განაჩენი

სისხლის სამართლის 16.04.2018
საქმის ნომერი
330100114426782
ინსტანცია
თარიღი
16.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100114426782 - 1ბ/185-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

3 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი: ლეილა ბახტაძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: მ--------–------

 

გამართლებული: ხ-----------–---–ი (პირადი ნომერი: №-----------), დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: თ---–-----------–-;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ადვოკატი: ავთ------–----------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის პროკურორმა მ--------–------მ და ითხოვა გამართლებულ ხ-----------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

დაცვის მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ბრალდების არსი:

 

2014 წლის 15 იანვარს, 15:40 საათზე, თბილისში, მეტროსადგურ „ახ------–-------------“ ზედა ვესტიბიულში დაკავებულ იქნა ნასვამი ხ-----------–---–ი, რომელმაც მეტროსადგურ „ახ------–-------------“ შესასვლელ კართან თ--------------ს გაუხსნა ხელჩანთა და შეეცადა, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა მის კუთვნილ, 15 ლარად ღირებულ საფულეს და სხვა პირად ნივთებს. თუმცა დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, რადგან მისი დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთა დაზარალებულმა თ--------------მ.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი, რომ ხ-----------–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულ თ--------------ს ჩვენების მიხედვით, 2014 წლის 15 იანვარს იმყოფებოდა მეტროსადგურ „ა-------–--------------ან“ დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით, როდესაც ხელჩანთაში, რომელიც გადაკიდებული ჰქონდა მარჯვენა მხარეს, მკლავზე, შენიშნა მამაკაცის ხელი. მიბრუნდა უკან, რათა შეეხედა სახეში. აღნიშნული პირი იყო ხ-----------–---–ი, რომელმაც მოუწოდა, რომ გაჩერებულიყო, გვერდზე გაწია და განაგრძო გზა. შეშინებული გაჰყვა უკან. მეტროში შესვლისას დაინახა პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც მიმართა დახმარებისთვის. ჩანთაში ჰქონდა საფულე და პლანშეტი. ხ-----------–---–მა ვერ მოახერხა ნივთების ამოღება.

 

საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ნსპექტორმა გ-------–-------------ის ჩვენებით, 2014 წლის 15 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა მეტროსადგურ „ახ------–-------------“ ზედა ვესტიბიულში, შესასვლელ კართან, რა დროსაც მასთან მივიდა აღელვებული ახალგაზრდა გოგო, რომელმაც მიუთითა რამდენიმე ნაბიჯით მის წინ მიმავალ ახალგაზრდა მამაკაცზე და უთხრა, რომ რამდენიმე წამით ადრე გაუხსნა ხელჩანთა, ჩაუყო ხელში ჩანთაში და ცდილობდა მისი ნივთების ფარულად დაუფლებას. შეაჩერეს აღნიშნული პიროვნება, რომელიც აღმოჩნდა ხ-----------–---–ი, რომელიც ადგილზევე გაიჩხრიკა, თუმცა კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოაჩნდა. გოგონამ დაათვალიერა ხელჩანთა და განაცხადა, რომ მისგან რაიმე ნივთი ამოღებული არ ყოფილა.

 

თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელის, მოწმე ჯ--------------–--ის ჩვენებით, მიღებული შეტყობინების თანახმად, გლდანში, მეტროსადგურ „ახ------–-------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროპოლიტენის სამმართველოს თანამშრომლებს დაკავებული ჰყავდათ პიროვნება. მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდნენ დაკავებული ხ-----------–---–ი და დაზარალებული თ--------------, რომელიც პირდაპირ უთითებდა, რომ ხ-----------–---–მა ჩაუყო ხელი ხელჩანთაში და ცდილობდა რაღაც ნივთის ამოღებას, რაც შეამჩნია და დაუყვირა, რას აკეთებდა.

 

მოწმე მ-------------ის ჩვენებით, 2014 წლის იანვარ-თებერვლის თვეში მუშაობდა მეტროსადგურ „ახ------–-------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „ავერსი გეოფარმის“ აფთიაქში, სადაც დამონტაჟებული ჰქონდათ ორი ცალი ვიდეოკამერა. მივიდნენ საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები და ამოიღეს ვიდეოჩანაწერები. დათვალიერების შედეგად კამერებზე ქურდობის ფაქტი არ იყო დაფიქსირებული და არც თავად შესწრებია ქურდობის ფაქტს.

 

ბრალდებულმა ხ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2014 წლის 14 იანვარს მეტროსადგურ „ახ------–-------------“ ჩასასვლელთან იმყოფებოდა ე------------–---–--ან და ნ----------–-–--ასთან ერთად. ვიღაცა გოგო შეუტრიალდა და უთხრა, რა გინდათო, რაზეც გაკვირვებულმა უპასუხა, არაფერი, რა უნდა გვინდოდესო. გოგონამ გზა გააგრძელა, ისინიც შევიდნენ მეტროში, რა დროსაც პატრულის თანამშრომელმა დააკავა. უთხრეს, რომ, თითქოს, ხელი ჩაუყო თ--------------ს ჩანთაში.

 

2014 წლის 15 იანვრის ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმის თანახმად, ხ-----------–---–ს დაუდგინდა სიმთვრალე.

 

2014 წლის 16 იანვრის ამოღების ოქმის თანახმად, შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის ინსპექტირების განყოფილებიდან ამოღებულ იქნა 2014 წლის 15 იანვრის 14:25 საათიდან 16:25 საათამდე თბილისში, მეტროსადგურ „ახ------–-------------“ შიდა და გარე სამეთვალყურეო კამერის მიერ დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც ჩაწერილ იქნა 1 ცალ DVD დისკზე.

 

აღნიშნული ვიდეოჩანაწერის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევისას, მიუხედავად დაცვის მხარის არაერთი მოთხოვნისა, ბრალდების მხარეს მიეთითებინა, რომელი იყო ჩანაწერში ხ-----------–---–ი, პროკურორმა ვერ მიუთითა კონკრეტული პირი და ვიდეოჩანაწერზე ვერ იქნა იდენტიფიცირებული ბრალდებული ხ-----------–---–ი.

 

2014 წლისა 22 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე არაფერი აღმოჩენილა.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ხ-----------–---–ის საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი უტყუარი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ხ-----------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. საქმის არსებითი განხილვისას ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარის მიერ იქნა სასამართლოში წარმოდგენილი, არის დაზარალებულ თ--------------ს ჩვენება, რომელიც უთითებს, რომ მას ქუჩაში მოძრაობისას ხელჩანთა გაუხსნა ხ-----------–---–მა, რომელიც ცდილობდა რაღაც ნივთის დაუფლებას. რაც შეეხება მოწმეებს - გ-------–-------------სა და ჯ--------------–--ეს, რომელთა ჩვენებაც თავის მხრივ წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველი პირები და მხოლოდ დაზარალებულისგან მიღებულ ინფორმაციას აწვდიან სასამართლოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების შემადგენლობის ობიექტური ნიშნები არის არსობრივად აღქმადი საგნები და მოვლენები. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის მიერ განცხადებული იქნა, რომ მან ხ-----------–---–ის ხელი დაინახა მის ხელჩანთაში, რომელშიც ედო ტელეფონი და პლანშეტი, გამოძიების მიერ არ იქნა ამოღებული, რაც შესაძლოა გამხდარიყო უტყუარი მნიშვნელოვანი მტკიცებულება მასში, ან მასში არსებული რომელიმე საგანზე ხ-----------–---–ის გენეტიკური პროფილის ან/და ამ უკანასკნელის თითის კვალის აღმოჩენის შემთხვევაში.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხ-----------–---–ი ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის განჩინებით ხ-----------–---–ისს მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, გადაეცეს სახელმწიფოს.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულება - 1 ცალი CD დისკი, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 იანვრის განაჩენი ხ-----------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის პროკურორის მარინე ლომიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 იანვრის განაჩენი ხ-----------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ხ-----------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ხ-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა, 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ხ-----------–---–ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 1 ცალი CD დისკი, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი