განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2018
საქმის ნომერი
330100117002008064
ინსტანცია
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002008064

საქმე №1ბ/134-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ნანა უნდილაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ------------ას

ადვოკატის: გ-------------ას

მსჯავრდებულის: ხ---------------ის

თარჯიმნის: ი----------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ხ---------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ხ---------------ის, დაბადებულის 1990 წლის 19 ივნისს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: რ------------------–-----------------------–-----------------------------------------–----------------, ამჟამად პატიმრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ---------------მა ჩაიდინა ცეცხლასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება. მანვე ჩაიდინა საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

 

ხ---------------ის დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

ხ---------------მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ,,TT“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და ამ იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მისსავე დროებით საცხოვრებელ სახლში - თბილისი, ს--------------–------------------------------ში, საიდანაც 2017 წლის 25 მაისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის №1382/ბ დასკვნის თანახმად ხ---------------ისგან ამოღებული პისტოლეტი ნომრით B1808 1945 არის ქარხნული წესით დამზადებული 7,62 მმ კალიბრის 1930-33 წლის ნიმუშის ,,TT“-ს კონსტრუქციის პისტოლეტი, მიეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. ოთხი ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 1930 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის, რომლებიც განკუთვნილია ,,ტოკარევის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის, ,,TT“ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებისათვის ,,ППД“, ,,ППЩ“ და ,,ППС“, აგრეთვე ,,СZ-52” მოდელის პისტოლეტისთვის , ჩინური წარმოების პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისთვის - მოდელი 50,54,64 და იუგოსლავიური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისთვის ,,М-56“ და სხვა. ისინი მიეკუთვნება საბრძოლო მსალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.

 

ხ---------------მა ასევე შეიძინა ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი ნომრით M------- გაცემული ს------------------------------------------------ სახელზე 2012 წლის 1 ოქტომბერს, რომელშიც ს--------------------------ს ფოტოსურათის ნაცვლად ჩაკრული იყო მისი ფოტოსურათი. აღნიშნული ყალბი პასპორტის გამოყენებით 2017 წლის 22 მარტს ხ---------------მა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და შემდგომი გამოყენების მიზნით ინახავდა დროებით საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისი, ს--------------–------------------------------ში, საიდანაც 2017 წლის 25 მაისს იქნა ამოღებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ.

 

დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ს--------------------------ს (S------------------ სახელზე გაცემული პასპორტი შეესაბამება ნამდვილი დოკუმენტის ბლანკს. დოკუმენტის მონაცემთა გვერდზე ახსნილია ლამინატი და შეცვლილია ფოტოსურათი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით:

 

ხ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

-საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით;

-საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

-საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ხ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

ხ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 25 მაისიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ხასან უზარომა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-------------ამ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა ხასან უზროვის მიმართ გამოტანილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემცირება ექვსი თვის ვადით და საბოლოოდ 18 (თვრამეტი) თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის დროს დაცვის მხარემ შესავალ და დასკვნით სიტყვებში დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ალტერნატივის სახით მოითხოვა ხ---------------ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ხ---------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-------------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენი ხ---------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება, განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ხ---------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

მსჯავრდებულ ხ---------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად არის დადგენილი და დადასტურებული საქმეზე შეკრებილი, ობიექტური, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ - თვით ხ---------------ის ჩვენებით, მოწმეების – ლ-–-----–---ს, ა-–-----------------–--ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით, რ----------–---–-ს, შ-----------–---–-ს, მ-----–-----------–-–---–-ს, შ--–----------ის და სხვა მოწმეთა დაკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ხ---------------ის დაკავების, პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმებით,ბალისტიკური ექსპერტიზის №1382/ბ დასკვნით, ექსპერტიზის 658/დტ დასკვნით, საზღვრის კვეთის შესახებ ცნობით, ინტერპოლის ეროვნული ბიუროდან მიღებული დოკუმენტებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და საქმეში არსებული სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის შემცირებაზე იმ მოტივით, რომ ხ---------------ი არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ხელი არ შეუშალა გამოძიებას, ჰყავს ავადმყოფი დედა, პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია მართალია ნაკლებად მძიმე კატეგორიის, მაგრამ სამი განზრახი დანაშაული, მათ შორის მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. რაც შეეხება წარსულში ნასამართლობის არქონას, პალატა მიიჩნევს, რომ დანაშაულის არჩადენა ამა თუ იმ ასპექტში ადამიანს რაიმე უპირატესობას არ ანიჭებს, ყოველი მოქალაქე მოვალეა, დაიცვას მართლწესრიგი, საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია, ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს (საქართველოს კონსტიტუციის 44–ე მუხლი).

 

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ხ---------------ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას ეთანხმება. იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, მმართველობის წესის და საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ხ---------------ისათვის დანიშნული საბოლოო სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სათანადოდ იქნა შეფასებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და მისი გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი საქმეზე დადგენილი სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებით ჩადენილი დანაშაულების პროპორციულია. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში დამატებით იმაზე მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ მსჯავრდებულის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც იგი მოკლებული იქნება შესაძლებლობას შვილი ინახულოს პენიტენციურ დაწესებულებაში, პალატა განამარტავს, რომ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდეგნილი არ ყოფილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ხ---------------ის და მისი ინტერესების დამცველის - ადვოკატ გ-------------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი ხ---------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ხ---------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-------------ას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი ხ---------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ხ---------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

-საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

-საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

-საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ხ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

მედველობაში იქნას მიღებული, რომ ხ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ხ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 25 მაისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- (S------------------ სახელზე გაცემული პასპორტი, რომელიც ინახება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;

-ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი ცალი მჭიდი და ორი ცალი ვაზნა, როლებიც ინახება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს.

-ხ---------------ისაგან ამოღებული შარვალი, ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა და პლასტიკური ბარათები, რომლებიც ასევე ინახება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე