განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100117002087421
საქმე №1ბ/208-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძემ
მსჯავრდებულ მ-----------–---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მ-----------–---------ის მიმართ, დაბადებულის: 19.12.1--- წ, უზბეკეთის მოქალაქის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: უ----------------------–--------ი; ფაქტობრივად მცხოვრების: გ--------ის რაიონი, სოფელი ა---–--------ი, კ-----ის აგარაკებში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 იანვრის განაჩენით მ-----------–---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,, ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა,, ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მ-----------–---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
მ-----------–---------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2017 წლის 30 აგვისტოს დაახლოებით 02:00 საათიდან 03:00 საათამდე პერიოდში გ--------ის რაიონის სოფელ ახალ კ-----ში მცხოვრებმა ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევმა მ----------------------–---------მა მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ნ------–---------–---–ისა და მცირეწლოვანი შვილის მ-------–-------–---------ის მიმართ ხელის მიწის დასამუშავებელი ე. წ. ბარის და პლასტმასის მწერების სახოცი საშუალების გამოყენებით განახორციელა ძალადობა, რის შედეგადაც ნ------–---------–---–ს ცხვირზე დაჟეჟილი ჭრილობის, ზედა ტუჩზე ნაჭდევების, ორივე იდაყვის სახსრის უკან ზედაპირზე ნაჭდევების, მარცხენა თავლბუდის არეში სისხლჩაქცევების, ორივე ბარძაყის ქვემო მესამედში და კეფის არეში სისხლჩაქცევების სახით, ხოლო მ-------–-------–---------ს ორივე ლოყაზე, ორივე ზემო კიდურზე, მარჯვენა ბეჭზე, წელის მიდამოში, ორივე დუნდულოზე და მარცხენა თვალბუდის გარეთა კიდესთან სისხლჩაქცევების, ხოლო შუბლზე და ცხვირის მარჯვენა ნესტოზე ნაჭდევების სახით, მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა: მსჯავრდებულმა მ-----------–---------მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის ზედმეტად მკაცრი და იგი უნდა გაუქმდეს, რადგან სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. მსჯავრდებული ასევე მიუთითებს დაზარალებულის განცხადებაზე, სადაც ის ითხოვს რომ მსჯავრდებულზე გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეული და საქმეში არსებულ, უდავოდ ცნობილ, მტკიცებულებათა ერთობლიობით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ-----–---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. მსჯავრდებული ასევე აპელირებს საქმეში არსებულ დაზარალებულის განცხადებაზე, აღნიშნულთან დაკავშრებით კი პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება და მისი მიდრეკილება ძალადობისკენ. გასათვალისწინებელია, ასევე ის გარემოებაც, რომ ძალადობა ოჯახში დიდ ზიანს აყენებს არასრულწლოვანის ფსიქიკას და წარმოადგენს ბავშვის განვითარებისათვის ხელშემშლელ პირობას, შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ-----------–---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
მ-----------–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა,, ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა,, ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მ-----------–---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
მ-----------–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მ-----------–---------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 30 აგვისტოდან.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად საქმეზე არსებული ნივთმტკიცება:
მოწითალო ფერის ლაქები (ინახება შსს გ--------ის რაიონული სამმართველოს თელეთის განყოფილებაში), განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ერთი ცალი ბარი, პლასტმასის ბუზის საკლავი, რკინის ბოქლომი, ხისტარიანი სამზარეულოს ჩანგალი, პლასტმასის ბიდონი (ინახება შსს გ--------ის რაიონული სამმართველოს თელეთის განყოფილებაში), განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე