განაჩენი

სისხლის სამართლის 26.03.2018
საქმის ნომერი
330100117002220840
ინსტანცია
თარიღი
26.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002220840

საქმე №1ბ/289-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ თ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ტ-----------------–ის მიმართ, დაბადებულის: 17.05.1--- წ, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ------------------–-------–----------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 იანვრის განაჩენით ტ-----------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სსკ-ის 19, 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ტ-----------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2017 წლის 13 ნოემბრიდან - 2017 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით) შეუმცირდა და საბოლოოდ, განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ტ-----------------–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2017 წლის 10 ნოემბერს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ტ-----------------–მა საქართველოში შემოსვლის მიზნით, მესაზღვრე-კონტროლიორს წარუდგინა ა----------–---------------ის სახელზე გაცემული ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტი (ნომრით: 4--------), როგორც საკუთარი დოკუმენტი, რის შედეგადაც მოახერხა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

 

ტ-----------------–ს ასევე მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2017 წლის 13 ნოემბერს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ტ-----------------–ი უკანონოდ ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას და საქართველოს დატოვებას, ლ---------------ის სახელზე გაცემული ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტი (ნომრით: 4--------), როგორც საკუთარი დოკუმენტი, წარუდგინა მესაზღვრე-კონტროლიორს, რა დროსაც გამოვლენილი იქნა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა: ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ თ---------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტნაციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და უნდა გაუქმდეს, რადგან ის არის ზედმეტად ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს დანაშაულის ხასიათზე, რომელიც მიმართულია მმართველობის წესის წინააღმდეგ. შესაბამისად აპელანტს მიაჩნია, რომ არსებობს დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების საფრთხე, რის გამოც ითხოვს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულ ტ-----------------–ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ესენია: მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღების ოქმი, ექსპერტიზის N1-------- დასკვნა, ამოღებული ნივთმტკიცებები.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა და მიიჩნია, რომ ჯარიმა საკმარისი იქნებოდა ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, რასაც პალატაც ეთანხმება და მიაჩნია, რომ სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებლი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ თ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ტ-----------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ტ-----------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2017 წლის 13 ნოემბრიდან - 2017 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით) შეუმცირდეს და საბოლოოდ, განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ტ-----------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

ნივთმტკიცება: ტ-----------------–ის სახელზე გაცემული ირანის რესპუბლიკის პასპორტი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

ა----------–---------------ის სახელზე გაცემული ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტი (ნომრით: N4--------), რომელიც ინახება შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

ა----------–---------------ის სახელზე გაცემული ჩასხდომის ბარათი თბილისი - ლონდონის რეისზე, რომელიც ინახება შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

ტ-----------------–ის შავი ფერის ზურგჩანთა მასში მოთავსებული პირადი ნივთებით, შავი ფერის ,,ასუსის’’ მარკის კომპიუტერი, რომელიც ასევე ინახება შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისო თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე