განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100117002051282
საქმე №1ბ/199-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: დ----------–-----ის
ადვოკატის: ლ--–-------–-–---–ის
მსჯავრდებულის: მ--–------------–-–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე თ--–---------------–- პროკურატურის პროკურორის დ----------–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მ--–------------–-–---–ის მიმართ, დაბადებული 19---–-–-----------რს, პ/ნ2----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები:
ქ. თ--–------------------------ში.
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი- ნარკოტიკული საშულების უკანონო შეძენა და შენახვა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თ--–---------------–- სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენით:
მ--–------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და თანახმად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 გადაწყვეტილებისა არ დაენიშნა სასჯელი.
მ--–------------–-–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. ხოლო 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
მ--–------------–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა;
თ--–---------------–- სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ--–---------------–- პროკურატურის პროკურორმა დ----------–-----მა და მოითხოვა მასში ცვლილების შეტანა მ--–------------–-–---–ის მიმართ სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით.
პროკურორმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ თელავის რაიონულმა სასამართლომ მ--–------------–-–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისიწინა შემდეგი: თ--–---------------–- სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით მ--–------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; მ--–------------–-–---–ი ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 2 (ორი) წელი, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალა პირობით 6 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით. პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული ცნობის თანახმად მსჯავრდებული მ--–------------–-–---–ი, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელს იხდიდა 2013 წლის 27 მარტიდან 2015 წლის 26 მარტის ჩათვლით. ხოლო კ------ს პრობაციის ბიუროდან მიღებული წერილით ირკვევა, რომ მსჯავრდებული მ--–------------–-–---–ი იმყოფება აღრიცხვაზე კ------ს პრობაციის ბიუროში და პირობითი მსჯავრის გასვლის თარიღია 2021 წლის 25 მარტი.
პროკურორი სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ თ--–---------------–- სასამართლოს მიერ მ--–------------–-–---–ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილში მსჯავრდებისას სწორად გამოიყენა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 გადაწყვეტილება, როცა არ დაუნიშნა სასჯელი, მაგრამ სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ მ--–------------–-–---–ი დანაშაულის ჩადენისას თ--–---------------–- სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენის საფუძველზე იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და უკანონოდ გაათავისუფლა მთლიანად მოუხდელი სასჯელისგან, რაც დაკავშირებული იყო თავისუფლების აღკვეთასთან. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად - თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სსსკ-ის 21-ე თავის შესაბამისად, საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.
საჩივარში პროკურორმა კანონშეუსაბამოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია ის, რომ თ--–---------------–- სასამართლოს მოსამართლემ მ--–------------–-–---–ის მიმართ განაჩენის გამოტანისას არ გაითვალისწინა ზემოთმითითებული გარემოებები და მას საერთოდ არ განუსაზღვრა სასჯელი - არ გააუქმა პირობითი მსჯავრი და არ დაუნიშნა შებამისი სასჯელი.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთა მათ, მოaხდინა მათი ერთმანეთთან შეჯერება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ--–---------------–- პროკურატურის პროკურორ დ----------–-----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების მხედველობაში მიღებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის ზაფხულში მ--–------------–-–---–მა თ--–-------------- სოფელ კ----------–------ს მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, რომელსაც ასევე უკანონო ინახავდა. 2017 წლის 27 ივლისს, ქ------–--–------------------ N9-ში მდებარე მ--–------------–-–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას შსს თ--–---------------–- სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს მომწვანო ფერის მცენარეული მასა, რაც ქიმიური ექსპერტიზის N1----- დასკვნის თანახმად წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ნედლ „მარიხუანას“, წონით 42,68 გრამს. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების ლ------------–-–---–ის, გ---------------–-–---–ის, მა------------–---–ის, ლი-–--------–-–---–ის, ნ------------–---–ის და ზ-----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ჩხრეკის ოქმით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ პუნქტის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ--–------------–-–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რისთვისაც პალატის აზრით სწორად არ იქნა დანიშნული სასჯელი თ--–---------------–- სასამართლოს მიერ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 გადაწყვეტილებაზე მითითებით, რომლის თანახმადაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საპატიმრო სასჯელის გამოყენება ნარკოტიკული საშუალება ნედლი ”მარიხუანას“პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისათვის, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, გარდა თავისუფლების აღკვეთისა, სხვა ალტერნატიულ სასჯელს არ ითვალისწინებს. ამიტომ თელავის რაიონულმა სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასასამართლოს 2015 წლის 15 თებერვლის №3/1/855 გადაწყვეტილების დასაბუთებიდან გამომდინარე, ბრალდებულ მ--–------------–-–---–ს არ უნდა დანიშვნოდა სასჯელი, ვინაიდან სანქციის არარსებობის შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას რაიმე სამართლებრივი ნორმის არარსებობა, რითიც შეიძლება სასამართლომ იხელმძვანელოს უნდა ჩაითვალოს მითითებული საპროცესო კანონის ხარვეზად, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ მ--–------------–-–---–ის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
რაც შეეხება თ--–---------------–- სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებულ მსჯელობას, რომელზე დაყრდნობითაც არ იქნა გაუქმებული პირობითი მსჯავრი და არ იქნა დანიშნული სასჯელი განაჩენთა ერთობლიობით, პალატა ვერ გაიზიარებს. საქმის მასალებით დგინდება შემდეგი: თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ იყო მ--–------------–-–---–ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით დანიშვნის საფუძველი და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: მ--–------------–-–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის არ ენიშნება სასჯელი, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი სანქციის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოცემულ შემთხვევაში სისხლისამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება წარმოადგენს არაჰუმანურ, სასტიკ და ღირსების შემლახველ მოპყრობას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის პირობას წარმოადგენს ის, რომ გაუქმებული პირობითი მსჯავრის მოუხდელი ნაწილი უნდა დაემატოს ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს. კონკრეტულ შემთხვევაში, მ--–------------–-–---–ს სასჯელი არ დანიშვნია. მართალია, ფორმალურად არსებობს პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძველი, თუმცა არ არსებობს სასჯელი, რომელსაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. თუ სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და თუნდაც ნაწილობრივ - 01(ერთი) დღით გააცოცხლებს მოუხდელ სასჯელს, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, ვინაიდან, მ--–------------–-–---–ს მაინც ნარკოტიკული დანაშაულისათვის მოუწევს თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდა. მოუხდელი სასჯელიდან სიმბოლურად ერთი დღის დამატება ასევე გამოიწვევს დანაშაულის წახალისებას. ერთი დღე თავისუფლების აღკვეთის სანაცვლოდ პირობითი მსჯავრის მოხდისაგან გათავისუფლება ხშირ შემთხვევაში წამახალისებელი იქნება.
მიუთითა რა აღნიშნულზე, თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა გაუქმებულიყო პირობითი მსჯავრი და მ--–------------–-–---–ს დამოუკიდებლად უნდა მოეხადა თ--–---------------–- სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი.
სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება მითითებულ მსჯელობას და თვლის, რომ თ--–---------------–- სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნა, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, ვიანიდან სანქციით განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა იმავე ნაწილის დისპოზიციაში მითითებული ქმედების ჩადენის გამო - (100 გრამი ნედლი ,,მარიხუანას“ მოხმარების მიზნით შეძენა და შენახვა) წარმოადგენს არაჰუმანურ, სასტიკ და ღირსების შემლახველ მოპყრობას. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული არა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების საერთოდ დასჯადობა, არამედ ამ ქმედებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა. ამიტომ ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია თავისუფლების აღკვეთის გარდა სხვა სასჯელს არ ითვალისწინებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილების გამოტანიდან საქართველოს სსკ-ში 2731 მუხლის დამატებამდე, (რომლითაც განსაზღვრულია არასაპატიმრო სასჯელი მარიხუანის მოხმარების მიზნით შეძენა შენახვისათვის) პერიოდში მსგავსი ქმედების ჩადენისათვის სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაენიშნა სასჯელი. სწორედ ეს იყო საფუძველი სასჯელის დაუნიშნავად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა.
ამდენად, აღწერილი გარემოებების გამო დანაშაულებრივი ქმედებისათვის დროის გარკვეულ პერიოდში სასჯელის დაუნიშნავად განაჩენის გამოტანა არ მიუთითებს იმაზე, რომ ქმედება არ არის დასჯადი სისხლის სამართლის წესით. შესაბამისად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების ჩადენა პირობითი მსჯავრით დაწესებული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ამ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენთა ერთობლიობის საფუძველზე სასჯელის დანიშვნის კანონით გათვალისწინებული საკმარისი და უპირობო საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში პირობითი მსჯავრის გაუქმებით არ ხდება მ--–------------–-–---–ის თავისუფლების აღკვეთით დასჯა ნარკოტიკული დანაშაულისათვის, როგორც ეს თ--–---------------–- სასამართლოს განაჩენშია მითითებული, არამედ მიუხედავად ნარკოტიკული დანაშაულისათვის სასჯელის არ დანიშვნისა, ამ ქმედების გამო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძველს.
პალატა ასევე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული სასჯელების შეკრების საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესის შეუძლებლობის შესახებ იმაზე მითითებით, რომ სახეზე არ გვაქვს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი. პალატა თვლის, რომ ასეთი მსჯელობით ადგილი აქვს ნორმის სიტყვა-სიტყვით განმარტებას და განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული სასჯელების შეკრების მითითებული წესის საწინააღმდეგო არ იქნება ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელის არარსებობის პირობებში საბოლოო სასჯელის განსაზღვრა მხოლოდ წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილით ნაწილობრივ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თ--–---------------–- პროკურატურის პროკურორის დ----------–-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს - ხოლო თ--–---------------–- სასმართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენში მ--–----ი მ------–-–---–ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ--–---------------–- პროკურატურის პროკურორის დ----------–-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
თ--–---------------–- სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენში მ--–------------–-–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება;
მ--–------------–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და თანახმად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 გადაწყვეტილებისა, არ დაენიშნოს სასჯელი.
მ--–------------–-–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. ხოლო 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს მ--–------------–-–---–ის მიმართ თ--–---------------–- სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - პირობითი მსჯავრი - 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით მ--–------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თ--–---------------–- სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრიდან ნაწილი -1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ--–------------–-–---–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 25 აპრილიდან.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მ--–------------–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები: ნარკოტიკშემცველი ,,კანაფის“ მცენარე, წონით 0,14 გრამი, გამომშრალი ,,მარიხუანა“ წონით 0,11 გრამი და ნედლი ,,მარიხუანა“ წონით 41,68 გრამი, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
ერთი ცალი CD დისკი შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე