განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100117002038252 - 1ბ/288-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
30 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: გ--------–-–--–---–ი (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ქ-------–----------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------–------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ--------–-–--–---–მა, მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-----------------–მა და ითხოვეს მსჯავრდებულისათვის განაჩენით დანიშნული სასჯელის შემცირება.
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 5 სექტემბერს დაახლოებით 05:09 საათზე ქ.თბილისში, გ--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული „მიცუბიში დელიკა“-ს მარკის ავტომობილის, მარჯვენა გვერდითი, შუა ფანჯრის გატეხვის გზით შეაღწია ხსენებულ ავტომობილში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ჯ------------–---–ის კუთვნილ ფულად თანხას 75,55 (სამოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით და ერთ ცალ ე.წ. „ბრტყელტუჩას“, თუმცა მისი ქმედება შემჩნეული იქნა პოლიციის თანამშრომელთა მიერ. გ--------–-–--–---–მა სცადა მიმალვა, რა დროსაც დაკავებულ იქნა თბილისში, ს------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2017 წლის 5 ივლისს, გ--------–-–--–---–მა დილის საათებში თანამზრახველთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწია ქ------–--–--------–---------------–- მდებარე პ--------------–---–ის კუთვნილ მაღაზიაში და ქ.თბილისში, დ---–---------------ში მდებარე მ----------–---–ის კუთვნილ მაღაზიაში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მათ კუთვნილ ფულად თანხას და სხვადასხვა ნივთებს, ჯამში ღირებულს 250 ლარად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ--------–-–--–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ, მოწმეების - ჯ------------–---–ის, ი---------------ისა და გ---------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთებით, ბრალდებულ გ--------–-–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ამოღებული ნივთებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, სასაქონლე ექსპერტიზის დასკვნით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 თებერვლის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ივლისის განაჩენებით.
გ--------–-–--–---–ის მიერ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია მოწმეების - გ-------------ის, ი-----------------ის, პ--------------–---–ის, გ-------------–---–ის, გ-----–-----ის, მ----------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ამოცნობის ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 თებერვლის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ივლისის განაჩენებით და საქმეში სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--------–-–--–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ--------–-–--–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
მანვე ჩაიდინა, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--------–-–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ცნო უდაოდ და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
გ--------–-–--–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ--------–-–--–---–ისთვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მეოთხე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე და პირველი ინსტანციის სასამართლომ მინიმალური სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა (დანაშაული ჩადენილია რამდენიმე მაკვალიფიცირებელ ნიშნით), ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით გ--------–-–--–---–ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა 2000 ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს მის შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხელის კვლები, მიკრონაწილაკების ნიმუშები, სუნის კვალი, სუნის ნიმუშები, მინის ნამსხვრევები (ინახება გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილებაში) განადგურდეს, ხოლო დისკი რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში დაერთო საქმეს მისი შენახვის ვადით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი, გ--------–-–--–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ--------–-–--–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----------------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ--------–-–--–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_ საქართელოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
_ სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და გ--------–-–--–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად,ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ--------–-–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.
გ--------–-–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 5 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 5 ივლისიდან 2017 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით გ--------–-–--–---–ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა 2000 ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს მის შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხელის კვლები, მიკრონაწილაკების ნიმუშები, სუნის კვალი, სუნის ნიმუშები, მინის ნამსხვრევები (ინახება გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილებაში) განადგურდეს, ხოლო დისკი რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში დაერთო საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი