განაჩენი

სისხლის სამართლის 29.03.2018
საქმის ნომერი
200100118002271580
ინსტანცია
თარიღი
29.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200100118002271580 - 1ბ/270-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

29 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ნ----------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული:

გ------- ო--------–---–ი (პირადი ნომერი №-----------), დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–------------–-------------–------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სასჯელი: ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თ--–---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ--–---- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----------------–---–მა და ითხოვა მსჯავრდებულისათვის ძირითადი სასჯელის დამძიმება, ასევე მისთვის როგორც დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ქონების „ზ--–---- მარკისა და გ------- მარკის ავტომანქანების ჩამორთმევა.

მსჯავრდებულმა გ------- ო--------–---–მა წარმოადგინა შესაგებელი ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 11 დეკემბერს, თ--–---- რაიონის სოფელ კ----------–------ს ტერიტორიაზე არსებული თ--–---- სატყეო უბნის მ-------------––- გ------- ო--------–---–მა ბენზოხერხის გამოყენებით უკანონოდ მოჭრა 2 ძირი ვერხვის ჯიშის პირველი ხარისხის ხე, რითაც გარემოს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, 1076,40 ლარის ოდენობით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გ------- ო--------–---–ის მიერ მასზედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ, მოწმეების - გ------- გ-----–---–ის, გ----------–--–---ს, გ-------------ს, გ------- გ--------ს, გ-----------–---–-, ვ----–--------–----–---–-ს და გ-------------–-–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ------- ო--------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------- ო--------–---–მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ------- ო--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი აღიარება და თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან.

 

გ------- ო--------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ------- ო--------–---–ისათვის სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

 

ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ავტომანქანების „ზ--–----- სახ. ნომრით Q------ და „გ------- სახ. ნომრით A------ სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.

 

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

 

მოცემული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე ნათელია, რომ ნორმა არის კუმულაციური, რაც იმას ნიშნავს, რომ ქონება მხოლოდ მაშინ შეიძლება დაექვემდებაროს ჩამორთმევას, როდესაც სახეზეა რამდენიმე პირობის ერთობლიობა, კერძოდ: პირველ რიგში ჩადენილი უნდა იყოს განზრახი დანაშაული, შემდეგ სახეზე უნდა იყოს ამ დანაშაულის საგანი, ან დანაშაულის იარაღი, ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და ამავდროულად უტყუარად დადგენილი უნდა იყოს მათი ჩამორთმევის საჭიროების სამი პირობიდან ერთ-ერთი მაინც, ან სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობა, ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესები, ან ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ბრალდების მხარის მიერ კი სააპელაციო საჩივარში არ იქნა დასაბუთებული, თუ რომელი პირობის (სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობა, ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესები, ან ახალი დანაშაულის თავიდან აცილება) არსებობიდან გამომდინარე ითხოვს მოცემული ნივთის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

 

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ გ------- ო--------–---–ი წარსულში არაა ნასამართლევი, არაა ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული რაც უკავშირდება ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტს, არ არსებობს სხვა შემთხვევა, რომელიც უკავშიდება მისი კუთვნილი ავტომანქანებით უკანონოდ მოპოვებული ხე ტყის ტრანსპორტირებას. შესაბამისად ახალი დანაშაულის თავიდან აცილების კუთხითაც ქონების (ავტომანქანები) ჩამორთმევის მოთხოვნა პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - ავტომანქანები „ზ--–----- სახ. ნომრით Q------ და „გ------- სახ. ნომრით A------, ავტომანქანების სარეგისტრაციო მოწმობები, გადაეცეს კანონიერ მფლობელს.

 

ავტომანქანაზე „ზ--–----- სახ. ნომრით Q------ განთავსებული 4 ცალი მორი, ავტომანქანაზე „გ------- სახ. ნომრით A------ განთავსებული 2 ცალი მორი, რაც ხელწერილით ჩაბარდა დ----- მ-----–---–ს, უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თ--–---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის განჩინებით გ------- ო--------–---–ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა 2000 ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს მის შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თ--–---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის განაჩენი, გ------- ო--------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ--–---- რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თ--–---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის განაჩენი გ------- ო--------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

გ------- ო--------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გაუქმდეს თ--–---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის განჩინებით გ------- ო--------–---–ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა 2000 ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს მის შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - ავტომანქანები „ზ--–----- სახ. ნომრით Q------ და „გ------- სახ. ნომრით A------, ავტომანქანების სარეგისტრაციო მოწმობები, გადაეცეს კანონიერ მფლობელს.

 

ავტომანქანაზე „ზ--–----- სახ. ნომრით Q------ განთავსებული 4 ცალი მორი, ავტომანქანაზე „გ------- სახ. ნომრით A------ განთავსებული 2 ცალი მორი, ბენზოხერხი, დალუქული ერთ ფუთათ რაც ხელწერილით ჩაბარდა დ----- მ-----–---–ს, უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი