განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001468184
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3ბ/2740-17 29 იანვარი 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე: ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი ლიანა გელაშვილი
აპელანტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;
წარმომადგენელი - ს--------------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე - ტ------–--------–ი;
წარმომადგენელი - ხატ----------–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება;
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ტ------–--------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ც------ის 2016 წლის 8 აგვისტოს №5---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა აღუდგინოს ტ------–--------–ს სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2013 წლის 1 დეკემბრიდან.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------- „დ--–----“ დირექტორის მიერ 2013 წლის 28 იანვარს მიღებულ იქნა №19-- ბრძანება სსსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------- „დ--–----“ თანამშრომლების უფლებამოსილების შესახებ. ბრძანებით განისაზღვრა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო ტექნიკური ცე------------–--ას“ ძირითადი წარმოების თანამშრომლებმა 2013 წლის პირველი იანვრიდან განახორციელონ მათთვის განსაზღვრული იგივე უფლებამოსილებანი თავიანთ თანამდებობებზე, რაც დაკისრებული ჰქონდათ მოქმედი შრომითი ურთიერთობებით და ჩაითვალონ დროებით მოვალეობის შემსრულებლად, თავიანთ თანამდებობებზე საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებითა და ვადებით. ბრძანების მიხედვით №5- რიგით ნომრად სამსახურის უფროსს წარმოადგენს ტ------–--------–ი.
სსიპ სახ--–-–----------------------–-----------------რ ც------ „დ--–----“ მიერ 2017 წლის 6 მარტის №--- წერილით დგინდება, რომ ტა-----–---------–ი (პ/ნ: 0----------) 2010 წლის 24 სექტემბრიდან მუშაობს ს---------–-–----------------------–--------------------–--------------–---–ი“ სხვადასხვა პოზიციებზე. 2013 წლის ოქტომბრიდან დღემდე მუშაობს ლოგისტიკის დეპარტამენტში, ინფრასტრუქტურის სამმართველოს უზრუნველყოფისა და საინჟინრო-საავტომობილო ტექნიკის განყოფილებაში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე და მის ფუნქცია-მოვალეობებში შედის: ა) მონაწილეობას იღებს საინჟინრო და საავტომობილო ტექნიკის სერვისის მომწოდებლებისთვის წარსადგენი ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბებაში; ბ) საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციას იძლევა ც------ის მიერ საინჟინრო და საავტომობილო ტექნიკის შესყიდვის დაგეგმვის კუთხით; გ) აკონტროლებს საინჟინრო და საავტომობილო ტექნიკაზე გაწეული სერვისის ხარისხს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას; დ) მუდმივად აკონტროლებს სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობას; ე) ორგანიზებას უწევს სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებას და მიმდინარე რემონტს; ვ) აკონტროლებს სატრანსპორტო საშუალებებზე მაკომპლექტებელი ნაწილების რესურსებს და ლიმიტების დაცვას; ზ) იღებს შესაბამის ზომებს გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გამართულ მდგომარეობაში მოსაყვანად; თ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებსა და მითითებებს.
ტ------–--------–ი, მუშაობდა რა სსიპ სახ--–-–----------------------–-----------------რ ც------ ,,დე-–---–ი“, ამავდროულად დანიშნული ჰქონდა და იღებდა სახელმწიფო კომპენსაციას (პენსიას), რომლის გაცემაც შეუწყდა 2013 წლის 1 დეკემბრიდან.
2016 წლის 19 ივლისს, ტ------–--------–მა (დაბ. 1--------- წ.) განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციის (პენსიის) აღდგენა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ც------ის ი--------------- ც------ის მიერ 2016 წლის 8 აგვისტოს მიღებული იქნა №5---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო საქმიანობის განხორციელების მიზეზით ტ------–--------–ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია).
მხარეს განემარტა გასაჩივრების წესი, კერძოდ განემარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულიყო ადმინისტრაციული საჩივრით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144) ან სასამართლოში (თბილისის სოციალური მომსახურების ც------ის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6; სააგენტოს სხვა ტერიტორიული ერთეულის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში - შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში), გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ც------ის ი--------------- ც------ის 2016 წლის 9 აგვისტოს #0------------ წერილით ტ------–--------–ის წარმომადგენელს ხატ----------–---–ს ეცნობა, რომ სსიპ სა---–-–----------------------–--------–-------------–--ა“ არ წამოადგენდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რის გამოც მასთან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დასაქმებულებზე, არ ვრცელდება შეღავათი და ისინი ვერ მოიპოვებენ სოციალურ უზრუნველყოფაზე უფლებას („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი). წერილის მიხედვით, მოქალაქეებს, მათ შორის ტ------–--------–ს (პ/ნ: 0----------) გაუფორმდა საპენსიო პაკეტის დანიშვნაზე უარის გადაწყვეტილება.
ტა-----–---------–ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ერთეულების მიერ სხვა რაიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებული და მოსარჩელისთვის ჩაბარებული არ ყოფილა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ც------ის 2016 წლის 08 აგვისტოს №5---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ც------ის ი--------------- ც------ის მიერ, 2016 წლის 8 აგვისტოს მიღებული - სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის შესახებ №5---------- გადაწყვეტილებით ტ------–--------–ს განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, კერძოდ მითითებული იქნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულიყო ადმინისტრაციული საჩივრით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის №144) ან სასამართლოში (ქ. თბილისის სოციალური მომსახურების ც------ის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში - ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6; სააგენტოს სხვა ტერიტორიული ერთეულის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში - შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში) გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. ამდენად, სადავო აქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ ტერიტორიული ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში ი--------------- ც------ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.
,„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.
სასამართლომ აღნიშნა, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.
სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.
მითითებული საკანონდებლო აქტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე ტა-----–---------–ი დაიბადა 1-----–-–--------------. შესაბამისად, იგი წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტს, დანიშნული ჰქონდა და მას პენსიის გაცემა შეუწყდა 2013 წლის 1 დეკემბრიდან.
საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ 2016 წლის 19 ივლისს, ტა-----–---------–მა (დაბ. 1--------- წ.) განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის შეწყვეტილი სახელმწიფო პენსიის აღდგენა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ც------ის ი--------------- ც------ის მიერ 2016 წლის 08 აგვისტოს მიღებულ იქნა №5---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო საქმიანობის განხორციელების მიზეზით ტ------–--------–ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია). ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ც------ის ი--------------- ც------ის 2016 წლის 09 აგვისტოს #0------------ წერილით ტ------–--------–ის წარმომადგენელს ხატ-----------–---–ს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცე------------–--ა“ არ წამოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რის გამოც მასთან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დასაქმებულებზე, არ ვრცელდება შეღავათი და ისინი ვერ მოიპოვებენ სოციალურ უზრუნველყოფაზე უფლებას („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი).
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა- პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საქმის მასალების თანახმად, ტ------–--------–ი 2010 წლის 24 სექტემბრიდან მუშაობს სსიპ სახ--–-–----------------------–-----------------რ ც------ „დე-–---–ი“ სხვადასხვა პოზიციებზე. 2013 წლის ოქტომბრიდან დღემდე მუშაობს ლოგისტიკის დეპარტამენტში, ინფრასტრუქტურის სამმართველოს უზრუნველყოფისა და საინჟინრო- საავტომობილო ტექნიკის განყოფილებაში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახ--–-–----------------------–-----------------რი ცე------------–--ა“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახ--–-–----------------------–-----------------რ ც-------------–---“-ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ც------ის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ც------ის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახ--–-–----------------------–-----------------რი ც--------------–--ა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ სახ--–-–----------------------–-----------------რი ცე------------–--ა“, სადაც მოსარჩელე - ტ------–--------–ი მუშაობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ამავე გადაწყვეტილების თანახმად სახეზე არაა კომპენსაციის მიღებაზე ხელახლა უფლების მოპოვების შემთხვევა, რადგან უფლება კომპენსაციის მიღებაზე მოპოვებული იყო და ეს უფლება მას არ დაუკარგავს და იგი ითხოვს კომპენსაციის აღდგენას და არა დანიშვნას. ამასთან მართალია კომპენსაციის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი საჯარო საქმიანობის განხორცილებას განსაზღვრავს, თუმცა საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში კომპენსაციის შეწყვეტა თავისი არსით კომპენსაციის შეჩერებას გულისხმობს.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე - ტ------–--------–ი საქმიანობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახ--–-–----------------------–-----------------რი ცე------------–--აში“, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად და მას კანონის შესაბამისად არ შეიძლება შეუწყდეს უფლება მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტა ეწინააღმდეგება კანონს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად - თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი, ხოლო 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ ზიანი მხოლოდ მაშინ ანაზღაურდება, თუ პირი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, პირის მოქმედება იყო განზრახი ან გაუფრთხილებელი, უშუალოდ ამ მართლსაწინააღმდეგო, განზრახმა ან გაუფრთხილებელმა მოქმედებამ ზიანი მიაყენა სხვა პირს, კერძოდ შელახა პირის ქონებრივი ან/და არაქონებრივი უფლებები ან/და კანონით დაცული ინტერესები (მიზეზობრივი კავშირი). ხოლო 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2013 წლის 1 დეკემბრიდან ტ------–--------–ს ისე შეუწყვიტეს სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ან მის ტერიტორიულ ორგანოს აღნიშნულთან დაკავშირებით არ გამოუცია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა გასაჩივრებული 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებისა. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიზეზი, რის გამოც, ტ------–--------–ს ზემოთ მითითებული პერიოდიდან შეუწყვიტეს სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა მიჩნეული იქნა უკანონოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული მოქმედებით მას მიაყენეს ზიანი, რაც შეადგენს 2013 წლის 1 დეკემბრიდან გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის (პენსიის) ოდენობას.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ც------ის 2016 წლის 8 აგვისტოს №5---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს აღუდგინოს ტ------–--------–ს სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2013 წლის 1 დეკემბრიდან.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 პრიმა მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 15 აგვისტოს N25 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე პუნქტზე, მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნევს, რომ „დ--–--ა“ არ წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციას, რის გამოც აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელეს არ ეკუთვნის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასაკობრივი პენსია, ვინაიდან იგი ეწევა ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჯარო საქმიანობას.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილზე, ამავე კოდექსის 180-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მოსარჩელეს 2016 წლამდე არ მიუმართავს სასამართლოსათვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვეტილი პენსიის ანაზღაურების თაობაზე, რის საფუძველზეც მიიჩნევს, რომ ტ------–ს მაჩ----–ს უარი უნდა ეთქვას 2013 წლის 1 დეკემბრიდან სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს: პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
რამდენადაც მოსარჩელე წარმოადგენს სსიპ სახ--–-–----------------------–-----------------რ ც------ „დ--–--ა“-ში მომუშავე პირს, წინამდებარე დავის არსებითად სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, წარმოადგენს თუ არა სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ც------ „დე-–---–ი“ საქმიანობა - საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას, რაც, კანონის ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, გამორიცხავს სახელმწიფო პენსიის გაცემის შესაძლებლობას.
საკითხს იმის შესახებ, თუ რა ჩაითვლება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საჯარო საქმიანობის განხორციელებად, განსაზღვრავს ამავე კანონის მე-4 მუხლი. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება საქმიანობა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა. სააპელაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოხდეს მათი მოტივირება და საპენსიო უზრუნველყოფის შენარჩუნების გზით, აღნიშნული კატეგორიის პირთა შესაძლებლობებისა და რესურსების გამოყენება. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის, განურჩევლად მათი საქმიანობის შინაარსისა, სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულების ინტერესებს და თვლის, რომ ამ კატეგორიის პირებისათვის სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნით დაცულია ბალანსი საზოგადოების საერთო ინტერესსა და ცალკეული ინდივიდის ინტერესს შორის.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რამდენადაც ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემელი უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საკითხს, ბუნებრივია კანონმდებლის მიზანი, საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესდეს სპეციალური შეზღუდვები. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკითხის შეფასების პროცესში არანაკლებ პრინციპულია დადგინდეს, რას წარმოადგენს სახ--–-–----------------------–-----------------რი ცე------------–--ას“ შემოსავლის წყარო და არის თუ არა „დ--–--ა“ ბიუჯეტზე დამოკიდებული დაწესებულება. „დ--–----“ დებულების შესაბამისად, მისი შემოსავლის წყაროა: სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლები; გრანტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შემოსულობები; საქველმოქმედო შემოწირულობები და კანონით ნებადართული სხვა შემოსავლები. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებს, აღნიშნული, „დ--–----“ დებულების 24-ე მუხლის შესაბამისად, შემოიფარგლება მხოლოდ მიზნობრივი სახსრებით.
სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელშიც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახ--–-–----------------------–-----------------რი ცე------------–--ა“ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად და განმარტა, რომ სსიპ სახ--–-–----------------------–-----------------რ ც-------------–---“-ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ც------ის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ც------ის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახ--–-–----------------------–-----------------რი ცე------------–--ა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება, სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ მოსარჩელის საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად და მას აქვს უფლება მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით.
რაც შეეხება ტ------–--------–ისთვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის თოაბაზე წარდგენილ არგუმენტაცის, თბილისის სააპელაციო სასმართლო მიიჩნევს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში ექვემდებარება დაკმაყოფილებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ტ------–--------–ი, მუშაობდა რა სსიპ სახ--–-–----------------------–-----------------რ ც------ ,,დე-–---–ი“, ამავდროულად დანიშნული ჰქონდა და იღებდა სახელმწიფო კომპენსაციას (პენსიას), რომლის გაცემაც შეუწყდა 2013 წლის 1 დეკემბრიდან.
2016 წლის 19 ივლისს, ტ------–--------–მა (დაბ. 1--------- წ.) განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლო განმარტავს, მართალია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ ჰქონდა მოსარჩელისათვის პენსიის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ტ. მ------–მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ი--------------- სერვის ც------ს განცხადებით მიმართა და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა და არა უკანონოდ შეწყვეტილი პენსიის აღდგენა. თბილისის სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ტ. მაჩ----–ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება 2013 წლის 1 დეკემბრიდან სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის თაობაზე არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამ ნაწილში არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა პენსიის შეწყვეტის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ისევე როგორც კანონით დადგენილ ვადაში სადავო არ გამხდარა პენსიის შეწყვეტის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამ ნაწილში იზიარებს აპელანტის მოტივაციას და თვლის, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით აღძრული სარჩელის ფარგლებში, არ არსებობს 2013 წლის 1 დეკემბრიდან მიუღებელი პენსიის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი და ტ, მ-----–---თვის შეწყვეტილი პენსიის დანიშვნა უნდა მოხდეს 2016 წლის 19 ივლისიდან.
საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, აპელანტები გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟი გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ტ------– მა----–-----ის სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) 2013 წლის 1 დეკემბრიდან აღდგენა და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ტ------–--------–ის სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან მისთვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) დანიშვნის თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ტ------– მა----–-----ის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) დანიშვნა 2016 წლის 19 ივლისიდან;
5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქ.#32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).
მოსამართლე: ნინო ქადაგიძე