განაჩენი

სისხლის სამართლის 15.03.2018
საქმის ნომერი
330100118002229346
ინსტანცია
თარიღი
15.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002229346

საქმე №1/ბ-195-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მარტი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული – გ-----–----–---ე, დაბადების თარიღი: 1----–-–------------–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, მ-------------------------------------------------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი).

 

სასჯელი:

თავისუფლების აღკვეთა – 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ-----–----–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ----–-- ბ--–----–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად მკაცრი და იგი უნდა გაუქმდეს რადგან მსჯავრდებულმა დაკავებისთანავე აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, გულწრფელად მოინანია, შეურიგდა დაზარალებულს, წარსულში არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. დანიშნული სასჯელი უნდა შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით, რადგან საქართველოს სსკ–ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შეცვლას უარო მსუბუქი სასჯელით, კერძოდ - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით.

 

ბრალდების მხარეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

სასამართლომ დაადგინა:

გ-----–----–---ემ ჩაიდინა ოჯახის ერთის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 02 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, თბილისი, მ----------------–----------------------------------------------------ში, გ-----–----–---ემ მისი ოჯახის წევრის – მეუღლის ზ-------------ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, კერძოდ: ზ-------------ეს სხეულზე დაარტყა ხელი და მარჯვენა ხელზე მიაყენა დაზიანება, რის შედეგადაც ზ-------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, აღნიშნული ქმედებით ზ-------------ეს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ-----–----–---ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ-----–----–---ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: თავად ბრალდებულ გ-----–----–---ის ჩვენებით, დაზარალებულ ზ-------------ის, მოწმეების: ა----–----–---ის, გ--------–----–---–---–ის, ა---------–------–----–---–ის, კ------------–---–ის, თ--------–--–-–---–ის, ზ----------–--ის ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ გ-----–----–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ-----–----–---ემ ჩაიდინა ოჯახის ერთის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

გ-----–----–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს.

გ-----–----–---ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის თაობაზე. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ გ-----–----–---ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შემსუბუქება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არაა ნასამართლევი და ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და თვლის, რომ მსჯავრდებულის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირობითი სასჯელი არის ჩადენილი ქმედების ადეკვატური და პროპორციული.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი გ-----–----–---ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, დანიშნული სასჯელი კი - სამართლიანი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გ-----–----–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ----–-- ბ--–----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენი გ-----–----–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

გ-----–----–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, გ-----–----–---ეს დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ გ-----–----–---ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 02 დეკემბრიდან 2018 წლის 03 იანვრის ჩათვლით.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი გ-----–----–---ეს ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, გ-----–----–---ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე