განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 200100117002176669 - 1ბ/259-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
28 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
გამართლებული: ჯ--–------------–---–ი (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1----–-–---------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------------------–--------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქ----------–----ემ და მოითხოვა გამართლებულ ჯ--–------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და ქონების ჩამორთმევა.
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 14 აგვისტოს, ჯ--–------------–---–მა ახმეტის რაიონში ორვილის ხეობაში, ნასოფლარ ჭინჭველგორის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრა სამი ძირი წიფლის ჯიშის ხე. ჯ--–------------–---–ის ქმედების შედეგად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონულ სამმართველოს მიადგა ზიანი 1771 ლარისა და 90 თეთრის ოდენობით.
2017 წლის 4 სექტემბერს, ჯ--–------------–---–მა, ახმეტის რაიონში ორვილის ხეობაში, ნასოფლარ ჭინჭველგორის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრა ორი ძირი წიფლის ჯიშის ხე. ჯ--–------------–---–ის ქმედების შედეგად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოს მიადგა ზიანი 1729 ლარისა და 60 თეთრის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ჯ--–------------–---–ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ მოწმეების პ---------------ის, ნ-----–-----------–-–---–ი, ზ----------–--–---–ის, ბ------------–---–ის, ნ-----–----------------ის, ნ------------------ის, ჯ------------–---–ი, ი-----–--–----–-----ის, ბ---------–--ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულის წარმომადგენლის გ----------------ის გამოკითხვის ოქმით, ამოღების ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, თუმცა განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ჯ--–------------–---–ის საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე და მიაჩნია რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება: ა) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი; ბ) განაჩენი ნასამართლობაზე; გ) სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის; დ) ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში სასამართლო განხილვის არც ერთ ეტაპზე მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სადაოდ არ გამხდარა, მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ ფაქტებსა და გარემოებებზე, შესაბამისად სასამართლომ მტკიცებულებები გამოკვლევის გარეშე მიიღო.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი, პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 14 აგვისტოს, ჯ--–------------–---–ი თავის მეგობრებთან ზ----------–--–---–თან და ბ------------–---–თან ერთად, რომლებსაც უთხრა, რომ ჰქონდა ხე ტყის კანონიერად მოპოვების უფლება, ნ-----–----------------ისაგან ნათხოვარი ავტომანქანით „ზილ 131“ სახ. ნომრით R------, წავიდა ორველის ხეობაში, ნასოფლარ ჭიჭველგორის ტერიტორიაზე და თავისი კუთვნილი ბენზოხერხით მოჭრა სამი ძირი დაუნომრავი წიფლის ჯიშის ხე, რომელიც შემდეგ დაჭრეს და გამოვიდა 13 მორი. ასევე, 2017 წლის 4 სექტემბერს კვლავ სთხოვა ნ----------------ს ავტომანქანა და ზ----------–--–---–თან და ბ------------–---–თან ერთად კვლავ წავიდა ტყეში. მდინარე ორველის ხეობაში, ჭინჭველგორის ტერიტორიაზე, კვლავ მოჭრა ორი ძირი ზეზე მდგომი დაუნომრავი წიფლის ჯიშის ხე, რომლისგანაც გამოვიდა 14 მორი. აღნიშნული ჩვენება სრულ შესაბამისობაშია მოწმეების ნ-----–----------------ის, ზ----------–--–---–ის და ბ------------–---–ის ჩვენებებთან.
დაზარალებულის წარმომადგენლის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურის იურისტის, გ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 14 აგვისტოს მოჭრილი და მდინარე ორველის ხეობაში ჩაყრილი მორებით გარემოს დაცვისთვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 1771, 90 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, ხოლო 2017 წლის 4 სექტემბერს მოჭრილი წიფლის ჯიშის ხის მორებით გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1729,60 ლარი.
პალატა არ იზიარებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თავისი ინიციატივით, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტების და გარემოებების ეჭვს ქვეშ დაყენებას იმ საფუძვლით, რომ გამოძიების მიერ არ დადგინდა, ერთი კიდურის არმქონე პირი ფიზიკურად შეძლებდა თუ არა სულ 5 (ხუთი) ძირის მოჭრას და მისგან 26 მორის დამზადებას.
საქმეში არსებული, როგორც ჯ--–------------–---–ის ასევე, მისი თანმხლები პირების ზ----------–--–---–ის და ბ------------–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 14 აგვისტოს და ამავე წლის 4 სექტემბერს ჯ--–------------–---–მა მოჭრა სულ 5 (ხუთი) ძირი ხე, ხოლო ისინი ჯ--–------------–---–ის თხოვნით გაჰყვნენ მას დახმარების მიზნით.
ზემოთ აღნიშნული ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ ზ----------–--–---–ისთვის და ბ------------–---–ისათვის ცნობილი იყო, რომ ჯ--–------------–---–ი ხე-ტყეს მოიპოვებდა კანონიერად.
პალატას აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა ჯ--–------------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ძირითადად დაფუძნებულია ეჭვზე, რომელიც გამომდინარეობს გამართლებულის ფიზიკური შესაძლებლობიდან, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით ასეთი ეჭვის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სწორედ ჯ--–------------–---–ის მიერ მოხდა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა. ამასთან ამის შემდგომ გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ ბრალდების მხარეს უნდა დაედგინა თითოეულმა, კერძოდ ბრალდებულმა და მასთან ერთად მყოფმა პირებმა, ცალ-ცალკე რა ზიანი მიაყენეს სახელმწიფოს, რაც მნიშვნელოვან ზიანთან მიმართებაში შესაძლოა დანაშაულის გამომრიცხველი გარემოება ყოფილიყო, რაც თავისთავად მიუთითებს ბრალდებულის შესაძლებლობაზე მოეჭრა ხე.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების პ---------------ის, ნ-----–-----------–-–---–ის, ზ----------–--–---–ის, ბ------------–---–ის, ნ----------------ის, ნ------------------ის, ჯ------------–---–ის, ი-----–--–----–-----ის, ბ---------–--ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულის წარმომადგენლის გ---------------ის გამოკითხვის ოქმით, ამოღების ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ჯ--–------------–---–ის მიერ 2017 წლის 14 აგვისტოს და ამავე წლის 04 აგვისტოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, შესაბამისად ამ ნაწილში ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ავტომანქანის „ზილ 131“ სახ. ნომრით R------, რომელიც საქმის მასალების მიხედვით ეკუთვნის ნ----------------ს, ბენზოხერხისა და 27 ცალი წიფლის ჯიშის ხის მორის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნას, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, პალტას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ--–------------–---–ს უნდა ჩამოერთვას მისი კუთვნილი ბენზოხერხი და უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს, როგორც დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი; ასევე სახელმწიფოს უნდა გადაეცეს ხის მორები, როგორც დანაშაულის გზით მოპოვებული ქონება.
რაც შეეხება ავტომანქანის „ზილ 131“ სახ. ნომრით R------, აღნიშნული უნდა დარჩეს მისი მესაკუთრის მფლობელობაში, ვინაიდან მოცემული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე ნათელია, რომ ნორმა არის კუმულაციური, რაც იმას ნიშნავს, რომ ქონება მხოლოდ მაშინ შეიძლება დაექვემდებაროს ჩამორთმევას, როდესაც სახეზეა რამდენიმე პირობის ერთობლიობა, კერძოდ: პირველ რიგში ჩადენილი უნდა იყოს განზრახი დანაშაული, შემდეგ სახეზე უნდა იყოს ამ დანაშაულის საგანი, ან დანაშაულის იარაღი, ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და ამავდროულად უტყუარად დადგენილი უნდა იყოს მათი ჩამორთმევის საჭიროების სამი პირობიდან ერთ-ერთი მაინც, ან სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობა, ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესები, ან ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ბრალდების მხარის მიერ კი სააპელაციო საჩივარში არ იქნა დასაბუთებული, თუ რომელი პირობის (სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობა, ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესები, ან ახალი დანაშაულის თავიდან აცილება) არსებობიდან გამომდინარე ითხოვს მოცემული ნივთის სახელმწიფოს სასარგებლოდ ისასყიდლოდ ჩამორთმევას.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ჯ--–------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი აღიარება და თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან, არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
ჯ--–------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, მის მიმართ არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ--–------------–---–ს, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა და მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - „ზილ 131“, სახელმწიფო ნომრით R------ ავტომანქანა, რომელიც ინახება შსს ახმეტის რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
ბენზოხერხი, 14 ცალი მორი (ინახება შსს ახმეტის რაიონულ სამმართველოში) და 13 ცალი წიფლის ჯიშის ხის მორი (ინახება მდინარე ორვილის ხეობაში ნ------------------ესთან და ი-----–--–----–-----თან) უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს საკუთრებაში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქ----------–----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქ----------–----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის გამამართლებელი განაჩენი ჯ--–------------–---–ის მიმართ.
ჯ--–------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით;
_ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 ( ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ჯ--–------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
ჯ--–------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - „ზილ 131“, სახელმწიფო ნომრით R------ ავტომანქანა, რომელიც ინახება შსს ახმეტის რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
ბენზოხერხი, 14 ცალი მორი (ინახება შსს ახმეტის რაიონულ სამმართველოში) და 13 ცალი წიფლის ჯიშის ხის მორი (ინახება მდინარე ორვილის ხეობაში ნ------------------ესთან და ი-----–--–----–-----თან) უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი