განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.04.2018
საქმის ნომერი
010210016001500354
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
13.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210016001500354

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-749-17 13 აპრილი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - მოსამართლეები - ლაურა მიქავა თამარ სვანიძე ირმა პერანიძე

 

სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე

 

I აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) I I აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - ზუ---- ვ------- - ნუ--- თ----- - ზა---- ვ------- - ვა-–------ გ--------- ნ-----------ი ვა-–---- ნი---- - ზა---- ვ------- - ვა-–------ გ--------- - ზუ---- ვ------- - ნუ--- თ-----

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავ ქონებზე მესაკუთრედ ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. I აპელანტის მოთხოვნა (მოსარჩელე): გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება 1.1. II აპელანტის მოთხოვნა (მოპასუხე): გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეზე წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის დაკისრება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

-ზუ---- ვ-------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

-გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. დადგნილია, რომ ჰ------- ვ------- გარდაიცვალა 2010 წლის 03 ოქტომბერს. ზუ---- ვ------- და ზა---- ვ------- წარმოადგენენ ჰ------- ვ-------ს პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს - შვილებს;

 

2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჰ------- ვ-------ს სამკვიდრო ქონებაზე, სამკვიდრო გაიხსნა 2010 წლის 03 ოქტომბერს. ჰ------- ვ-------ს სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა უძრავი ქონება - მდებარე ქედის რაიონი, სოფელი ზ--------, საკადასტრო კოდი №2----------- და №2-----------. აღნიშნული უძრავი ქონებები საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო მამკვიდრებლის საკუთრებად;

 

2.3. მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ჰ------- ვ-------ს მემკვიდრეებს კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში არ მიუმართავთ სანოტარო ბიუროსათვის სამკვიდრო ქონების მისაღებად. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ზა---- ვ------- მამკვიდრებლის გარდაცვალებამდეც და მისი გარდაცვალების შემდეგაც ფლობდა და სარგებლობდა ქედის რაიონი, სოფელი ზ--------ში მდებარე უძრავ ქონებას, რომელიც შედიოდა სამკვიდრო მასაში და მან ჰ------- ვ-------ს გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო ქონება;

 

2.4. 2016 წლის 01 ივლისს ზა---- ვ-------მ განცხადებით მიმართა ნ----------- ვა-–---- ნი----ს და მოითხოვა ჰ------- ვ-------ს სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა;

 

2.5. ნ----------- ვა-–---- ნ-----ს მიერ 2016 წლის 01 ივლისს ზა---- ვ-------ს სახელზე გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა №1--------, რომლითაც ზა---- ვ-------მ მიიღო ჰ------- ვ-------ს სამკვიდრო ქონება, რომელიც შედგებოდა სამკვიდროში შემავალი აქტივებისაგან (მოძრავი და უძრავი ნივთები, საბანკო ანგარიშებზე რიცხული თანხები, მიუღებელი პენსია, თანხა (მათ შორის სადაზღვევო) და სხვა არაპირადი ხასიათის უფლებებისაგან, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივებისაგან (მამკვიდრების შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში), მათ შორის ზა---- ვ-------მ მიიღო მამკვიდრებლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებები, მდებარე ქედაში, სოფელი ქ----- ზ--------, საკადასტრო კოდი №2----------- და №2-----------;

 

2.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზუ---- ვ------- მამკვიდრებლის გარდაცვალებამდეც და მისი გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა ქ. ბათუმი, კ------–------. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ზუ---- ვ------- დედის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას და მას არც ამ ვადაში სანოტარო ბიუროსათვის არ მიუმართავს სამკვიდრო ქონების მისაღებად;

 

2.7. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ზუ---- ვ------- ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა 2010 წლის 03 ოქტომბერს გარდაცვლილი ჰ------- ვ-------ს სამკვიდრო ქონებას, ვინაიდან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი სახის მტკიცებულებები. სასამართლომ მიუთითა, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა სასამართლოს მიერ ხორციელდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების გზით, მხოლოდ ახსნა-განმარტება, რომელიც არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ იქნება მიჩნეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენისთვის საკმარის საფუძვლად. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების და საქმეში წარმოდგენილი მტიცებულებებით კი სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზა---- ვ-------ს არც მამკვიდრებლის სიცოცხლეში და არც მისი გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში არანაირი სურვილი არ გამოუთქვამს სამკვიდრო ქონების მისაღებად და არ დაუფლებია მას;

 

2.8. როგორც მოწმეთა ჩვენებებით და თავად მხარის განმარტებით დადგინდა, მოსარჩელემ მხოლოდ 2015 წლის შემოდგომაზე აიტანა სოფელ ზ--------ში არსებულ სამკვიდრო ქონებაში, რომელიც უკვე ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა მოპასუხეს, თხილის ნერგები და დარგო, რომელიც შემდგომში ზა---- ვ-------ს მიერ იქნა ამოღებული. ასევე დადგენილია, რომ ზუ---- ვ-------მ მხოლოდ 2015-2016 წლებში მიმართა ნ-----------ს სამკვიდრო ქონების მისაღებად, თუმცა, მის მიერ ვერ იქნა წარდგენილი სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, რის გამოც ვერ მიიღო სამკვიდრო მოწმობა;

 

2.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105 მუხლებზე და განმარტა, რომ მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში, სამკვიდროს ფლობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს. მოსარჩელის განმარტებით, მან დედის გარდაცვალების შემდეგ გამოხატა სურვილი სამკვიდრო ქონების მისაღებად და ამ მიზნით გაესაუბრა დებსაც და ავიდა სოფელ ზ--------ში თხილის ნერგების დასარგავად, თუმცა დადგენილია, რომ აღნიშნულ ფაქტებს ადგილი ქონდა 2015 წელს, მანამდე კი ზუ---- ვ-------ს არანაირი ქმედება არ განუხორციებია სამკვიდრო ქონების მისაღებად. ამდენად წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ზუ---- ვ-------ს მიერ სამკვიდროს დაუფლების ფაქტი კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით; ამავე კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. ხოლო 1328-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება;

 

2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან;

 

2.12. მოსარჩელე არის 2010 წლის 3 ოქტომბერს გარდაცვლილი ჰ------- ვ-------ს პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, თუმცა მხოლოდ ეს გარემოება არ არის სამკვიდროზე პირის უფლებების განსაზღვრისათვის საკმარისი საფუძველი. სამკვიდრო რომ მემკვიდრისა გახდეს, მემკვიდრემ იგი უნდა მიიღოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს მიღების ორი გზაა დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო; თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი;

 

2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან; ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან;

 

2.14. აღნიშნული ნორმების შინაარსის მიხედვით, სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რომლითაც მემკვიდრე გამოხატავს ნებას მიიღოს და მართოს სამკვიდრო ქონება როგორც საკუთარი, რადგან მემკვიდრეობის მიღების მიზანია სამკვიდროზე საკუთრების უფლების მოპოვება.

 

2.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

2.16. სასამართლომ მიუთითა, რომ სამკვიდროს მიღება სწორედ ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც მემკვიდრე გამოხატავს ნებას საკუთრებაში მიიღოს მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება. შესაბამისად სამკვიდროს ფლობა ნიშნავს სამკვიდრო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელებას, რაც შეიძლება გამოიხატოს სამკვიდრო უძრავი ქონებით სარგებლობაში, ამ ქონებაში ცხოვრების ფაქტით, მისი მოვლა-პატრონობით, გაქირავებით, სამკვიდროში არსებული მოძრავი ნივთების დაუფლებასა და სარგებლობაში. ამასთან, ეს მოქმედებები შეიძლება შეასრულოს როგორც უშუალოდ მემკვიდრემ, ისე მისი ოჯახის წევრმა. სამკვიდროს დაუფლება ნიშნავს სამკვიდრო ქონების, როგორც საკუთარი ქონების ფლობას და სარგებლობას;

 

2.17. იმის გათვალისწინებით, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება და დამოკიდებულია მემკვიდრის ნება-სურვილზე, განმსაზღვრელია გამოხატა თუ არა ნება მემკვიდრემ და რა გზით მოხდა მისი ნების განხორციელება. სამკვიდროს მიღების საკითხის დადგენისას განმსაზღვრელია იურიდიული მნიშნელობის მქონე შემდეგი ელემენტები: სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული მოქმედებები და ამგვარი ნების გამოვლენა სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში; სამკვიდროს მიღება არის მემკვიდრის ნებითი მოქმედება, რომლითაც მემკვიდრე გამოხატავს თანხმობას მიიღოს მამკვიდრებლის კუთვნილი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები. მემკვიდრის თანხმობის გარეშე და მისი ნების საწინააღმდეგოდ იგი არ შეიძლება მიჩნეული იქნას სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრედ. შესაბამისად, სამკვიდროს მიღება უნდა აკმაყოფილებდეს იმ პირობებს, რაც კანონმდებლობით გარიგების დადების, ნების გამოვლენისათვის არის დადგენილი. მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება გამოხატული უნდა იყოს შეგნებულად, მემკვიდრემ უნდა განახორციელოს ისეთი მოქმედებები, რაც მის მიერ სამკვიდროს მიმართ მესაკუთრის დამოკიდებულებაზე მიუთითებს;

 

2.18. სამკვიდროს მიღებად ითვლება მემკვიდრის ისეთი მოქმედებები, რაც აშკარად მიუთითებს მის ნებას მართოს ან ისარგებლოს სამკვიდრო ქონებით. შესაბამისად, სამკვიდროს მიღებულად აღიარებისათვის უნდა დადგინდეს, რომ მემკვიდრე დაუფლებულია მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებულ ნივთს, უნდა დადგინდეს რომ ქონებაზე უფლებები ეკუთვნოდა მამკვიდრებელს. სამკვიდროს მიღებაზე მიუთითებს მემკვიდრის ისეთი მოქმედება, რაც სამკვიდროს მიმართ, როგორც მესაკუთრის დამოკიდებულებაზე მიუთითებს. სამკვიდროს დაუფლების დროს მემკვიდრემ მისი აქტიური ქმედებით უნდა გამოავლინოს ნება, რომ მას სურს მონაწილეობა სამკვიდროს მართვაში, მის მოვლა-პატრონობაში და არა მხოლოდ სამკვიდრო ქონებაში რამოდენიმე დღე თუნდაც ყოფნაში და მამკვიდრებლის დაკრძალვის ან მის გარდაცვალების გამო აუცილებელ სხვა ტრადიციულ ცერემონიებში მონაწილეობაში, რადგან ამით მემკვიდრე არ ავლენს მთელი სამკვიდროს მიმართ მისი როგორც მესაკუთრის ინტერესს;

 

2.19. მოცემულ დავაზე სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ზა---- ვ-------ს დედის, ჰ------- ვ-------ს სამკვიდრო, ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია. არც მოსარჩელის განმარტებით და არც საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით არ იკვეთება სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტი; ფაქტობრივი გარემოებების შეფასება, მხარეთა მიერ გაკეთებული განმარტებები, ერთობლიობაში ადასტურებს, რომ სამკვიდრო ქონება ზუ---ბ ვ-------ს ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ზა---- ვ-------ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სამკვიდროში ზუ---- ვ-------ს წილის განსაზღვრის და სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

2.20. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზუ---- ვ-------ს სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო;

 

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზუ---- ვ-------მ, ხოლო ზა---- ვ-------მ წარმოადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

 

3.1. ზუ---- ვ-------ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, არასწორია სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტით დადგენილი გარემოება იმ ფაქტის შესახებ, რომ მოპასუხე ზა---- ვ------- მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ფლობდა და სარგებლობდა მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას. სასამართლომ ამ ფაქტის დადგენილად ცნობას საფუძვლად დაუდო მხოლოდ მოწმეთა განმარტებები, რომლებიც მოპასუხის ახლო ნათესავები არიან და მათი განმარტებები არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგანაც ეს მოწმეები მომზადებული იყვნენ წინასწარ მოპასუხის მიერ. მოპასუხე რომ დაუფლებული იყო მამკვიდრებლის ქონებას მისი გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში, ასეთი რეალური ფაქტიური ან ნივთიერი მტკიცებულება საქმეში არ მიპოვება;

 

3.1.2. აპელანტი უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 წლის გასვლის შემდეგ მოპასუხეზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის კანონიერების დასაბუთებასთან დაკავშირებით. თავის მხრივ არც სასამართლოს შეუწუხებია თავი ამ ფაქტიური გარემოებების გამოსაკვლევად, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა სასამართლოს საქმეზე მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ნ-----------ის მიერ ზა---- ვ-------ს სახელზე სამკვიდროს გახსნიდან 6 წლის გასვლის შემდეგ გაცემული სამკვიდრო მოწმობა, ნ-----------ის მიერ მომზადებული და გაცემულია განცხადების მიღებიდან იმავე დღეს ანუ განცხადების მიღებისთანავე. საქმეში ასეთი ფაქტიური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილი და ვალდებული იყო, მოეწვია საქმის განხილვის მთავარ სხდომაზე გასაჩივრებული აქტის მიმღები ორგანო მოპასუხე ნ-----------ი და მოეთხოვა მისგან განმარტებები, ნ-----------ის მონაწილეობით საქმის სასამართლო განხილვის პროცესში, სასამართლო დაადგენდა, რომ მამკვიდრებელს ჰყავს არა ერთი კანონისმიერი მემკვიდრე, არამედ, მის გარდა არის კიდევ ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე, რომლებიც მოწმის სახით მოწვეული ჰყავდა მოპასუხეს მათი დების სახით, რომელთა მიერ და მათ შორის ჟ--–---- ვ-------ს მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურებული იქნა, რომ მათი დედის, მამკვიდრებელ ჰ------- ვ-------ს დანაშთი სამკვიდრო ქონებას ის დაუფლებული იყო ფაქტობრივი ფლობით, კერძოდ, ყველა დაეუფლა ამ ქონებას, მოპასუხის გარდა, საცხოვრებელ სახლში შესასვლელი კარების გასაღებებს. ის კი, გარდა სახლში შესასვლელი კარის გასაღებისა, დედის გარდაცვალების დღესვე, დაუფლა დედის დანაშთ ქონებას მრავალი მოძრავი ნივთების სახით, კერძოდ, დაეუფლა: დედის სათვალეს; ნამცხვრის გამოსაცხობს, ცხვრის ფორმის; დედის თავსაფარს ეგრედ წოდებულ შიფონს; 5 ცალ თავშალს; შალის ხელით ნაქსოვ უსახელო ჟილეტს; სამზარეულოს ჭურჭელს; საპენსიო წიგნაკს, ოქროს ყელსაბამს და სხვა წვრილმან ნივთებს, რაც კანონის თანახმად ნიშნავს, რომ მან დედის დანაშთი სამკვიდრო ქონება მიიღო ფაქტობრივი ფლობით;

 

3.1.3. მოპასუხე ზა---- ვ------- თავის შესაგებლით სადაოდ ხდის, მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ის დედის დანაშთ სამკვიდრო უძრავ ქონებას არ დაუფლებია და მას სადაოდ არ გაუხდია მის მიერ სამკვიდროში შემავალი მოძრავ ნივთებზე დაუფლების ფაქტი, მათ შორის სახლში შესასვლელ გასაღებზე დაუფლების ფაქტი. სასამართლომ არც ამ ფაქტიურ გარემოებას არ მისცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და შედეგად მიღებული იქნა დაუსაბუთებელი და უკანონო გასაჩივრებული გადაწყვეტილება;

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტიური გარემოებები ცხადყოფენ, რომ სახეზეა სსკ-ის 393-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების საფუძვლები, რადგანაც სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი. შედეგად ამისა ამ საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი და არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ასევე არსებობს სსკ-ის 394-ე მუხლის გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რადგანაც გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არსრულია, რომ მისი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

3.1.4. აპელანტმა მიუთითა ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, მამკვიდრებელი გარდაიცვალა მის საცხოვრებელ სახლში ქ. ბათუმში კ------–------ სახლში, სადაც მას ჰქონდა მის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა სახის მოძრავი ნივთები, მათ შორის დედის სათვალე; ნამცხვრის გამოსაცხობი, ცხვრის ფორმის; თავსაფარი ეგრეთწოდებული შიფონი; 5 ცალი თავშალი; შალის ხელით ნაქსოვი უსახელო ჟილეტი; და სხვა წვრილმანი ნივთები; საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარის ორი გასაღები, რომელ ნივთებსაც დედის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა და დღემდე ინახავა დედის სახელზე სამახსოვროდ. აღნიშნულის შესახებ იცოდა და იცის მოპასუხემ, სწორედ ამიტომაც მოპასუხე არ უარყოფს ფაქტს იმის შესახებ, რომ მან გადასცა მას დედის დანაშთი საცხოვრებელ სახლში შესასვლელი კარების გასაღების ერთი ეგზემპლიარი, რაც მოპასუხემ სასამართლოზეც დაადასტურა;

 

ჩამოთვლილი ნივთების მასთან არსებობის შესახებ მას სასარჩელო განცხადებაში არ აქვს მითითებული უბრალოდ იმის გამო, რომ არ აქვს რა იურიდული განათლება ვერ გაითვალისწინა მითითებული ნივთების არსებობის სამართლებრივი მნიშვნელობა. მისდა საუბედუროდ მისმა რწმუნებულმა ვერ მოახდინა შესაბამისი რეაგირება მითითებულ ფაქტებთან მიმართებაში და არ მოსთხოვა წარედგინა მის მფლობელობაში არსებული დედის დანაშთი მოძრავი ქონების ზემოხსენებული ნუსხა. მისმა რწმუნებულმა დროულად მტკიცებულების სახით ვერ წარუდგინა სასამართლოს მის ხელთ არსებული მისი დედის დანაშთი მოძრავი ქონების ნუსხა, თუმცა აღნიშნული მტკიცებულების სახით დაურთო (ფოტოალბომის სახით). ითხოვა დაგვიანებით წარმოდგენილი მტკიცებულებები ჩაეთვალოს საპატიოდ და დაერთოს ისინი საქმეს მტკიცებულების სახით;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ სასამართლომ ჯეროვანი შეფასება არ მისცა ზემოთმითითებულ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს და შედეგად მიიღო გასაჩივრებული დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება. სასამართლომ არ გამოიყენა 105-ე მუხლის დანაწესი და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

 

3.2. ზა---- ვ-------ს შეგებებული სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.2.1. აპელანტის განმარტებით, მოცემული დავის ფარგლებში, იმისათვის რომ სასამართლოში დაეცვა თავისი ინტერესები, მოპასუხე ზა---- ვ------- იძულებული გახდა აეყვანა ადვოკატი. 2016 წლის 29 სქტემებერს ზა---- ვ-------სა და მის ადვოკატ - ვა-–------ გ---------ს შორის გაფორმდა იურდიული (საადვოკატო) მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, მოპასუხის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რწმუნებულება და საადვოკატო მომსახურების საფასურის (ჰონორარის) სახით გადაიხადა 3000 (სამი ათასი) ლარი. შესაბამისად, მოპასუხე ითხოვს მის მიერ წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის, 3000 ლარის მის სასარგებლოდ მოსარჩელისათვის გადასახდელად დაკისრებას.

 

როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, მას უნდა ემსჯელა მოპასუხის მიერ გაწეული ხარჯის, კერძოდ, წარმომადგენლის მომსახურებისათის გაწეული ხარჯის, მოსარჩელისათის გადასახდელად დაკისრების შესახებაც, რაც არ გაუკეთებია. შესაბამისად, მიაჩნია, რომ მოცემულ ნაწილში გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოვიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესთან.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებისა და ზა---- ვ-------ს სააპელაციო საჩივარის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

4.1. დადგნილია, რომ ჰ------- ვ------- გარდაიცვალა 2010 წლის 03 ოქტომბერს. ზუ---- ვ------- და ზა---- ვ------- წარმოადგენენ ჰ------- ვ-------ს პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს - შვილებს;

 

4.2. ჰ------- ვ-------ს სამკვიდრო ქონებაზე, სამკვიდრო გაიხსნა 2010 წლის 03 ოქტომბერს;

 

4.3. ჰ------- ვ-------ს სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა უძრავი ქონება - მდებარე ქედის რაიონი, სოფელი ზ--------, საკადასტრო კოდი №2----------- და №2-----------. აღნიშნული უძრავი ქონებები საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო მამკვიდრებლის საკუთრებად;

 

4.4. ჰ------- ვ-------ს მემკვიდრეებს კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში არ მიუმართავთ სანოტარო ბიუროსათვის სამკვიდრო ქონების მისაღებად;

 

4.5. დადგენილია, რომ მოპასუხე ზა---- ვ------- მამკვიდრებლის გარდაცვალებამდეც და მისი გარდაცვალების შემდეგაც ფლობდა და სარგებლობდა ქედის რაიონი, სოფელი ზ--------ში მდებარე უძრავი ქონებით, რომელიც შედიოდა სამკვიდრო მასაში და მან ჰ------- ვ-------ს გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო ქონება;

 

4.6. 2016 წლის 01 ივლისს ზა---- ვ-------მ განცხადებით მიმართა ნ----------- ვა-–---- ნი----ს და მოითხოვა ჰ------- ვ-------ს სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა;

 

4.7. ნ----------- ვა-–---- ნ-----ს მიერ 2016 წლის 01 ივლისს ზა---- ვ-------ს სახელზე გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა №1--------, რომლითაც ზა---- ვ-------მ მიიღო ჰ------- ვ-------ს სამკვიდრო ქონება, რომელიც შედგებოდა სამკვიდროში შემავალი აქტივებისაგან (მოძრავი და უძრავი ნივთები, საბანკო ანგარიშებზე რიცხული თანხები, მიუღებელი პენსია, თანხა (მათ შორის სადაზღვევო) და სხვა არაპირადი ხასიათის უფლებებისაგან, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივებისაგან (მამკვიდრების შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში), მათ შორის ზა---- ვ-------მ მიიღო მამკვიდრებლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებები, მდებარე ქედაში, სოფელი ქ----- ზ--------, საკადასტრო კოდი №2----------- და №2-----------;

 

4.8. დადგენილია, რომ მოსარჩელე ზუ---- ვ------- მამკვიდრებლის გარდაცვალებამდეც და მისი გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა ქ. ბათუმი, კ------–---------ში;

 

4.9. დადგენილია, რომ ზუ---- ვ------- დედის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას და მას არც ამ ვადაში სანოტარო ბიუროსათვის არ მიუმართავს სამკვიდრო ქონების მისაღებად;

 

4.10. დადგენილია, რომ ჰ------- ვ-------ს გარდა ზუ---- და ზა---- ვ-------ებისა (მოსარჩელე და მოპასუხე) დარჩა 3 პირველი რიგის მემკვიდრე: ლე--–- ვ-------, მა----–- ვ------- და ჟ--–---- ვ------- (მოსარჩელის და მოპასუხის დები), რომელთაც სამკვიდრო არ მიუღიათ და მასზე პრეტენზიას არც მათი შვილები აცხადებენ;

 

4.11. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სარჩელის საფუძვლად მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ:

 

სარჩელის 1-ლი ფაქტობრივი გარემოება: მოპასუხე ზა---- ვ-------ს მემკვიდრეობით მიღებული აქვს მოსარჩელის დედის დანატოვარი მთლიანი სამკვიდრო ქონება, კერძოდ: მიწის ნაკვეთი - 1651.0 კვ.მ. ს/კ.: 2-----------; საცხოვრებელი სახლი - 131.95 კვ.მ. და მიწის ნაკვეთი - 3351.0 კვ.მ. ს/კ.: 2-----------; აქედან ამჟამად საჯარო რეესტრის მონაცემებით მოპასუხის სახელზე ირიცხება საცხოვრებელი სახლი და 1651.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო 3351 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მამკვიდრებლის - ჰ------- ვ-------ს სახელზე;

 

სარჩელის მე-2 ფაქტობრივი გარემოება: მოსარჩელე - ვ------- ზუ----ი არის აწ გარდაცვლილ დედის - ჰ------- ვ-------ს პირველი რიგის მემკვიდრე, რომელიც ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში ნოტარიულად დამოწმებული საკუთრების მინდობის საფუძველზე მართავდა და განკარგავდა მთლიან სამკვიდრო ქონებას;

 

სარჩელის მე-3 ფაქტობრივი გარემოება: ზუ---- ვ-------ს მიერ სასამართლო მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოთხოვისათვის, სარჩელის უზრუნველყოფისა და სასამართლოში განსახილველად შეტანისათვის გაღებულ იქნა კანონით დადგენილი შესაბამისი ფულადი სახსრების ხარჯები;

 

სარჩელში არ არის ასევე მითითებული მოწმეებზე, რომელა მეშვეობით მოსარჩელეს შეეძლებოდა სამკვიროს ფაქტობრივად ფლობის ფაქტის სარწმუნოდ დადასტურება;

 

4.12. აპელანტმა მიუთითა ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ: მამკვიდრებელი გარდაიცვალა მის საცხოვრებელ სახლში ქ. ბათუმში კ------–------- სახლში, სადაც მას ჰქონდა მის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა სახის მოძრავი ნივთები, მათ შორის დედის სათვალე; ნამცხვრის გამოსაცხობი, ცხვრის ფორმის; თავსაფარი ეგრეთწოდებული შიფონი; 5 ცალი თავშალი; შალის ხელით ნაქსოვი უსახელო ჟილეტი; და სხვა წვრილმანი ნივთები; საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარის ორი გასაღები, რომელ ნივთებსაც დედის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა და დღემდე ინახავს დედის სახელზე სამახსოვროდ. აპელანტი აქვე მიუთითებს, რომ ,,ჩამოთვლილი ნივთების მასთან არსებობის შესახებ მას სასარჩელო განცხადებაში არ აქვს მითითებული უბრალოდ იმის გამო, რომ არ აქვს რა იურიდული განათლება ვერ გაითვალისწინა მითითებული ნივთების არსებობის სამართლებრივი მნიშვნელობა. მისდა საუბედუროდ მისმა რწმუნებულმა ვერ მოახდინა შესაბამისი რეაგირება მითითებულ ფაქტებთან მიმართებაში და არ მოსთხოვა წარედგინა მის მფლობელობაში არსებული დედის დანაშთი მოძრავი ქონების ზემოხსენებული ნუსხა. მისმა რწმუნებულმა დროულად მტკიცებულების სახით ვერ წარუდგინა სასამართლოს მის ხელთ არსებული მისი დედის დანაშთი მოძრავი ქონების ნუსხა, თუმცა აღნიშნული მტკიცებულების სახით დაურთო (ფოტოალბომის სახით). ითხოვა დაგვიანებით წარმოდგენილი მტკიცებულებები ჩაეთვალოს საპატიოდ და დაერთოს ისინი საქმეს მტკიცებულების სახით’’ (იხ. სააპელაციო საჩივარი - ტ.I,ს/ფ.: 253);

 

4.13. სააპელაციო პალატა აქვე საჭიროდ და მიზანშეწონილად თვლის მიუთითოს სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ დაფიქსირებულ პოზიციაზე, კერძოდ, ,,მოპასუხე ზა---- ვ------- თავის შესაგებლით სადავოდ ხდის, მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ის დედის დანაშთ სამკვიდრო უძრავ ქონებას არ დაუფლებია და მას სადავოდ არ გაუხდია მის მიერ სამკვიდროში შემავალი მოძრავ ნივთებზე დაუფლების ფაქტი, მათ შორის სახლში შესასვლელ გასაღებზე დაუფლების ფაქტი. სასამართლომ არც ამ ფაქტიურ გარემოებას არ მისცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და შედეგად მიღებული იქნა დაუსაბუთებელი და უკანონო გასაჩივრებული გადაწყვეტილება’’. პალატა მიუთითებს, რომ ამ ფაქტების შესახებ მოსარჩელეს წარმოდგენილ სარჩელში არ მიუთითებია და შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოების უარმყოფელი მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება მოპასუხეს არ გააჩნდა. ზა---- ვ------- ობიექტურად ვერც გასცემდა ამ ფაქტებზე პასუხს, რადგან ეს ფაქტები მითითებული არც ყოფილა სარჩელში, ხოლო განსხვავებით მოსარჩელისაგან, შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად მოპასუხემ იშუამდგომლა მოწმეთა (11 მოწმე) დაკითხვა (იხ. შესაგებელი - ტ. I ს/ფ.:47);

 

ამასთანავე, სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის შესაბამისად, როგორც ახალი ფაქტობრივი გარემოება, დაუშვებლად მიიჩნია აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცება - მამკვიდრებლის (დედის) ნაქონი მოძრავი ნივთების ამსახველი ფოტო სურათები;

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.14. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო დავის სწორად გადაწყვეტას მნიშვნელოვნად განაპირობებს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის ზუსტად განსაზღვრა, რაც სასამართლოს პრეროგატივაა, თუმცა, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია სასამართლომ მართებულად დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები);

 

სარჩელის ფორმალური დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ, შემოწმებას ექვემდებარება ე.წ მოპასუხის სტადია. ამ ეტაპზე სასამართლო არკვევს მოპასუხის შესაგებელი რამდენად აბათილებს და არყევს მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე შექმნილ მოთხოვნის წარმოშობის ვარაუდს, მოწმდება ის, თუ რამდენად არსებითია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, იგი უბრალოდ არ ეთანხმება სარჩელს თუ წარმოადგენს მოვლენათა განვითარების განსხვავებულ ვერსიას. სარჩელისა და შესაგებლის შეფასების შედეგად სასამართლო ადგენს უდავო და სადავო ფაქტობრივ გარემოებათა წრეს და შემდგომ ეტაპზე - ე.წ. მტკიცების სტადიაზე მხარეთა შორის მატერიალური თუ საპროცესო ნორმის შესაბამისად, ანაწილებს მტკიცების ტვირთს მხარეთა შორის. აღნიშნული ემსახურება ობიექტური და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას;

 

საქმეში წარმოდგენილ სარჩელში მოსარჩელეს - ზუ---- ვ-------ს არ მიუთითებია - მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული მოძარვი ნივთების ფლობაზე, მათ შორის არც სახლის გასაღების ფლობაზე, ხოლო მოპასუხემ თავის შესაგებელში პასუხი გასცა მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებს. ასეთ მოცემულობაში კი მხარის მტკიცება: გასაჩივრებული განჩინებით ,,სასამართლომ არ მისცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მოპასუხის შესაგებელს, სადაც მას სადაოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ სამკვიდროში შემავალ მოძრავ ნივთებზე დაუფლების ფაქტი, მათ შორის სახლში შესასვლელ გასაღებზე დაუფლების ფაქტი’’-ს თაობაზე, მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას.

 

4.15. ასევე დაუსაბუთებელია აპელანტის პრეტენზია მოწმეთა ჩვენებაზე დაყრდნობით მოპასუხის მიერ დედის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის არასწორად დადგენის თაობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასააბართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს, ხოლო დამატებით მიუთითებს, რომ მცდარია აპელანტის მითითება მასზედ, რომ მისმა დამ - ჟ--–---- ვ-------მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა აპელანტის მიერ, დედის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, რადგან პალატის მიერ შესაბამისი სხდომის ოქმების მოსმენის შედეგად დადგენილ იქნა, რომ მოწმის მიერ ასეთი ფაქტის დადასტურებას ადგილი არ ქონია. კერძოდ, იგი განმარტავს, რომ დედის გარდაცვალების შემდგომ მის ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მისი ძმა - ზა---- ვ-------, რომელიც უვლიდა ამ ქონებას და ეწეოდა სოფლის მეურნეობას, ხოლო ზუ---- ვ-------ს დედის გარდაცვალების დროს არ ჰქონდა პრეტენზია მის დანაშთ ქონებაზე, მან პრეტენზია განაცხადა მხოლოდ 2015 წელს. ჟ.ვ------- განმარტავს, რომ ზუ---- ვ------- არ დაუფლებია დედის დანაშთ ქონებას (იხ. 05.05.2017წ. სასამართლო სხდომის ოქმი 11:23:23 სთ.). იგი ასევე განმარტავს, რომ ყველა დედ-მამიშვილს ჰქონდა სახლის გასაღები და როდესაც სასაფლაოზე მიდიოდნენ, როგორც სტუმრები ისე შედიოდნენ იმ სახლში (იხ. 05.05.2017წ. სასამართლო სხდომის ოქმი 11:26:15 სთ.). რაც შეეხება დანარჩენ მოწმეებს, მათ სარწმუნოდ მიუთითეს მხარეთა შორის სადავოდ გამხდარ გარემოებებზე (მოპასუხის მიერ სამკვიდროს დაუფლება მისი გახსნიდან ექვსი თვის ვადაში და მოსარჩელის მიერ სამკვიროს ფლობით მიუღებლობის შესახებ);

 

4.16. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სადავო გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საყურადღებოა, რომ ჩამოთვლილთაგან სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არცერთს არ გააჩნია. ერთადერთი საგამონაკლისო ნორმა, რომელიც მტკიცებულებათა შეფასების ამ სტანდარტისგან განსხვავდება, 106-ე მუხლით გათვალისწინებული საყოველთაოდ ცნობილი და პრეიუდიციუილი ფაქტებია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, არცერთი მათგანი სახეზე არ გვაქვს.

 

სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (სსსკ 105-ე მუხლი).

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაზეც, რომლის თანახმადაც, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული;

 

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ მხარეები ფაქტებისა თუ მტკიცებულებების წარდგენისას შეზღუდული არიან საქმის მოსამზადებელი პერიოდით, ე.წ. წერილობითი შეჯიბრებითობის ეტაპით, საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად დაშვება მიანიშნებს იმაზე, რომ ამ დროისათვის დასრულებულია მხარეთა პოზიციებისა თუ მტკიცებულებების წარდგენა და სასამართლო უკვე შეგროვებული მასალების არსებითად გამოკვლევის გზით გადაწყვეტს საქმეს, თავის მხრივ, მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ ახალი გარემოებების მითითება და გაზიარება დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზით მათი მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენის შეუძლებლობისას;

 

კონკრეტულ შემთხვევაში, ამგვარ (საპატიო) მიზეზად ვერ გამოდგება სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება - იურიდული განათლების უქონლობისა და მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ შესაბამისი რეაგირების ვერმოხდენა მითითებულ ფაქტებთან მიმართებით...’’ (იხ. სააპელაციო საჩივარი - ტ.I,ს/ფ.: 253), რაც მხარის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავს;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მითითებული მუხლის დანაწესი კი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ამისათვის სავალდებულოა, რომ თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მხარეთა აღნიშნული უფლება სრულად არის რეალიზებული, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ვერ ადასტურებს;

 

4.17. პალატა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად დასტურდება. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილად ვერ მიიჩნევს მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარ ფაქტობრივ გარემოებას დედის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ასეთი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი სხვა რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება. სამკვიდრო ქონების მიღების (დაუფლების) ფაქტის დაუდასტურებლობა კი, ზუ---- ვ-------ს მიერ ჰ------- ვ-------ს სამკვიდროს მიღების უფლებას გამორიცხავს, რაც სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1433-ე და 1499-ე მუხლების თანახმად, მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო (ამ კატეგორიის საქმეებზე ასევე იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-482-455-2012, 31.05.2012წ);

 

კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტმა ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა მამკვიდრებლის შვილის - ზა---- ვ-------ს მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტს და დაადასტურებდა ზუ---- ვ-------ს მიერ სამკვიდროს დაუფლების ფაქტს, ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, მემკვიდრეს სწორად არ მიეკუთვნა გარდაცვლილის სამკვიდრო ქონება, კერძოდ, ½ ნაწილი;

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება;

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

განსახილველ შემთხვევაში სადავოა მოსარჩელის მიერ მშობლის დანაშთი სამკვიდრო ქონების დაუფლება ფაქტობრივი ფლობით. იმ ფაქტობრივი გარემოების გასაქარწყლებლად, რომ მოსარჩელემ მშობლის დანაშთი სამკვიდროდან კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო ქონება, რის გამოც მას წარმოეშვა კუთვნილ ½ წილზე საკუთრების უფლება, მოპასუხემ შეძლო საკუთარი მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში დაეძლია მოსარჩელის პოზიცია, რაც გახდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი;

 

ზემოხსენებული მოტივაციით არ არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია;

 

4.18. რაც შეეხება შეგებებულ სააპელაციო საჩივარს - წარმომადგენლის ხარჯის 3000 ლარის დაკისრების თაობაზე, პალატა ნაწილობრივ იზიარებს იზიარებს საჩივარში მითითებულ მსჯელობასა და დასკვნებს, ამასთან, აღნიშნავს, რომ „მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთნ და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება “პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ”)“ - იხ. სუსგ #ას-792-1114-07, 11.01.2008; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა [იხ. „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“];

 

„ხარჯების ოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება რამდენიმე ინსტანციაში დავის მიმდინარეობის დროს და მისი ანაზღაურების ვალდებულება კი ეკისრება იმ მხარეს, რომლის მოქმედებამაც განაპირობა ამ ხარჯების არსებობა“ (იხ. სუსგ # 1771-1751-201, 09.02.2012წ.);

 

4.19. დადგენილია, რომ სარჩელი აღძრულია 12.09.2016 წელს, საქმეში წარმოდგენილია 23.09.2016 წლის №1 ხელშეკრულება იურიდიული (საადვოკატო) მომსახურების გაწევის თაობაზე, რომლის 4.1. პუნქტის მიხედვით, ,,კლიენტმა ადვოკატს იურიდიული მომსახურების საფასური (ჰონორარი) 300 ლარის ოდენობით უნდა გადაუხადოს 2016 წლის 23 სექტემბერს, ადვოკატის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანის გზით’’ (იხ. ხელშეკრულება, ტ. I ს/ფ.:68);

 

4.20. საქმეში წარმოდგენილია ანგარიშიდან ამონაწერი, რომლის მიხედვით ზა---- ვ-------ს მიერ მისი წარმომადგენლის - ვა-–------ გ---------ს ანგაროშზე 23.09.2016 წელს გადახდილია საადვოკატო მომსახურების საფასური - 3000 ლარი (იხ. ანგარიშიდან ამონაწერი, ტ. I ს/ფ.:70);

 

4.21. დადგენილია, რომ მოპასუხემ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში იშუამდგომლა წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის – 3000 ლარის ანაზღაურების შესახებ (იხ. შესაგებელი, ტ. I ს/ფ.:58), რომლზედაც სასამართლოს არ უმსჯელია, ხოლო შეგებებული სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილია აღნიშნული ხარჯების ანაზღაურება;

 

4.22. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე;

 

4.23. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (იხ. სუსგ 24.10.2016წ. საქმე №ას-739-707-2016);

 

4.24. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა წარმოადგინა მტკიცებულება მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ხარჯის რეალურად გაწევის თაობაზე. პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს, მან უნდა წარადგინოს მისი მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, ხოლო სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ 30.10.2015წ. საქმე №ას-444-423-2015);

 

4.25. მოპასუხის სასარჩელო განცახდებისა და სააპელაციო საჩივრის პასუხად მოპასუხემ (მოწინააღმდეგე მხარემ) 2017 წლის 03 ოქტომბერს და 2017 წლის 29 სექტემბერს წარადგინა შესაგებლები (იხ. ტ.I, ს.ფ. 42-64; ტ.II, ს/ფ.: 21-43), ხოლო იმავე წლის 02 ოქტომბერს - შეგებებული სააპელაციო საჩივარი საადვოკატო მომსახურების თანხის 3000 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრების მოთხოვნით. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელმა, გარდა შესაგებლების მომზადებისა, მონაწილეობა მიიღო კლიენტის საუკეთესო ინტერესების წარმოსადგენად და დასაცავად როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოს სხდომებში;

 

4.26. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ პუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა - უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.მითითებული ნორმა ადგენს სასამართლოს მიერ დავის საგნის განსაზღვრის წესს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელებთან დაკავშირებით და ითვალისწინებს დავის საგნის ოდენობის 3%-ს მაქსიმალურ ზღვარს. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის ფასი განსაზღვრულია 10,000 ლარით, ხოლო ბაჟის სახით გადახდილია 300 ლარი;

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად, დავის საგნის ღირებულებისა და კანონით განსაზღვრული ზღვრული პროცენტული ნიხრის გათვალისწინებით (სსსკ-ის 53-ე მუხლი), პალატას გონივრულ ოდენობად მიაჩნია, რომ მოსარჩელეს დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების 4%-ის - 400 ლარის ოდენობით;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ზუ---- ვ-------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდადაკმაყოფილდეს; უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება; ზა---- ვ-------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ზუ---- ვ-------ს ზა---- ვ-------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საპროცესო ხარჯი- 420 ლარის ოდენობით;

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

6.2. მოცემულ შემთხვევაში, ზუ---- ვ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზუ---- ვ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. ზა---- ვ-------ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. ზუ---- ვ-------ს ზა---- ვ-------ს სასარგებლოდ დაეკისროს საპროცესო (წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული) ხარჯი - 420 ლარის ოდენობით;

 

6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლაურა მიქავა

 

ირმა პერანიძე

 

თამარ სვანიძე