განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/ბ-213-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 მარტი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლევან თევზაძე
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა----------–--–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ულ-----------–---–--ვი; დაბადებული 1--- წლის 2- მარტს, ყირგიზეთის მოქალაქე, პირადი #A--------, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული: ყირგიზეთის რესპუბლიკა, ქ. ჯ--–--–----------------------; მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არმქონე, ამჟამად პატიმარი.
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით);
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება).
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით ულ-----------–---–--ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, შთანთქა ნაკლებად მძიმე სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, 2 (ორი) წლის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და საბოლოოდ, ულ-----------–---–--ვს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ულ-----------–---–--ვს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო დაკავებიდან - 2017 წლის 22 ოქტომბრიდან.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულმა ულ-----------–---–--ვმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქება იმ საფუძვლით, რომ განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მკაცრი და არასამართლიანი, ვინაიდან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია მტკიცებულებები, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვება, ვინაიდან განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ყველა შემამსუბუქებელი თუ დამამძიმებელი გარემოება, განხორციელებული ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და კანონის ნორმის დარღვევის ხარისხი.
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქ. თბილისი, ს------------ N 4- სიონის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ულ-----------–---–--ვი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ლე-------------–--ის კუთვნილ ,,ჰონდა ფიტის“ ფირმის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით U--------, ღირებულს 4 200 აშშ დოლარად, 10 442,88 ლარის ეკვივალენტით, რითაც დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2. 2017 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:10 საათზე, ქ. თბილისი, ვ. გორგასლისა და გრიშაშვილის კვეთასთან, ულ-----------–---–--ვი მოძრაობდა რა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული, თავისი მართვის ქვეშ მყოფი, ლე-------------–--ის კუთვნილი ,,ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით U--------, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები, დაეჯახა ველოსიპედით მოძრავ ვა---–------–---–ს, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ვა---–------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ საქმეზე დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ულ-----------–---–--ვის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ულ-----------–---–--ვის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი ულ-----------–---–--ვის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალიწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
საქართველო სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სსსკ-ის 2-9-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის.
პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ულ-----------–---–--ვის მიმართ განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ პ------–ი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრის დროს სრულად გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა სამართლიანი, მინიმალურთან მიახლოებული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის განსაზღვრის დროს სააპელაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და აღნიშნავს, რომ ულ-----------–---–--ვს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. კერძოდ: მან ჩაიდინა ორი დამოუკიდებელი დანაშაული და არც ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია, რის გამოც სასჯელის შემსუბუქება მიზანშეუწონლად მიიჩნია. მსჯავრდებულისთვის მინიმალურ ზღვართან მიახლოებული საბოლოო სასჯელის განსაზღვრით (6 წლით და 6 თვით თ/აღკვეთა) სრულად იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები. როგორც მსჯავრდებული, ასევე სხვა პირები განიმსჭვალებიან მართლწესრიგის დაცვით და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მოემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებებს, გამოიტანს სათანადო დასკვნებს, მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ღირსეულ წევრებად დაუბრუნდება საზოგადოებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ულ-----------–---–--ვის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პ------–ი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ულ-----------–---–--ვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი ულ-----------–---–--ვის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ულ-----------–---–--ვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ულ-----------–---–--ვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. მასვე 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 6 (ექვსი) წლით და 6 (ექვსი) თვით, შთანთქოს ნაკლებად მძიმე სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და 2 (ორი) წლის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. საბოლოოდ, ულ-----------–---–--ვს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ულ-----------–---–--ვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ულ-----------–---–--ვს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 22 ოქტომბრიდან.
ნივთმტკიცება: ულ-----------–---–--ვის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს პ------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ვა---–------–---–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს პ------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის ნიმუში და ულ-----------–---–--ვის სუნის ნიმუში, 2 ცალ ქილად, რომელიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს პ------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბიოლოგიური მასალა და ულ-----------–---–--ვის ბიულოგიური მასალა, 4 პაკეტად, რომელიც გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში, შემდგომი კვლევისთვის, საქმეზე საბოლოო გადაწვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
,,ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს ავტოსადგომზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ვა---–------–---–ის ველოსიპედი, რომელიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
,,ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომანქანის დეტალები, 1 პაკეტად, რომელიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს პ------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ვა---–------–---–ის ველოსიპედის დისკი-საბურავით, რომელიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს პ------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ავტომანქანის საღებავების ნიმუშები, მინის ნატეხები, დალუქული ცალ-ცალკე პაკეტებად, რომელიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ავტომანქანის სანომრე ნიშანი, დალუქული ცალკე პაკეტებად, რომელიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს პ------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
მიკრონაწილაკების ნიმუშები ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს განყოფილებაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ავტომობილის გასაღები, დალუქული 1 პაკეტად, რომელიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს პ------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 5 ცალი დაქტილოფირი, დისკთან ერთად, რომელიც გადაგზავნილია შსს კრიმინალურ დეპარტამენტში შემდგომი საექსერტო კვლევისთვის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები კომპაქტ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები კომპაქტ დისკზე, რომელიც თან ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ფაქტის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერები, 3 ცალ კომპაქტ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ვ. ხა---–---–ის სამედიცინო ისტორია კომპაქტ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ვ. ხა---–---–ის კომპიუტერული ტომოგრაფია კომპაქტ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლევან თევზაძე