განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002162905
საქმე №1ბ/277-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მსჯავრდებულ ლ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ლ-------------–---–ის მიმართ, დაბადებულის: 29.11.1--- წ, საქართველოს მოქალაქის, პირადი N 4----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ყ------ის რაიონი, სოფელი კ-------ა, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, წ-----------–---–-- ქუჩა N 90-ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის განაჩენით ლ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართთველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ლ-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2017 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 21:20 საათზე, ქ. თბილისში, წ-----------–---–-- ქუჩა N----ში მდებარე სახლში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ლ-------------–---–მა ც-–----------ეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე ძლიერად ჩაარტყა პლასმასის ტაშტი თავის არეში, რა დროსაც ც-–----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 19 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ლ-------------–---–ი იმყოფებოდა რა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ყოფილ მეუღლეს ნ----------ეს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რითაც ნ----------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა: მსჯავრდებულმა ლ-------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტნაციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სსკ-ის 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში მოითხოვა ასევე გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მისთვის დანიშნული სასჯელი არის უკანონო, რადგან სასამართლო მხედველობაში არ მიიღო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ მან აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან. თუმცა მიუხედავად ამისა განესაზღვრა მაქსიმალური სასჯელი. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას, მსჯავრდებული მუქარის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ამ ფაქტს ადგილი ჰქონდა 5-6 წლის წინ, მაგრამ კონკრეტულად არ არის დადგენილი ვადა, რის გამოც მისთვის შეუძლებელი ხდება უდანაშაულობის დამტკიცება. ის ასევე განმარტავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი რომ მისი ქმედება ამნისტირებული უნდა ყოფილიყო.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად საქმეს იხილავს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. ასევე საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მხარეებს წინა სასამართლო სხდომაზე მტკიცებულების ნაწილის სადავოდ არ გაუხდიათ, შესაბამისად მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. მხარეებმა სადავოდ გახადეს მხოლოდ შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულების ც-–----------ის და ნ----------ის, მოწმეების მ-------–------ს, დ--------------–---–ის და ლ-------------–---–ის ჩვენებები.
განსახილველ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებულ ლ----------–---–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია, ამ ნაწილში მან განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვა მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. ხოლო, რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას, მსჯავრდებული მუქარის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ რადგან ამ ფაქტს ადგილი ჰქონდა 5-6 წლის წინ, მისთვის შეუძლებელი ხდება მისი უდანაშაულობის დამტკიცება.
მსჯავრდებულის პოზიციას პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ 151-ე მუხლში მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია და იგი უნდა გამოხატავდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარას. სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა მას, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. შიშის საფუძვლიანობის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დამმუქრებლის პიროვნება, ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, მისი არაერთგზისობა, პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას და ა. შ. მუქარამ რეალურად უნდა დააშინოს ააფორიაქოს, სიმშვიდე დაურღვიოს იმას ვისაც ემუქრებიან. მუქარა დამთავრებული დანაშაულია მაშინ როდესაც მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორცილების საფუძვლიანი შიში, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს და აღნიშნული დადასტურებულია მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ჩვენებებით, კერძოდ:
დაზარალებულ ნ----------ის ჩვენების თანახმად მეუღლის მხრიდან მუქარას ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი, კერძოდ: ერთ-ერთი კონფლიქტის დროს ლ-------------–---–ი მას დაემუქრა შემდეგი სიტყვებით: ,,ღორივით გამოგჭრი ყელს, აქვე ეზოში, შენ რომ რამე შეგამჩნიო“. ბრალდებული ხშირად ახსენებდა დაზარალებულს, რომ წარსულში ნასამართლევი იყო მკვლელობისათვის და ამ დანაშაულის განმეორებით ჩადენა ანუ ნ----------ისათვის სიცოცხლის მოსპობაც არ გაუჭირდებოდა. დაზარალებულის ჩვენებით, სისტემატური მუქარის გამო განიცდიდა ძლიერ შიშს („შემაშინა, მე მთელი ღამე გავათენე ლოგინში მჯდომარემ, ვერ დავიძინე“), ვინაიდან ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, რეალურად აღიქვამდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას. შექმნილი დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, 2016 წლის 25 მაისს, ნ----------ე განქორწინდა ლ-------------–---–თან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა დედასთან ც-–----------ესთან. 2017 წლის 19 ოქტომბერს, საღამოს საათებში, დაახლოებით 20:30 საათზე, ნ----------ეს ტელეფონის ნომერზე 5----------- დაუკავშირდა ყოფილი მეუღლე ლ-------------–---–ი ტელეფონის ნომრიდან 5-----------, რა დროსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა მოკვლით, თუ დროულად არ მივიდოდა სახლში. ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ, ბრალდებულის მუქარით შეშინებული ნ----------ე დაუკავშირდა დედას და გააფრთხილა, რომ ის და მ---- სახლიდან გარეთ არ გასულიყვნენ, მორიდებოდნენ ბრალდებულს. დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ, ნ----------ეს დაურეკა ატირებულმა ც-–----------ემ და უამბო, რომ ლ-------------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინა და თავში ურტყა პლასმასის ე. წ. ,,ტაშტი“, რასაც შეესწრო არასრულწლოვანი მ-------------–---–იც. ნ----------ის განმარტებით, ამ ფაქტითა და მუქარით შეშინებულმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია.
დაზარალებულის ჩვენების სისწორე დასტურდება, როგორც საქმეში არსებული შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხით, ასევე მოწმის სახით დაკითხული დ--------------–---–ის, ც-–----------ის და მ-------–------ს ჩვენებებით.
კერძოდ, შპს „ჯეოსელის“ წერილის თანახმად დადგენილია, რომ 2017 წლის 19 ოქტომბერს, ნ----------ის ტელეფონის ნომერზე 5----------- შემავალი და გამავალი ზარების ნუსხაში ფიქსირდება ლ-------------–---–ის შემავალი ზარი 20:34:48 სთ-ზე (საუბრის დრო 00:01:30 წთ).
ასევე, მოწმე მ-------–------ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ ის არის დაზარალებულ ნ----------ის დისშვილი. მოწმის განმარტებით, არაერთხელ შესწრებია კონფლიქტურ სიტუაციას ნ----------ესა და მის ქმარს ლ-------------–---–ს შორის, რომელიც სიტყვიერ შეურაცხოფას აყენებდა მეუღლეს და ემუქრებოდა მას, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, ბრალდებული მეუღლეს შემდეგი სიტყვებით დაემუქრა: ,,ისე მოგკლავ, რომ თვალიც არ ამიხამხამდებაო“. ხოლო ც-–----------ის ჩვენების თანახმად დადასტურებულია, რომ ბრალდებული ლ-------------–---–ი არის მისი ყოფილი სიძე. ბრალდებული სისტემატურად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს, რის გამოც ხშირი იყო კონფლიქტი მის შვილს ნ----------ესა და ლ-------------–---–ს შორის, აგრეთვე არაერთჯერადი იყო ბრალდებულის მხრიდან მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა. მოწმე დ--------------–---–ის ჩვენებით კი დგინდება, რომ მის მშობლებს ნ----------ეს და ლ-------------–---–ს შორის ხშირი იყო კონფლიქტი, რასაც არაერთხელ შესწრებია. წარსულში ლ-------------–---–ი არაერთხელ დამუქრებია ნ----------ეს, მაგრამ კონკრეტულად რა სახის იყო მუქარა, ვერ იხსენებს.
მსჯავრდებული სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ თითქოს მუქარის ფაქტს ადგილი ჰქონდა 5-6 წლის წინ, რის გამოც ის ვერ ახერხებს მისი უდანაშაულობის დამტკიცებას. აღნიშნულს პალატა არ იზიარებს, რადან ლ-------------–---–ს მსჯავრი დაედო 2017 წლის 19 ოქტომბერს განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების - მუქარის ჩადენის გამო.
შესაბამისად პალატას საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარდით დადასტურებულად მიაჩნია მსჯავრდებულ ლ-------------–---–ის მიერ მუქარის ჩადენის ფაქტი.
რაც შეეხება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის შემცირების შესახებ, პალატა არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ლ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ლ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართთველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ლ-------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 19 ოქტომბრიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - ე. წ. ,,ტაშტი’’ (ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე