განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050210016001313376
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1117-17 წ 14 თებერვალი 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (შეგებებული მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - - - ლ---–- მ--------ე გ------ კ--–--------–-ილი გ------- ვ----ე, ნ---- ვ----ე, ს----იო ვ----ე, ი-----–- ვ----ე გ---- ძ----------–ვილი დ-------- ა--------–--ე (ვ----ე), ა---------– ვ----ე გ---- ძ----------–ვილი
დავის საგანი - მემკვიდრეობის ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა, სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ აღიარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება: ა) აწ გარდაცვლილი ტ------– ვ----ის უფლებამონაცვლედ გ------- ვ----ის, ნ---- ვ----ის, ს----იო ვ----ის, ი-----–- ვ----ის აღარება; ბ) 2012 წლის 22 აპრილს გარდაცვლილი ტ------– ვ----ის მიერ, 2011 წლის 31 იანვარს გარდაცვლილი დედის, ლ---- ვ----ის სამკვიდრო ქონების (მდებარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ს----. ლ-------ში) ½ ნაწილის ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადასტურება; გ) 2012 წლის 22 აპრილს გარდაცვლილი ტ------– ვ----ის დანაშთი ქონების ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ს----. ლ-------ში მდებარე ქონების (ლ---- ვ----ის სამკვიდრო ქონება) ½ ნაწილის გ------- ვ----ის მიერ ფაქტობრივი ფლობით დაუფლების დადგენა და აღნიშნული სამკვიდრო ქონების მოპასუხე გ------- ვ----ის საკუთრებად აღიარება. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ს----. ლ-------ში მდებარე, ლ---- ვ----ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. თავდაპირველი სარჩელის მოსარჩელის-ლ---–- მ--------ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. 2. შეგებებული სარჩელის მოსარჩელეების-დ-------- ვ----ის (ა--------–--ის) და ა---------– ვ----ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 3. დადგენილ იქნას ა---------– ვ----ის მიერ, 2011 წლის 31 იანვარს გარდაცვლილი დედის-ლ---- ვ----ის სამკვიდრო ქონების (მდებარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ს----. ლ-------ში) ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი. 4. ვინაიდან, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეგებებული სარჩელის მოპასუხე - ლ---–- მ--------ეს, მოსარჩელე ა---------– ვ----ის სასარგებლოდ გადახდეს სახ. ბაჟის თანხა -25 ლარის ოდენობით. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაზუსტებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის განმარტებით, ტ------– ვ----ე წარმოადგენდა მის მოვალეს, რომლის გარდაცვალებამდეც მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება ლ---–- მ--------ის სასარგებლოდ 6600 აშშ დოლარის გადახდევინების თაობაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე გ------- ვ----ეს ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს აწ გარდაცვლილი მამის სამკვიდრო, უარს აცხადებს სამკვიდრო მოწმობის აღებაზე და უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე, რათა არ მოახდინოს არსებული დავალიანების გადახდა. იმისათვის, რომ სააღსრულებო საქმის წარმოება განახლდეს და მოახდინოს ტ------– ვ----ის ვალის გადახდევინება, აუცილებელია სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (ს.ფ.215). მოპასუხის პოზიცია: მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ტ------– ვ----ე ცხოვრობდა თბილისში და დედის, ლ---- ვ----ის გარდაცვალების შემდეგ, მის სამკვიდროს არ დაუფლებია და არც შვილებს მიუღიათ მამისაგან სამკვიდრო. დედის სამკვიდრო მიიღო ტ------–ის ძმამ ა---------–მა, ასევე დამ-დ--------მა, რომელმაც წაიღო სხვადასხვა მოძრავი ნივთები. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რა ქონებას ედავებათ მოსარჩელე. გარდა ამისა, ტ------– ვ----ეს და ლ---–- მ--------ეს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. მოსარჩელემ იცოდა ტ------–ის გარდაცვალების შესახებ, თუმცა სამი წლის განმავლობაში თანხასთან დაკავშირებით პრეტენზია არ განუცხადებია. აღნიშნული გარემოებები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. შეგებებული სარჩელის მოსარჩელეთა პოზიცია: შეგებებული მოსარჩელეთა განმარტებით, ტ------– ვ----ეს და მის მემკვიდრეებს ს----. ლ-------ში არასოდეს უცხოვრიათ. ეს ქონება ეკუთვნოდა ლ---- ვ----ეს, რომლის კომლში ცხოვრობდა და დღესაც ცხოვრობს ა---------– ვ----ე, ტ------–ი კი ცხოვრობდა თბილისში. ლ---- ვ----ის გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღეს ა---------– ვ----ემ და მისმა დამ -დ-------- ვ----ემ, მათ გასწიეს დაკრძალვის ხარჯიც, ხოლო ტ------–მა, მეზობლების თანდასწრებით უარი განაცხადა სამკვიდროზე. რაც შეეხება გ------- ვ----ეს, მისი დედა არის ტ------– ვ----ის მესამე მეუღლე, რომელიც ცხოვრობდა ლ-------ში მშობლების ოჯახში, სადაც ზაფხულობით გ------- სტუმრობდა, ხოლო ლ---- ვ----ის გარდაცვალების შემდეგ, ლ----ს ოჯახში ცხოვრება გააგრძელა, მხოლოდ ა---------– ვ----ემ. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია: შეგებებული სარჩელის მოპასუხე ლ---–- მ--------ემ შეგებებული სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ ლ---- ვ----ის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით თანაბარ წილად მიღებული აქვთ ტ------– ვ----ეს და შეგებებულ მოსარჩელეს-ა---------– ვ----ეს, ხოლო დ-------- ვ----ე დედის სამკვიდროს არ დაუფლებია. პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ა---------– ვ----ე, დ-------- ვ----ე და ტ------– ვ----ე არიან ლ---- ვ----ის შვილები; მოპასუხეები: გ-------, ნ----, ი-----–- და ს----იო ვ----ეები არიან ტ------– ვ----ის შვილები; 2.2. ლ---- ვ----ე გარდაიცვალა 2011 წლის 31 იანვარს, ხოლო ტ------– ვ----ე გარდაიცვალა 2012 წლის 22 აპრილს. 2.3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ს----. ლ-------ში, ლ---- ვ----ის ოჯახს განაგებდა 2011 წელს გარდაცვლილი ლ---- ვ----ე და მისი შვილი ა---------– ვ----ე, რომელიც დაბადებიდან დღემდე ცხოვრობს დედის, ლ---- ვ----ის სახელზე აღრიცხულ საცხოვრებელ სახლში. 2.4. ლ-------ის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული 08.08.2016წ. ცნობისა და მოწმეთა ჩვენებების თანახმად, აწ გარდაცვლილი ტ------– ვ----ე ცოლშვილთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში. დედის გარდაცვალებამდე და არც მის შემდეგ, ტ------– ვ----ე მშობლების ქონებას არ დაპატრონებია და არც არანაირი სამუშაოები უწარმოებია ლ---- ვ----ის საკარმიდამო ნაკვეთში. დედის ქონებას დაბადებიდან დაუფლებული იყო და იქ ცხოვრობდა ტ------–ის ძმა ა---------–ი. 2.5. მოპასუხე გ------- ვ----ე ჩაწერილი არის ლ-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში, თუმცა ცხოვრობს თბილისში, სადაც 2010 წელს დაამთავრა N53 საჯარო სკოლა და ამჟამად დასაქმებულია შ---------–-“-ში. 2.6. ტ------– ვ----ეს გააჩნდა ლ---–- მ--------ის ვალი, რაც აღიარებულია ვალის ხელწერილში. გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 1319-ე, 1421-ე, 1431-ე მუხლებზე და განმარტა, რომ არ არსებობდა ლ---–- მ--------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო ა---------– ვ----ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის საფუძველზე საფუძვლიანად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა.
2.8. სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, არ მტკიცდებოდა აწ გარდაცვლილი ტ------– ვ----ის მიერ, დედის- ლ---- ვ----ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი.
შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა, დადგენილ იქნეს 2012 წლის 22 აპრილს გარდაცვლილი ტ------– ვ----ის მიერ, 2011 წლის 31 იანვარს გარდაცვლილი დედის, ლ---- ვ----ის სამკვიდრო ქონების (მდებარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ს----. ლ-------ში) ½ ნაწილის ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი-უსაფუძვლოდ ჩაითვალა და არ დაკმაყოფილდა.
2.9. სასარჩელო მოთხოვნაზე, აწ გარდაცვლილი ტ------– ვ----ის უფლებამონაცვლედ აღარებულ იქნენ შვილები-გ------- ვ----ე, ნ---- ვ----ე, ს----იო ვ----ე და ი-----–- ვ----ე, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ს----. ლ-------ში მდებარე ქონების (ლ---- ვ----ის სამკვიდრო ქონება), როგორც ტ------– ვ----ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის გ------- ვ----ის მიერ ფაქტობრივი ფლობით დაუფლების ფაქტის დადგენისა და აღნიშნული სამკვიდრო ქონების მოპასუხე გ------- ვ----ის საკუთრებად აღიარებასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა:
სსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
კანონით დადგენილი წესით სამკვიდროს მიღების დროის მიუხედავად (იქნება ეს სანოტარო წესით თუ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების დადასტურებით), მემკვიდრე ქონების მესაკუთრედ და გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლედ მიიჩნევა სამკვიდროს გახსნის დღიდან, რომელიც, მამკვიდრებლის გარდაცვალების დღეს უკავშირდება, შესაბამისად, მას, როგორც პირის უფლებამონაცვლეს, უფლება-მოვალეობები სწორედ ამ დროიდან წარმოეშობა.
ამდენად, თავად კანონი არეგულირებს გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლე ვინ შეიძლება იყოს.
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში თავდაპირველი მოსარჩელე არ მოითხოვს რომელ სამართლებრივ ურთიერთობაში უნდა იყვნენ ცნობილნი აწ გარდაცვლილი ტ------– ვ----ის შვილები უფლებამონაცვლედ, ასევე არ დადგინდა ტ------– ვ----ის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, სასარჩელო მოთხოვნები შვილები-გ------- ვ----ის, ნ---- ვ----ის, ს----იო ვ----ის და ი-----–- ვ----ის მიმართ დაუსაბუთებლად ჩაითვალა და არ დაკმაყოფილდა.
2.10. შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე ლ---–- მ--------ე არ უარყოფდა ა---------– ვ----ის მიერ, სადაო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს. აღნიშნულს ადასტურებდნენ მოწმეებიც, ხოლო დ-------- ვ----ის (ა--------–--ის) მიერ სადაო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა დადგენილი.
შესაბამისად, ა---------– ვ----ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის საფუძველზე საფუძვლიანად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, ტ------– ვ----ის სამართალმემკვიდრეებს წარმოადგენენ მისი შვილები, რომელთაგან ერთი-გ------- ვ----ე რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, ს----. ლ-------ში და რომელსაც მამისაგან ტრანსმისიით, ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს ბებიის დანატოვარი ქონება, თუმცა არ იღებს სამკვიდრო მოწმობას, რადგან არ სურს საკუთრების უფლება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში და უარს აცხადებს აპელანტის მიმართ არსებული, ტ------– ვ----ის (მამის) დავალიანების გადახდაზე. 3.2. ლ---- ვ----ის გარდაცვალების შემდეგ, დედის დანაშთი ქონება, ა---------–თან ერთად, ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს მის ძმას, ტ------– ვ----ეს და სწორედ ძმებს შორის უნდა განაწილებულიყო ეს ქონება. 3.3. მოსამართლე დაეყრდნო, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს, რომელიც არის აბსოლუტურად გაურკვეველი, ერთმანეთის წინააღმდეგობრივი და ვერ ადასტურებენ გარემოებებს ფაქტობრივ ფლობასთან დაკავშირებით.
4. გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ ა---------– ვ----ე და ტ------– ვ----ე არიან ლ---- ვ----ის შვილები; მოპასუხეები: გ-------, ნ----, ი-----–- და ს----იო ვ----ეები არიან ტ------– ვ----ის შვილები; 4.2. ლ---- ვ----ე გარდაიცვალა 2011 წლის 31 იანვარს, ხოლო ტ------– ვ----ე გარდაიცვალა 2012 წლის 22 აპრილს. 4.3. 2016 წლის 21 ივნისის საარქივო ცნობის მიხედვით, 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერით, ლ---- ქ-–-------- ასული ვ----ის (ე-----–- ე-----–-ს ძე გადახაზულია) კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან: ვ----ე ე-----–- ე-----–-ს ძე (გარდაიცვალა 1991 წ.), ვ----ე ლ---- ქ-–-------- ასული-ცოლი. 1996-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერით, კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება ლ---- ქ-–-------- ასული ვ----ე. (ტ.1.ს.ფ.190) 4.4. აგრარული რეფორმის მიწის ზონარგაყრილი წიგნისა და მიწის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ოზურგეთში, ს----. ლ-------ში, ლ---- ქ-–-------- ასულ ვ----ეს გააჩნდა მიწის ნაკვეთები, მათ შორის საცხოვრებელ სახლთან ერთად. (ტ.1.ს.ფ.33-37) 4.5. ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან ამონაწერით (ს.ფ.25-26), სარჩელითა და საფოსტო უკუგზავნილით (ს.ფ.42) ირკვევა, რომ გ------- ვ----ის რეგისტრაციის ადგილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ს----. ლ-------ი,მ---------------- აღნიშნულ მისამართზე სარჩელი ჩაიბარა ბებიამ, ი-----–--- ლ------------, რომელიც მისი დედის დედაა. 4.6. სარჩელზე თანდართულ მტკიცებულებებში, ს----. ლ-------ის თემის რწმუნებულის მიერ, 2009 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გაცემულ ცნობებში დაფიქსირებულია, რომ მითითებული პერიოდისათვის ტ------– ვ----ე ფაქტიურად ცხოვრობდა ს----. ლ-------ში და სარგებლობდა მამაპაპისეული საცხოვრებელი სახლითა და მიწის ნაკვეთებით. (ტ.1.ს.ფ.30-32) 4.7. ოზურგეთის მინიციპალიტეტში, ლ-------ის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის 2016 წლის 08 აგვისტოს ცნობის თანახმად, ტ------– ვ----ე ძირითადად ცოლშვილთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში. ოჯახს განაგებდა 2011 წელს გარდაცვლილი დედა, ლ---- ვ----ე და მისი შვილი ა---------– ვ----ე. ტ------– ვ----ე დედის გარდაცვალებამდე და არც მას შემდეგ, მშობლების ქონებას არ დაპატრონებია და არც რაიმე სამუშაოები უწარმოებია ლ---- ვ----ის საკარმიდამო ნაკვეთში (ტ.1.ს.156). 4.8. მოპასუხე გ------- ვ----ე რეგისტრირებულია ლ-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში, თუმცა ცხოვრობს თბილისში, სადაც 2010 წელს დაამთავრა N53 საჯარო სკოლა და ამჟამად დასაქმებულია შ---------–-“-ში. 4.9. კანონიერ ძალაში შესული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, ტ------– ვ----ეს, ლ---–- მ--------ის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 6600 აშშ დოლარისა და საპროცესო ხარჯის-228 ლარის გადახდა. (ტ.1.ს.ფ.17). 4.10 სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა ლ---–- მ--------ემ განმარტა, რომ მოვალე ტ------– ვ----ის გარდაცვალების თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2012 წლის 19 სექტემბრის წერილით, თუმცა მის შვილს, გ------- ვ----ეს დაუკავშირდა ტ------– ვ----ის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ და როგორც მამის მემკვიდრეს მოსთხოვა ვალდებულების შესრულება. 2016 წლის 11 აპრილამდე სასამართლოში სარჩელი არ წარადგინა იმ მიზეზით, რომ ფიქრობდა მემკვიდრე კეთილსინდისიერად გადაიხდიდა მამის ვალს (იხ. 20.12.2017წ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 16:40:12 - 16:43:01). სამართლებრივი დასაბუთება 4.11. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელი აღიარებითია, რომლის იურიდიული ინტერესი გამოკვეთილია, კერძოდ მოსარჩელეს სურვილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, აწ გარდაცვლილი მოვალისათვის დაკისრებული თანხის მემკვიდრისაგან ანაზღაურება მიღებული სამკვიდროს ფარგლებში. იმისათვის, რომ ლ---–- მ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს, აუცილებელია დადგინდეს: 1. ტ------– ვ----ის მიერ დედის, ლ---- ვ----ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი; 2. გ------- ვ----ის, ნ---- ვ----ის, ს----იო ვ----ის, ი-----–- ვ----ის მიერ, მამის-ტ------– ვ----ის სამკვიდროს მიღების ფაქტი, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს უფლებამონაცვლეობას; 3. ტ------– ვ----ის ვალის გადახდის მიზნით, მისი გარდაცვალების ფაქტის შეტყობიდან 6 თვის ვადაში ლ---–- მ--------ის მიერ, გ------- ვ----ისათვის მოთხოვნის წარდგენის ფაქტი. 4.12. სადავო საკითხების დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებით, ასევე მატერიალური ნორმით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. საპროცესო კანონმდებლობა (სსკ-ის მე-4, 102-ე მუხლი) ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომ ტ------– ვ----ემ დედის-ლ---- ვ----ის სამკვიდროს ½ ნაწილი ფაქტობრივი ფლობით მიიღო, ხოლო გ------- ვ----ემ, ნ---- ვ----ემ, ს----იო ვ----ემ, ი-----–- ვ----ემ კი მამის-ტ------– ვ----ის სამკვიდრო, ამასთან, ტ------– ვ----ის გარდაცვალების ფაქტის შეტყობიდან 6 თვის ვადაში ლ---–- მ--------ემ მემკვიდრეებს, მათ შორის გ------- ვ----ეს წაუდგინა მოთხოვნა ვალის გადახდის თაობაზე -მოსარჩელეს მტკიცების ვალდებულებაა. 4.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად მართლმსაჯულება ხორციელდება ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 4.14. სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ ტ------– ვ----ის მიერ, ლ---- ვ----ის სამკვიდრო ქონების დაუფლებას ადასტურებს 2009 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გაცემული ს----. ლ-------ის თემის რწმუნებულის ცნობები. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ცნობები შეიცავს ინფორმაციას 2009 წლის მდგომარეობით ტ------– ვ----ის მიერ, უძრავი ქონებით სარგებლობაზე და არა ლ---- ვ----ის გარდაცვალებიდან-2011 წლის 31 იანვრიდან, სკ-ის 1424-ე მუხლით დადგენილი 6 თვის ვადაში სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობაზე. ვინაიდან, საქმეში სხვა მტკიცებულება, რაც აღნიშნულ ფაქტს დაადასტურებდა წარმოდგენილი არ არის, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ს----. ლ-------ში, ლ---- ვ----ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის ტ------– ვ----ის მიერ ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი, რაც გამორიცხავს ასეთის აღიარების თაობაზე სააპელაციო საჩივრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ასევე ა---------– ვ----ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას. 4.15. სამოქალაქო კოდექსის 1484.1 და 1488-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას. 4.16. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ტ------– ვ----ის დანაშთი სამკვიდროს არსებობისა და ამ ქონების გ------- ვ----ის, ნ---- ვ----ის, ს----იო ვ----ის, ი-----–- ვ----ის მიერ დაუფლების დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო ის ფაქტი, რომ მოპასუხეები არიან ტ------– ვ----ის შვილები და პირველი რიგის მემკვიდრეები არ არის საკმარისი უფლებამონაცვლედ მათი მიჩნევისათვის და მამკვიდრებლის კრედიტორის წინაშე პასუხისმგებლობისათვის. ამ მსჯელობას ადასტურებს სკ-ის 1481.1 მუხლის დანაწესი, რომლის მიხდვითაც, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ კრედიტორთა ინტერესები, მხოლოდ მიღებული აქტივის ფარგლებში თავიანთი წილის პროპორციულად, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამდენად, არ არსებობს აწ გარდაცვლილი ტ------– ვ----ის უფლებამონაცვლედ გ------- ვ----ის, ნ---- ვ----ის, ს----იო ვ----ის და ი-----–- ვ----ის აღარების საფუძველი. 4.17. აღნიშნული გადაწყვეტილების 4.3-4.5 პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------- ვ----ე რეგისტრირებულია, არა ლ---- ვ----ის (მამის დედა) საცხოვრებელ მისამართზე, არამედ იმავე ადმინისტრაციულ ერთეულში-ს----ელ ლ-------ში, დედის ოჯახის საცხოვრებელ მისამართზე. შესაბამისად, აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოპასუხე გ------- ვ----ის რეგისტრაციის ადგილია ლ---- ვ----ის სამკვიდრო საცხოვრებლი სახლი, რაც ადასტურებს მამის-ტ------– ვ----ის სამკვიდროს დაუფლებას გაზიარებული ვერ იქნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ს----. ლ-------ში მდებარე, აწ გარდაცვლილი ლ---- ვ----ის ქონების ½ ნაწილის, როგორც ტ------– ვ----ის სამკვიდროს გ------- ვ----ის მიერ ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადგენისა და ამ ქონების გ------- ვ----ის საკუთრებად აღიარების თაობაზე, ლ. მ--------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. 4.18. 20.12.2017წ. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე (იხ.სხდომის ოქმი 16:40:12 - 16:43:01) აპელანტის განმარტების თანახმად დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ტ------– ვ----ის გარდაცვალების ფაქტის შეტყობიდან 6 თვის ვადაში ტ------–ის მემკვიდრეებისათვის ლ---–- მ--------ეს მოთხოვნა მამკვიდრებლის ვალის გასტუმრების თაობაზე არ წარუდგენია. ამდენად, ტ------– ვ----ის მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს დაუფლების შემთხვევაშიც კი, სკ-ის 1488-ე მუხლის შესაბამისად, გამორიცხულია სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. 4.19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ლ---–- მ--------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით არსებითად სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ლ---–- მ--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება. 6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ლ---–- მ--------ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მიუხედავად იმისა, რომ არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ---–- მ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ლაურა მიქავა