განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2018
საქმის ნომერი
160100117002247514
ინსტანცია
თარიღი
03.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100117002247514

საქმე №1/ბ-62-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 მარტი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მეია მელქაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ-------------–---–ის,მსჯავრდებულ: დ---------–----ის,ადვოკატ: ო-------------ის

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულის დ---------–----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ო-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----------------------–----ის მიმართ, დაბადებულის 1991 წლის 18 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №5----------, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის მქონის, დასაოჯახებელის, რეგისტრირებულის: წალკა, მისამართის გარეშე და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–----------------–-----, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენით დ---------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 1 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 2(ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ დ---------–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.

 

დ---------–----ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა: ქურდობის მცდელობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 1 აპრილის განაჩენით, დ---------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02(ორი) წელი.

2017 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 04:40 საათზე, ქ. მარნეულში, შოთა რუსთაველის სახელობის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2016 წლის 01 აპრილს ძარცვისთვის ნასამართლევმა დ---------–----ემ ძიებით დაუდგენელი საგნის გამოყენებით ჩაამტვრია ი-–--------–-----ის კუთვნილი მაღაზიის ფანჯრის მინა, უკანონოდ შეაღწია მაღაზიაში და სცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა პლასტმასის კონტეინერში მოთავსებულ ფულად თანხას, თევზის ხუთ ცალ კონსერვს, ,,გრუმის“ ფირმის ორ ცალ კონიაკს, ,,დიდგორის“ ფირმის ერთ ცალ კონიაკს, სხვადასხვა ფირმის ათ ცალ შამპუნს და ,,დიროლის“ ფირმის თვრამეტ ცალ საღეჭ რეზინს, რითაც დაზარალებულს მიადგებოდა 170(ას სამოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ---------–----ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო-------------მა, რომელთაც მოითხოვეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

აპელანტები, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებებს, რომ მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების კონკრეტული ნაწილები, რომლებიც ადასტურებენ დ---------–----ის უდანაშაულობას პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნული ჩვენებები გამორიცხავს მოწმეების გ--------------ს. ბ-------------------ს და ბ-------–----ს ჩვენებებს. საგამოძიებო მოქმედებებში, თარჯიმნის სახით მონაწილეობდა პირი - ვ----–--------–---ი, რომელმაც აჩვენა, რომ ყოველდღიურად მონაწილეობს საგამოძიებო მოქმედებებში თარჯიმნის სახით და იღებს შესაბამის ანაზღაურებას, ანუ არსებითად არის დამოკიდებული ბრალდების მხარეზე. აგრეთვე, ნივთიერი მტკიცებულების სახით წარმოდგენილ ე.წ. კონტეინერს არ აღენიშნებოდა არანაირი დამწვრობა, რომლის მიხედვით, თანახმად ამოცნობის ოქმისა, დაზარალებულმა ამოიცნო იგი.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დ---------–----ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. აპელანტის პოზიციას, გამათლებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან დ---------–----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ი-–--------–-----მა განმარტა, რომ დაახლოებით იქნებოდა თებერვლის 13 რიცხვი, ათი საათი, როდესაც მას დაუკავშირდა პოლიცია და აცნობა, რომ მისი მაღაზიის შუშა იყო გატეხილი. აღნიშნულის შემდეგ, მივიდა მაღაზიასთან და მართლაც ნახა, რომ შუშა იყო გატეხილი, ხოლო ბოქლომი ხელშეუხებელი იყო. ი-–--------–-----მა დაადასტურა, რომ მაღაზიაში არ შეუშვეს ექსპერტის მოსვლამდე, ექსპერტმა აიღო საექსპერტო ნიმუშები, კერძოდ შეღება ის ადგილები სადაც შესაძლებელია ხელი მოხვედრილიყო, მათ შორის ადგილიდან სადაც იყო კონტეინერი. მას შემდეგ რაც, ექსპერტმა დაასრულა მუშაობა, ი-–--------–-----ი პოლიციის მუშაკებთან ერთად შევიდა მაღაზიაში, მოათვალიერა მაღაზია, ნახა რა იყო მაღაზიიდან წაღებული და ამის შემდეგ წავიდა მარნეულის რაიონულ სამმართველოში ჩვენების მისაცემად. ი-–--------–-----მა განმარტა, რომ მისი მაღაზია კოტრდებოდა, მასში საქონელი ძალიან ცოტა იყო და ზუსტად იცოდა საქონლის რაოდენობაც და ადგილმდებარეობაც. დაზარალებულის განმარტებით, მაღაზიიდან წაღებული იყო ,,კილკა“, შამპუნები, კონიაკი, საღეჭი რეზინი, ასევე თანხის შესანახი, სადაც მოთავსებული იყო დაახლოებით ერთი ათ ლარიანი და ორ ლარიანი ხურდები. დაზარალებულის განმარტებით ზიანმა შეადგინა დაახლოებით 170-172 ლარი. დაზარალებულმა ი-–--------–-----მა ასევე განმარტა, რომ მან მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში. კერძოდ ამოცნობას ესწრებოდნენ გამომძიებელი და თარჯიმანი. ამოსაცნობად მას წარედგინა სამი პლასტმასის კონტეინერი, მან საკუთარი კონტეინერი ამოიცნო, რადგანაც მას იყენებდა ყოველდღიურად და მას ჰქონდა ცოტა დამწვარი. ი-–--------–-----მა ასევე განმარტა, რომ მას ამოცნობის შემდეგ თარჯიმანმა ოქმი გადაუთარგმნა და მან ხელი მოაწერა. მისივე განმარტებით ირკვევა, რომ მას წარუდგინეს სხვა ნივთებიც, შამპუნი, ,,კილკა“, კონიაკი და მან საკუთარი ნივთები იცნო. ასევე განმარტა, რომ მას დაუბრუნეს ,,კილკა“ რადგანაც ვადა გასდიოდა და ამის თაობაზეც ოქმზე მოაწერინეს ხელი. რაც შეეხება სხვა მის კუთვნილ ნივთებს დაზარალებულის განმარტებით აღნიშნული ინახება პოლიციაში.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ა-–-----------–---–-–---–მა განმარტა, რომ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, დაახლოებით 4-5 საათამდე პერიოდში მან შენიშნა, რომ მაღაზიის ფანჯარა გატეხეს და მისი პირადი ნომრით დაუკავშირდა 112-ს. მისი განმარტებით დარეკვიდან დაახლოებით 3-4 წუთში მივიდა ადგილზე პოლიცია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ იმ ღამეს ერთი პიროვნება მოძრაობდა ლიანდაგების მხრიდან, გაჩერდა ხიდთან და პოლიციის მოსვლისთანავე გაიქცა, რაც შეეხება მეორე პიროვნებას, იგი გამოვიდა მაღაზიის კუთხიდან, ავტობუსების გაჩერების მხრიდან, მას ზურგზე რაღაც ჰქონდა მოკიდებული, წააგავდა სამხედრო ჩანთას, ჩანთა იყო მოყავისფრო-მომწვანო, მაღაზიასთან მისვლისას გატეხა ფანჯარა, შეაგდო ჩანთა შიგნით. მოწმემ განმარტა, რომ მაღაზიის შუშა რით გატეხა და ხელში ეჭირა რამე თუ არა არ დაუნახავს, მაღაზიის ადგილი არ იყო კარგად განათებული და ხედავდა მხოლოდ ადამიანს. პოლიცია როდესაც მოვიდა, ეს პიროვნება გადმოდიოდა მაღაზიიდან, პოლიციის ავტომობილი იყო მაღაზიიდან 20 მეტრის მოშორებით. მოწმემ განმარტა, რომ მაღაზიიდან გადმოსული პიროვნება გაიქცა ავტობუსების მხარეს, რომელსაც დაედევნნენ პოლიციის თანამშრომლები. მოწმის განმარტებით პოლიციის თანამშრომლები იყვნენ სამნი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ბ------–------–---ი. მოწმის ჩვენებით, 2017 წლის 14 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, როდესაც დაახლოებით 04:40 საათზე, მარნეულის რაიონულ სამმართველოში 112-დან შევიდა შეტყობინება, კერძოდ ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ხიდის ქვეშ, ავტობუსების გაჩერებასთან მდებარე მაღაზიის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე მარნეულის სამმართველოდან სამმართველოს უფროსის მოადგილე გ--------------------სთან და უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროს ბ-------------------------თან ერთად. ამავე დროს შეტყობინების საფუძველზე დეტექტივ-გამომძიებელ თ--------------ის მიერ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება იქნა დაწყებული. რუსთაველის ქუჩაზე მისვლისას, ხიდის ქვეშ, მანქანის შუქზე დაინახეს, რომ ხიდის ქვეშ მოძრაობდა ერთი პიროვნება, რომელიც მანქანის შუქის დანახვაზე გაიქცა, ხიდის ქვეშ ლიანდაგების მიმართულებით. ამავე დროს, მათ დაინახეს, რომ ხიდის ქვეშ მაღაზიიდან გადმოდიოდა პიროვნება, რომელიც თითქმის გადმოსული იყო მთელი ტანით და აკლდა მხოლოდ ფეხის გადმოდგა. მათ მანქანა გააჩერეს, რა დროსაც აღნიშნული პიროვნება გადმოძვრა მაღაზიიდან. მას ხელში ეჭირა სამხედრო ზურგჩანთა და გაიქცა მარჯვენა მხარეს ლიანდაგების მიმართულებით. ისინი გადმოვიდნენ მანქანიდან, გაედევნენ და შეაჩერეს იგი ხიდის ქვეშ ლიანდაგებთან. შეჩერებული პიროვნების განმარტებით იყო დ---------–----ე. ამის შემდეგ ბ------–------–---ის მიერ შედგენილი იქნა დაკავების ოქმი, ასევე ჩატარდა პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა სამხედრო ზურგჩანთა რომელშიც მოთავსებული იყო შამპუნები, კონიაკები, პლასტმასის კონტეინერი, ფულადი თანხა და სხვა ნივთები. დაკავების შემდეგ დ---------–----ე გადაყვანილ იქნა მარნეულის რაიონულ სამმართველოში. მოწმემ დაადასტურა, რომ სასამართლო დარბაზში მყოფი ბრალდებული დ---------–----ე არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც მათ მიერ იქნა დაკავებული და გაჩხრეკილი. მოწმემ დამატებით მიუთითა რომ მაღაზიიდან ლიანდაგამდე დაახლოებით იქნება 70 მეტრი. ე.წ საყარაულო პუნქტიდან მაღაზიამდე დაახლოებით 50 მეტრი. ე.წ საყარაულო პუნქტიდან ლიანდაგამდე არის დაახლოებით 80 მეტრი მანძილი. ე.წ საყარულო ჯიხურის წინ ბოძების გარდა სხვა არაფერი არ დგას, რაიმე ხელის შემშლელი, რათა ყარაულს დაენახა თუ რა მიმართულებით და არა ტერიტორიაზე გაიქცა სავარუდო დამნაშავე.

 

აღნიშნული ჩვენება შესაბამისობაშია მარნეულის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე გ--------------------ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებასთან. ჩვენებიდან ირკვევა რომ 2017 წლის 14 თებერვალს, გამთენიისას, დაახლოებით 04:30-05:00 საათზე, შევიდა შეტყობინება, რუსთაველის ქუჩაზე, ავტობუსების სადგომთან მდებარე მაღაზიის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდეგ იგი, საუბნო განყოფილების უფროს ბ-------------------------თან და გამომძიებელ ბ------–------–---თან ერთად, ბ---–-----ს სამსახურებრივი ავტომანქანა ,,შკოდით“ გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. როდესაც მაღაზიას მიუახლოვდნენ, მაღაზიამდე იყო ასე 20-30 მეტრი, ხიდის მიმდებარედ შენიშნეს პიროვნების მოძრაობა, რომელიც მანქანის შუქების მინათებაზე გაიქცა ლიანდაგების მიმართულებით. ასევე მარცხენა მხარეს მდებარე მაღაზიასთან, მათ შენიშნეს პიროვნება, რომელიც თითქმის გადმოსული იყო მაღაზიიდან, მხოლოდ ფეხი ჰქონდა გადმოსაწევი, რომელსაც ხელში ეჭირა სამხედრო ფერის ,,რუგზაკი.“ ვინაიდან იყო თოვლიანი ამინდი, სანამ მათ მოახერხეს მანქანის გაჩერება და გადმოსვლა, ეს პიროვნება გაიქცა მარჯვენა მხარეს ლიანდაგების მიმართულებით, რომელსაც დაედევნნენ და შეაჩერეს. ამის შემდეგ ბახლუზმა განახორციელა ამ პიროვნების პირადი ჩხრეკა, ჩანთაში აღმოჩნდა თევზის კონსერვები, შამპუნები, შორტი, შარვალი, პალსტმასის კონტეინერი, რომელშიც ეყარა ხურდები. შემდეგ, მოხდა მისი დაკავება და მარნეული რაიონულ სამმართველოში იქნა გადაყვანილი. მოწმემ ასვე განმარტა რომ მან უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ბრალდებული დაკავებასა და ჩხრეკაში. კერძოდ, მას ჰყავდა შეჩერებული, ხოლო ბ---–---------------------ი უტარებდა პირად ჩხრეკას. მოწმემ, ასევე მიუთითა, რომ იმ ტერიტორიაზე დგას კონტრდაზვერვის შენობა, მაღაზიიდან მარცხნივ, ხოლო მაღაზიიდან ამ შენობამდე დიდი მანძილი არ არის. ლიანდაგები კი მდებარეობს ხიდსა და მაღაზიას შორის. ხიდი მაღაზიიდან დაახლოებით 30 მეტრში მდებარეობს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ასევე დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს საუბნო განყოფილების უფროსი ბ-------------------------ი. მისი ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 14 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც დაახლოებით 04:00-05:00 საათზე შევიდა შეტყობინება მაღაზიის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. შეტყობინების მიღების საფუძველზე, მისი მანქანით, გ--------------------სთან და ბ------–------–---თან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. როდესაც ხიდის ქვეშ შევიდნენ, ბახრუზმა მანქანის ფარების განათებაზე დაინახა, რომ ვიღაც შავებში ჩაცმული პიროვნება დადიოდა, რომელიც მათ დანახვაზე გაიქცა. ასევე, მანქანის ფარების განათებაზე, მათ დაინახეს მაღაზიის ფანჯრიდან ვიღაც ნახევრად გადმოსული პიროვნება. სანამ მათ მანქანა გააჩერეს, იგი გაიქცა მარჯვენა მხარეს, ლიანდაგების მიმართულებით. მათ მიერ მოხდა დადევნება და ამ პიროვნების შეჩერება, რომელმაც უთხრა მათ რომ იყო დ---------–----ე. შემდეგ ბ------–------–---მა განუმარტა შეჩერების საფუძველი და ბ------–------–---ის მითითებით მოწმემ დაიწყო ჩხრეკა. შეჩერებულ პიროვნებას თან ჰქონდა სამხედრო ფერის ზურგზე მოკიდებული ზურგჩანთა, საიდანაც ამოღებული იქნა თეთრი ღია ფერის კონტეინერი, რომელშიც იყო ფულადი თანხა, თევზის კონსერვები, შამპუნები და კონიაკი. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ შეტყობინების მიხედვით შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ქ. მარნეულში, ხიდის ქვეშ, სადაც ჩერდებიან ბაქოს ავტობუსები. მოწმემ დაადასტურა, რომ სასამართლო დარბაზში მყოფი ბრალდებული დ---------–----ე არის ის პიროვნება, რომელიც მის მიერ იქნა დაკავებული. მან დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მდებარეობს ე.წ საყარაულო, რომელიც არის მაღაზიის მარცხნივ. მაღაზიიდან ლიანდაგის მიმართულებით არის დაახლოებით 30-40 მეტრი. მაღაზიიდან ე.წ საყარულო ჯიხურამდე მანძილი არის დაახლოებით 50 მეტრი.

 

დ---------------მ დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში. 2017 წლის 14 თებერვალს დაიწყო გამოძიება ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. გავიდა შემთხვევის ადგილზე ჯავახიშვილთან, ი-–--------–-----თან და ვ----–--------–---თან ერთად. მაღაზიის შესასვლელი კარის მარჯვენა მხარეს შუშა იყო გატეხილი, დაზარალებული მაღაზიაში მიუთითებდა იმ ადგილებს საიდანაც წაღებული იყო ნივთები, შამპუნები, საღეჭი რეზინი, ალკოჰოლური სასმელი. ასევე დაზარალებულის მითითებით წაღებული იყო პლასტმასის კონტეინერი, სადაც მისივე მითითებით ინახავდა ფულად თანხას. მოწმემ განმარტა, რომ ექსპერტის მიერ მოხდა დაზარალებულის მიერ მითითებული ადგილებიდან საექსპერტო კვლევისათვის ნიმუშების აღება, დამუშავდა ასევე ჩამტვრეული შუშაც. ბრალდებულის ინტერესების დამცველის შეკითხვაზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან დაკავშირებით, მოწმემ განმარტა, რომ მაღაზიიდან წაღებული იყო კონტეინერი ფულთან ერთად.

 

მოწმის სახით დაიკითხა ქვემო ქართლის საექსპერტო კრიმინალური სამსახურის ექსპერტი ნ----------------–---–ი, რომლის ჩვენებითაც ირკვევა რომ 2017 წლის 14 თებერვალს, დილის საათებში სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე იყო მაღაზიის ვიტრინა ჩამტვრეული და გაქურდული. იგი გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა გამომძიებელი, თარჯიმანი და მაღაზიის მეპატრონე. როგორც მას მაღაზიის მეპატრონემ განუმარტა მაგიდიდან იყო წაღებული ფულადი თანხა, რომელიც მოთავსებული იყო პლასტმასის კონტეინერში და რამდენიმე თაროდან იყო წაღებული სხვადასხვა ნივთები, ძირითადად სასურსათო საქონელი. მან მოახდინა შემთხვევის ადგილზე ფოტოსურათების გადაღება, დაქტილოსკოპიური ფხვნილით დაამუშავა მაგიდა და თაროები, ის ადგილები საიდანაც აღებული იყო ნივთები. ასვე შუშის ნაწილები, რომელიც იყო ჩამტვრეული. მოწმის განმარტებით ხელის კვლები არ აღმოჩნდა. მან ამოიღო შუშის ფრაგმენტები და დალუქა.

2017 წლის 14 თებერვლის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება რომ დ---------–----ე დაკავებული იქნა 2017 წლის 14 თებერვალს 04:45 საათზე - ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩაზე ხიდის ქვეშ რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე. დ---------–----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა დ---------–----ის ზურგზე მოკიდებული სამხედრო ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ხუთი ცალი თევზი კილკა, ორი ცალი 500 მლ გრუმის კონიაკი, ერთი ცალი 0.25 ლიტრიანი კონიაკი დიდგორი, ათი ცალი შამპუნი: ერთი ცალი ,, HEALTHY” -ის ფირმის, ორი ცალი ,, ipek ”-ის ფირმის, ორი ცალი ,,CLER’’ -ის ფირმის, ერთი ცალი ,,PANTENE’’ -ის ფირმის, ერთი ცალი ,,ECLAIR’’-ის ფირმის, ერთი ცალი ,, CLEAR’’-ის ფირმის, ერთი ცალი ,,HACISAKIR’’ -ის ფირმის, ერთი ცალი ROSE’’-ის ფირმის. თვრამეტი ცალი საღეჭი რეზინი ,, DIROL’’-ის ფირმის. ერთი ცალი წიგნი წარწერით ,,ВИКОНТ ДЕ БРАЖЕЛОН“. ერთი ცალი პლასტმასის მცირე ზომის კონტეინერი, რომელშიც მოთავსებულია ერთი ცალი 10 ლარიანი კუპიურა NDG5180726, 51 ცალი 20 თეთრიანი მონეტა, 40 ცალი 1 ლარიანი მონეტა, 2 ცალი 2 ლარიანი მონეტა, 16 ცალი 10 თეთრიანი მონეტა , 12 ცალი 50 თეთრიანი მონეტა, 6 ცალი 5 თეთრიანი მონეტა, 1 ცალი 50 თეთრიანი აზრებაიჯანული მონეტა. ჩანთაში ასევე განთავსებული იყო ჯინსის შარვალი და შორტი, შავი ფერის ქამარი, ორი ცალი საპარსი, ორი ცალი კბილის ჩოთქი, ორი ცალი დეზადორი, ერთი ცალი გახსნილი კბილის პასტა ,,colgate“ ფირმის. შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი. ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული იქნა სტანისლავ გობეევის რუსეთის პასპორტი და საქართველოს მოქალაქის - საიად ნამაზოვის პირადობის მოწმობა. ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამისი წესით.

 

2017 წლის 15 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება რომ მოწმე ა-–-------------–---–-–---–ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. მან მიუთითა, რუსთაველის ქუჩაზე ხიდის ქვეშ, კონტრდაზვერვის შენობის ეზოს კარებისაკენ, სადაც კარებთან დგას დაცვის ჯიხური და აღნიშნა რომ სწორედ იქ იდგა, როდესაც დაინახა თუ როგორ ჩაამტვრია მისთვის უცნობმა პიროვნებამ მაღაზიის ფანჯარა და შეაღწია მაღაზიაში, ხოლო მეორე პიროვნება გარეთ იდგა მაღაზიასთან ახლოს. შემდეგ მოწმემ მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მაღაზიაში შესული პიროვნება იდგა ზურგჩანთით, როდესაც პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, ასევე მან აჩვენა რკინიგზის ლიანდაგების მიმართულება, საითაც გაიქცა ზემოაღნიშნული პირი და დაედევნენ პოლიციელები, თუმცა დაჭერის მომენტი არ დაუნახავს. ა-–-----------–---–-–---–მა, ასევე მიუთითა გარეთ მდგომი პიროვნების გაქცევის მიმართულებაზე, რომელიც პოლიციის თანამშრომლების მანქანის შუქის დანახვაზე გაიქცა. პიროვნების ადგილზე რომელსაც ეკიდა ზურგჩანთა საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის დაყენებული იქნა მოქალაქე ე-–--------–---ი. ასვე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული იქნა ფოტოსურათები.

 

მოწმის სახით დაიკითხა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი დ-----------ი, რომლის ჩვენებითაც ირკვევა რომ მის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე 2017 წლის 15 თებერვალს ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდნენ გამომძიებელი ბ------–------–---ი, მოქალაქე ე-–--------–---ი და მოწმე ა-–-----------–---–-–---–ი. მოწმის განმარტებით მითითებულ პიროვნებებთან ერთად წავიდა ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩის მიმართულებით. სადაც ა-–-----------–---–-–---–ის მითითებით მივიდნენ ხიდის ქვეშ ე.წ კონტრდაზვერვის შენობასთან, რომლის შესასვლელთან დგას ჯიხური. ა-–-----------–---–-–---–ის მითითებით იგი სწორედ ამ ჯიხურთან იდგა როდესაც დაინახა როგორ გატეხა მისთვის უცნობმა პიროვნებამ მაღაზიის შუშა და შევიდა. ხოლო მეორე პიროვნება იდგა მაღაზიასთან ახლოს, შემდეგ კი მან მიუთითა თუ სად იდგა პიროვნება რომელსაც ჰქონდა ზურგჩანთა. იმ ადგილას სადაც ა-–-----------–---–-–---–ის მითითებით იდგა ზურგჩანთიანი პიროვნება დაყენებული იქნა მოქალაქე ე-–--------–---ი და გადაღებული იქნა ფოტოსურათები. მოწმის ჩვენებით მათ ა-–-----------–---–-–---–მა ასევე მიუთითა თუ როგორ ცდილობდა გაქცევას პოლიციის მანქანის დანახვაზე აღნიშნული პიროვნება რკინიგზის მიმართულებით. მოწმის განმარტებით მაღაზიას, სადაც შემთხვევა მოხდა და რკინიგზას შორის მანძილი არის დაახლოებით 20-30 მეტრი.

 

მოწმის სახით დაიკითხა ე-–--------–---ი, რომლის ჩვენებითაც ირკვევა რომ მას პოლიციის თანამშრომლებმა სთხოვეს დახმარება, რის შემდეგაც მარნეულის სამმართველოდან წავიდნენ ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სადაც მოხდა მაღაზიის გაქურდვის ფაქტი. შემდეგ იგი დააყენეს ბრალდებულის ადგილზე და გადაუღეს ფოტოსურათები, ხოლო მათთან ერთად მყოფმა მოწმემ დაახლოებით 50 მეტრიდან აღწერა თუ რა დაინახა. შემდეგ პოლიციელებმა შეავსეს ოქმი, რასაც გაეცნო და მოაწერა ხელი. ე-–--------–---ის განმარტებით მაღაზიასა და რკინიგზას შორის მანძილი არის დაახლოებით 30-40 მეტრი. მაღაზია არის ხიდის ქვეშ, ხოლო მაღაზიის გვერდით არის რკინიგზა. დაცვის ჯიხურსა და მაღაზიას შორის არის დაახლოებით 50 მეტრი მანძილი.

 

2017 წლის 15 თებერვლის ნივთის ამოცნობის ოქმით დგინდება რომ ამომცნობი პირი არის ი-–--------–-----ი, რომელსაც წარედგინა სამი კონტეინერი, რომელთაგან ერთი იყო მისი საკუთრება. ი-–---------–-----მა ამოიცნო კონტეინერი შემდეგი ნიშნებით: კონტეინერის ფერით - ის არის ღია ნაცრისფერი თეთრში გარდამავალი გამჭირვალე. ასევე კონტეინერს ზედა მხარეს ნაპირზე აღენიშნება დაზიანება ამომწვარის სახით.

 

2017 წლის 15 მარტის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება რომ დაზარალებულ ი-–--------–-----ის მონაწილეობით მოხდა დ---------–----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული და დალუქული ნივთების გახსნა და დათვალიერება. დაზარალებულმა ი-–--------–-----მა დაადასტურა რომ თევზის კონსერვები, შამპუნები, ალკოჰოლური სასმელები, დიროლის საღეჭი რეზინები არის მისი საკუთრება. რაც შეეხება ჯინსის შარვალს, წიგნს, შორტს, კბილის ჯაგრისებს, ორ ცალ დეზადორანტს, კბილის პასტას და ერთჯერად ბიგის საპარსებს, სამხედრო ზურგჩანთას აღნიშნული ნივთები დაზარალებულის განმარტებით მას არ ეკუთვნის და მისთვის უცნობია მათი მფლობელის ვინაობა. დათვალიერების შემდეგ ხუთი ცალი თევზის კონსერვი დაუბრუნდა დაზარალებულს, ხოლო დანარჩენი ნივთები დაილუქა შესაბამისი წესით.

 

მოწმის სახით დაკითხვისას თ--------------ემ განმარტა, რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. სისხლის სამართლის საქმეზე დ---------–----ის მიმართ მან დაიწყო გამოძიება, საგამოძიებო ჯგუფში ასევე იყვნენ გამომძიებლები დ------------- და ბ------–------–---ი. თ--------------ემ დაადატსურა, რომ მან ბრალდებულ დ---------–----ეს წარუდგინა ბრალი და გადასცა მტკიცებულებები, ასევე გამოკითხა ბრალდებული. დაზარალებულთან ჩაატარა ამოცნობა, მოახდინა ასევე ნივთიერ მტკიცებულებების დათვალიერება. გამომძიებელმა თ--------------ემ განმარტა, რომ დაზარალებულს წარედგინა სამი კონტეინერი, მაგიდაზე ამოცნობისას გარდა კონტეინერებისა სხვა ნივთი არ ყოფილა. თ---------------მ ასევე დაადასტურა, რომ დაზარალებულთან ერთად ჩაატარა ნივთიერ მტკიცებულებათა დათვალიერება.

თ--------------ემ განმარტა, რომ მან ნივთიერ მტკიცებულებების დათვალიერება მოხდინა მარტოც დაზარალებულის დასწრების გარეშე, რა დროსაც სხვა ნივთებისგან გამოცალკევებულ იქნა კონტეინერი. გამომძიებლის განმარტებით მან დათვალიერებას არ დაასწრო დაზარალებული, რადგან შემდგომში მას ამოსაცნობად უნდა წარდგენოდა კონტეინერი. რაც შეეხება შემდგომში დაზარალებულის დასწრებით ჩატარებულ დათვალიერებას ამ შემთხვევაში ნივთებთან დაკავშრებით არ იგეგმებოდა სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და შესაბამისად დაზარალებულს წარედგინა ყველა ის ნივთი, რაც ერთვოდა სისხლის სამართლის საქმეს. ასევე მალფუჭებადი პროდუქტიც დაუბრუნდა დაზარალებულს.

 

მოწმის სახით დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს თარჯიმანი ნ-----–---------ი, რომელმაც დაადასტურა რომ მისი მონაწილეობით პოლიციის სამმართველოში მოხდა დაზარალებულისათვის აზერბაიჯანულ ენაზე დადგენილების გაცნობა და მისთვის უფლებების განმარტება. მოწმეს თარიღი ზუსტად არ ახსოვს, თუმცა როგორც ახსოვს იყო თებერვლის თვე.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა თარჯიმანი ვ----–--------–---ი. მან განმარტა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიწვეული იყო როგორც თარჯიმანი, მონაწილეობას ღებულობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, დაზარალებულის დაკითხვაში, ნივთის ამოცნობაში. თარგმნიდა ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე და პირიქით. მან ასევე განმარტა, რომ პროფესიით არის იურისტი, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობს თითქმის ყოველდღიურად და იღებს შესაბამის ხელფასს.

 

2017 წლის 14 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევა მოხდა მაღაზიაში, სასურსათო მარკეტში, რომელიც მდებარეობს ქ. მარნეულის N13-ში, ერთ სართულიან შენობაში. აღნიშნული მარკეტის გარეთა მხარე-ფასადი შეღებილი არის თეთრად. აღნიშნულ მარკეტს აქვს ერთფრთიანი რკინის მუქი ნაცრისფერი ნახევრად მინის კარები. შესასვლელი კარების მარჯვენა და მარცხენა მხარეს არის ფანჯრები, ვიტრინის მაგვარი რკინის გისოსების გარეშე. მაღაზიაში შესასვლელი კარების მარჯვენა მხარეს დაბლა, არის გატეხილი და დაზიანებული მინის ვიტრინის მაგვარი ფანჯარა. მარკეტის შესასვლელ რკინის, ნახევარდ მინის კარებს გარეთა მხარეს ადევს თეთრი ფერის ,,APFOS“-ის ფირმის ბოქლომი. მარკეტში შესასვლელი კარებიდან მარჯვენა მხარეს დგას შავი ფერის ორ უჯრიანი კარადა. კარადის მეორე უჯრაში ი-–--------–-----ს შენახული ჰქონდა და ედო პლასტმასის პატარა კონტეინერი, სადაც განთავსებული ჰქონდა ფულადი თანხა. ასევე აღნიშნულ კარადაზე ზემოდან განთავსებულია საკასო აპარატი და კალკულატორი. ასევე განთავსებულია კარადის ზემოდან საღეჭი რეზინის დახლი, სადაც განთავსებულია ,, DIROL’’-ის ფირმის საღეჭი რეზინები. შესასვლელი კარების მარჯვენა მხარეს კედელზე ჩამოკიდებულია თეთრი ფერის ოთხ ადგილიანი დახლი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა დასახელების ნივთები. ასევე შესასვლელი კარების მარჯვენა მხარეს განთავსებულია ექვს ადგილიანი ნაცრისფერი დახლი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა დასახელების შამპუნები და სხვა ნივთები. შესასვლელი კარების მოპირდაპირე მხარეს განთავსებულია ოთხი ცალი რკინის კონსტრუქციის დახლები, სადაც განთავსებულია სხვადასხვა დასახელების მზესუმზირები და ჩიფსები. ასევე შესასვლელი კარების მოპირდაპირე მხარეს დგას ლურჯი სამ სართულიანი დახლი, რომელზეც განთავსებულია სხვადასხვა დასახელების შოკოლადები. შესასვლელი კარების მარცხენა მხარეს კუთხეში დგას დახლი, რომელზეც განთავსებულია სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელები. შესასვლელი კარების მოპირდაპირე მხარეს დგას ხუთ სართულიანი ლურჯი ფერის დახლი, რომელზეც განთავსებულია სხვადასხვა სახეობის საყოფაცხოვრებო ნივთები. შესასვლელი კარების მარცხენა მხარეს დგას ერთი ცალი ხუთ სართულიანი დახლი, რომელზეც განთავსებულია სხვადასხვა დასახელების ნივთები. ასევე მარცხენა მხარეს დგას ერთი ცალი ბარამბოს მაცივარი, რომელიც არის ცარიელი. ასევე, მარცხენა მხარეს დგას სხვადასხვა დასახელების ექვსი ცალი მაცივარი, სამ ცალ მაცივარში განთავსებულია სხვადასხვა დასახელების გაზიანი სასმელები, ხოლო დანარჩენი სამი მაცივარი არის ცარიელი. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა შუშის ნამსხვრევი, რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 1 აპრილის განაჩენით, დ---------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02(ორი) წელი.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას დ---------–----ის უდანაშაულობის თაობაზე. სააპელაციო პალატას, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არიან თანხვედრაში და უტყუარად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ დ---------–----ემ ნამდვილად შეაღწია ი-–---------–------ს მაღაზიაში და სცადა დაუფლებოდა იქ არსებულ ნივთებს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მათ შორის მოწმეების ბ------–------–---ის, გ--------------------ს და ბ-------------------------ის ჩვენებები, რომლებიც ურთიერთშეთანხმებულია, მათში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს შორის არ არსებობს რაიმე სახის არსებითი წინააღმდეგობა და საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ირიბად დაადასტურებდა პოლიციის თანამშრომელთა მიკერძოებას, საქმით დაინტერესებასა და შესაბამის ორგანოებში განზრახ ცრუ ჩვენების მიცემას. სააპელაციო პალატა ვერ გაზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ სხვა მოწმეთა ჩვენებები, რომელთა კონკრეტული ნაწილები განაჩენში წარმოდგენილი არ არის, გამორიცხავს მოწმეების გ--------------ს. ბ-------------------ს და ბ-------–----ს ჩვენებებს და ამ კუთხით, პალატა ყურადღებას მიაქცევს ა-–-----------–---–-–---–ის ჩვენებას, რომელიც სრულად შეესაბამება პოლიციელთა მიერ მითითებულ გარემოებებს. ა-–-----------–---–-–---–ის განმარტებით, მან დაინახა სამხედრო ზურგჩანთით პიროვნება, რომელიც მაღაზიიდან გადმოდიოდა, ასევე დაინახა სამი პოლიციელი, რომელიც დაედევნა ზემოაღნიშნულ პიროვნებას. მოწმეთა ჩვენებებით ასევე ცალსახად დგინდება, რომ პოლიციელები სწორედ იმ მიმართულებით გაიქცნენ, საიდანაც მაღაზიიდან გადმოსული პიროვნება. ა-–-----------–---–-–---–ი განმარტებით, მან ვერ დაინახა პოლიციელების მიერ დ---------–----ის დაკავების ფაქტი, თუმცა პოლიციელები მიუთითებენ, რომ მათ დ---------–----ის დაკავება შეძლეს უწყვეტი დევნის შედეგად. ასევე, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ბრალდებულის დაკავება მოხდა 2017 წლის 14 თებერვალს 04:45 წუთზე, ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულს დაკავებისას აღმოაჩნდა სამხედრო ზურგჩანთა.

 

ასევე ვერ გაიზიარებს პალატა, დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ ვინაიდან საგამოძიებო მოქმედებებში, თარჯიმნის სახით მონაწილეობდა პირი - ვ----–--------–---ი, რომელიც ყოველდღიურად მონაწილეობს საგამოძიებო მოქმედებებში თარჯიმნის სახით და იღებს შესაბამის ანაზღაურებას, არსებითად არის დამოკიდებული ბრალდების მხარეზე, ვინაიდან ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ ყველა საგამოძიეო მოქმედება, რომელიც ჩატარებულია თარჯიმან ვ----–--------–---ის მონაწილეობით კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი არგაზიარების საფუძველი. საქართველოს სსსკ-ის 61-ე მუხლის თანახმად, თარჯიმანს არა აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის პროცესში, როცა არსებითად დამოკიდებულია სისხლის სამართლის პროცესის რომელიმე მონაწილეზე ან/და ნათესაური ურთიერთობა აქვს მასთან.

თარჯიმანი სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას იღებს მას შემდეგ რაც მას პროცესის მწარმოებელი ორგანო გააფრთხილებს შეგნებულად არასწორი თარგმნისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, გარდა ამისა ყველა თარჯიმანი, რომელიც ასრულებს მის მოვალეობას იღებს სათანადო ანაზღაურებას. საქართველოს სსსკ-ის 61-ე მუხლის დანაწესი, რომელიც გამორიცხავს თარჯიმნის მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, როცა ის არსებითად დამოკიდებულია სისხლის სამართლის პროცესის რომელიმე მონაწილეზე არ უნდა იქნეს იმდაგვარად გაგებული, რომ აღნიშნული გულისხმობს ანაზღაურების მიღებას გაწეული მომსახურეობისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში თარჯიმანი, რომელიც დასაქმებულია სასამართლოში, პროკურატურაში და სისტემატიურად იღებს ხელფასს ამგვარი განმარტების თანახმად ვერ მიიღებს მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებსა თუ სასამართლო სხდომებში.

 

რაც შეეხება ნივთიერი მტკიცებულების სახით წარმოდგენილ ე.წ. კონტეინერს, რომელსაც დაცვის მხარის განმარტებით, არ აღენიშნებოდა არანაირი დამწვრობა, რომლითაც იგი დაზარალებულმა ამოიცნო, პალატა აღნიშნავს, რომ 2017 წლის 15 თებერვლის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობი პირი არის ი-–--------–-----ი, რომელსაც წარედგინა სამი კონტეინერი, რომელთაგან ერთი იყო მისი საკუთრება. ი-–---------–-----მა ამოიცნო კონტეინერი შემდეგი ნიშნებით: კონტეინერის ფერით - ის არის ღია ნაცრისფერი თეთრში გარდამავალი გამჭირვალე. ასევე კონტეინერს ზედა მხარეს ნაპირზე აღენიშნება დაზიანება ამომწვარის სახით. სააპელაციო სასამართლო, მსგავსად პირველი ინსტანციის სასამართლოსი, მიიჩნევს, რომ ამოცნობა ჩატარებულია საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევა, რაც აღნიშნული ამოცნობის ოქმის არგაზიარების საფუძველი იქნებოდა, საქმის მასალების თანახმად არ დასტურდება.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ დ---------–----ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ დ---------–----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობის მცდელობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, მსჯავრდებულის დ---------–----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ო-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულის დ---------–----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ო-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენი დ---------–----ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

დ---------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 1 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 2(ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ დ---------–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.

 

დ---------–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 14 თებერვლიდან.

 

დ---------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

შუშის ნატეხი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ალკოჰოლური სასმელი, ორი ცალი, რომელიც მოთავსებულია 500 მგ მინის ბოთლებში. ორივე ბოთლზე მიკრულია ეტიკეტი, სადაც იკითხება წარწერა ,,გრუმი” ,,GRUMI”; ალკოჰოლური სასმელი, ერთი ცალი, რომელიც მოთავსებულია 0.25 მგ მინის ბოთლში. ბოთლზე მიკრულია ეტიკეტი, სადაც იკითხება წარწერა განსაკუთრებული გემო ,,დიდგორი”; შამპუნი -10 ცალი. ათივე მათგანი მოთავსებულია სპეციალურ ქილებში. თითოეულ მათგანზე იკითხება მათი საფირმო სახელწოდება, კერძოდ: ერთი ცალი ,,HEALTHY”-ის ფირმის, ორი ცალი ,,apek ”-ის ფირმის. ორი ცალი ,,CLER’’ -ის ფირმის, ერთი ცალი ,,PANTENE’’ -ის ფირმის, ერთი ცალი ,,CLEAR’’-ის ფირმის, ერთი ცალი ,,HACISAKIR’’ -ის ფირმის, ერთი ცალი ,,ROSE’’-ის ფირმის, ერთი ცალი ,,ÉCLAIR’’-ის ფირმის; საღეჭი რეზინა, 18 ცალი, რომელიც ლურჯ ფერშია შეფუთული და მასზე იკითხება წარწერა ,,DIROL’’, ერთი ცალი პლასტმასის კონტეინერი და ფულადი თანხა დაუბრუნდეს დაზარალებულ ი-–--------–-----ს;

ერთი ცალი ჯინსის შარვალი, ღია ფერის; ერთი ცალი შორტი, თეთრ, ცისფერ, და მომწვანო ფერების დიზაინში; ერთი ცალი რუსულენოვანი წიგნი, სამხედრო ზურგჩანთა - მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში;

ორი ცალი კბილის ჯაგრისი ,,ორალ ბ’’- ის ფირმის; ორი ცალი ბიგის ფირმის საპარსი, გახსნილ მდგომარეობაში, ერთი ცალი ,,ქოლგეითი’’-ს კბილის პასტა გახსნილ მდგომარეობაში, აღენიშნება გამოყენების კვალი; ორი ცალი დეოდორანტი, ერთ-ერთი მათგანი არის ,,ნივია ’’-ს ფირმის, ხოლო მეორე ,,ბოსსა ნოვა’’-ს ფირმის - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი