განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001934592
საქმე №1ბ/107-18
PP
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
გოჩა ჯეირანაშვილი
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: დ------------აძე
მსჯავრდებულების: ა-–--------------------–---–ის და ბ-----------აის
ადვოკატების: დ-----------ის და დ-----------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულების ა-–--------------------–---–ის და ბ-----------იას და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების დ-----------ის და დ-----------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №101200517001).
1.ა-–--------------------–---–ის მიმართ, დაბადებული 1--- წლის 28 მაისს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №0----------), უმაღლესი განათლებით, დაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ. თბილისი, ც----------------- ქუჩა 1-----, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ც----------------- ქუჩა 1------ში. მსჯავრდებულია დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2.ბ-----------იას მიმართ, დაბადებული 1--- წლის 8 მაისს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №0----------), უმაღლესი განათლებით, დაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ც----------------- ქუჩა 1------ში. მსჯავრდებულია დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–--------------------–---–მა და ბ-----------იამ ჩაიდინეს მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სხვისი ნივთის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოს თ-----–-----------------ს სსიპ სახელმწიფო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტ ,-----–----- 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმილი შპს ,,ს--–-----–--------------–------–-------“-ის საფინანსო განყოფილების უფროსმა ა-–--------------------–---–მა ამავე კომპანიის არქიტექტორ-დიზაინერ ბ-----------იასთან წინასწარი შეთანხმებით ამ უკანასკნელის საბანკო ანგარიშზე სახელფასო, საპრემიო და სამივლინებო ხარჯების გარდა ეტაპობრივად დამატებით ჩარიცხა შპს ,,ს--–-----–--------------–------–-------“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა 241 847 ლარის ოდენობით, რაც ა-–--------------------–---–მა და ბ-----------იამ საერთო განზრახვის თანახმად მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს და გამოიყენეს პირადი მიზნებისათვის. ა-–--------------------–---–ის და ბ-----------იას ქმედების შედეგად შპს ,----–-----–--------------–------–--------ს მიადგა დიდი ოდენობით - 241 847 ლარის ქონებრივი ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენით:
ა-–--------------------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებიდან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან, ასევე საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტიდან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.
ა-–--------------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით.
ა-–--------------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება 2 (ორი) წლით.
ბ-----------იას ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქ/პუნქტიდან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.
ბ-----------ია ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
ბ-----------იას საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით.
ა-–--------------------–---–ს და ბ-----------იას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2017 წლის 12 მარტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენი გაასაჩივრეს:
-მსჯავრდებულ ა-–--------------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ-----------ემ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის ლელა შკუბულიანის 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და ა-–--------------------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
-მსჯავრდებულმა ბ-----------იამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ-----------------ემ და მოითხოვეს სსსკ-ის 298 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტის თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მაგივრად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
-საქართველოს მთავარი პროკურატურის თ-----–-----------------ში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა დ------------აძემ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის ლელა შკუბულიანის 2017 წლის 6 დეკემბრის N1/2331-17 განაჩენის გაუქმება კვალიფიკაციის ნაწილში, როგორც დაუსაბუთებელის; ასევე ა-–--------------------–---–ის დამნაშვედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მე-2ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; ბ-----------იას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლის - საქართველოს მთავარი პროკურატურიოს თ-----–-----------------ში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორის დ------------აძის მიერ ზემდგომი პროკურორის მ----–----------–---–-ს თანხმობით წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულებთან ა-–--------------------–---–თან და ბ-----------იასთან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულებმა ა-–--------------------–---–მა და ბ-----------იამ ადვოკატებთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ ნებაყოფლობით მიმართეს პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვეს, მათთან გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება.
სახელმწიფო ბრალდებამ ითხოვა მსჯავრდებულებთან ა-–--------------------–---–თან და ბ-----------იასთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა შემდეგი პირობებით:
ა-–--------------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ა-–--------------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება 2 (ორი) წლის ვადით:
ბ-----------ია ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ბ-----------იას საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით:
სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულებთან ა-–--------------------–---–თან და ბ-----------იასთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და პალატა უფლებამოსილია, იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულების მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულების ადვოკატებთან შესაბამისი იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, მსჯავრდებულები ა-–--------------------–---–ი და ბ-----------ია სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ, მათ შორის ნასამართლობის, შედეგებს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებულები ა-–--------------------–---–ი და ბ-----------ია სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ედებათ ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებულები აცნობიერებენ, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მათთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებს განემარტა, რომ მათ მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ა-–--------------------–---–ის და ბ-----------იას ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების ა-–---–----------–---–------------------------–----–-------–---–-------------------–---–--------–---------------------–---------–------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, ა-–--------------------–---–ის და ბ-----------იას გამოკითხვის ოქმებით, რწმუნებულებებით, მინდობილობებით, ბრძანებებით, შრომითი ხელშეკრულებით, საგადასახადო დავალებებით, სალაროს შემოსავლის ორდერებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულების მიერ განსახილველი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია ა-–--------------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ბ-----------იას მიმართ საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კანონიერია. შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულები აღიარებენ დანაშაულს, სადავოდ არ ხდიან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობენ სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს მთავარი პროკურატურის თ-----–-----------------ში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურატურის დ------------აძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს - დამტკიცდეს ზემდგომი პროკურორის მ-----–----------–---–ის თანხმობით 2018 წლის 11 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება:
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის თ-----–-----------------ში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ დ------------აძეს, მსჯავრდებულ ა-–--------------------–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ დ-----------ეს შორის;
2. საქართველოს მთავარი პროკურატურის თ-----–-----------------ში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ დ------------აძეს, მსჯავრდებულ ბ-----------იას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ დ-----------------ეს შორის;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენში ა-–--------------------–---–ის და ბ-----------იას მიმართ შეტანილი იქნას ცვლილება;
ა-–--------------------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებიდან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან, ასევე საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტიდან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.
ა-–--------------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ა-–--------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 12 მარტიდან.
ა-–--------------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება 2 (ორი) წლის ვადით:
ბ-----------იას ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქ/პუნქტიდან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.
ბ-----------ია ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ბ-----------იას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოთ დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 12 მარტიდან.
ბ-----------იას საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით:
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პირობით მსჯავრდებულების ა-–--------------------–---–ის და ბ-----------იას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ნივთიერი მტკიცებულებები:
ბ-----------იას ბინის ჩხრეკის ოქმით ამოღებული საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი, 1 ცალი ,,ASUS“-ის ფირმის შავი ფერის კომპიუტერის პროცესორი, ე.წ. ,,ფლეშკა“ - წარწერით ,,SanDisk“, ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი; ბ-----------იას სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებული კომპიუტერის პროცესორი ნომრით 2------------; ა-–--------------------–---–ის ბინის ჩხრეკის ოქმით ამოღებული ,,საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათი - გაცემული ბ-----------იას სახელზე, ‘’acer“-ის ფირმის ლეპტოპი და წითელი ფერის მეხსიერების ბარათი, შავი ფერის კომპიუტერის პროცესორი საფირმო წარწერით - L------------------ ა-–--------------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ა----------–---–ის პირადობის მოწმობა, საზღვარგარეთის პასპორტი და მობილური ტელეფონი ,,სამსუნგი“; ა-–--------------------–---–ის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებული 1 ცალი შავი ფერის მეხსიერების ბარათი, 3 ცალი ბლოკნოტი, 1 ცალი საფულე ჩეკის წიგნაკი და კომპიუტერის პროცესორი წარწერით - Y--------------------------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.
ბ-----------იას ბინის ჩხრეკის ოქმით ამოღებული სს ,,ბაზისბანკის“ სალაროს გასვლის ორდერები, საბანკო დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტებითი ბარათი; ა-–--------------------–---–ის ბინის ჩხრეკის ოქმით ამოღებული დოკუმენტაცია, სს ,,ბაზისბანკიდან” ამოღების ოქმით ამოღებული სალაროს გასვლის ორდერები; სს ,,საქართველოს ბანკიდან“ ამოღების ოქმით ამოღებული სალაროს გასვლის ორდერები; შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტიდან N1------- დასკვნასთან ერთად გადმოგზავნილი დისკები; სს ,,ბაზისბანკიდან“ ამოღების ოქმით ამოღებული დოკუმენტაცია; შპს ,,----------- ამოღების ოქმით ამოღებული ქვითრები; კ----–----ის ელექტრონული ფოსტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, მოთავსებული 1 ცალ DVD დისკზე; სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან N0-------- დასკვნასთან ერთად მიღებული ინფორმაცია 4 ცალ დისკზე და სს ,,ლიბერთი ბანკიდან” ამოღების ოქმით ამოღებული გასავლის ორდერები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განემარტოს მსჯავრდებულებს, რომ განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვთ, ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; ბ) მსჯავრდებულებს შეეზღუდათ დაცვის უფლება: გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა: დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულებმა დაარღვიეს საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთ თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
გ. ჯეირანაშვილი