბოცის გასაბერი დანადგარი; 2. კომპრესორი 25 ატ. ჰაერის წნევით ახალი; 3. ყალიბი 20 ლიტრის; 4. ფეჩი; 5. რესივერი 1000 ლიტრა. სამუშაოს შესრულების მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 50 დღით. აღნიშნული ხელშეკრულებით, შემსრულებელი ვალდებულია, რომ 1000 ცალ ბოცაზე 1 ბოცის დაზიანება 0.001%. შემსრულებლის გასამრჯელო 10000 (ათი ათასი) დოლარი უნდა გადახდილიყო წინასწარ სამუშაოს შესრულებამდე, 500 (ხუთასი) ლარი უნდა გადახდილიყო 2013 წლის სექტემბერში, 2000 (ორი ათასი) დოლარი - 2014 წლის ნოემბერში. შემკვეთის მიერ შემსრულებლისთვის ხელშეკრულების ფასის გადაცემა ხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში არსებული კურსის შესაბამისად. მომსახურების შესრულების ვადის დარღვევისათვის, შემსრულებელი უხდის შემკვეთს პირგასამტეხლოს ყოველი ვადაგადაცილეული დღისთვის ხელშეკრულების ფასის 0,01 პროცენტს. დადგენილია, რომ 28/04/2013 წელს დოლარი ლართან მიმართებაში წარმოადგენდა 1.6497 ლარს;
2.5. დადგენილია, რომ სსიპ ლ----------------–--------–-----------------–-- ე------------------------–----------- 2014 წლის 11 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, წყალტუბოს რაიონის სოფელ პ----------–- ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა პლასტიკური ოც ლიტრიანი ბოთლები (ბოცები). სულ წარდგენილი იქნა 579 ცალი ოც ლიტრიანი ბოცა. ყველა მათგანი აღმოჩნდა დაზიანებული, მათ აღენიშნებათ: დეფორმირება, არაგამჭვირვალე სეგმენტები ზედაპირზე, ხრახნული ნაწილების დაზიანება, ჰორიზონტალური ხაზების არათანხვედრა, არასრული-დაუსრულებელი ფორმები. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, წყალტუბოს რაიონის სოფელ პ----------–- რ-------------ის მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილი 579 ცალი ოც ლიტრიანი ბოთლი (ბოცა) წარმოადგენს წუნდებულ პროდუქციას;
2.6. ლ----------------–--------–-----------------–-- ე------------------------–----------- 2014 წლის 02.09. N--------- ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ:
1. 20 ლიტრიანი ბოთლის (ბოცის) გასაბერი დანადგარი არ არის გამართულ მდგომარეობაში შემდეგი მიზეზების გამო: ა) პრეფორმების დასადები მოძრავი დისკები არამყარად ფიქსირდება კონვეიერის ღერძებზე, რის გამოც ხშირია პრეფორმების სეგმენტური გადახურებები, რაც არის ერთ-ერთი მიზეზი წუნდებული პროდუქციისა; ბ) აუცილებელია პრეფორმების დასადები მოძრავი დისკების ამოღება ექსპლოატაციის პერიოდში მათი გახურების თავიდან ასაცილებლად, ვინაიდან დანადგარს არ აქვს პრეფორმის თავაკების გაცივების მექანიზმი; გ) დაზიანებულია პრესფორმის შიგა ზედაპირი და პრესფორმის ნახევრების შეერთების დროს არ ემთხვევა ერთმანეთს რადიალური ხაზები; დ) პრესფორმის დახურვა გაღებისათვის არ არის გამოყენებული უფრო მიზანშეწონილი პიდრავლიკური სისტემა; ე) ჩამკეტ მექანიზმს მოძრაობის დროს აქვს დიდი ლუფტი, რაც ამცირებს პრესფორმის მჭიდრო დახურვის ალბათობას.
2. დამამზადებლის მიერ დამონტაჟებული ჰაერის კომპრესორი არ არის დანადგარისათვის შესაფერისი, ვინაიდან ის იძლევა დაწნეხილ ჰაერს 1,2 მგპ (12კგძ/სმ2) წნევით, ნაცვლად 3 მგპ (30კგძ/სმ2) წნევისა, რაც არის აუცილებელი ამ ტიპის დანადგარისათვის;
3. 20 ლიტრიანი ბოცის აღნიშნული პრესფორმა(ყალიბი) არის სრულიად ნორმალური, 19 ლიტრიანი ბოცისათვის გათვალისწინებული, ვინაიდან სტანდარტით 20 ლიტრიანი ბოცა არ არსებობს;
4. პრესფორმის (ყალიბის) გაცივების არსებული სისტემა არის სრულიად არასაკმარისი და შესაბამისად არაეფექტური;
5. დანადგარის მუშაობაზე შემოწმების დროს, დამზადებული იქნა 100 ცალი 19 ლიტრიანი ბოთლი, რომლიდანაც 63 ცალი აღმოჩნდა წუნდებული. შესაბამისად, ხარისხიანი პროდუქცია საშუალოდ შეადგენს 37%;
2.7. ლ----------------–--------–-----------------–-- ე------------------------–----------- 2014 წლის 11.09. N--------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, წყალტუბოს რაიონის სოფელ პ----------–- რ-------------ის მიერ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 579 ცალი ოც ლიტრიანი ბოთლი (ბოცა) წარმოადგენს წუნდებულ უხარისხო პროდუქციას;
2.8. ლ----------------–--------–-----------------–-- ე------------------------–----------- 2017 წლის 18.05. N--------- ხელწერის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ტექსტობრივი და ციფრობრივი ჩანაწერები, განლაგებული: მომსახურების გაწევის ხელშეკრულებაზე, 28.05.2013 წლის თარიღით (ტ.1.ს.ფ.17) შესრულებულია მ-------------ის მიერ; ტექსტობრივი და ციფრობრივი ჩანაწერები, განლაგებული: ა) განცხადებაზე, 22.12.2014 წლის თარიღით (ტ.1. ს.ფ.114) და ბ) მცირე ტექსტობრივი და ციფრობრივი ჩანაწერი: ,,ჩავიბარე რ--------------... 16.12.2015“, განლაგებული: გზავნილზე (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გადაცემაზე), 16.12.2015 წლის თარიღით (ტ.2.ს.ფ. 62), შესრულებულია ერთი და იგივე პირის მიერ და არა მ-------------ის, არამედ შესრულებულია რ-------------ის მიერ;
2.9. საქმეზე დართული ბუღალტრული გაანგარიშებით, 1 ცალი 20 ლიტრიანი ბოთლის (ბოცის) დამზადების ღირებულება (თვითღირებულება) შეადგენს 2(ორ) ლარსა და 40 თეთრს. ექსპერტიზის დასკვნის შედეგად (2014 წლის 11.09. N--------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა) დაზიანებული (წუნდებულია და უხარისხოა) 579 ცალი 20 ლიტრიანი ბოთლი (ბოცა). შესაბამისად მათი საერთო დამზადების თვითღირებულება შეადგენს 1389 ლარსა და 60 თეთრს);
2.10. დადგენილია, რომ 2013 წლის 21 აგვისტოს რ----------------მ მ--------------ს მიაწოდა 10 000 ლარის პროდუქცია (20 ლიტიანი ბოცის გასაბერი კომპლექტი) მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებით ელ-0--------- – დადგენილია, რომ გამყიდველმა რ----------------მ (პ/ნ.: 0----------), მყიდველს მ--------------ს (პ/ნ.: 6----------) მიაწოდა 10.000 ლარის პროდუქცია. მიწოდებული საქონლის ჩაბარების საკითხი - 21.08.2013;
2.11. დადგენილია, რომ 2013 წლის 26 ნოემბერს შპს ,,ბ----------------მა’’ მ--------------ს მიაწოდა 56.5 ლარის პროდუქცია (პლასმასის ფიტინგი შPE 6; ფიტინგი შPჩ 6-01; ჰაერის გამანაწილებელი MOV-02; ჰაერის გამანაწილებელი MV-09; პნევმატური მილი APU-0604-ბლუე (200 M); ფიტინგი შPჩ 6-M5 (შNშ)) მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებით ელ-0---------, დადგენილია, რომ გამყიდველმა შპს ,,ბ-----------------მა’’ (ს/ნ.: 4--------), მყიდველს მ--------------ს (პ/ნ.: 6----------) მიაწოდა 56.5 ლარის პროდუქცია. მიწოდებული საქონლის ჩაბარების საკითხი - 29.11.2013;
2.12. დადგენილია, რომ 2013 წლის 26 ნოემბერს შპს ,,ბ-----------------მა’’ მ--------------ს მიაწოდა 600 ლარის პროდუქცია (კომპრესორის რესივერი 500 ლტ) მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებით ელ-0---------, დადგენილია, რომ გამყიდველმა ა------------–--ემ (პ/ნ.: 5----------), მყიდველს მ--------------ს (პ/ნ.: 6----------) მიაწოდა 600 ლარის პროდუქცია. მიწოდებული საქონლის ჩაბარების საკითხი - 27.12.2013;
2.13. დადგენილია, რომ 2013 წლის 19 ნოემბრის შპს ,,ბ-----------------მა’’ მ--------------ს მიაწოდა 53.3 ლარის პროდუქცია (არმატურა MOV-03; ფიტინგი შPჩ 12-03 (შNშ); ფიტინგი შPჩ 12-02 (შMშ); ფიტინგი შPჩ 6-01 (შNშ); ფიტინგი შPE 6; ფიტინგი ღP020 6 1_8) მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებით ელ-0---------, დადგენილია, რომ გამყიდველმა შპს ,,ბ-----------------მა’’ (ს/ნ.: 4--------), მყიდველს მ--------------ს (პ/ნ.: 6----------) მიაწოდა 53.8 ლარის პროდუქცია. მიწოდებული საქონლის ჩაბარების საკითხი - 29.11.2013;
2.14. დადგენილია, რომ 2014 წლის 27 აგვისტოს რ----------------მ მ--------------ს მიაწოდა 6800 ლარის პროდუქცია (20 ლიტიანი ბოცის გასაბერი კომპლექტი) მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებით ელ-0-------- დადგენილია, რომ გამყიდველმა რ----------------მ (პ/ნ.: 0----------), მყიდველს მ--------------ს (პ/ნ.: 6----------) მიაწოდა 6800 ლარის პროდუქცია. მიწოდებული საქონლის ჩაბარების საკითხი - 27.08.2014;
2.15. დადგენილია, რომ მ--------------მ (პ/ნ.: 6----------) ენერგოკომპანიას განცხადებით მიმართა 2013 წლის 25 აპრილს და მოითხოვა: 1. აბონენტის სახელის ცვლილება - აბონენტ ა---------–---------ის (აბ.№1---------) ნაცვლად შესაბამის მისამართზე აბონენტად მ-------------- დაფიქსირება; 2.ძაბვის საფეხურის ცვლილება 220ვ-დან 280ვ-ზე, რაც გულისხმობს ცალფაზიანი მრიცხველის ნაცვლად სამფაზიანი მრიცხველის მონტაჟს. მოთხოვნილი სიმძლავრე დარჩა იგივე, რაც იყო აღნიშნულ მისამართზე - 10კვ. განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა, ვინაიდან მის მიერ შესრულდა ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების’’დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება და წარმოდგენილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია. განმცადებლის მიერ მოთხოვნილ ცვლილებებთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოები დასრულდა 2013 წლის 28 მაისს;
2.16. დადგენილია, რომ 2013 წლის 28 მაისის აქტის მიხედვით, სამუშაოები შესრულებულია ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმების დაცვით. დოკუმენტაცია წარმოდგენილია სრულყოფილად, გაცემულია ტექნიკური პირობები №1139/32-13. სოფელ პ----------–- მდებარე მოქალაქე მ-------------ის (აბ. №1---------) კუთვნილი საცხოვრებელი სახლი შეიძლება ჩართული იქნას სამფაზა ელ. მომარაგების ქსელში. ჩართვის დროს საოჯახო სამფაზა ელ. მოხმარების დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 10კვტ-ს;
2.17. დადგენილია, რომ 2009 წლის 03 ნოემბრის კონტრაქტის მიხედვით, ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა პრეფორმის ჩამოსასხმელი ყალიბი, ხელშეკრულების ფასი 3000 აშშ დოლარი. შესრულების ვადა: 50 დღე. ანგარიშსწორება: მყიდველი წინასწარ იხდის კონტრაქტის ღირებულების 100%; (3000 აშშ დოლარი) ტვირთის ჩამოსვლისთანავე თბილისის საბაჟოზე, მყიდველი რიცხავს კონტრაქტის ღირებულების 18%-ს. ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში; არსებული კურსის შესაბამისად. მყიდველის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ეკისრება საურავი თანხის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
2.18. დადგენილია, რომ 2013 წლის 12 აგვისტოს შპს ,,პ-–---------------–----მა’’ მ--------------ს მიაწოდა 6640 ლარის პროდუქცია (პრეფორმის ყალბი 350 გრ (პრეფორმ მოულდ 350 გრ) წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებით ელ-0---------, დადგენილია, რომ გამყიდველმა შპს ,,პ-–---------------–----მა’’ (ს/ნ.: 2--------) მყიდველს მ--------------ს (პ/ნ.: 6----------) მიაწოდა 6640 ლარის პროდუქცია. მიწოდებული საქონლის ჩაბარების საკითხი - 12.08.2013;
2.19. 2016 წლის 11 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ-----------–-----მა განმარტა (იხ.სხდომის ოქმი. 17.47.52 წთ), რომ რ---------------ის მიერ დამზადებულ დანადგარს (დაზგა) არ აქვს გაგრილების სისტემა. პრეფორმების დასადები მოძრავი დისკები მყარად არ არის დამაგრებული. აპარატის ჩართვის შემდეგ გადახურდა პრეფორმები, რაც მოქმედებს წარმადობაზე. თავაკი არ ცივდება. ექსპერტის განმარტებით, დანადგარის (დაზგა) ექსპლუატაცია სწორად მიმდინარეობადა და მომუშავე პირის ბრალით არ შეიძლება იყოს გამოწვეული დაზგის გაუმართაობა, იგი გამომდინარეობს დაზგის უხარისხო დამზადებით. მისივე განმარტებით, 750 გრამიან პრეფორმას მოცემული დანადგარის წნევა არ ეყოფა. კვლევა ჩაატარა 350 გრ. პრეფორმის მიმართ, გამოდიოდა წუნდებული პროდუქცია (იხ.სხდომის ოქმი. 18.27.56 წთ). დანადგარი არის გაუმართავი, არათანაბრად აცხელებს პრეფორმას. გაუმართაობის გამო, დაზგა ვერ გამოუშვებს ხარისხიან პროდუქციას (იხ.სხდომის ოქმი. 18.29.11 წთ);
2.20. 2017 წლის 18 იანვარს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ--------------მ განმარტა, რომ საქმეში განთავსებული (ნარდობის) ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე, დაიდო ზ---------–--ის სახლში. მოწმის განმარტებით, მოპასუხე რ----------------ს 10.000 აშშ დოლარი და 500 ლარი გადაეცა ზ---------–--ის სახლში. შემდეგ უნდა გადაცემოდა 2000 აშშ დოლარი (იხ.სხდომის ოქმი. 13.04.12. წთ). მოწმის განმარტებით, რ---------------ის შვილის სახელზე გააგზავნეს 700 ლარი და რ----------------მ გადასცა 10.000 ლარის ინვოისი (იხ.სხდომის ოქმი. 13.05.41 წთ). მოწმის განმარტებით, ასევე ზ---------–--ის სახლში მოხდა მოპასუხეზე 2000 აშშ დოლარის გადაცემა; მოწმემ ასევე განმარტა, რომ რ---------------- 10 დღე ცხოვრობდა მ-------------ის სახლში და ცდილობდა დაზგის შეკეთებას, რა დროსაც 3000 ბოცა გაუფუჭდა (იხ.სხდომის ოქმი. 13.09.55 წთ). მოწმის განმარტებით, რ---------------- შეპირდა დაზიანებული ბოცების თბილისში ჩაბარებას. ჩაიტანა თბილისში 2000 ბოცა, მაგრამ რ---------------- არ დახვდა და დაზიანებული ბოცები გადაყარეს თბილისის ზღვის მიმდებარედ; მისივე განმარტებით, დაზგის რესივერი შეიძინა მ--------------მ. ასევე 700 ლარად შეიძინეს ჰაერის ფილტრი, მაგრამ დაზგა არ გაკეთდა. მანვე განმარტა, რომ დაზგაზე მუშაობდა თვითონ მ-------------ის დავალებით, მაგრამ არ გამოდიოდა ხარისხიანი პროდუქცია. რ----------------მ ასწავლა დაზგასთან მუშაობა (იხ.სხდომის ოქმი. 14.00.46 წთ). შემდეგ მ--------------მ დაურეკა რ----------------ს და მოსთხოვა აპარატის (დაზგის) წაღება, რადგან არ მუშაობდა; მოწმის განმარტებით, საქმეში განთავსებული ხელშეკრულების ტექსტი შეადგინა ზ---------–--ემ, წაიკითხა და ხელი მოაწერა რ----------------მ (იხ.სხდომის ოქმი. 13.56.03 წთ). ხელშეკრულების შინაარსი არ იცის და ხელშეკრულებაში არანაირი ჩანაწერი არ გაუკეთებია (იხ.სხდომის ოქმი. 13.58.11 წთ);
2.21. 2017 წლის 06 თებერვალს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-------------ემ განმარტა, რომ მ--------------ს შეუთანხმდა დაზიანებული ბოცების თბილისში ჩატანის შესახებ. ჩაიტანა თბილისში ბოცები, მაგრამ შემდეგ გადაყარეს თბილისის ზღვის მიმდებარე ნაგავსაყრელზე, რადგან ვერ ჩააბარეს. დაზიანებული პლასტმასის ბალონები (ბოცები) დაპრესილი სახით პარკებში იყო ჩაწყობილი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მ-------------ის დავალებით თბილისიდან წამოიღო ლითონის ბალონი;
2.22. 2017 წლის 06 თებერვალს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ---------–--ემ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულება გამოხატავს მხარეთა ნებას და მხარეებმა შეთანხმებისამებრ მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების ყველა პარამეტრი ჩაიწერა მოპასუხის ინიციატივით, რადგან ის უფრო ერკვეოდა (იხ.სხ.ოქმი-15.39.08); ნივთის ღირებულება განისაზღვრა 12. 000 აშშ დოლარით (იხ.სხ.ოქმი -15.41.38); მოპასუხეს გადაეცა 10.000 აშშ დოლარი და 500 ლარი (იხ.სხ.ოქმი -15.42.27); მოწმის განმარტებით, მისი სახლის ეზოში მ--------------მ მოპასუხეს გადასცა 2000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის გადაცემას არ ესწრებოდა რ--------------- (იხ.სხ.ოქმი -15 42.58);
2.23. 2017 წლის 25 სექტემბერს მოწმედ დაკითხულმა გ--------–----–---–მა განმარტა, რომ არის შპს ,,პ-–---------------–----ი“-ს დირექტორი. მისთვის ცნობილია სადავო დაზგის შესახებ. აღნიშნულ დაზგის ყალიბი ჩამოდის ჩინეთიდან. მისთვის ცნობილია, რომ ყალიბი რომელიც შეუკვეთა რ--------------მ უნდა ჩამოსულიყო ფოთში მაგრამ შეცდომით აღმოჩნდა ოდესაში. მოწმის განმარტებით პრეფორმა არ იყო დანადგარის შემადგენელი ნაწილი. იგი არის პროცესის შემადგენელი ნაწილი. მისივე განმარტებით პრეფორმა მ--------------ს არ შეუძენია;
2.24. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. მოპასუხის მიერ მარტოოდენ მითითება იმ გარემოებაზე, რომ ზიანი არ მიუყენებია საკმარისი არ არის. სასამართლომ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით-ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური;
2.26. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოცემული დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილია ზიანის ანაზღაურება, რაც გამომდინარეობს ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებიდან. სწორედ მენარდის (მოპასუხის) მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მოტივით აღიძრა სარჩელი. მოცემული დავის გადაწყვეტისას ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რა მოცულობისა და ღირებულების სამუშაო შეასრულა მენარდემ ხელშეკრულების საფუძველზე და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, იყო თუ არა სამუშაო ჯეროვნად შესრულებული;
2.27. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ;
2.28. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე რ---------------ის წარმომადგენელის განმარტება, მითითებულ ხელშეკრულებაში, ხელით შესრულებული ჩანაწერის ბათილობის შესახებ, რომ ჩანაწერი შესრულებულია რ---------------ის ხელმოწერის შემდეგ და იგი არ გამოხატავს მხარეთა შორის შეთანხმებას, რადგან საქმეზე ჩატარებული ლ----------------–--------–-----------------–-- ე------------------------–----------- 2017 წლის 18.05. N--------- ხელწერის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ტექსტობრივი და ციფრობრივი ჩანაწერები, განლაგებული: მომსახურების გაწევის ხელშეკრულებაზე, 28.05.2013 წლის თარიღით, (ტ.1.ს.ფ.17) შესრულებულია მ-------------ის მიერ;
2.29. გარდა ამისა, 2017 წლის 06 თებერვალს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ---------–--ემ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულება გამოხატავს მხარეთა ნებას და მხარეებმა შეთანხმებისამებრ მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების ყველა პარამეტრი ჩაიწერა მოპასუხის ინიციატივით, რადგან ის უფრო ერკვეოდა (იხ.სხ.ოქმი -15.39.08);
2.30. ზ/მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 28 აპრილის ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე, წარმოადგენდა მხარეთა შორის მიღწეულ შეთანხმებას, რაც სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლების საფუძველზე მხარეთა უფლება მოვალეობების წარმოშობის საფუძველი იყო;
2.31. როგორც აღინიშნა, სახეზე იყო ნარდობის ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 641.1-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის;
2.32. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 641–ე მუხლის პირველ ფაკულტატურ მოთხოვნას წარმოადგენს ის, რომ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლო უნდა იყოს, ეს კი ნიშნავს, რომ იგი უნდა შეესაბამებოდეს შეთანხმებულ პირობებს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 28 აპრილს დადებული იქნა წერილობითი შეთანხმება 20 ლიტრიანი ბოცის გასაბერი დანადგარის დამზადების შესახებ. ხელშეკრულების 1.2. პუნქტით - შემსრულებელი ვალდებულია გასწიოს შემდეგი მომსახურება: ოცლიტრიანი ბოცის გასაბერი სრული კომპლექტი, რომელიც შედგება 1. ჰიდრავლიკის სისტემის 20 ლიტრიანი ბოცის დანადგარი; 2. კომპრესორი 25 ატ. ჰაერის წნევით ახალი; 3. ყალიბი 20 ლიტრის; 4. ფეჩი; 5. რესივერი 1000 ლიტრა. სამუშაოს შესრულების მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 50 დღით. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1. პუნქტით - შემსრულებელი ვალდებულია, შეასრულოს მომსახურება სათანადო ხარისხით - 1000 ცალ ბოცაზე 1 ბოცის დაზიანება 0.001%;
2.33. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენდა კონკრეტული სტანდარტის გამოყენების თაობაზე მხარეთა შეთანხმებას. სამოქალაქო კოდექსის 641–ე მუხლის მეორე ფაკულტატურ მოთხოვნას წარმოადგენს ის, რომ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის;
2.34. განსახილველ შემთხვევაში საქმეს თან ერთვოდა ლ----------------–--------–-----------------–-- ე------------------------–----------- 2014 წლის 02.09. N--------- ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა...; აღნიშნული დასკვნის გამაბათილებელი, საპირწონე მტკიცებულება მოპასუხე რ----------------ს არ წარმოუდგენია. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ მის მიერ დამზადებული დანადგარის არასწორი ექსპლუატაციის შედეგია წუნდებული პროდუქციის მიღება, რადგან მოწმე რ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ რო---ი რო------ 10 დღე ცხოვრობდა მ-------------ის სახლში და ცდილობდა დაზგის შეკეთებას რა დროსაც 3000 ბოცა გაუფუჭდა. მანვე განმარტა, რომ დაზგასან მუშაობა რო---ი რო------მ ასწავლა. (იხ.სხდომის ოქმი. 13.09.55 წთ);
2.35. სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე ვალდებულებით სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით, კერძოდ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება,) ვალდებულება. (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09);
2.36. იმ შემთხვევაში თუ სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობა ნაკლის მქონეა, ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები;
2.37. ყოველივე მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარემ, მოპასუხე რ----------------მ ვერ შეძლო დაემზადებინა მხარეთა შორის 2013 წლის 28 აპრილის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების მქონე ნივთი, რაც სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, ხელშკრულებაზე უარის და ნივთის შესაძენად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის საფუძველია;
2.38. სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან დადგინდა მოპასუხე რ---------------ის მიერ დამზადებული ნივთის, ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებთან შეუსაბამობა, (ნივთობრივი ნაკლი), დასადგენია მოსარჩელე მ-------------ის მიერ იმავე ნივთის დამზადებისათვის გადახდილი თანხის ოდენობა;
2.39. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე რ----------------მ შესაგებელში აღიარა მოსარჩელის მხრიდან მის მიერ დამზადებული დანადგარის ღირებულების ნაწილის 6000 აშშ დოლარის და 700 ლარის მიღების ფაქტი. აღნიშნული პოზიცია ეკავა მის წარმომადგენელს საქმის განხილვისას. ასევე მოპასუხემ განმარტა, რომ სხვა თანხა მოსარჩელისგან არ მიუღია;
2.40. მოსარჩელე მ-------------ის წარმომადგენელის განმარტებით, მოპასუხე რ---------------ისათვის მოსარჩელეს სრულად აქვს გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთის ღირებულება 12 000 აშშ დოლარი, ასევე 700 ლარი. მოსარჩელის წარმომადგენელი თანხის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს მის მიერ წარმოდგენილ ,,ინვოისებს“, სასაქონლო ზედნადებებს და მოწმეთა ჩვენებებს. სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელე მ-------------ის წარმომადგენელის მოსაზრება შემდეგ გარემოებათა გამო;
2.41. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს და განსაზღვრავს, რომ კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი; საკასაციო სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე (ფულადი ვალდებულების შესრულება), სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის განმარტებისას არაერთხელ აღნიშნა, რომ ,,მითითებული ნორმის ანალიზის შესაბამისად, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შესაბამისი მტკიცებულება შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი“ (იხ.სუსგ. № ას-1198-1158-2016);
2.42. რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენელის მითითებას მოწმეების ჩვენებაზე, რომლებიც ადასტურებენ მოპასუხე რ----------------ზე 10000 აშშ დოლარის და 500 ლარის (იხ.სხ.ოქმი -15.42.27), ასევე 2000 აშშ დოლარის მოპასუხეზე გადაცემას, სასამართლომ არ გაიზაირა, რადგან როგორც აღინიშნა, ფულადი ვალდებულების შესრულებისას სავალდებულოა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის დანაწესის შესრულება, კერძოდ კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2.43. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი მუხლით მოწესრიგებულია არა მარტო სასესხო ურთიერთობები, არამედ ზოგადად დადგენილია ფულადი ვალდებულების შესრულების (თანხის გადახდა) წესი; სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მ-------------ის წარმომადგენელის განმარტება იმის შესახებ, რომ მოპასუხე რ----------------ზე თანხის დაკისრება უნდა მოხდეს მის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, რადგან წარმოდგენილი არ არის სასაქონლო ზედნადებში მითითებული ნივთის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
2.44. სასამართლომ აღნიშნა, რომ სასაქონლო ზედნადები წარმოადგენს საქონლის მიწოდების დამადასტურებელ მტკიცებულებას და მოსარჩელეს მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდებისას გამოყენებული უნდა იქნეს სასაქონლო ზედნადები, გარდა სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების (№III-06 დანართი) და ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (№III-09 დანართი) მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა. ამავე ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, ზედნადები ივსება ელექტრონულად, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის გადაზიდვის დაწყებისთანავე;
2.45. სასამართლომ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“, „კ“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ზედნადების მე-5-მე-7 სვეტებში იწერება საქონლის რაოდენობა, ერთეულის ფასი და საქონლის ფასი; ზედნადების მე-15 სტრიქონში იწერება მყიდველის (მიმღების) ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-17 სტრიქონში – მყიდველის (მიმღების) ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
2.46. დასახელებულ ნორმათა ანალიზით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასაქონლო ზედნადები არის საქონლის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მიწოდებული საქონლის ოდენობას და მის ფასს. ხოლო როგორც აღინიშნა, სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. განსახილველ შემთხვევაში, კი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის მიღებული ნივთის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც გამორიცხავდა ამ ნაწილში საჩელის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას;
2.47. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე რ----------------მ მოსარჩელისგან მიიღო 6000 აშშ დოლარი (რაც თანხის გადახდის დროისთვის შეადგენდა 9898.00 ლარს) და 700 ლარი, მითითებული თანხის მოპასუხის მიერ მიღება დადასტურებულია როგორც მოპასუხის აღიარებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 27 აგვისტოს სასაქონლო ზედნადებით სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ 2013 წელს დამზადებულ დანადგარზე გადახდილი იქნა 10.000 (ათი ათასი) ლარი, ხელშეკრულების თანახმად შემდეგი გადახდა შეადგენს 6800 ლარს (ტ.1.ს/ფ 39); ასევე მოპასუხის მიერ მოსარჩელისგან 700 ლარის მიღება დადასტურებულია 2014 წლის 27 აგვისტოს სალაროს შემოსავლის ორდერით (ტ.1.ს/ფ. 62);
სასამართლომ მიიჩნია, რომ მ-------------ის მოთხოვნა დაზიანებული ბოცების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ;
2.48. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს; თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები;
2.49. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას;
2.50. როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე რ---------------ის მიერ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე დამზადებული ნივთი ნაკლის მქონეა და იგი არ არის მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის ვარგისი ნივთი. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით იგი ტექნიკურად გაუმართავია, რაც იმას ნიშნავს, რომ რ---------------ის მიერ დამზადებული ბოცების გასაბერი დანადგარი ექსპლუატაციისათვის (ჩვეულებრივი გამოყენებისათვის) უვარგის მდგომარეობაშია. ამ თვალსაზრისით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება - ლ----------------–--------–-----------------–-- ე------------------------–----------- 2014 წლის 02.09. N 0-------- ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, შეჯიბრობითობის წესების დაცვით, მოპასუხემ ვერ გააბათილა საწინააღმდეგო, საპირწონე მტკიცებულების წარმოდგენით; ამ მხრივ სასამართლომ ყურადღება მიაპყრო მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებაზე იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ, როგორც მეწარმემ, იცოდა ნივთის ტექნიკური მონაცემები და ანსხვავებდა ჰიდრავლიკურ დაზგას პნევმატურისგან და მიიღო აღნიშნული ნივთი;
2.51. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარეები შეზღუდულნი არ არიან ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრით. ხელშეკრულება გარიგებაა, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით, მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ბუნებრივია მნიშვნელოვანია ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება ნივთობრივად უნაკლოდ უნდა განხორციელებულიყო და შემკვეთს გადასცემოდა სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნივთობრივად უნაკლო ნივთი, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. სამოქალაქო სამართალში პასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა ზიანის მიმყენებლის ბრალის არსებობა. ბრალი გამოიხატება განზრახვის ან გაუფრთხილებლობის ფორმით. განზრახ ან გაუფრთხილებელი ქმედებით მიყენებული ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას;
2.52. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი რომელმაც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი;
2.53. ზიანი შეიძლება წარმოიშვას ერთ-ერთი მხარის ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით. ზიანი შეიძლება წარმოიშვას აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეები ზიანის მიყენებამდე არ იმყოფებოდნენ ვალდებულებით ურთიერთობაში. ,,არასახელშეკრულებო“ ზიანი წარმოიქმნება უშუალოდ სამართალდარღვევიდან (დელიქტი), ამიტომ მას დელიქტურ ვალდებულებას უწოდებენ. ზიანი შეიძლება მიეყენოს პიროვნების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან პირის ქონებას;
2.54. ზოგადი წესის მიხედვით, დაზარალებულს ზიანს თავად მიმყენებელი უნაზღაურებს. დელიქტური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრინციპი არის ზიანის სრულად ანაზღაურება. ეს ნიშნავს, რომ დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ყველა ქონებრივი დანაკარგი, როგორც რეალური, ასევე გაშვებული მოგება. მიყენებული ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულს;
2.55. პასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა ზიანის მიმყენებლის ბრალის არსებობა. ბრალი გამოიხატება განზრახვის ან გაუფრთხილებლობის ფორმით. განზრახ ან გაუფრთხილებელი ქმედებით მიყენებული ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას;
2.56. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი; სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს მისთვის დამახასიათებელი ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისად ხდება მტკიცების ტვირთის განაწილება დაზარალებულსა და ზიანის მიმყენებელს შორის: დაზარალებული, მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს მისთვის ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ზიანის მიმყენებელმა, თავის მხრივ, უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში ბრალის არარსებობა;
2.57. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე მ--------------სა და მოპასუხე რ----------------ს შორის დაიდო ნარდობის წერილობითი ხელშეკრულება. დადგენილი იყო, რომ რ---------------ის მიერ დამზადებული ნივთი (დაზგა) არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებაში მითითებული ნივთის მონაცემებს და იგი ჩვეულებრივი სარგებლობისათვის უვარგისია. დაზგა ამზადებს წუნდებულ პროდუქციას, რაც დადასტურებულია ლ----------------–--------–-----------------–-- ე------------------------–----------- 2014 წლის 02.09. N--------- ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით (ტ.1. ს.ფ. 42-59);
2.58. გარდა ამისა, დადგენილი იყო, რომ ლ----------------–--------–-----------------–-- ე------------------------–----------- 2014 წლის 11.09. N--------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, წყალტუბოს რაიონის სოფელ პ----------–- რ-------------ის მიერ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 579 ცალი ოც ლიტრიანი ბოთლი (ბოცა) წარმოადგენს წუნდებულ უხარისხო პროდუქციას (ტ.1. ს.ფ. 27-38), ხოლო საქმეზე დართული ბუღალტრული გაანგარიშებით, 1 ცალი 20 ლიტრიანი ბოთლის (ბოცის) დამზადების ღირებულება (თვითღირებულება) შეადგენს 2(ორ) ლარსა და 40 თეთრს. ექსპერტიზის დასკვნის შედეგად (2014 წლის 11.09. N--------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა) დაზიანებული (წუნდებულია და უხარისხოა) 579 ცალი 20 ლიტრიანი ბოთლი (ბოცა). შესაბამისად მათი საერთო დამზადების თვითღირებულება შეადგენდა 1389 ლარსა და 60 თეთრს (ტ.1. ს.ფ. 64). მითითებული მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზით სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის გაანგარიშება უნდა მოხდეს ლ----------------–--------–-----------------–-- ე------------------------–----------- 2014 წლის 02.09. N--------- ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი 20 ლიტრიანი ბოცის გასაბერი დაზგის ხარისხიანი პროდუქცის წარმადობის მიხედვით, რაც შეადგენს 37%. შესაბამისად ზიანი შეადგენდა 514 ლარს (1389.60 X 37:100 = 514);
2.59. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას დაზიანებული 2000 (ორი ათასი) ცალი ბოცის ზიანის ანაზღაურების ნაწილში, სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ არ იყო წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, მხოლოდ მოსარჩელის შვილის და მძღოლის ახსნა-განმარტება ვერ დაედებოდა საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებას, რადგან მოსარჩელის შვილი, რ-------------- პირდაპირაა დაინტერესებული საქმის შედეგით, ხოლო მძღოლი წარმოადგენს მის მიერ დაქირავებულ პირს; მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ მოპასუხე რ---------------ის მოქმედების გამო, ნივთობრივი ნაკლის მქონე დანადგარის ექსპლუატაციის შედეგად მიადგა ზიანი მოსარჩელეს, რაც ნაწილობრივ ანაზღაურებას ექვემდებარება.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე რ---------------ის წარმომადგენელის განმარტება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:
2.60. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 655-ე მუხლი განსაზღვრავს ნარდობისას ხანდაზმულობის ვადას. კერძოდ, მოხმობილი მუხლით ხანდაზმულობის ვადა მოძრავი ნივთის მიმართ დადგენილია ერთი წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე;
2.61. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. ამავე კოდექსის 642-ე მუხლის პირველი ნაწილით - თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა;
2.62. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მოპასუხე რ---------------- ცდილობდა რა, შეეკეთებინა მის მიერ დამზადებული 20 ლიტრიანი ბოცის გასაბერი დანადგარი (დაზგა), 10 დღის განმავლობაში ცხოვრობდა მ--------------სთან, თუმცა უშედეგოდ. ამდენად სარჩელი სამოქალაქო კოდექსის 655-ე მუხლის მიზნებისათვის ხანდაზმული არ იყო.
სასამართლომ რ---------------ის შეგებებულ სარჩელზე უარი დაასაბუთა შემდეგნაირად:
2.63. მოსარჩელე რ---------------ის განმარტებით, 2013 წლის აპრილში მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხისათვის სასყიდლიანად დაემზადებინა 20 ლიტრიანი ბოცის გასაბერი დანადგარი (დაზგა). მოსარჩელემ ვალდებულება შეასრულა, რაც მოპასუხე მ-------------ის მიერ მიღებულ იქნა. სარჩელის აღძვრის ფქტობრივ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოპასუხის ვალდებულება ნაკეთობის საფასურის სრულად გადახდასთან დაკავშირებით შეუსრულებელია. მოპასუხის ვალდებულება შეადგენს 5500 აშშ დოლარს. შესაბამისად ითხოვს, მოპასუხე მ--------------ზე მოსარჩელე რ---------------ის სასარგებლოდ, ნაკეთობის დამზადებისათვის გათვალისწინებული საზღაურის გადაუხდელი ნაწილის 5500 აშშ დოლარის (დღეს მოქმედი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად უცხოურ ვალუტასთან აშშ დოლართან მიმართებაში) გადასახდელად დაკისრებას;
2.64. სასამართლოს მითითებით, შეგებებული სარჩელი უსაფუძვლო იყო, რადგან მოცემულ შემთხვევაში საქმეს თან ერთვოდა ლ----------------–--------–-----------------–-- ე------------------------–----------- 2014 წლის 02.09. N--------- ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა (შინაარსი იხ. ზემოთ - 2.6. პუნქტი). აღნიშნული დასკვნის გამაბათილებელი, საპირწონე მტკიცებულება მოპასუხე რ----------------ს არ წარმოუდგენია. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ მის მიერ დამზადებული დანადგარის არასწორი ექსპლუატაციის შედეგია წუნდებული პროდუქციის მიღება, რადგან მოწმე რ-------------ის ჩვენებით დადგენილი იყო, რომ რ---------------- 10 დღე ცხოვრობდა მ-------------ის სახლში და ცდილობდა დაზგის შეკეთებას რა დროსაც 3000 ბოცა გაუფუჭდა. მანვე განმარტა, რომ დაზგასან მუშაობა რ----------------მ ასწავლა (იხ.სხდომის ოქმი. 13.09.55 წთ). ამ შემთხვევაში რ-------------ის ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, რადგან მას ამყარებს ექსპერტის კვალიფიციური დასკვნა;
2.65. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამასთან, კანონი ასევე ითვალისწინებს შემკვეთის გარკვეულ შესაგებლებს მენარდის მიმართ, რაც აბრკოლებს საზღაურის მოთხოვნის უფლებას, კერძოდ, შემკვეთს უფლება აქვს, მიიღოს შესრულებული სამუშაო და შეამოწმოს, ხომ არ არის იგი ნაკლის მქონე, რის შემდგომაც მას შეუძლია, მოსთხოვოს მენარდეს შესაბამისი ქმედებების განხორციელება. შემკვეთის მიერ ამ უფლების გამოყენებისას საზღაურის გადახდა არ მოხდება მანამ, სანამ ნაკლი არ აღმოიფხვრება. იმ შემთხვევაში თუ 644-ე მუხლის თანახმად ნაკეთობა ნაკლის მქონეა, ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები;
2.66. ყოველივე მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარემ, მოპასუხე რ----------------მ ვერ შეძლო დაემზადებინა მხარეთა შორის 2013 წლის 28 აპრილის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების მქონე ნივთი, რაც ხელშკრულებაზე უარის და ნივთის შესაძენად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის საფუძველია. შესაბამისად უსაფუაძვლო იყო რ---------------ის მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნარჩნი თანხის 5500 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, რადგან უდავოდ დადგენილი იყო, რომ მის მიერ დამზადებული 20 ლიტრიანი ბოცების გასაბერი დანადგარი (დაზგა) არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და მისი ექსპლოატაცია ზიანის მომტანია შემკვეთისათვის;
2.67. საქართველოს მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102 მუხლებზე და განმარტა, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე;
2.68. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მ-------------ის წარმომადგენელმა ნაწილობრივ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომლებზედაც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს, კერძოდ, მისთვის ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ხოლო რ----------------მ სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო შეგებებულ სარჩელში მითითებული ფაქტების დამტკიცება;
3.1. მ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. აპელანტის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილ, რ---------------ის მიერ გადმოგზავნილი ინვოისების შინაარსით იკვეთება, რომ მათში მითითბული თანხა გადახდილია მის მიერ და არც მოპასუხე არ უარყოფდა ამ თანხის მიღების ფაქტს. ის რაც დოკუმენტებით დასტურდებოდა სასამართლოს უდავო მტკიცებულებად უნდა მიეჩნია. რაც გავლენას მოახდენდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე. რაც შეეხება 2000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს, ადასტურებს საქმეზე დაკითხული მოწმეები, რ--------------- და ზ---------–----. რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. ეს არ არის სასეხო ურთიერთობა, სასამართლომ უნდა გაითვალიწინოს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელეს უფლება მქონდა გადაეცა თანხა ხელზე, მან ხელშეკრულებით გათვალიწინებული ყველა ვალდებულება შეასრულა და თანხა რომ არ გადაეხადა სრულად, ნამდვილად არ დაამზადებდა და არ გამოატანდა დაზგას წყალტუბოს რაიონში სოფელ პ----------–- დასამონტაჟებლად;
3.1.2. რაც შეეხება ზიანს, სასამართლოს უნდა დაეკისრებინა მოპასუხისათვის დაზგის თბილისიდან წყალტუბოს რაიონი სოფელ პ----------–- ტრანსპორტირების ხარჯი 470 ლარი.
2. რესივერის თანხა 600 ლარი, რომელიც ხელშეკრულების თანახმად უნდა ეყიდა მოპასუხე რ----------------ს 3. დაზგის მიერ გაფუჭებული 579 ცალი ბოცის თვითღირებულება ერთის ღირებულება არის 2. 40 ლარი სულ არის 1389. 60 ლარი, სულ ითხოვდა 3389 ლარს აქედან დანარჩენი თანხა იყო იმ ბოცის ღირებულება, რომელიც გადაიყარა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც ადასტურებდა მოწმე ლ------------ე. ნაწილების დაზგაზე გამოცვლის ფაქტს ადასტურებს ექსპერტი თავის დასკვნაში. ნაწილების ღირებულება შეადგენს 2700 ლარის ჰაერის ფილტრის ჩათვლით, რომელის ღირებულება შეადგენს 700 ლარს. 1000 ლარი დაზიანებული კომპრესორის აღდგენის, რასაც მოპასუხეც არ უარყოფს, ხოლო თანხის ოდენობას და გადახდას ადასტურებს მოწმე რ--------------, რომელმაც დაკითხვისას აღნიშნა, რომ თავად რო------მ ასწავლა სად უნდა გაეკეთებინა და რა თანხა დაჯდებოდა კომპრესორის გაკეთება;
3.1.3. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა სარჩელის ნაწილობრივ დაუკამყოფილებლობის ნაწილში. არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. წარმოდგენილ მტკიცებულებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რამაც გავლენა მოახდინა სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.
3.2. ი.მ. რ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.2.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად 3.2.1. ფაქტობრივი გარემოება. ექსპერტის დასკვნა მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ 2013 წლის 28 აპრილის ხელშეკრულება შევსებულია მოსარჩელე მ-------------ის მიერ, რაც ბუნებრივია არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას იმ ფაქტის დასადგენად, რომ მხარეთა ხელმოწერის მომენტში ის შეიცავადა, როგორც ნაბეჭდ, ისე ხელნაწერ ჩანაწერებს; რაც შეეხება მოწმე ზ---------–--ის ჩვენებას, მან გარადა სასამართლოს მიერ მითითებული განცხადებისა, განმარტა, რომ არ დაუნახავს, თუ ვინ შეასრულა ხელშეკრულებაში ხელნაწერი ტექსტი, თუმცა ხელშეკრულების ბეჭვდითი ნაწილი სწორედ მან მოამზადებინა იურისტს და მხარეებსაც სწორედ მან წარუდგინა ხელმოსაწერად და ამასთან უშუალოდ ესწრებოდა სრულ პროცესს (მომზადება და ხელმოწერა);
3.2.2. აპელანტის განმარტებით, მოწმე რ--------------მ აჩვენა, რომ მას არ დაუნახავს, თუ ვინ შეასრულა ხელნაწერი ტექსტი, თუმცა პირადად ესწრებოდა ხელშეკრულების ხელმოწერას. იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით, რომ მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების წერილობით ფორმაზე, მივიღებთ წერილობით ხელშეკრულებას, რომელიც დისკრედიტირებულია, ვინაიდან ის წარმოადგენს ნაბეჭდი და ხელნაწერი ტექსტის ერთობლიობას, რომელთან მიმართებაშიც ვერ დგინდება, თუ როდის იქნა შევსებული ხელნაწერი ნაწილი (რაც ჩვენი შედავების ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს). რო------ აცხადებს, რომ მას ხელი არ მოუწერია ხელნაწერი ტექსტით შევსებულ ხლშეკრულებაზე. ვა------- აცხადებს, რომ ტექსტი შეასრულა მან ხელშერულების გაფორმების დროს მოწმეთა და რ-------ის თანდასწრებით. მოწმეები აცხადებენ, რომ ესწრებოდნენ და მონაწილეობდნენ ხელშეკრულების, როგორც მომზადებაში, ისე მის გაფორმებაში, მაგრამ არ დაუნახავთ, მისი ხელნაწერი ტექსით შევსების მომენტი. ანუ საქმეში არ მოიპოვება მტიცებულება, რომელიც დაადასტურებს, თუ როდის - ხელშეკრულების ხელმოწერამდე, თუ მისი ხელმოწერის შემდგომ იქნა ხელშეკრულებაში შეტანილი ხელნაწერი ტექსტი;
3.2.3. ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიზნით სასამართლო დაეყრდნო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას და ექსპერტ ზ-----------–-----ის ჩვენებას. ფაქტობრივი გარემოებები ეხება სადავო დანადგარის ფუნქციონალურ ნაწილს. ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მომზადებულია ექსპერტის ზ-----------–-----ის მიერ და ამავე ზ-----------–-----ის ექსპერტის სახით დაკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია არსებითად გამორიცხავს ერთმანეთს, კერძოდ: 1)ექსპერტის მიერ სადავო დანადგარის კვლევა ჩატარებულია 710-770 გრ. პერფორმასთან მიმართებაში, მაშინ როცა დანადგარი მოსარჩელის მითითებით დამზადებულია 350 გრ. პერფორმაზე, რასაც ადასტურებს მისივე წარმოდგენილი პერფორმის ნიმუში და ამ ნიმუშის დამამზადებელი ასევე მის მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ჩამოტანილი პერფორმის ყალიბი; 2) ექსპერტის მიერ გამოყენებულ ლიტერატურაში მითითებულია მოსკოვის სახ. უნივერსიტეტის სტუდენტის საკურსო ნაშრომი და არა რომელიმე აღიარებული სამეცნიერო კვლევის შედეგი; 3) ექსპერტიზის დასკვნაში (გვ.3) მითითებულია არასწორი ფაქტობრივი მონაცემები, კერძოდ აღნიშნულია, რომ დანადგარის გაგრილების სისტემა (კვადრატული მილები დისკების გასწვრივ, რომლებშიც მუდმივად უნდა გაედინებოდეს მაციებელი სითხე, ჩვენს შემთხვევაში ცივი წყალი) ვერ უზრუნველყოფს ყალიბის გაციებას მაშინ, როცა ექსპერტმა გამოკითხვისას დაადასტურა, რომ მას დეტალური კვლევა არ ჩაუტარებია, გაგრილების სისტემაში წყალი (გამაგრილებელი) არ გაუშვია და არც კი შეუმოწმებია დაერთებული იყო თუ არა ის წყლის მიწოდების დგარზე, რაც ბუნებრივია იმას ნიშნავს, რომ გაგრილების სისტემა ცხადია ჩართვის გარეშე არ იმუშავებდა, ვერ გააგრილებდა ყალიბს და შესაბამისად პროდუქციაც წუნდებული გამოვიდოდა (რაც გამორიცხავს მოპასუხე რ. რ-------ის ბრალს); 4)ექსპერტის მიერ არ არის შემოწმებული პერფორმის ხარისხი, ანუ არ არის ჯეროვნად შესწავლილი თუ რა იწევდა წუნდებული პროდუქციის გამოშვებას - დანადგარი, თუ პერფორმა; 5)ექსპერტი მიუთითებს, რომ დანადგარის დამზადებისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო ყალიბის ჩაკეტვის ჰიდრავლიკური სისტემა, მაშინ როცა დაკითხვისას დაადასტურა, რომ ასევე ეფექტურად მუშაობდა პნევმატიკურიც და ეს პროდუქციის გამოშვების ხარისხზე ზეგავლენას არ ახდენს; 6)დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ დანადგარი ბოცას უნდა ბერავდეს 30 ატმოსფერული წნევით, თუმცა ექსპერტმა გამოკითხვისას დაადასტურა, რომ 350 გრამიანი პერფორმისაგან ბოცის გაბერვა შესაძლებელია იმ ატმოსფერული წნევითაც, რომელსაც გამოიმუშავებს სადავო დანადგარი;
3.2.4. ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიზნით სასამართლო დაეყრდნო 27/08/2014 წლის სასაქონლო ზედნადებს Nელ - 0---------. ზედნადების თანახმად დგინდება, რომ თითქოს რ.რო------მ 27/08/2014 წელს გადასცა მოსარჩელე მ--------------ს 20 ლიტრიანი ბოცის გასაბერი კომპლექტი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ამავე ზედნადების მე-19 გრაფაში მითითებული ჩანაწერით და მხარეთა განმარტებით სასამართლომ მიიღო ინფორმაცია, რომ ამ ზედნადებით მხოლოდ შეივსო 21/08/2013 წლის სასაქონლო ზედნადებით Nელ - 0--------- (ფაქტი 3.2.7.) დაფიქსირებული ინფორმაცია დანადგარის საფასურის ნაწილში და ის არ გულისხმობდა სხვა დანადგარის გადაცემას;
3.1.5. ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიზნით სასამართლო დაეყრდნო მოწმე რ-------------ის ჩვენებას. კალიგრაფული ექსპერტიზით დასტურება, რომ მოწმე რ--------------მ შექმნა ყალბი საპროცესო დოკუმენტი - განცხადება, მოსარჩელე მ-------------ის სახელით და მისივე სახელით ხელი მოაწერა მას. ამასთან მანვე, ყალბი ხელმოწერით ჩაიბარა სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტაცია, მათ შორის მოპასუხის შესაგებელი და შეგებებული სარჩელი, რაც უდავოდ მეტყვლებდა იმაზე, რომ მოწმისათვის ცნობილი იყო საქმის ყველა წვრილმანი დეტალიც კი. აღნიშნული გარემოებების შესაბამისად აპელანტს მიაჩნია, რომ მისი, როგორც მოწმის ჩვენება დისკრედიტირებულია და საქმისათვის არსებითი გარემოებების დადგენის მიზნით მისი გამოყენება უკანონო და დაუშვებელია. ასევე თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ის არის მოსარჩელე მ---------ის შვილი, ის პირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, რაც კიდევ ერთ საფუძველს წარმოადგენს, იმსათვის, რომ მისი, როგორც მოწმის ჩვენება არ ჩაითვალოს უტყუარ მტკიცებულებად საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით. მოწმე რ--------------მ აჩვენა, რომ რ. რო------ მ-------------ის სახლში (იგივე რ-------------ის სახლი, ვინაიდან მ-------------- არის რ-------------ის დედა) ცხოვრობდა 10 დღის განმავლობაში და ცდილობდა დანადგარის შეკეთებას. მოპასუხის შეკითხვაზე - მთელი ამ დროის განმავლობაში დაინახა თუ არა რ---------------- მისმა რომელიმე მეზობელმა ან სტუმარმა და შეეძლო თუ არა თუნდაც ერთი ასეთი ადამიანის დასახელება, ან რაიმე სხვა სახით ამ ფაქტის დადასტურება, პასუხად მიღებულ იქნა - არა;
3.2.6. ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიზნით სასამართლო დაეყრდნო მოწმე ზ---------–--ის ჩვენებას. მოწმე ზ---------–--ის ჩვენება ბუნდოვანი და წინააღმდეგიბრივია, როგორც მისივე ჩვენების სხვა და სხვა ნაწილებთან, ისე მოწმე რ-------------ის ჩვენებასთან მიმართებაში და შესაბამისად ვერ ჩაითვლება უტყუარ მტიცებულებად, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა;
3.2.7. ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიზნით სასამართლო დაეყრდნო მოწმე გ--------–----–---–ის ჩვენებას. მოწმე გ--------–----–---–ს არ უჩვენებია, რომ მოსარჩელე მ--------------ს არ შეუძენია პრესფორმა...
3.2.8. სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად გამოიყენა კანონი, რომელც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ: 1) უკანონია სასამართლოს დასკვნა იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სსკ-ის 327 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ გარიგების პირობებზე და ამის მტკიცებულებას წარმოადგენს 2013 წლის 28 აპრილის სადავო ხელშეკრულება, რომლის შინაარსის (როგორც ბეჭდვითი, ისე ხელნაწერი ტექსტის ერთობლიობით) ავთენტურობასაც ადასტურებს კალიგრაფიული ექსერტიზის დასკვნა და მოწმე ზ---------–--ის ჩვენება;
3.2.9. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე- 328-ე მუხლებზე და განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით, რომ მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების წერილობით ფორმაზე, მივიღებთ წერილობით ხელშეკრულებას, რომელიც დისკრედიტირებულია, ვინაიდან ის წარმოადგენს ნაბეჭდი და ხელნაწერი ტექსტის ერთობლიობას, რომელთან მიმართებაშიც ვერ დგინდება, თუ როდის იქნა შევსებული ხელნაწერი ნაწილი. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ 2013 წლის 28 აპრილის წერილობითი ხელშეკრულების როგორც ბეჭვდითი, ისე ხელნაწერი ტექსტის ერთობლივად, შეთანხმების პირობებად და უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა საფუძველს მოკლებულია, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ მხარეთა შორის სადავოა სწორედ ხელნაწერი ტექსტით განსაზღვრული ვალდებულებების კისრება და მათ შესრულება. ბუნებრივია ასეთ პირობებში დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დათქმა;
3.2.10. დაუსაბუთებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა დაზიანებული ბოცების ღირებულების მოპასუხისათვის (თუნდაც ნაწილობრივ) დაკისრების ნაწილში, ვინაიდან უტყუარი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული სადავო დანადგარის უვარგისობის ფაქტი, ხოლო გარემოება იმის იმასთან დაკავშირებით, რომ სახეზეა წუნდებული პროდუქცია, ლოგიკურად გამომდინარეობს არასწორი კვლევის შედეგიდან...;
3.2.11. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-ე, 640-ე, 641-ე, 649-ე მუხლებზე და მიუთითა, რომ რო------მ ნაკეთობის დამზადება დაასრულა 2013 წლის ივნისის დასაწყიში, თუმცა ვა-------მ მიუხედავად რ-------ის მოთხოვნისა, რომ დაუყოვნებლივ წაეღო/მიეღო ნაკეთობა, ის წაიღო/მიიღო მხოლოდ 2013 წლის 21 აგვისტოს, ვინაიდან მისივე განმარტებით, დანადგარის მუშაობისათვის, კერძოდ კი გასაბერი მასალის დამზადებისათვის აუცილებელი მოწყობილობა - 350 გრ. პრეფორმის ჩამოსასხმელი ყალიბი მან მიიღო 2013 წლის 12 აგვისტოს (რაც დასტურდება 12/08/2013 წლის Nელ-0--------- სასაქონლო ზედნადებით), ხოლო ამ დრომდე დანადგარი მას არ სჭირდებოდა. 12/08/2013 წლის N ელ-0--------- სასაქონლო ზედნადებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ გასაბერი მასალის დამზადებისათვის აუცილებელი მოწყობილობა - 350 გრ. პრეფორმის ჩამოსასხმელი ყალიბი პს პ-–---------------–----ისაგან მიიღო მხოლოდ 2013 წლის 12 აგვისტოს. აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებისა და სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით რ-------ის მიერ სამუშაო შესრულებულად უნდა ჩაითვლოს სწორედ ივნისის დასაწყისში და არა 2013 წლის 21 აგვისტოს;
3.2.12. აპელანტის მითითებთ, რ-------ის მიერ დამზადებული ნაკეთობა შეესაბამებოდა შეთანხმებულ პირობებს. დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშრებით. ერთადერთი მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელი არ იყო ხანდაზმული მოწმე, რ-------------ის ჩვენებაა...სარჩელი ხანდაზმულია ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 655-ე მუხლის (ხანდაზმულობის ვადა) თანახმად, მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე. ამავე კოდექსის 641-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ნაკეთობას. ამავე კოდექსის 642-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა. აპელანტს მიაჩნია, რომ საგარანტიო ვადაში ნაკეთობის ფუნქციონალის ნაწილში ნაკლის აღმოფხვრის მოთხოვნის უფლება ასევე ხანდაზმულია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს „ფ-------“ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „ე--------“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.68. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები.
4.4. სააპელაციო სასამართლო დამატებით განმარტავს:
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შესრულებული აქვს თუა რა მოპასუხე - ი.მ. რ----------------ს და შესრულებული სამუშაო რა ღირებულებისაა, გადახდილი აქვს თუ არა მისთვის მ--------------ს (შემკვეთი) სამუშაოს ღირებულება;
4.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, პალატა აღნიშნავს, როდესაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, მოსარჩელემ მ--------------მ მოპასუხეს - ი.მ. რ----------------ს დაუკვეთა ოც ლიტრიანი ბოცის გასაბერი დანადგარის დამზადება და სადავო არ არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების რეალურად წარმოების ფაქტი, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დამზადებულიქნა ზუსტად ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგანი (უნაკლო ნივთი) - ეკისრებოდა მოპასუხეს, ხოლო შესრულებული სამუშაოს ღირებულების (ფასის) სრულად გადახდის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს. სააპელაციო სასამართლო, სსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოპასუხის (მეორე აპელანტის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები: მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებები მივთის გამართულობასა და ხარისხტან დაკავშირებით, ვერ მიიჩნევა მითითებული სადავო ფაქტის დასადასტურებლად;
4.6. სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტები შესრულებული ნაკეთობის ნაკლოვანებასთან დაკავშირებიოთ. კერძოდ, სწორად იქნა დადგენილი, რომ შემკვეთისათვის გადაცემული ნივთი არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ ხარისხს, ამ თვალსაზრისით მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილ იქნა სარწმუნო მტკიცებულებები - ექსპერტის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები, ხოლო მოპასუხემ/აპელანტმა ი. მ. რ----------------მ ვერ შეძლო საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენა. სასამართლო საქმეში წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით მივიდა სწორ დასკვნამდე, რომ ი.მ. რ---------------ის მიერ დაირღვა ხელშეკრულების პირობები, კერძოდ მან ვერ უზრუნველყო ნივთობრივად უნაკლო ნივთის დამზადება და გადაცემა შემკვეთისათვის - მ-------------ისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტი - მოპასუხე რ---------------ის მიერ დამზადებული ნივთის, ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებთან შეუსაბამობის (ნივთობრივი ნაკლი) შესახებ და ამ მხრივ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.4.-2.7., 2.25.-2.38 პუნქტები). არც სააპელახიო საჩივარი შეიცავს ამ მხრივ დასაბუთებულ პოზიციას;
4.7. სასამართლომ ასევე წორად არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება 28.04.2013 წლის ხელშეკრულებაში, ხელით შესრულებული ჩანაწერის ბათილობის შესახებ. დადგენილია, რომ ი.მ. რ----------------მ, როგორც ხელშეკრულების მხარემ ხელი მოაწერა მოსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების ისეთ ფორმას, სადაც იმთავითვე იყო გათვალისწინებული ხელით ჩასაწერი გრაფა და აღნიშნული გრაფა შეეხებოდა სწორედ ხელშეკრულების არსებით პირობებს - თუ როგორი შემადგენლობის უნდა ყოფილიყო ოც ლიტრიანი ბოცის გასაბერი სრული კომპლექტი. ხელშეკრულების მხარეებმა ასეთი სახის ხელშეკრულების დადებით თვითონვე გასწიეს რისკი ამ გრაფებში დაფიქსირებული ნების ნამდვილობასთან დაკავშირებით, ხოლო ამ რისკის პრევენციის თვალსაზრისით ხელშეკრულების მოდავე მხარეს შეეძლო თავისთვის დაეტოვებინა შეთანხმებული ხელშეკრულების ასლი, რომლის შეფასება უფრო სარწმუნოს გახდიდა მის პოზიციას. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა ეთანხმება ამ საკითხთან მიმართებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებს და სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.8., 2.28.-2.30. პუნქტები) და დასძენს, რომ უტყუარი მტკიცებულება, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა ხელშეკრულების ხელით შესრულებული ჩანაწერის ბათილობა - აპელანტს არ წარმოუდგენია;
4.8. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მოსარჩელის მიერ თანხის გადახდის დასადასტურებლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს - სასაქონლო ზედნადებებს. ამ თვალსაზრისით, სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე. მითითებული მტკიცებულებები შეფასებულ იქნა საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რითაც სასამართლო მივიდა სწორ დასკვნამდე და მოსარჩელის მოთხოვნა თანხის (ზიანის) ანაზრაურების ნაწილში მიიჩნია უსაფუძვლოდ. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით არ დასტურდება მიწოდებული საქონლის ღირებულების (ფასის) გადახდა. ამ თვალსაზრისით აპელანტ მ-------------ის წარმომადგენლის მითითება სასაქონლო ზედნადების მე-13 გრაფაზე, სადაც ცალსახად მოცემულია მხოლოდ ,,მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა ციფრობრივად და სიტყვიერად’’, ამ თანხის გადახდის სადავოობისას ვერ გამოდგება თანხის გადახდის დამადასურებელ მტკიცებულებად. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები სადავო თანხების გადახდის დასადასტურებლად, სწორად არ იქნა მიჩნეული სათანადო მტკიცებულებად. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასევე სწორად იქნა გამახვილებული ყურადღება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შესაბამისი მტკიცებულება შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი...“ (იხ.სუსგ. № ას-1198-1158-2016, ასევე წინამდებარე განჩინების 2.39.-2.46. პუნქტები), ხოლო ამ თვალსაზრისით მ-------------ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია;
4.9. პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მხოლოდ 579 დაზიანებული ბოცების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში. სასამართლომ სწორად შეაფასა ამ თვალსაზრისით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და საქმეზე დართული ბუღალტრული გაანგარიშებით, 1 ცალი 20 ლიტრიანი ბოცის დამზადების თვითღირებულებად სწორად იქნა მიჩნეული 2 ლარი და 40 თეთრი, საერთო ჯამში კი 579 ცალი წუნდებული უხარისხო პროდუქციის თვითღირებულების ჯამი შეადგენდა 1389.60 ლარს. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ სწორად მოხდა ზიანის გაანგარიშება ლ----------------–--------–-----------------–-- ე------------------------–----------- 2014 წლის 02.09. N--------- ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი 20 ლიტრიანი ბოცის გასაბერი დაზგის ხარისხიანი პროდუქცის წარმადობის მიხედვით, რაც შეადგენდა 37%-ს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი უხარისხო ბოცების დამზადებისათვის მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა სწორად განისაზღვრა 514 ლარით (1389.60 X 37:100 = 514, იხ. წინამდებარე განჩინების 2.48.-2.59. პუნქტები), პალატა მიუთითებს, რომ აპელანტ მ-------------ის სააპელაციო საჩივარი ზიანის მოთხობნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში (დაზიანებული 2000 ცალი ბოცის ზიანის ანაზღაურების ნაწილში), არ არის დასაბუთებული და სარწმუნო მტკიცებულებ(ებ)ით გამყარებული;
4.10. პალატა იზიარებს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შესაბამის სამართლებრივ დასკვნებს მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე - უხარისხო დანადგარის წარმოებასთან დაკავშირებით მხარის (მ-------------ის) მიერ პრეტენზიის იმთავითვე (ნივთის გადაცემიდან რამოდენიმე დღეში) გაცხადების თაობაზე, ასევე ნივთის ნაკლის აღმოსაფხვრელად მხარეთა მცდელობაზე, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია, რამაც ამ ფაქტებიდან კანონით დადგენილ ვადაში განაპირობა სასარჩელო მოთხოვნის წარმოდგენა (იხ. წინამდებარე განჩინების 2.60.-2.62. პუნქტები). რ---------------ის სააპელაციო საჩივარი მითითებულ საკითხთან მიმართებით ასევე არ შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას;
4.11. რაც შეეხება მოპასუხის ი.მ. რ---------------ის შეგებებულ მოთხოვნას - ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისათვის თანხის მოპასუხისათვის სრულად დაკისრების თაობაზე - სასამართლომ სრულიად საფუძვლიანად უთხრა უარი, რადგან საქმის მასალებით უტყუარად დადგენილ იქნა ი.მ. რ---------------ის მიერ ხელშეკრულების არსებითი პირობების დარღვევის ფაქტი, კერძოდ მის მიერ ხელშეკრულების საგნის - ოც ლიტრიანი ბოცის გასაბერი დანადგარის - უხარისხოდ დამზადების ფაქტი, ხოლო ეს უმთავრესი მოცემულობა მის მოთხოვნას შესაბამისი ანაზრაურების მიღების თაობაზე, იმთავითვე უსაფუძვლოს ხდის, სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ი. მ. რ----------------მ ვერ შეძლო დაემზადებინა მხარეთა შორის 2013 წლის 28 აპრილის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების მქონე ნივთი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარცელის მიერ ხელშკრულებაზე უარის და ნივთის შესაძენად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის საფუძველი იყო. შესაბამისად უსაფუაძვლო იყო რ---------------ის მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნარჩნი თანხის 5500 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, რადგან უდავოდ დადგენილი იყო, რომ მის მიერ დამზადებული 20 ლიტრიანი ბოცების გასაბერი დანადგარი (დაზგა) არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და მისი ექსპლოატაცია ზიანის მომტანი იყო შემკვეთისათვის (იხ. წინამდებარე განჩინების 2.63.-2.66. პუნქტები). ამ თვალსაზრისითაც ი.მ. რ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ არის დასაბუთებული და გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით;
4.12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით კანონმდებელი ადგენს მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს და ნორმა არც ერთ მტკიცებულებას უპირატეს მნიშვნელობას არ ანიჭებს, არამედ, სასამართლოს ავალდებულებს, ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეაფასოს ისინი ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, სწორედ ამ გზით განისაზღვრება მათი განკუთვნადობის, იურიდიული დამაჯერებლობის საკითხი და მათი ერთობლივი ანალიზით დგინდება მტკიცების საგანში შემავალი სადავო გარემოებების არსებობა-არარსებობა (ფაქტები);
4.13. სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობებს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მართებულად იქნა დაკმაყოფილებული ნაწილობრივ, ხოლო შეგებებული მოთხოვნა კი უარყოფილი. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების არგუმენტების გაზიარების სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად ძალაში უნდა დარჩეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება;
4.14. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30); აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი სააპელაციო საჩივრების ყველა პრეტენზიაზე;
4.15. პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს დასკვნები განსახილველ საკითხებთან მიმართებით, სწორია. აპელანტებმა ვერ დასძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით;
4.16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
4.17. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, მ-------------ისა და ი-------–----- რ---------------ის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. მ-------------ისა და ი-------–----- რ---------------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც;
6.2. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარები, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟების მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ-------------ის და ი-------–----- რ---------------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ირმა პერანიძე