განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.03.2018
საქმის ნომერი
020210016001629326
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
26.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 0202100-600-629326

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-33-17 26 მარტი 20-8 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: სხდომის მდივანი: ირმა პერანიძე ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი მესამე პირი წარმომადგენელი - - - - - ნ------ ფ---ია, ვ----– ქ--------ე სს ,,ს----------–--- ს----–-–----- ელ----------სტემა” ნ---- ს-----ე წა-–-------ს მუნიციპალიტეტის მერია გ------- გო--------ე

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 20-7 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, სს ,,ს----------–--- ს----–-–----- ელ----------სტემის” დავალებით, შპს ,,ენ-------------ი” ახორციელებს ჯვ---ი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ხდება ჯვ---ის ელექტროქვესადგურის (500/200კვ) და ხორგა-ჯვ---ის ელექტროქვესადგურების დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების (500კვ და 220კვ) მშენებლობა. ხაზის სამშენებლო დერეფნის ნაწილი განლაგებულია წა-–-------ს რაიონში, ჯვ---ში, რომელიც წარმოადგენდა ს----–-–----- საკუთრებას. 20-5 წლის ნოემბერ/დეკემბერში მოეწყო ხაზის 0-9 ანძის ოთხიდან, ორი საძირკველი, რომელიც დღესაც განთავსებული ზემოთ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე. მიუხედავად ამისა, 20-6 წლის 15 იანვ---ს, გაუგებარ ვითარებაში მოხდა მიწის ნაკვეთის ფიზიკური პირისთვის, ვ----– ქ--------ისთვის (პ/ნ 5----------) გადაცემა, რაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა საკადასტრო კოდით: 4-----------. 20-6 წლის 15 ივნისს, ვ----– ქ--------ემ, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაასხვისა ნ------ ფ---იაზე (პ/ნ----------). 20-6 წლის 05 ოქტომბერს, წა-–-------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის N13 განკარგულების საფუძველზე, გაუქმდა 20-5 წლის 29 დეკემბრის N-- გადაწყვეტილება, რომლითაც, ვ----– ქ--------ეს მიენიჭა საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე, თუმცა საჯარო რეესტრში იმ დროისათვის მესაკუთრედ ნ------ ფ---ია იყო დარეგისტრირებული. მოსარჩელეს მითითებით, ხელშეკრულება დადებულია ნათესავებს შორის იმ მიზნით, რომ საქმეში გაჩენილიყო თითქოსდა კეთილსინდისიერი შემძენი და ამით გართულებულიყო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ამასთან მოსარჩელე ვერ მიუთითებს დავის საგნისადმი იურიდიული ინტერესის არსებობას და ვერ ასაბუთებს, თუ როგორ დაირღვა მისი კანონიერი ინტერესი. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნასყიდობის საგანი გადაეცა ნ------ ფ---იას და საფასურიც ანაზღაურებულია. მოსარჩელე მიუთითებს, მხოლოდ, რომ თვალთმაქცობას ჰქონდა ადგილი, თუმცა არ განმარტავს რაში გამოიხატება იგი. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის პოზიცია: წა-–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა. 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. ბათილად იქნეს ცნობილი ვ----– ქ--------ეს და ნ------ ფ---იას შორის 10.06.20-6 წ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე ს/კ 4-----------; 3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 266 ლარი. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. სს ,,ს----------–--- ს----–-–----- ელ----------სტემის“ დავალებით, შპს ,,ენ-------------ი“ ახორციელებს ჯვ---ი–ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტს, რომლის ფარგლებში ხორციელდება ჯვ---ის ქვესადგურის (500/220 კვ) და ხორგა– ჯვ---ის ელექტროქვესადგურების დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების (500 კვ და 220 კვ) მშენებლობა. პროექტი ს----–-–-----ებრივი მნიშვნელობისაა. იგი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFM) და ევროსაბჭოს სამეზობლო საინვესტიციო ფონდის დაფინანსებით. 2.2. ხაზის სამშენებლო დერეფნის ნაწილი განლაგებულია წა-–-------ს მუნიციპალიტეტის (ჯვ---ი) ტერიტორიაზე, რომელიც განსახლების სამოქმედო გეგმის შეთანხმებისას, ს----–-–----- საკუთრებას წარმოადგენდა. 20-5 წლის ნოემბერ–დეკემბერში მოეწყო ხაზის N19 ანძის 4–დან 2 საძირკველი. სამუშაოების შესრულებისას გაირკვა, რომ 15.0-.20-6 წელს, მიწის ნაკვეთის ნაწილი, ს/კ 4----------- სადავო ნაკვეთი აღირიცხა ფიზიკური პირის, ვ----– ქ--------ის საკუთრებაში. მიწის ნაკვეთი მდებარეობს მდინარის კალაპოტში და მასზე განთავსებულია დამცავი ნაგებობა გაბიონი. ამ ნაკვეთზე დღესაც მდებარეობს 20-5 წლის ნოემბერ–დეკემბერში ანძისთვის მოწყობილი 2 საძირკველი. 2.3. განსახლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს კომპენსაციის გაცემის პროცედურას იმ კერძო მესაკუთრეებისათვის, რომელთა ნაკვეთს კვეთს ელექტროგადამცემი ხაზი. ამ გეგმაში არ არის გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი ს/კ 4-----------, რადგან გეგმის შეთანხმების დროს, იგი ს----–-–-----ს საკუთრებაში ირიცხებოდა. 2.4. ვ----– ქ--------ის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია, წა-–-------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 29.12.15 წლის N-- გადაწყვეტილება და საკუთრების უფლების მოწმობა N-- 1--------- წ., რომლითაც, მისივე განცხადების საფუძველზე, კომისიამ ფიზიკურ პირს უღიარა საკუთრების უფლება, მისი საკუთრების – ს/კ 4----------- მომიჯნავედ მდებარე, თვითნებურად დაკავებულ ს----–-–----- საკუთრების 3635 მ2 მიწაზე. ვ----– ქ--------ისთვის საკუთრების უფლების შეძენის დროს ცნობილი იყო ნაკვეთზე ანძის საძირკვლების მოწყობისა და ხაზის მშენებლობის შესახებ. 2.5. 10.06.20-6 წელს, ვ----– ქ--------ემ 7200 ლარად, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო მიწის ნაკვეთი გაასხვისა ნ------ ფ---იაზე. 15.06.20-6 წელს, ნ------ ფ---ია საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ს/კ 4----------- მიწის ნაკვეთის მესააკუთრედ. გარიგების დადების დროისათვის, მისთვის ცნობილი იყო ნაკვეთზე ანძის საძირკვლების მოწყობისა და ხაზის მშენებლობის შესახებ. 2.6 ახალი მესაკუთრეების რეგისტრაციით ხაზის მშენებლობის პროექტისთვის წარმოქმნილი პრობლემების გამო, წა-–-------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა საკუთრების უფლების გადაცემის კანონიერება და დაადგინა, რომ ვ----– ქ--------ისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის ნაწილი არის საძოვ---ის კატეგორიის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხოლო ნაწილი ქვიშრობი და იმ დასაბუთებით, რომ ,,ს----–-–----- ქონების შესახებ“ ს----------–--- კანონით და ,,წიაღის შესახებ“ ს----------–--- კანონით პრივატიზებას არ ექვემდებარება საძოვრის და ქვიშრობის ტერიტორია, 05.10 20-6 წ. ბათილად ცნო 29.12.20-5 წ. N-- გადაწყვეტილება ვ----– ქ--------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ამ განკარგულების აღსრულება და მიწის ნაკვეთის ს----–-–----- საკუთრებაში დაბრუნება ვერ ხორციელდება, რადგან ნაკვეთზე რეგისტრირებულია ახალი მესაკუთრე ნ------ ფ---ია. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 56–ე, 172-ე, 187-ე, 312-ე, 4-7-ე მუხლებზე და განმარტა: განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან ნ------ ფ---იამ და ვ----– ქ--------ემ წერილობით დააფიქსირეს უძრავი ნივთის გასხვისების/შეძენის ნება. გარეგნულად, ამ ნების გამოხატვა მხარეებმა განახორციელეს კანონით დადგენილი ფორმით (სკ-ის 183-ე მუხლი) და ნ------ ფ---ია დარეგისტრირდა მესაკუთრედ. 2.6. ნასყიდობის ურთიერთობის შინაარსში განმსაზღვრელია ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა ერთი პირიდან მეორეზე. ცხადია, ასეთი გადაცემა შეუძლია მხოლოდ იმ პირს, ვისაც თვითონ აქვს საკუთრების უფლება და მის სახელზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი სწორია. 2.7. იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ბათილად იქნა ცნობილი ვ----– ქ--------ისათვის საკუთრების უფლების გადაცემა, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ვერ გახდიდა მას ამ ქონების მესაკუთრედ. შესაბამისად, ნ------ ფ---იასთან გარიგების დადებით, ვ----– ქ--------ემ გამოხატა არარსებული უფლების გასხვისების ნება, რაც ასევე კანონსაწინააღმდეგო და ბათილია. 2.8. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ურთიერთობაში მნიშვნელოვანია, რომ ნ------ ფ---იასათვის ცნობილი უნდა იყოს ქონებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები - რომ ქონების გადაცემა უკავშირდება ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას, რომ მოსალოდნელია დავა ამ ქონების საკუთრებასთან დაკავშირებით და ამის მიუხედავად, ისე, რომ არ არსებობს მისი მხრიდან ამ ქონების შეძენის საჭიროება, ან აუცილებლობა იგი თანახმაა, ფორმალურად მიიღოს მონაწილეობა ყიდვა-გაყიდვის და საკუთრების რეგისტრაციის ურთიერთობაში, იმიტომ, რომ დაეხმაროს ვ----– ქ--------ეს ამ ქონებაზე საკუთრების უფლების შენარჩუნებაში. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ სადავო გარიგების მიზანი იყო, არა ნ------ ფ---იას საკუთრების უფლების წარმოშობა, არამედ ვ----– ქ--------ის საკუთრების უფლების შენარჩუნება იმ ქონებაზე, რომელიც მას არ ეკუთვნის. შესაბამისად, ნ------ ფ---ია არ წარმოადგენს სკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებულ კეთილსინდისიერ შემძენს და მხარეთა შორის დადებული გარიგება ამავე კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად ბათილია.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ვ----– ქ--------ისთვის საკუთრების უფლების შეძენის დროს, თითქოსდა ცნობილი იყო ნაკვეთზე ანძის საძირკვლების მოწყობისა და ხაზის მშენებლობის შესახებ. საქმის განხილვის შედეგად დადგინდა საპირისპირო ფაქტობრივი გარემოება. 3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ მიუთითა სამართლებრივი ნორმები, თუმცა, გადაწყვეტილების მიღებისას არ დაიცვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებით დადგენილი წესი, ვინაიდან საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება არ ეფუძვნება სასამართლო სხდომაზე განხილული მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტური განხილვის შედეგად გამოტანილ დასკვნას. 3.3. სასამართლომ, ობიექტურად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ახსნა-განმარტებები და მოწმეთა ჩვენებები მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, არ დააკავშირა ისინი განსახილველ სადაო საკითხთან, რამაც განაპირობა უკანონო გადაწყვეტილების მიღება. 3.4. რაც შეეხება ნ------ ფ---იას, როგორც შემძენის კეთილსინდისიერებას, სასამართლომ ამ ფაქტორს გვერდია აუარა. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებების საპირისპიროდ უსაფუძვლოდ მიუთითა, რომ თითქოსდა ნ------ ფ---იასთვის ცნობილი იყო ქონებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები - რომ ქონების გადაცემა უკავშირდება ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას, რომ მოსალოდნელი იყო დავა ამ ქონების საკუთრებასთან დაკავშირებით და ამის მიუხედავად, ისე რომ არ არსებობს მისი მხრიდან ამ ქონების შეძენის საჭიროება, ან აუცილებლობა იგი თანახმაა, ფორმალურად მიიღოს მონაწილეობა ყიდვა-გაყიდვის და საკუთრების რეგისტრაციის ურთიერთობაში, იმიტომ, რომ დაეხმაროს ვ----– ქ--------ეს ამ ქონებაზე საკუთრების უფლების შენარჩუნებაში. ამგვ---ი დასკვნის გაკეთების ფაქტობრივი საფუძველი საქმის განხილვით არ გამოვლენილა, რამაც განაპირობა უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ სს ,,ს----------–--- ს----–-–----- ელ----------სტემის სასარჩელო მოთხოვნა ვ----– ქ--------ეს და ნ------ ფ---იას შორის დადებული 20-6 წლის 10 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი აღიარებითია. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ, პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. 4.3. კანონის დანაწესიდან გამომდინარე (სსკ-ის 180-ე მუხლი), სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარასებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს (აღიარებითი მოთხოვნა). მითითებული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია და უფლების სადავოობის აღმოფხვრა შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. 4.4. მიკუთვნებითი (აღსრულებითი), გარდაქმნითი სარჩელებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიმართულია უკვე დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს, მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაც ედავება მას ამ უფლებაში (იხ. სუსგ ას1-8-138-20-5-ბ, 27.1-.20-5), ამასთან, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, გადაწყვეტილების შედეგად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა“ (იხ. სუსგ № ას-1061-100--20-5, 29.12.20-5). გასათვალისწინებელია, რომ აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია სარჩელის აღძვრა ვალდებულების შესრულების თაობაზე, ე.ი. თუ შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ეს უკანასკნელი კრიტერიუმი განპირობებულია საპროცესო ეკონომიისა და სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი დავის ფარგლებში რამდენიმე სარჩელის აღძვრა (იხ. სუსგ 1-8- 138-20-5-ბ, 27.1-.20-5). 4.5. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მისი წარდგენის დროისათვის მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელი იყო. მაგალითისათვის, მოსარჩელეს შეეძლო გარიგების ბათილობის სამართლებრივი შედეგი - კონდიქციური მოთხოვნა (სსკ-ის 976-ე მუხლის 1 „ა“ ქ/პუნქტისა და ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილი) წაეყენებინა მოპასუხეებისათვის, თუმცა, სხვა საკითხია რამდენად წარმატებული იქნებოდა სარჩელი, რადგანაც ის დაკმაყოფილებადი იქნებოდა მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების (სამართლებრივი წინაპირობების) კანონით დადგენილი თანმიმდევრობით განხორციელებისა (შესრულების) და მოთხოვნის გამომრიცხავი, შემწყვეტი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში. 4.6. სააპელაციო სასამართლო, მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნით მიუთითებს მსგავსი კატეგორიის დავაზე ს----------–--- უზენაესი სასამართლოს 20-7 წლის 5 მაისის განჩინებაზე სამოქალაქო საქმეზე №ას-196-185-20-7, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა: „ადამიანის უფლებათა და თვისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში, არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. ამ მსჯელობის გათვალისწინებით, „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ--------- ს----------–--- წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania,par. 30). 4.7. იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა თანმდევი შედეგის - დავისადმი მოსარჩელის იურიდული ინტერესის დასაბუთების გარეშე, წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოცემული სარჩელის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი და იგი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმის წარმოების პირველივე (დასაშვებობის შემოწმების) ეტაპზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი სააპელაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ. 4.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივ---ი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, არ გამოიყენა საპროცესო ნორმა, სსკ-ის 186-ე მუხლის ”თ” ქვეპუნქტი და ნაცვლად სარჩელის მიღებაზე უარის თქმისა, დასაშვებად ცნო და განიხილა ისეთი აღიარებითი სარჩელი, სადაც მოსარჩელის იურიდიული ინტერესი გამოკვეთილი არ ყოფილა, გარდა ამისა, არც საქმის არსებითად განხილვისას არ გამოიყენა სსსკ-ის 187.2 მუხლი და არ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 372-ე, 385-ე, 393.3-ე, 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტის და 187.2-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სს ,,ს----------–--- ს----–-–----- ელ----------სტემას სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია. ამასთან, უნდა განემარტოს მოსარჩელეს, რომ სარჩელის განუხილველად დატოვება ხელს არ უშლის განმეორებით მიმართო სასამართლოს იმავე მოთხოვნით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივ---ი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და მიაჩნია, რომ ნ------ ფ---იასა და ვ----– ქ--------ის სააპელაციო მოთხოვნა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 20-7 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 20-7 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება და სს ,,ს----------–--- ს----–-–----- ელ----------სტემას“ სასარჩელო მოთხოვნა ვ----– ქ--------ეს და ნ------ ფ---იას შორის დადებული 20-6 წლის 10 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს ს----–-–----- ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. დადგენილია, რომ ნ------ ფ---იასა და ვ----– ქ--------ის მიერ, სააპელაციო საჩივ---თან დაკავშირებით გადახდილია ს----–-–----- ბაჟი 288 ლარი (ტ.2.ს.ფ.261, ტ.3.ს.ფ.10). ვინაიდან, აპელანტების მოთხოვნა ნაწილობრივ (გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში) დაკმაყოფილდა, სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სს ,,ს----------–--- ს----–-–----- ელ----------სტემას“, ვ----– ქ--------ის და ნ------ ფ---იას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი ს----–-–----- ბაჟის ნაწილის, 1-4 ლარის ანაზღაურება.

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. ვინაიდან, სს ,,ს----------–--- ს----–-–----- ელ----------სტემას“ სასარჩელო მოთხოვნა დარჩა განუხილველი, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 20-6 წლის 22 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ნ------ ფ---იას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე წა-–------ა, სოფელი ჯვ---ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 4-----------.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ------ ფ---იასა და ვ----– ქ--------ის სააპელაციო საჩივ---ი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 20-7 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება;

3. სს ,,ს----------–--- ს----–-–----- ელ----------სტემას“ სასარჩელო მოთხოვნა ვ----– ქ--------ეს და ნ------ ფ---იას შორის დადებული 10.06.20-6 წლის 10 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, დარჩეს განუხილველი;

4. სს ,,ს----------–--- ს----–-–----- ელ----------სტემას“, ვ----– ქ--------ის და ნ------ ფ---იას სასარგებლოდ დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი ს----–-–----- ბაჟის ნაწილის, 1-4 ლარის გადახდა;

5. გაუქმდეს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 20-6 წლის 22 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ნ------ ფ---იას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე წა-–------ა, სოფელი ჯვ---ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 4-----------;

6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, ს----------–--- უზენაეს სასამართლოში, განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე