განაჩენი

სისხლის სამართლის 26.03.2018
საქმის ნომერი
120100117002176094
ინსტანცია
თარიღი
26.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100117002176094

საქმე №1/ბ-126-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ო------------------ი.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: მ--------------–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–----------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, ნასამართლევი, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ------ რაიონი, სოფელი ზ-----ი.

 

ადვოკატი: თ------–--–-----ე.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ--------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა და მის მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა მ--------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ------–--–-----ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და დამატებით განმარტეს, რომ მსჯავრდებულს აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, ჰყავს მარტოხელა დედა, რომელიც დაავადებული მძიმე სენით, ასევე 11 წლის შვილი, რომელსაც ზრდის დედის გარეშე, რომელთა ერთადერთ მარჩენალს მსჯავრდებული წარმოადგენს. აპელანტებმა ასევე აღნიშნეს, რომ მ--------------–---–ს ზარალი სრულად აქვს ანაზღაურებული, გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვეს მ--------------–---–ის მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე, სახელმწიფო ბრალმდებელმა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო------------------მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მ--------------–---–ის მიმართ სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არ იქნება შემაკავებელი. იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. კერძოდ: მ--------------–---–მა ჩაიდინა განზრახი დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით. სასამართლომ არ გაითვალისწინა მ--------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე. ამასთან, აღნიშნული სასჯელის სიმსუბუქე მსჯავრდებულისათვის ვერ იქნება ხელისშემშლელი და შემაკავებელი, რომ მან კვლავ არ ჩაიდინოს სხვა განზრახი დანაშაული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულ მ--------------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა ო-------------ა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

სასამართლომ დაადგინა:

მ--------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

ქურდობისთის ნასამართლევი მ-----ი ზ-----–---–ი, 2017 წლის 07 ოქტომბერს ქ. ახალციხეში, თ------–---–-- ქუჩაზე გაჩერებული ჯ---------------–-ის ავტომანქანიდან ფარულად დაეუფლა დისტრიბუტორ ნ------------–---–ის კუთვნილ 200 ლარის ღირებულების სამსუნგის ფირმის მობილურ ტელეფონს და შპს „ქ------ს“–ს კუთვნილ 269 ლარის ღირებულების მობილურ ტელეფონს (ე.წ. პოკეტს), რითაც ნ------------–---–ს მიადგა 200 ლარის ხოლო შპს „ქ-----ს “ 269 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მ--------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ მ--------------–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: მ--------------–---–ის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების: ნ------------–---–ის, გ--------------–ის, პ---------–-–---–ის, ზ-------------–---–ის, თ-------------ის გამოკითხვის ოქმებით, ჩხრეკის ოქმით, ფოტოილუსტრაციით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნით, გ------ რაიონული სასამართლოს 2010 წლის 09 ივნისის განაჩენით, გ------ რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ მ--------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ--------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

პალატა თვლის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის ფარულად დაუფლებას. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის დადგენისას უნდა გამოიკვეთოს, რომ ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი, და ამას აცნობიერებებს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის. პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრება განიმარტება, როგორც პირის მიერ ნივთზე (ქონებაზე) მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლების კანონიერად მოპოვება, ხოლო სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება გულისხმობს არაკანონიერი გზით ამ ნივთზე მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის შესაძლებლობის მოპოვებას.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ სხვისი ნივთის დაუფლებით არღვევდა კანონს, აყენებდა დაზარალებულს ზიანს, მაგრამ, სურდა ასეთი შედეგის დადგომა - ნივთების მისაკუთრება. ამდენად მისი ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ქურდობა.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით, ხოლო ამავე კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ,,არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას . . .“. მოცემულ შემთხვევაში პალატა თვლის რომ სახეზეა ზემოაღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებები. სახელდობრ, უდაოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია ფარულად დაუფლებული ნივთების ღირებულება. ასევე გ------ რაიონული სასამართლოს 2010 წლის 09 ივნისის განაჩენით მ--------------–---–ი ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მის მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის“ კანონი და ხსენებული განაჩენით დანიშნული სასჯელი მ--------------–---–ა მოიხადა 2013 წლის 31 მაისს. იმის გათვალისწინებით, რომ იგი ნასამართლევია მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათის ხსენებული განაჩენით ნასამართლობა მის მიმართ გაქარწყლებული არ არის, შესაბამისად იგი ითვლება ნასამართლევად.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

მ--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ზიანი ანაზღაურებულია, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა.

მ--------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ--------------–---–ის მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე ვინაიდან მას ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან არ არსებობს მის მიმართ პირობითი მსჯავრის დადგენის ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელის განსაზღვრის წინაპირობები.

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარს, მსჯავრდებულ მ--------------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, რადგან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ მ--------------–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მობილური ტელეფონი „htc“ და მობილური ტელეფონი „SAMSUNG“ მოდელი „ZI“, რომელიც ინახება ახალციხის რაიონულ სასამართლოში – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულებს. დაქტილოფირები, რომელიც ერთვის საქმეს – შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის, ასევე ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ მ--------------–---–ის და სახელმწიფო ბრალმდებლის, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო------------------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

მ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

მ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2017 წლის 07 ოქტომბრიდან.

 

მ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: მობილური ტელეფონი „htc“ და მობილური ტელეფონი „SAMSUNG“ მოდელი „ZI“, რომელიც ინახება ახალციხის რაიონულ სამმართლოში – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულებს. დაქტილოფირები, რომელიც ერთვის საქმეს – შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე