განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100117002207773, №1/ბ-346-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული - რ------------------------------აძე, დაბადებული 19---–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------------------–--------------------------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი) - ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასჯელი:
დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულ რ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის შემცირება, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენით დადგენილი სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, მან დაკავებისთანავე აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არის ნასამართლობის არმქონე, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ჰყავს ავადმყოფი დედა, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. აღნიშნულ გარემოებათა შეფასებითა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, რ-----------------ე ითხოვს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი);
ბრალდების მხარის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, სასამართლომ სასჯელის შერჩევისას გაითვალისწინა ყველა შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ასევე მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და კანონის ნორმათა დარღვევის ხარისხი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი);
სასამართლომ დაადგინა:
რ-----------------ემ ჩაიდინა:
- ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
- ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
- სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
- ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 3 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.თბილისში, წ-------------–----------------ში მდებარე სახლში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა რ-----------------ემ არასრულწლოვნების - (10 წლის) ნ-----–----------------ისა და (8 წლის) ქე------------------ის თანდასწრებით, მის ყოფილ მეუღლეს მ-------–----–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ კი, რ-----------------ემ მ-------–----–-–---–ს მარჯვენა ფეხის წვივში ძლიერად ჩაარტყა ფეხი, რა დროსაც მ-------–----–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
2017 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.თბილისში, წ-------------–----------------ში მდებარე სახლში რ-----------------ემ არასრულწლოვნების - (10 წლის) ნ-----–----------------ისა და (8 წლის) ქე------------------ის თანდასწრებით მის ყოფილ მეუღლეს მ-------–----–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ კი, რ-----------------ემ მ-------–----–-–---–ს სახის არეში ძლიერად გაარტყა ხელი, შემდეგ ორივე ხელი წაავლო მხრებში და თავი ძლიერად დაარტყა სახეში, რა დროსაც მ-------–----–-–---–ი დავარდა ძირს, ხოლო ძირს დაგდებულ მ-------–----–-–---–ს რ-----------------ე ურტყამდა ფეხებს და ხელებს თავისა და სახის არეში, ასევე მთელ სხეულზე, რა დროსაც მ-------–----–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
2017 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.თბილისში, წ-------------–----------------ში მდებარე სახლში რ-----------------ემ, ქ-----------–-–---–ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რ-----------------ემ, ქ-----------–-–---–ს ერთხელ ძლიერად გაარტყა მარცხენა მხარეს სახეში გაშლილი ხელი, რა დროსაც ქ-----------–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის ოქტომბრის თვეში, ქ.თბილისში, დ--------------------------------–--------------------------ის სარდაფში მდებარე საცხოვრებელში რ-----------------ემ განახორციელა ძალადობა ოჯახის წევრის - შვილის, 2007 წელს დაბადებული ნ-----–----------------ის მიმართ, კერძოდ, ერთხელ ძლიერად ჩაარტყა მუშტი მარჯვენა ფეხზე მუხლის არეში, რა დროსაც არასრულწლოვანმა ნ-----–----------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენით, რ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 03 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
რ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 05 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
რ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 05 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.
რ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ-----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
რ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 13 ნოემბრიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები რ-----------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ რ-----------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ რ-----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
სასჯელის დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ რ-----------------ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი რ-----------------ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს წინასწარი განზრახვით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი კი სასამართლოს ასევე ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებებით დადგენილია, რომ რ-----------------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა როგორც ყოფილ მეუღლეს მ-------–----–-–---–ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ასევე, არასრულწლოვან შვილს ნ-----–----------------ეს. საქმის მასალებში გამოკვეთილი არ არის მოტივი, თუმცა, დადგენილია, რომ რ-----------------ე ძალადობრივ ქმედებებს ყოფილი მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ახორციელებდა სისტემატურად, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნის დროს, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებებით ქ-----------–-–---–ის მიმართ ძალადობა განხორციელდა იმის გამო, რომ დაზარალებული ცდილობდა მისი შვილის - მ-------–----–-–---–ის დაცვას მოძალადე მეუღლისგან.
გასათვალისწინებელია, რომ ჩადენილია ოჯახური დანაშაული, ხოლო მსხვერპლები არიან როგორც ყოფილი მეუღლე - მ-------–----–-–---–ი, ასევე არასრულწლოვანი შვილები - 2007 წელს დაბადებული ნ-----–----------------ე და 2009 წელს დაბადებული ქე------------------ე. უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბავშვები წარსულშიც არაერთი ძალადობის ფაქტის შემსწრენი იყვნენ. აღნიშნულს ადასტურებს არამხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, არამედ რ-----------------ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენიც. მოცემულ ეტაპზე, მართალია, რ-----------------ე არის ნასამართლობის არმქონე, თუმცა დანიშნული პირობითი მსჯავრი ვერ გახდა შემაკავებელი და დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის. ანალოგიური დანაშაულის ჩადენა, კვლავ მ-------–----–-–---–ის მიმართ, კვლავ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეტყველებს მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენების და მსხვერპლთაგან იზოლაციის აუცილებლობაზე.
წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფონზე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედებათა განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მიზანშეუწონელია უფრო მსუბუქი სახის სასჯელის განსაზღვრა რ-----------------ისათვის. დაცვის მხარის მიერ მითითებული არგუმენტები, დაკავებისთანავე დანაშაულის აღიარების, გამოძიებასთან თანამშრომლობის და ოჯახის ეკონომიკური პირობების თაობაზე, ვერ გახდება სასჯელის იმაზე მეტად შემცირების საფუძველი, რაც განსაზღვრული აქვს რ-----------------ეს. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო იცავს არამარტო მ-------–----–-–---–ის და ქ-----------–-–---–ის ინტერესებს, არამედ არასრულწლოვანი ბავშვების ჭეშმარიტ ინტერესსაც, რასაც ნამდვილად არ წარმოადგენს მათი ფსიქოლოგიური ტრავმირება და ტანჯვა და რასაც უნდა აცნობიერებდეს მამა - რ-----------------ეც. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, პალატას მიაჩნია, რომ რ-----------------ეს არ აქვს გაცნობიერებული მისი მართლსაწინააღმდეგო ძალადობრივი ხასიათის ქმედებები, ერთის მხრივ ქალებზე, ხოლო მეორეს მხრივ ბავშვებზე. აღნიშნული გარემოებები, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, არაერთგზის ხელის, ფეხის დარტყმა ქალებზე და ბავშვებზე, მიუთითებს, რომ მას შეუძლია იმ ადამიანის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, რომელსაც არ შეუძლია სათანადოდ საკუთარი თავის დაცვა.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის შემსუბუქება მსჯავრდებულის მიმართ იქნება არასამართლიანი და თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი დანაშაული. მოცემულ შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს როგორც ქალების, ისე არასრულწლოვნების ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რაც ვერ იქნება გადაწონილი საჩივარში მითითებული არგუმენტებით. ნიშანდობლივია, რომ ფიზიკურ ძალადობას ოჯახში, გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი და ასევე განსაკუთრებულად უარყოფითად აისახება როგორც მსხვერპლის (მით უფრო არასრულწლოვნის) ფსიქიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე ბავშვების ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის პიროვნების რელევანტური, თანაზომიერი და პროპორციული. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებათა განხორციელების სახე და მართლსაწინააღმდეგო შედეგი არ იძლევა როგორც სასჯელის შემცირების, ისე რაიმე შეღავათების გამოყენების საფუძველს. სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე საბოლოოდ დანიშნული 2 წლით თავისუფლების აღკვეთა არ არის მკაცრი, ხოლო სასჯელის შემსუბუქება კი იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი ძალადობრივი დანაშაული.
პალატას მიაჩნია, რომ რ-----------------ის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან უნდა იყოს დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ რ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი, როგორც სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი რ-----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
რ-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 03 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
რ-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 05 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
რ-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 05 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
რ-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ-----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
რ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავებიდან 2017 წლის 13 ნოემბრიდან.
არასრულწლოვან დაზარალებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს განემარტოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე