განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001968494
საქმე №1/ბ-133-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ლ--–- ბ------ე
ბრალდების მხარე:
პროკურორი ნ-------------ე
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული გ--–-----–-–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–-----------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, ნასამართლევი, უმაღლესი განათლებით, განქორწინებული, რეგისტრირებული: თბილისი, მ----------ს ქუჩა 1-------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, დ-------------ი, მე--------------------------------------------.
ადვოკატი: მ--------------ი
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, სსკ–ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, , სსკ–ის 111,151-ე მუხლი (2017 წლის 01 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ–ის 3811-ე მუხლი (2016 წლის 11 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია).
სასჯელი: დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ--–-----–-–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ცვლილებების შეტანა სასჯელის ნაწილში. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის აშკარად მკაცრი. აპელანტი მიუთითებს, რომ მან სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვაში მისთვის წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და ითხოვა მის მიმართ მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა გ--–-----–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--------------მა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. კერძოდ, დანიშნული სასჯელის შემსუბუქება მსჯავრდებულის მიმართ სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით.
ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------ემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლ--–-დ დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
გ--–-----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მანვე ჩაიდინა, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ--–-----–-–---–ი და თ----------–-–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1994 წლიდან 2013 წლის ჩათვლით. განქორწინების შემდეგ, გ--–-----–-–---–ი სისტემატიურად მიდიოდა თ----------–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2016 წლის 27 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისი, ლ--------–---–ის ქ--------–- გ--–-----–-–---–მა უმიზეზოდ კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ყოფილ მეუღლეს - თ----------–-–---–ს. 2016 წლის 09 მაისს, გ--–-----–-–---–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები - ისევ მიუვარდა სახლში თ----------–-–---–ს და აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულის შემდეგ, გ--–-----–-–---–მა კვლავ გააგრძელა მისი დამცირება და რამდენიმე ხნის განმავლობაში უგზავნიდა მას დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ, მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რაც თ----------–-–---–ს შენახული აქვს მობილურ ტელეფონში. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად თ----------–-–---–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2016 წლის 28 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა შემაკავებელი ორდერი გ--–-----–-–---–ის მიმართ. შემაკავებელი ორდერით გ--–-----–-–---–ს აეკრძალა თ----------–-–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა. ასევე, თ----------–-–---–თან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ის იმყოფება. 2016 წლის 10 მაისს, გ--–-----–-–---–ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 2 (ორი) დღე-ღამით. მიუხედავად აღნიშნული აკრძალვებისა, გ--–-----–-–---–ი კვლავ იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც მსხვერპლი თ----------–-–---–ი იყო, კერძოდ, 2016 წლის 12 მაისს, თ----------–-–---–ის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში და გააგრძელა თ----------–-–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნით.
2017 წლის 08 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. თბილისი, დ-------------ი, ი--------–-----------------------------------ში გ--–-----–-–---–მა განახორციელა ძალადობა ყოფილი მეუღლის - თ----------–-–---–ის და ამ უკანასკნელის დედის - ნ-----–---------ის მიმართ, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. გ--–-----–-–---–მა მუშტი დაარტყა ნ-----–---------ეს სახის არეში, რის შედეგადაც იგი წაიქცა, იატაკზე დაარტყა თავი და წაქცეულს გ--–-----–-–---–მა ფეხი ჩაარტყა კისრის არეში, შემდგომ კი მივარდა ყოფილ მეუღლეს - თ----------–-–---–ს და დაუწყო მუშტებით ცემა თავის არეში. გ--–-----–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად ნ-----–---------ემ და თ----------–-–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 08 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. თბილისი, დ-------------ი, ი--------–-----------------------------------ში, გ--–-----–-–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლე თ----------–-–---–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ თ----------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი 1----–-–-----------–-–----ე ქორწინებაში იმყოფებოდა ბრალდებულ გ--–-----–-–---–თან და მათ ჰყავთ ორი საერთო შვილი, რომლებიც ცხოვრობენ დაზარალებულის დედის საცხოვრებელ სახლში მასთან ერთად. ბავშვებს დღეის მდგომარეობით მამასთან ურთიერთობა არ აქვთ. ქორწინების პერიოდში, გ--–-----–-–---–ი მას ეჭვიანობის ნიადაგზე სხვადასხვა დროს აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც ესწრებოდა მისი დედა - ნ-----–---------ე. განქორწინების შემდეგ კი - 2013 წლიდან 2016 წლის 26 აპრილამდე პერიოდში გ--–-----–-–---–ის მხრიდან მუდმივად, ეჭვიანობის მიზეზით, მასზე გრძელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, კერძოდ, გ--–-----–-–---–ი პერიოდულად მიდიოდა მასთან სახლში, აბრახუნებდა საცხოვრებელი სახლის კარებზე, იგინებოდა მისი მისამართით, არ აღიარებდა განქორწინების ფაქტს, აყენებდა მორალურ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რა დროსაც იგი განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას, მორალურ ზიანს და იმყოფებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, რადგან ეშინოდა ქუჩაში სიარულის და იყო განცდებში. 2016 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, თანამშრომელებთან ერთად, გამოვიდა სამსახურიდან - ს----------–---------–-------------------–------–-------იდან. ზოგიერთ მათგანს დაემშვიდობა, ხოლო მასთან ერთად დარჩა მხოლოდ ერთი თანამშრომელი - ი--------ი, რა დროსაც დაინახა, რომ გ--–-----–-–---–ი იმალებოდა თბილისი, ვ-----------------ის მიმდებარედ არსებული ა/მანქანების უკან. მას შეეშინდა და გაიქცა, რა დროსაც ბრალდებული გაეკიდა, მივიდა მასთან და აპირებდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რა დროსაც ი--------ი ჩადგა მასსა და გ--–-----–-–---–ს შორის, გ--–-----–-–---–მა მოახერხა მხოლოდ ის, რომ მას თმებში მოქაჩა და შეურაცმყოფელი სიტყვებით აგინებდა. ამ დროს დაინახა, რომ შემთხვევის ადგილზე არსებული ე.წ. ,,იტალიური ეზოდან“ გამოვიდა მისთვის უცნობი ქალბატონი, რომელსაც გ--–-----–-–---–ისაგან თავის დაღწევის მიზნით სთხოვა სახლში შეშვება, რასაც ეს უკანასკნელი დათანხმდა და შევიდა აღნიშნული ქალბატონის საცხოვრებელ სახლში. გ--–-----–-–---–ი მივიდა და აღნიშნული საცხოვრებელის სახლის კარებზე დაიწყო ბრახუნი. ამ დროს მან გ--–-----–-–---–ს უთხრა, რომ გამოუძახებდა საპატრულო პოლიციას, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა გ--–-----–-–---–მა მაინც განაგრძო გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარებზე ბრახუნი, რის შემდეგაც გ--–-----–-–---–მა დატოვა აღნიშნული ტერიტორია. მეორე დღეს - 2016 წლის 27 აპრილს, მან განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს პოლიციას მომხდარი ფაქტის შესახებ და 2016 წლის 28 აპრილს გ--–-----–-–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც გ--–-----–-–---–ს აკრძალული ჰქონდა მიახლოება მისი საცხოვრებელი სახლის, სამსახურის და ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც დაზარალებული იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, 2016 წლის 09 მაისს, იგი დედასთან - ნ--- ბ------ესთან ერთად იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც გ--–-----–-–---–ი მივიდა აღნიშნულ საცხოვრებელ სახლის კარებთან და ითხოვდა კარების გაღებას, აბრახუნებდა კარებზე, რეკავდა ზარს და შეურაცხმყოფელი სიტყვებით იგინებოდა მისი მისამართით. მან საცხოვრებელი სახლის კარი არ გაუღო ბრალდებულს და ისევ გამოიძახა პოლიცია, რომელმაც მოახდინა ბრალდებულის დაკავება 2 დღე-ღამის ვადით. ამის შემდეგ, 2016 წლის 12 მაისს, დაახლოებით 08:00 საათზე მან თავისი საცხოვრებელი ბინის მე-9 სართულზე არსებული აივნიდან, საიდანაც, კარგად ჩანს მთელი მიმდებარე ტერიტორია და მათ შორის ქუჩა, კვლავ შენიშნა მის ეზოში მოსიარულე გ--–-----–-–---–ი, რომელიც დადიოდა მისი საცხოვრებელი სახლის კორპუსის წინ, გაჩერების გვერდით და ელოდებოდა მის ჩამოსვლას, რადგან იცოდა სამსახურში მისი წასვლის გრაფიკი. ამ დროს მან თავი აარიდა გარეთ გასვლას, რადგან აღარ სურდა კონფლიქტი და გამვლელების თვალწინ დამცირება ყოფილი მეუღლისგან. გამოიძახა პოლიცია და იმ დღესვე შეიტანა განცხადება პოლიციაში, რის შედეგადაც გ--–-----–-–---–ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. თუმცა გ--–-----–-–---–ი კვლავ ურეკავდა მას მობილურ ტელეფონზე. ასევე, უგზავნიდა შეურაცხმყოფელ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, როგორც მობილურ ტელეფონზე, ისე სოციალურ ქსელში, ხოლო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ გ--–-----–-–---–ის მიმართ გამოცემული იქნა ორი 6 თვიანი დამცავი ორდერი - პირველი, 2016 წლის ივნისის თვეში, ხოლო მეორე კი 2016 წლის დეკემბრის თვეში. გ--–-----–-–---–ი მას ემუქრებოდა მოკვლით და სხეულის დაზიანებით, რა დროსაც ჰქონდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან იცოდა, რომ გ--–-----–-–---–ი მეორედ ციხეში იჯდა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა საკუთარ დედას იარაღით ჯანმრთელობა მძიმედ დაუზიანა. მოწმის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ მაშინ როდესაც გ--–-----–-–---–ის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, ბრალდებული მას სწერდა შეურაცხმყოფელ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ემუქრებოდა ყველა იმ მამაკაცს, რომელმაც მას მოუწონა სოციალურ ქსელში ფოტო. ესენი იყვნენ, ძირითადად, მისი თანამშრომლები და ბიბლიოთეკის მკითხველები, ხოლო აღნიშნულ შეტყობინებებს გ--–-----–-–---–ი აგზავნიდა საიტიდან - ,,bilain.ge“, სადაც ნომერი არ ფიქსირდება, თუმცა ის, რომ ეს ნამდვილად გ--–-----–-–---–ი იყო, ირკვევა ტექსტური შეტყობინებებით.
დაზარალებულ ნ-----–---------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 1----–-–-----------–-–----ე მისი შვილი - თ----------–-–---–ი იმყოფებოდა ქორწინებაში გ--–-----–-–---–თან. მათ ჰყავთ ორი საერთო შვილი - გ--- და ლ--–- გ--–-–---–ები. ბავშვები იზრდებიან მასთან. ქორწინების პერიოდში იყო შემთხვევები, როდესაც გ--–-----–-–---–ი მის შვილს აყენებდა შეურაცხყოფას, ხოლო მას შემდეგ, რაც მისი შვილი და სიძე განქორწინდნენ, კერძოდ, 2013 წლიდან, გ--–-----–-–---–მა დაიწყო მათი შევიწროება, რადგან ვერ ეგუებოდა განქორწინების ფაქტს, რის გამოც ხშირად მიდიოდა მათთან სახლში და აბრახუნებდა კარებზე. 2016 წლის 26 აპრილს, თ----------–-–---–მა დაურეკა მას და უთხრა, რომ მას და მის თანამშრომელს მისდევდა გ--–-----–-–---–ი და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. აღნიშნულზე მან დაურეკა გ--–-----–-–---–ის დედას - თ----- ბ----------–ს, სთხოვა დაერეკა მისი შვილისთვის და ეთქვა, რომ შეეწყვიტა მათი დევნა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაურეკავდა პოლიციას, რაზეც თ----- ბ----------–მა მას განუცხადა, რომ ნუ აშინებდა და თავი დაენებებინა მისთვის. ამის შემდეგ, თ----------–-–---–ი დაბრუნდა სახლში, რომელმაც უთხრა, რომ მოცემული შემთხვევის დროს თან ახლდა გულით ავადმყოფი თანამშრომელი, რომელმაც მარტო არ მიატოვა ის და ერთად შევიდნენ საცხოვრებელის სახლის ეზოში, სადაც გ--–-----–-–---–მა მოასწრო თ----------–-–---–ისთვის თმების მოქაჩვა. მომხადის გამო, 2016 წლის 28 აპრილს, თ----------–-–---–თან ერთად მივიდა პოლიციის განყოფილებაში და პოლიციას აცნობეს მომხდარის შესახებ. აღნიშნულზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც გ--–-----–-–---–ს ეკრძალებოდა იმ ტერიტორიასთან მიახლოება, სადაც თ----------–-–---–ი იმყოფებოდა - იქნებოდა ეს სახლი, სამსახური, ეკლესია თუ სხვა ნებისმიერი ტერიტორია. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, გ--–-----–-–---–ი განაგრძნობდა მათ შევიწროებას, კერძოდ, რეკავდა ქალაქის ტელეფონზე იწყებდა გინებას და უშვერი სიტყვებით მიმართავდა მათ. 2016 წლის 09 მაისს, ბრალდებული მივიდა მათთან სახლში, ატეხა ხმაური და კარებზე ბრახუნი, რა დროსაც თ----------–-–---–ი იმყოფებოდა სახლში და არ გააღეს კარები, რის შემდეგაც გ--–-----–-–---–ი წავიდა. ამის შემდეგ, 2016 წლის 10 მაისს, იგი, თ----------–-–---–თან ერთად, კვლავ მივიდა პოლიციის განყოფილებაში და განაცხადეს მომხდარის შესახებ. რის გამოც აღნიშნულ დღეს მოხდა გ--–-----–-–---–ის დაკავება 2 დღით. 2016 წლის 12 მაისს, მისი შვილისგან - თ----------–-–---–ისგან ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ დღეს შუადღის პერიოდში გ--–-----–-–---–ი კვლავ მივიდა მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში და ელოდებოდა თ----------–-–---–ის ეზოში ჩასვლას. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ იყო შემთხვევა, როდესაც იგი სადარბაზოში თავის შვილს გადაეფარა, როდესაც გ--–-----–-–---–ი სცემდა მას, რა დროსაც მას ბრალდებულმა წიხლი ჰკრა და კედელს მიანარცხა. ამ ფაქტის შესახებ მან განაცხადა პოლიციაში, რაზეც გ--–-----–-–---–მა მიიღო გაფრთხილება. დაზარალებულის ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ გ--–-----–-–---–ი თავის ყოფილ მეუღლეს - თ----------–-–---–ს მოკვლით ემუქრებოდა ყოველი დარეკვისას და შეხვედრისას. ასევე, იმ პერიოდშიც, როდესაც იგი ციხეში იმყოფებოდა, უგზავნიდა მუქარის შემცველ წერილებს, რა დროსაც გ--–-----–-–---–ის მუქარას აღიქვამდნენ რეალურად. ამასთან, გ--–-----–-–---–ი დღემდე, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემდეგაც კვლავ რეკავდა ქალაქის ტელეფონზე, რა დროსაც იგინებოდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მისი მისამართით.
მოწმე ნ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას და გ--–-----–-–---–ს ჰყავთ ორი საერთო შვილიშვილი, რომელთაგან უმცროს შვილიშვილს - ა----------–-–---–ს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. 2017 წლის 08 მაისს, თავის უფროს შვილიშვილთან ერთად მივიდა გ--–-----–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც გ--–-----–-–---–ი მას სახლში არ დახვდა, თუმცა, მოგვიანებით ეს უკანასკნელი აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც აპირებდა ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლიდან წასვლას გ--–-----–-–---–მა მას უთხრა, რომ ეჩვენებინათ ბავშვი თ----------–-–---–ისთვის. რის გამოც გ--–-----–-–---–თან და თავის 3 წლის შვილიშვილთან - ა----------–-–---–თან ერთად მივიდა თ----------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისი, პ------–------------------ში. საცხოვრებელი სახლის კარები გაუღო ნ-----–---------ემ, რომელიც ისე დადგა კარების ზღურბლთან, რომ სახლში არავინ შესულიყო და დაიწყო საუბარი გ--–-----–-–---–ის მიმართულებით. იგი გამოთქვამდა უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ გ--–-----–-–---–ი პოლიციას კიდევ არ ჰყავდა დაჭერილი და ემუქრებოდა, რომ მის თავს აუცილებლად დააჭერინებდა საპატრულო პოლიციას, ხოლო გ--–-----–-–---–ი ნ-----–---------ეს ეუბნებოდა, რომ 2 წლის უნახავი შვილიშვილი მიუყვანა მათ და სთხოვდა ნ-----–---------ეს, რომ ეთქვა თ----------–-–---–ისთვის გამოსულიყო და ენახა ბავშვი. ამ დროს საცხოვრებელი ბინიდან ისმოდა თ----------–-–---–ის ხმა, რომელიც მოუწოდებდა მათ წასულიყვნენ, ასევე იგი ხმარობდა უწმაწურ სიტყვებს და იგინებოდა. ამის შემდეგ, გ--–-----–-–---–ი ცდილობდა საცხოვრებელ სახლში შესვლას, რომ თ----------–-–---–ი ბავშვის სანახავად გამოეყვანა გარეთ, რა დროსაც ნ-----–---------ემ მას ხელი მოუქნია, რაც გ--–-----–-–---–ს არ მოხვედრია, თუმცა მიუხედავად ამისა, გ--–-----–-–---–მა ხელი დაარტყა ნ-----–---------ეს, სავარაუდოდ სახეში, რის გამოც ეს უკანასკნელი წაიქცა, ხოლო ამ დროს ბრალდებული შევიდა ბინაში, რა დროსაც იგი იგინებოდა, თუმცა თ----------–-–---–იც იგივენაირად პასუხობდა მას. ამ დროს ნ-----------ე მივიდა თ----------–-–---–ის დედასთან, რომელიც იყო წაქცეული რათა აეყენებინა იგი, თუმცა ნ-----–---------ემ ამის საშუალება არ მისცა. ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვი ძალიან ტიროდა, რის გამოც ის გ--–-----–-–---–ს ურჩევდა უკან დაბრუნებულიყვნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ გ--–-----–-–---–ი გამოვიდა საცხოვრებელი ბინიდან და მასთან ერთად კიბეებით ჩავიდა დაბლა, რა დროსაც გ--–-----–-–---–მა მას უთხრა, რომ მათთან მალე მივიდოდა საპატრულო პოლიცია. ამის შემდეგ, გ--–-----–-–---–ი ჩამოჯდა იქვე მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკასთან, რა დროსაც მათთან მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს.
მოწმე თ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას წარმოებაში ჰქონდა 2016 წლის დეკემბრის გადაწყვეტილება დამცავი ორდერის დამტკიცების შესახებ, სადაც მსხვერპლად მითითებული იყო თ----------–-–---–ი, ხოლო მოძალადედ აღიარებული იყო გ--–-----–-–---–ი. ამასთან, დამცავი ორდერი გამოცემული იქნა 6 თვის ვადით, რის გამოც ამ პერიოდის განმავლობაში მას თ----------–-–---–თან ჰქონდა ხშირი ურთიერთობა, რადგან დაზარალებული ტელეფონის საშუალებით ხშირად უკავშირდებოდა მას. 2017 წლის 06 მაისს, თ----------–-–---–ი დაუკავშირდა მას და უთხრა, რომ მისი მეუღლე ახორციელებდა მასზე ფსიქოლოგიური ხასიათის ზეწოლას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მოითხოვა მისგან რეაგირება. მან დაზარალებულს განუმარტა, რომ რეაგირებისთვის საჭირო იყო მისულიყო პოლიციის განყოფილებაში და დაეწერა განცხადება. ამის შემდეგ, იმავე დღეს თ----------–-–---–ი გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, დაწერა შესაბამისი განცხადება და მოხდა დაზარალებულთან ზეპირი გასაუბრება, რის შემდეგაც დაუკავშირდა გ--–-----–-–---–ს. მეორე დღეს, კვლავ მოხდა გ--–-----–-–---–თან დაკავშირება, რომელმაც კვალვ უარი განუცხადა პოლიციის განყოფილებაში გამოცხადებაზე. 2017 წლის 08 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, გ--–-----–-–---–ი ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც მას აღენიშნებოდა სიმთვრალის ნიშნები. მას პოლიციის განყოფილებაში ჩაუტარდა ალკოტესტით შემოწმება, რა დროსაც დაფიქსირდა, რომ იგი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. აღნიშნულის გამო, დამცავი ორდერის დარღვევისათვის მისი სასამართლოში გადაყვანა ვერ მოხერხდა, იგი გაუშვეს და დაიბარეს მეორე დღეს, დილის საათებში. გ--–-----–-–---–ის პოლიციის განყოფილებიდან წასვლის შემდეგ იმავე დღეს დაახლოებით 17:00 საათზე, თ----------–-–---–ი დაუკავშირდა მას და უთხრა, რომ ბრალდებული მივიდა მასთან სახლში, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც ითხოვა დახმარება. ამის შემდეგ, ვინაიდან, თ-----------–-–---–ის საცხოვრებელი სახლი პოლიციის განყოფილებიდან იმყოფება დაახლოებით 50-100 მეტრის მანძილზე დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე მის თანამშრომლებთან - ზ--------------ასთან და მ-----–------------–---–თან ერთად. როდესაც ადიოდა საცხოვრებელი სახლის კიბეებზე დაინახა, რომ გ--–-----–-–---–ი თ----------–-–---–ის საცხოვრებელი ბინიდან, რომელიც მდებარეობს მე-9 სართულზე ჩამოდიოდა სწრაფად და იმყოფებოდა დაახლოებით მე-8 სართულზე, ხოლო თ----------–-–---–ის დედა იწვა იატაკზე თავის ბინის წინ, მარჯვენა მხარეს, კიბისკენ, ხოლო ამ დროს თ----------–-–---–ი იმყოფებოდა ბინის გარეთ, რომლებსაც გ--–-----–-–---–ი კვლავ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან არსებობდა გ--–-----–-–---–ის მიერ დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტი, იგი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც გაირკვა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ----------–-–---–სა და მის დედას - ნ-----–---------ეს, რის გამოც დაიწყო გამოძიება მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით. თ----------–-–---–ი და მისი დედა - ნ-----–---------ე, გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში, ხოლო გ--–-----–-–---–ი მეორე დღეს წარადგინეს სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვაზე, დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, რაზეც ამ უკანასკნელს საქართველოს ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლზე გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა. ამასთან, მოსამართლემ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე შეიცავდა სისხლის სამართლის ნიშნებს, რის გამოც საქმის მასალები გადაგზავნილ იქნა პროკურატურაში.
მოწმე ზ--------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს საქართველოს შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მ--------------–---ში უბ----------------------------–ის თანამდებობაზე. 2017 წლის 08 მაისს, მისმა თანამშრომელმა - თ---------------–---–მა უთხრა, რომ მოქალაქისგან მიიღო შეტყობინება, რომლის მიხედვით ადგილი ჰქონდა დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტს და უნდა გასულიყვნენ შემთხვევის ადგილზე. აღნიშნულის შემდეგ, თ---------------–---–თან და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ-----–------------–---–თან ერთად მივიდა თბილისი, პ------–---------ში საცხოვრებელ სახლის კიბეებზე ასვლისას დაინახა, რომ დაბლა ჩადიოდა გ--–-----–-–---–ი, რომელიც იგინებოდა. მათ ბრალდებულს მოუწოდეს დაეცვა წესრიგი, მაგრამ მიუხედავად მოწოდებისა ამ უკანასკნელმა მათი მისამართითაც შეიგინა. მათ გ--–-----–-–---–ი აღნიშნული კორპუსის სადარბაზოში დააკავეს ადმინისტრაციული წესით, დამცავი ორდერის დარღვევისა და პოლიციის წინააღმდეგობის გაწევისათვის, რის შემდეგაც გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
მოწმე კ---------–---ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 08 მაისს, დღის მეორე ნახევარში, ასრულებდა სამსახურებრივი მოვალეობას, რა დროსაც განყოფილებაში მიღებულ იქნა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც საქართველოს შსს უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ თ---------------–---–თან და ამავე განყოფილების უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ მ-----–------------–---–თან ერთად გამოცხადდა თბილისი, პ------–--------, ბ--------ში, სადაც მათ დახვდა თ----------–-–---–ი, რომელსაც რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა, თუმცა თ----------–-–---–ი მოცემული შემთხვევის დროს იყო აღშფოთებული და ანერვიულებული, რომელმაც შეკითხვაზე განუცხადა, რომ მათთან მისული იყო მისი ყოფილი მეუღლე, რომელმაც მას და დედამის მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ, ექსპერტ-კიმინალისტების და თ----------–-–---–ის მონაწილეობით ჩაატარეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ხელი კვალის და სუნის ნიმუშები. შემთხვევის ადგილზე შედგენილი იქნა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის ამსახველი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელშიც ასახული ინფორმაციის სისწორე და ნამდვილობა ხელოწერით დადასტურებული იქნა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ.
მოწმე მ-----–------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 08 მაისს, დღის მეორე ნახევარში ასრულებდა სამსახურებრივი მოვალეობას, რა დროსაც საქართველოს შსს უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ თ---------------–---–ს დაუკავშირდა თ----------–-–---–ი, რომელმაც აცნობა, რომ ამ უკანასკნელის მეუღლე არღვევდა შემაკავებელი ორდერის პირობებს და მას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც გამოცხადნენ თბილისი, პ------–--------, ბ--------ში მდებარე შემთხვევის ადგილზე. თ----------–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში ასვლისას მისი ბინის სართულზე დაინახეს, რომ სადარბაზოში იატაკზე იწვა ქალბატონი, როგორც მოგვიანებით გაირკვა თ----------–-–---–ის დედა, ხოლო გ--–-----–-–---–ი ყვირილით და გინებით გამორბოდა ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინიდან, რა დროსაც ვინაიდან სახეზე იყო დამცავი ორდერის პირობების დარღვევის ფაქტი გ--–-----–-–---–ს მოუწოდეს შეჩერებულიყო, მაგრამ ამ უკანასკნელმა სცადა მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რის გამოც ბრალდებული დააკავეს ადმინისტრაციული წესით საქართველოს ასკ-ის 173-ე და 175-ე მუხლებით. რის შემდეგაც გ--–-----–-–---–ი გადაყვანილი იქნა ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში.
მოწმე ზ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 8 მაისს, სამორიგეოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე თავის მეწყვილე - გ----------------თან ერთად მივიდა თბილისი, დ-------------ი, პ------–-------------------–- მდებარე შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდათ გამომძიებელი, ბინის მეპატრონე ქალბატონი და კინოლოგიის სამსახურის ორი თანამშრომელი. ამის შემდეგ, გამომძიებელმა საცხოვრებელი ბინის მეპატრონისგან აიღო ნებართვა ბინის დათვალიერებაზე, რის შემდეგაც განხორციელდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება - შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც თავდაპირველად კინოლოგიის სამსახურის თანამშრომლების მიერ შემთხვევის ადგილზე მოხდა სუნის ნიმუშების აიღება, ხოლო შემდეგ მათ დაიწყეს საცხოვრებელი ბინის დათვალიერება, რის შემდეგაც ამოღებული იქნა ხელის კვალის ნიმუშები. კერძოდ, ხელის კვალის ნიმუშები ამოღებული იქნა საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარის შიდა და გარე ზედაპირიდან, ასევე ჰოლში არსებული კარადის ზედაპირიდან, რომელზეც მიუთითა ბინის მესაკუთრე ქალბატონმა. ამის შემდეგ, დაქტილოსკოპიურ ფირებზე დაფიქსირებული ხელის კვალის ნიმუშები დაილუქა ერთ პაკეტად, პაკეტი დათარიღდა და მასზე დაფიქსირდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ხელმოწერები, რის შემდეგაც იგი გადაეცა გამომძიებელს. ასევე, შემთხვევის ადგილზე განხორციელდა ფოტოგადაღება და გადაღებული ფოტოებიც გადაეცა გამომძიებელს. რის შემდეგაც გამომძიებელმა ადგილზე შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელსაც გაეცნო და ოქმის სისწორე დაადასტურა ხელმოწერით.
მოწმე გ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 08 მაისს, ოჯახური ძალადობის ფაქტზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე თავის მეწყვილე - ზ--------------–---–თან ერთად გავიდა თბილისი, დ-------------ი, პ------–-------------------–- მდებარე შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდათ გამომძიებელი, კინოლოგიის სამსახურის თანამშრომლები და დაზარალებული ქალბატონი. შემთხვევის ადგილზე გამომძიებლის მითითებით, მათ მიერ მოხდა მთლიანი ბინის, ასევე გარე პერიმეტრის დასურათება. ამის შემდეგ, საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარები და იქვე ახლოს არსებული კარადა დამუშავდა დაქტილოსკოპიური ფხვნილებით. რის შემდეგაც საცხოვრებელი ბინის შესასვლელის კარის გარეთა და შიდა ზედაპირის სახელურიდან. ასევე, იქვე არსებული კარადიდან ამოღებულ იქნა ხელის კვლები, რომელიც დაილუქა. გამომძიებელმა იქვე შეადგინა ოქმი, რომელსაც პირადად გაეცნო და მოაწერა ხელი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში, გ--–-----–-–---–მა საბოლოო სიტყვაში მისთვის წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და ითხოვა მის მიმართ მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენება.
გ--–-----–-–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა გარდა დაზარალებულების - თ----------–-–---–ის და ნ-----–---------ის (სისხლის სამართლის N--------- საქმესთან მიმართებით) და მოწმეების - მ-----–------------–---–ის, კ---------–---ას, თ---------------–---–ის, ნ-----------ის, ზ--------------ას, გ----------------ის და ზ--------------–---–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: N--------- საქმეზე დაზარალებულების თ----------–-–---–ის და ნ-----–---------ის გამოკითხვის ოქმებს, ხა--------------–-–---–--ან ზეპირი გასაუბრების ოქმს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის N-------- განაჩენს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის N--------- გადაწყვეტილებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მაისის N--------- დადგენილებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ივნისის N--------- გადაწყვეტილებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივნისის N--------- დადგენილებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის N--------- გადაწყვეტილებას, 2016 წლის 20 ივნისის დათალიერების ოქმს და მასზე დართულ მოკლეტექსტური შეტყობინობების ამსახველი დოკუმენტებს, 2017 წლის 8 მაისის შემთხვევის ადგილის დათალიერების ოქმს და მასზე დართულ ფოტოცხრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 მასის N--------- დადგენილებას, გ--–-----–-–---–ის ალკოტექსით შემოწმების შესახებ ოქმებს, გადაუდებელი დახმარების სამსახურის სამედიცინო ბარათებს და მათზე დართულ დოკუმენტებს, 2017 წლის 11 მაისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, მოწმე - ნ-------------–-----ის დაკითხვის ოქმს. ასევე, ბრალდებულ გ--–-----–-–---–ის აღიარებას მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივ ქმედებებთან მიმართებით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ--–-----–-–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გარდა დაზარალებულების - თ----------–-–---–ის და ნ-----–---------ის მიერ სისხლის სამართლის N--------- საქმეში არსებული გამოკითხვის ოქმებისა (სისხლის სამართლის N--------- საქმეში არსებული დაზარლებულის გამოკითხვის ოქმები უდავო მტკიცებულებებად იქნა მიჩნეული), ასევე მოწმეების - მ-----–------------–---–ის, კ---------–---ას, თ---------------–---–ის, ნ-----------ის, ზ--------------ას, გ----------------ის და ზ--------------–---–ის დაკითხვის ოქმებისა, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ასევე, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდების მხარემ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
ოჯახში ძალადობა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალაუფლებისა და კონტროლის დამყარების მიზნით ხდება. ოჯახში ძალადობის, ისევე, როგორც ზოგადად ძალადობის შემთხვევაში, არსებობს სამი ძირითადი კომპონენტი: მსხვერპლი, მოძალადე და ქმედება (ძალადობა). მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობა ან იძულება. მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც ოჯახის სხვა წევრის მიმართ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ახორციელებს. რაც შეეხება ოჯახის წევრის ცნებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ,,სსკ-ის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას“.
ოჯახში ძალადობას გააჩნია საკუთარი მახასიათებლები და თავისებურებები - ანუ კრიტერიუმები, რომლის მიხედვით ხდება ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირება. არსებობს ძალადობის შემდეგი ძირითად ფორმები: ფიზიკური ძალადობა (ხელის კვრა, დარტყმა, კბენა, დაწვა, შეფურთხება, ჭრილობის მიყენება, ოთახის დატოვების აკრძალვა, ნივთების სროლა, სახლში ან სახლის გარეთ პიროვნების ჩაკეტვა, სახიფათო ადგილებში მიტოვება, უარის თქმა დახმარებაზე, როცა ქალი ავად არის ან ორსულად, მეუღლის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, როცა მანქანას მართავს გადაჭარბებული სიჩქარით, ხელის შეშლა დაძინებაში ან მძინარეს გამოღვიძება); ფსიქოლოგიური /ემოციური ძალადობა (ყვირილი, მუქარა, დამცირება, გაღიზიანება, მეუღლის გრძნობების იგნორირება, მისი რწმენების საცინად აგდება, მუქარა, რომ ბავშვს წაართმევს, ტყუილებით მანიპულირება, ქალთა, როგორც გარკვეული ჯგუფის დეგრადირება, მეუღლისთვის იმის თქმა, რომ არის სულელი, მახინჯი, სქელი, იზოლირება მეგობრებისაგან და ოჯახისაგან, განუწყვეტლივ გაკრიტიკება თუ რას როგორ აკეთებს, ქალის ოჯახის და მეგობრების საცინად აგდება, მუქარა, რომ მიატოვებს ან აიძულებს, რომ დატოვოს ქმარი, მუქარა მეუღლის ოჯახის მისამართით, ტკივილის მიყენება ბავშვებისათვის, როცა ცოლზეა გაბრაზებული, ქალის კრიტიკა მეგობრების, ოჯახის, ბავშვების, თანამშრომლების წინაშე), ეკონომიკური ძალადობა (უარის თქმა, რომ მისცეს მეუღლეს ფული საკვებისათვის ან ტანისამოსისათვის, როცა უარს ამბობს, რომ ქალმა მონაწილეობა მიიღოს ფულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში) და სექსუალური ძალადობა (როცა მამაკაცი ქალს ეპყრობა, როგორც სექსუალურ ნივთს, აკრიტიკებს სექსის დროს მის ქცევას, ვარაუდობს, რომ ქალს შეუძლია სექსი ჰქონდეს ნებისმიერთან, ადანაშაულებს მეუღლეს, რომ ჰქონდა სექსი სხვა ქალებთან და მამაკაცებთან, ექცევა როგორც საკუთრებას, რომ არის ქმრის კუთვნილება, უმოწმებს ტანსაცმელს, რათა მასზე აღმოაჩინოს ღალატის ნიშნები).
სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გ--–-----–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ--–-----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლი სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 09 მაისის ეპიზოდი). ასევე, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლი სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით (2017 წლის 08 მაისის ეპიზოდი).
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მუქარად ითვლება: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. ხსენებული ნორმის ანალიზით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან, დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ იმას, ვისაც ემუქრებიან, უნდა გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, შესაბამისად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში.
საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის თანახმად, ,,ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით“, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ მოცემულ ბრალდებასთან მიმართებით უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გ--–-----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება თუ იგი არის ასეთი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული. ზემოაღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის ამსრულებელი სპეციალურია, კერძოდ, ის ვისაც დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან ვალდებულებების შესრულება აკისრია. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებით დადგენილ იქნა, რომ 2016 წლის 28 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა შემაკავებელი ორდერი გ--–-----–-–---–ის მიმართ, რომლითაც გ--–-----–-–---–ს აეკრძალა თ----------–-–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა. ასევე, თ----------–-–---–თან მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ის იმყოფება. მითითებულ გარემოებათა შეფასება ცხადყოფს, რომ მოცემულ შემთხვევაში გ--–-----–-–---–ს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ეკისრებოდა ვალდებულება არ მიახლოებოდა თ----------–-–---–ს, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა მან დაარღვია მასზე დაკისრებული მოვალეობა, რის გამოც 2016 წლის 10 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით გ--–-----–-–---–ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 2 (ორი) დღით. ზემოაღნიშნულის მიუხედავად იმ დროს, როდესაც გ--–-----–-–---–ის მიმართ ხსენებული აკრძალვები ჯერ კიდევ მოქმედებდა, 2016 წლის 12 მაისს იგი კვლავ იმყოფებოდა იმ ადგილას, თ----------–-–---–ის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში და გააგრძელა თ----------–-–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნით. ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშჯერებითა და მათი სამართლებრივი შეფასებით პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--–-----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით (2016 წლის 11 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ გ--–-----–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ--–-----–-–---–ს ბრალად წარდგენილი დანაშაულები ჩადენილი აქვს გამოსაცდელი ვადის გპერიოდში, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 აპრილის განაჩენით გ--–-----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის 6 თვის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით. გ--–-----–-–---–ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით მისი სათანადო ქცევა ვერ იქნა უზრუნველყოფილი და მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა თავიდან ვერ იქნა აცილებული, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს გ--–-----–-–---–ის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების მაღალი რისკი.
გ--–-----–-–---–ს ქმედების ჩადენის დროს ნასამართლობა მოსხნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, ამდენად სახეზე გვაქვს საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევა, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ წესს, რომლის თანახმად, „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“.
პალატა გ--–-----–-–---–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ბრალდებულს სისტემატიური კონფლიქტი აქვს თ----------–-–---–თან და ნ-----–---------ესთან. გამომდინარე აქედან, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, შესაბამისად, პალატა თვლის, რომ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელი ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიდან გადაგზავნილი სხდომის ოქმის ჩანაწერი 1 ცალ ელექტრონულ დისკზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა 1 ცალ ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 2 ცალი სუნის ნიმუში და 8 ცალი ხელის კვალის ნიმუში, გ--–-----–-–---–ის სუნის ნიმუში 1 ცალ ქილაში და ხელის კვალის ნიმუში 1 პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი გ--–-----–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ--–-----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენი გ--–-----–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
გ--–-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ–ის 111,151-ე მუხლით (2017 წლის 01 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ–ის 3811-ე მუხლით (2016 წლის 11 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლით (2017 წლის 01 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 3811-ე მუხლით (2016 წლის 11 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ--–-----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლსი 04 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ--–-----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ--–-----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გაუქმდეს და გ--–-----–-–---–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 11 მაისიდან.
მსჯავრდებულ გ--–-----–-–---–ის მიმართ №--------- საქმეზე, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, გაუქმდეს.
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიდან გადაგზავნილი სხდომის ოქმის ჩანაწერი 1 ცალ ელექტრონულ დისკზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა 1 ცალ ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 2 ცალი სუნის ნიმუში და 8 ცალი ხელის კვალის ნიმუში, გ--–-----–-–---–ის სუნის ნიმუში 1 ცალ ქილაში და ხელის კვალის ნიმუში 1 პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ – განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნ.სანდოძე