განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმ- № 080210016001427423
საქმ-№2/ბ-125-2018
განჩინება
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-- პ---–-–იის დ-------------ი
წარმომადგენელი - შ----- ყ-----ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ------- ჯ----
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ზ---– ჯ----
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი-ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2016 წლის 11 ივლისს ვ------- ჯ----მ სარჩელი აღძრა მოპასუხეების - კრედიტორ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-- პ---–-–იის დ-------------ისა და მოვალე ზ---– ჯ----ს მიმართ და მოითხოვა ქ. ქ-------ში, ფ--------- მეფის მ--- შესახვევის №--ში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2----–-–------------ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთების მნიშვნელოვანი ნაწილი შეძენილი იყო მისი აწ გარდაცვლილი მშობლების მიერ იმ პერიოდში, როდესაც მისი შვილი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, ხოლო ნაწილი კი-მეორადი ტექნიკის სახით, შეძენილია უშუალოდ მის მიერ მეზობლისაგან. ამდენად, ასეთი ვერ განიხილება მოვალე ზ---- ჯ----ს საკუთრებად. იგი არ წარმოადგენს იმ პირს, ვინაც პასუხი უნდა აგოს კრედიტორის წინაშე არსებული დავალიანების გამო. შესაბამისად, აღნიშნული ექვემდებარება ყადაღისაგან გათავისუფლებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე (კრედიტორი)საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-- პ---–-–იის დ-------------მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დაყადაღებულ ნივთებზე არ არის წარმოდგენილი მოსარჩელის საკუთრების უფლების დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. ნივთები დაყადაღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, მოპასუხე ზ---– ჯ----ს მისამართზე.
მოპასუხე (მოვალე) ზ---- ჯ----ს არ წარუდგენია წერილობითი შესაგებელი, ხოლო სასამართლო სხდომაზე მან სრულად ცნო სარჩელი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. ვ------- ჯ----ს სარჩელი ზ---– ჯ----სა და შსს ს----------–-- პ---–-–იის დ-------------ის მიმართ მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდა.
2. 2----–-–------------ შედგენილი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხა მოსაჩელე ვ------- ჯ----ს კუთვნილი ნივთები, კერძოდ:სამეული ნაჭრის ზედაპირით , ყვავილების გამოსახულებით , ყავისფერი ხის დეტალებით - 01 (ერთი ) ცალი ; ხის მაგიდა , ყავისფერი გასაშლელი - 1 (ერთი )ცალი;;ხის სკამი , ყავისფერი , გასაშლელი - 10 (ათი) ცალი ;ხის სკამი წითელი ნაჭრის დასაჯდომით და საზურგით , სახელურებიანი, ყავისფერი - 02 (ორი) ცალი ;მაცივარი „BOSH“ ფირმის, თეთრი ფერის, ორკამერიანი - 01 (ერთი ) ცალი; სარეცხი მანქანა „BOSH“ ფირმის, თეთრი ფერის - 01 (ერთი ) ცალი; ტელევიზორი ,,SAMSUNG“ -ის ფირმის - 01 (ერთი ) ცალი; ჭურჭლის კარადა ღია და დახურული სათავსოებით მინის ვიტრინით , ყავისფერი - 01 (ერთი) ცალი;.ჟურნალის მაგიდა , ყავისფერი - 01 (ერთი ) ცალი.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
დადგენილია, რომ 2011 წლის 08 ივლისის №------ ბრძანების მიხედვით, შსს გენერალური ინსპექციის 2011 წლის 06 ივნისის №------ დასკვნის საფუძველზე შსს ს----------–-- პ---–-–იის დ-------------ის იმერეთის მთავარი სამმართველოს პირველი სახაზინო-ს----------–-- სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პ---–-–იის კაპიტანი ზ---– ვ-------ის ძე ჯ---- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. (იხ. ს.ფ. 21) ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხე ზ---– ჯ----ს შსს ს----------–-- დ-------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 4000 (ოთხი ათასი) ლარის გადახდა. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–------------, ქ-------ში, ფ--------- მ----ს ქ. მ--- შეს. №--ში აღწერილი და დაყადაღებული იქნა შედეგი სახის მოძრავი ქონება:სამეული ნაჭრის ზედაპირით , ყვავილების გამოსახულებით , ყავისფერი ხის დეტალებით - 01 (ერთი ) ცალი ; ხის მაგიდა , ყავისფერი გასაშლელი - 1 (ერთი )ცალი;;ხის სკამი , ყავისფერი , გასაშლელი - 10 (ათი) ცალი ;ხის სკამი წითელი ნაჭრის დასაჯდომით და საზურგით , სახელურებიანი, ყავისფერი - 02 (ორი) ცალი ;მაცივარი „BOSH“ ფირმის, თეთრი ფერის, ორკამერიანი - 01 (ერთი ) ცალი; სარეცხი მანქანა „BOSH“ ფირმის, თეთრი ფერის - 01 (ერთი ) ცალი; ტელევიზორი ,,SAMSUNG“ -ის ფირმის - 01 (ერთი ) ცალი; ჭურჭლის კარადა ღია და დახურული სათავსოებით მინის ვიტრინით , ყავისფერი - 01 (ერთი) ცალი;.ჟურნალის მაგიდა , ყავისფერი - 01 (ერთი ) ცალი. (იხ ს.ფ. 13-14) დადგენილია, რომ შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის“ 2015 წლის 04 ივლისის №02/123 აუდიტორული დასკვნის მიხედვით, აუდიტორული ფირმა ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის“ ექსპერტმა ვ. ბაჯაძემ, ვ------- ჯ----ს მიმართვის საფუძველზე შეაფასა საოჯახო ნივთები ქ. ქ-------ი, ფ--------- მ----ს ქ. №--ში. შესაფასებლად წარმოდგენილი იქნა:კერძოდ: სამეული ნაჭრის ზედაპირით , ყვავილების გამოსახულებით , ყავისფერი ხის დეტალებით 01 (ერთი ) ცალი ; ხის მაგიდა , ყავისფერი გასაშლელი - 1 (ერთი )ცალი;;ხის სკამი , ყავისფერი , გასაშლელი - 10 (ათი) ცალი ;ხის სკამი წითელი ნაჭრის დასაჯდომით და საზურგით , სახელურებიანი, ყავისფერი - 02 (ორი) ცალი ;მაცივარი „BOSH“ ფირმის, თეთრი ფერის, ორკამ-რიანი - 01 (ერთი ) ცალი; სარეცხი მანქანა „BOSH“ ფირმის, თეთრი ფერის - 01 (ერთი ) ცალი; ტელევიზორი ,,SAMSUNG“ -ის ფირმის - 01 (ერთი ) ცალი; ჭურჭლის კარადა ღია და დახურული სათავსოებით მინის ვიტრინით , ყავისფერი - 01 (ერთი) ცალი;.ჟურნალის მაგიდა , ყავისფერი - 01 (ერთი ) ცალი. (იხ. ს.ფ. 15). მოწმე ვ-–---------------–-–---–-ს ჩვენებაში გადმოცემული განმარტებით დადგენილია, რომ არის მოსარჩელის მეზობელი. მისთვის ცნობილია, რომ ყადაღადადებული ავეჯი შეიძინა ვ-------ი ჯ----ს მშობლებმა. (იხ. 13.12.17წ. სხდომის ოქმი ს.ფ. 73-80). მოწმე ვ-----–----------ის ჩვენებაში გადმოცემული განმარტებით დადგენილია, რომ არის მოსარჩელის მეზობელი. მისთვის ცნობილია, რომ მოსარჩელის მამა, სერგო მუშაობდა ავტოქარხანაში და ხელი მიუწვდებოდა ასეთ ავეჯზე. მისივე განმარტებით, ის თავად გახლდათ თვითმხილველი იმისა, რომ დაყადაღებული ავეჯი კონტეინერით მოიტანეს მოსარჩელის მშობლებმა, უფრო მეტიც, ის თავადაც მიეხმარა მათ ავეჯის ავტომანქანიდან გადმოღებასა და სახლის მეორე სართულზე განთავსებაში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ელექტრო ტექნიკა შეიძინა მოსარჩელემ. (იხ.13.12.17წ. სხდომის ოქმი ს.ფ. 73-80 ). მოწმე თ------------–-–---–-ს ჩვენებაში გადმოცემული განმარტებით დადგენილია, რომ არის მოსარჩელის მეზობელი. შესაბამისად სარწმუნოდ იცის, რომ დაყადაღებული ავეჯი შეძენილია მოსარჩელის მშობლების მიერ, ხოლო რახ შეეხება ელექტრო-ტექნიკას, გადმოცემით იცის, რომ აღნიშნული შეძენილია მოსარჩელის მიერ მეზობლისაგან. (იხ.13.12.17წ. სხდომის ოქმი ს.ფ. 73-80 ). გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, ევროპის სასამართლოს პრაქტიკაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე, 140-ე მუხლებზე, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მ--2, 32-ე, მე-40, 44-ე, 45-ე, 48-ე, 55-ე მუხლებზე და განმარტა: საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მ--2 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება:ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან, ანდა შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხე ზ---– ჯ----ს შსს ს----------–-- დ-------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 4000 (ოთხი ათასი) ლარის გადახდა. დადგენილია, რომ ქ-------ის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–------------, ქ-------ში, ფ--------- მ----ს ქ. მ--- შეს. №--ში აღწერილი და დაყადაღებული იქნა შედეგი სახის მოძრავი ქონება:სამეული ნაჭრის ზედაპირით , ყვავილების გამოსახულებით , ყავისფერი ხის დეტალებით - 01 (ერთი ) ცალი ; ხის მაგიდა , ყავისფერი გასაშლელი - 1 (ერთი )ცალი;;ხის სკამი , ყავისფერი , გასაშლელი - 10 (ათი) ცალი ;ხის სკამი წითელი ნაჭრის დასაჯდომით და საზურგით , სახელურებიანი, ყავისფერი - 02 (ორი) ცალი ;მაცივარი „BOSH“ ფირმის, თეთრი ფერის, ორკამერიანი - 01 (ერთი ) ცალი; სარეცხი მანქანა „BOSH“ ფირმის, თეთრი ფერის - 01 (ერთი ) ცალი; ტელევიზორი ,,SAMSUNG“ -ის ფირმის - 01 (ერთი ) ცალი; ჭურჭლის კარადა ღია და დახურული სათავსოებით მინის ვიტრინით , ყავისფერი - 01 (ერთი) ცალი;.ჟურნალის მაგიდა , ყავისფერი - 01 (ერთი ) ცალი. სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც დადგენილია აღსრულების საგანზე მესამე პირის უფლების დაცვის გარანტია. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. სასამართლომ აპელირება გააკეთა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მ--40 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმადაც მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი და აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით განმარტა, რომ ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება.ამასთან, ამავე კანონის მ--40 მუხლის მ--6 ნაწილის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას-მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით - მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოში დავის შემთხვევაში დადგენილია მტკიცების ტვირთის სტანდარტი. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპზე. სსსკ-ის მ--4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოთხოვნის დასადასტურებლად მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე, სასამართლოში წარმოადგინა მოწმეები, რომელთაც გადმოსცეს მათთვის ცნობილი,საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები,სახელდობრ, მათი ჩვენებების მიხედვით დადასტურებულ იქნა, რომ დაყადაღებული ქონება არის მოსარჩელე ვ------- ჯ----ს მფლობელობაში და წარმოადგენს მის საკუთრებას, მოპასუხე შსს ს----------–-- დ-------------ს კი მოსარჩელის მტკიცებულებათა გამაბათილებელი, საპირწონე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის (მოქალაქის) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევს საკუთრების უფლებას. საკუთრებაში იგულისხმება, როგორც მოძრავი ასევე უძრავი ქონება. (პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი). ამასთან, პირველი ოქმის 1-ლი მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუშალოს საკუთრების უფლების დარღვევას. ამდენად, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე ევროპის სასამართლო, საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ სასამართლოს აკისრებს. სწორედ სასამართლოა უფლებამოსილი სახელმწიფოს სახელით მიიღოს გადაწყვეტილება და არ დაუშვას საკუთრებით სარგებლობის უსაფუძვლოდ შეზღუდვა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვ------- ჯ---- არ არის ის პირი, რომელმაც შესაძლებელია პასუხი აგოს სრულწლოვანი შვილის ვალდებულებებზე კრედიტორის წინაშე , შესაბამისად მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთების რეალიზაციით მოპასუხე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უნდა განხორციელდეს და დაასკვნა, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. 3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები წინამდებარე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე (კრედიტორი) შსს ს----------–-- პ---–-–იის დ-------------მა, არ მიიჩნია რა ასეთი იურიდიულად საკმარისად დასაბუთებულად. აპელანტის განმარტებით, სასამართლოში მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის საკუთრებას დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი შედგენილია მოპასუხე ზ---– ჯ----ს მისამართზე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლისა დასაქართველოს სამოქალაქო კოდექსის 165-ე მუხლების შესაბამისად. აპელანტის მოთხოვნაა, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელს დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მ--3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო, სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით მიუთითებს შემდეგს: მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე ზ---– ჯ----ს შსს ს----------–-- დ-------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 4000 (ოთხი ათასი) ლარის გადახდა. (იხ.ს.ფ.სარჩელი და სხდომის ოქმი). ქ-------ის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–------------, ქ-------ში, ფ--------- მ----ს ქ. მ--- შეს. №--ში აღწერილი და დაყადაღებული იქნა შედეგი სახის მოძრავი ქონება:სამეული ნაჭრის ზედაპირით , ყვავილების გამოსახულებით , ყავისფერი ხის დეტალებით - 01 (ერთი ) ცალი ; ხის მაგიდა , ყავისფერი გასაშლელი - 1 (ერთი )ცალი;;ხის სკამი , ყავისფერი , გასაშლელი - 10 (ათი) ცალი ;ხის სკამი წითელი ნაჭრის დასაჯდომით და საზურგით , სახელურებიანი, ყავისფერი - 02 (ორი) ცალი ;მაცივარი „BOSH“ ფირმის, თეთრი ფერის, ორკამერიანი - 01 (ერთი ) ცალი; სარეცხი მანქანა „BOSH“ ფირმის, თეთრი ფერის - 01 (ერთი ) ცალი; ტელევიზორი ,,SAMSUNG“ -ის ფირმის - 01 (ერთი ) ცალი; ჭურჭლის კარადა ღია და დახურული სათავსოებით მინის ვიტრინით , ყავისფერი - 01 (ერთი) ცალი;.ჟურნალის მაგიდა , ყავისფერი - 01 (ერთი ) ცალი. (იხ ს.ფ. 13-14). სააპელაციო სასამართლო არ აიზიარებს აპელანტის განმარტებას მასზედ, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომ მოწმეთა ჩვენებებით შეუძლებელია დადგენილ იქნას მოძრავი ნივთის საკუთრების ფაქტი და რომ ასეთი მიჩნეულ არ უნდა იქნას საკმარის და ვარგის მტკიცებულებად. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმის სწორად გადაწყვეტისათვის და სასამართლო გადაწყვეტილების გამოსატანად აუცილებელია ფაქტების დადგენა, რაც მხოლოდ მტკიცებულებათა მეშვეობით არის შესაძლებელი. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მ--- ნაწილი განსაზღვრავს დასაშვებ მტკიცებულებათა ზუსტ ჩამონათვალს, რომელიც ითვალისწინებს მოწმის ჩვენებასაც. აღნიშნულ მტკიცებულებათაგან ნებისმიერი დასაშვებია და მხარეს თავისი შეხედულებით შეუძლია განსაზღვროს თუ რომელი მტკიცებულება უნდა გამოიყენოს და წარადგინოს სასამართლოში თავისი უფლების დასაცავად.სააპალაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოძრავ ნივთებთან მიმართებით პირის უფლების დადგენა მხოლოდ რაიმე გარკვეული სახის მტკიცებულებით კანონით დადგენილი არ არის და ასეთ დანაწესზე ვერც აპელანტი ვერ უთითებს. აღნიშნული გამორიცხავს მოპასუხე ს----------–-- პ---–-–იის დ-------------ის იმერეთის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის პოზიციის გაზიარებას მოწმეთა ჩვენებების არასაკმარის მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა პირებმა - ვ-–--------------–-–---–მა, ვ-----–----------მ და თ-----------–-–---–მა დაადასტურეს, რომ ქ-------ში, ფ--------- მ----ს ქ. მ--- შეს. №--ში განთავსებული ნივთები, რომლებიც 2016 წლის 13 ივნისს აღწერილი და დაყადაღებული იქნა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, წარმოადგენს ვ------- ჯ----ს საკუთრებას. სახელდობრ მათ მიერ განიმარტა, რომ მოძრავი ნივთების მნიშვნელოვანი ნაწილი შეძენილი იყო მოსარჩელე ვ------- ჯ----ს აწ გარდაცვლილი მშობლების მიერ საბჭოთა ხელისუფლების დროს, როდესაც მისი შვილი ზ---–ი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, ხოლო ნაწილი კი-მ-ორადი ტექნიკის სახით, პირადად ვ------- ჯ----ს შეძენილი აქვს მ-ზობლისაგან. (იხ.მოწმეთა-ვ-–--------------–-–---–ის, ვ-----–---------ისა და თ-----------–-–---–ის ჩვენებები 2017 წლის 1 დეკემბრის სხდომის ოქმი. ს.ფ. 73-80). ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა გამაბათილებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მ--40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მ--2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის (ყადაღის საგანი) პირველი პუნქტის თანახმად pirveli ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი. ამდენად, ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მოვალის კუთვნილი ნივთების რეალიზაციის გზით. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფელება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აღნიშნული ნორმის მიზანი არის ყოველი პირის დაცვა სხვა პირთა მიერ მისი საკუთრებით სარგებლობის უფლების ხელშეშლისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. განსახილველ შემთხვევაში დგინდება მოსარჩელის საკუთრების უფლება დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე. შესაბამისად ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მესამე პირის სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მ--2 ნაწილისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მ--5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შსს ს----------–-- პ---–-–იის დ-------------ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მ--8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.შსს ს----------–-- პ---–-–იის დ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მ--4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ნანა კალანდაძე