განაჩენი

სისხლის სამართლის 30.03.2018
საქმის ნომერი
010100117002207137
ინსტანცია
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002207137

(1/ბ-122-18წ.)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ო--------------------------------------–ის მიმართ, დაბადებული 1972 წლის 10 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თურქეთის რესპუბლიკა, ქ. ბ--------------------–-------ი,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ო-------------------------–მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება; რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 22 ნოემბერს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ო-------------------------–მა, მის სახელზე დამზადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ყალბი N U-------- პასპორტის გამოყენებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ „სარფი“-ს გავლით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით ო-------------------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ–ის 344-ე მუხლის პირველი - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ

საქართველოს სსკ–ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ო-----------------------------–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

ო-------------------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 22 ნოემბრიდან.

 

სააპელაციო საჩივრების არსი:

 

აპელანტი - აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორი გელა თებიძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ო-------------------------–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის აშკარად დაუსაბუთებელი და ლმობიერი, რადგან მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთას 3 წლიდან 5 წლამდე ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ამდენად სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი.

 

აპელანტი - მსჯავრდებულ ო-------------------------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნონა დუმბაძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას და ო-------------------------–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნას, ხოლო 344-ე მუხლით დანიშნული ჯარიმის უცვლელად დატოვებას. შემდეგ გარემოებათა გამო: ო-------------------------–ი დაკავების დღიდან აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი. ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რომლების აფრიკაში ცხოვრობენ და მსჯავრდებულს სურდა მათთან წასვლა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ო-------------------------–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების - დ------------–---–ის და დ-----------ის ჩვენებებით, დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცით, რადიოგრამებით, თურქეთის რესპუბლიკის საკონსულოდან წერილით, ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთმტკიცებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ო-------------------------–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი.

 

მსჯავრდებულ ო-------------------------–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან); სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ო-------------------------–ის მიმართ დანიშნული სასჯელის როგორც გამკაცრების, ასევე შემსუბუქების საფუძველი. შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი ო-------------------------–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორ გელა თებიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ო-------------------------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნონა დუმბაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ო-------------------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ო-----------------------------–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

ო-------------------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 22 ნოემბრიდან.

 

ნივთმტკიცება - ო---------------------------–ის სახელზე გაცემული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ყალბი პასპორტი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე