განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001987317
საქმე №1/ბ-228-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 მაისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის, მეია მელქაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ----------–ის,მსჯავრდებულ: ს--–-----------ის,ადვოკატ: უ–---------–--ის,თარჯიმან: ა---------–--------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულის ს--–-----------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის უ–---------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს--–--------------------------ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #0----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–----------------------------------------–-----------–---------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით ს--–-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ ს--–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.
ს--–-----------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 21 ივნისს, დაახლოებით 19:02 საათზე, ქ.თბილისში კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის მხრიდან ჯავახეთის ქუჩის მიმართულებით, ს--–-----------ი მოძრაობდა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით „მ-–----–-“ სახელწიფო ნომრით A--------. მსვლელობისას, N39 გარეგანათების ბოძის მიმდებარედ, ს--–-----------მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მოთხოვნები და სავალი გზის მესამე ზოლში დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ა-------------–---–ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად სსიპ „გი---------------–---–---------–------------------–------------–------------------------------------------––-“ 2016 წლის 21 აგვისტოს გარდაიცვალა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს--–-----------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა უ–---------–--ემ, რომელთაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და ამ ნაწილის ფარგლებში, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, პირობითად ჩათვლით.
საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს, 2018 წლის 18 მაისს, ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის ნ----------–ის მიერ, ზემდგომი პროკურორის და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ს--–-----------თან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა მოითხოვა, რომ ს--–-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ს--–-----------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობით მსჯავრად დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე და 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს--–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროკურორმა ნ----------–მა, მსჯავრდებულმა ს--–-----------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა უ–---------–--ემ.
სააპელაციო პალატამ, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ის სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს, ასევე იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც იგი ნებაყოფლობით აღიარებს. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ, აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს. შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში და დაზუსტებულია მხარეთა მიერ სასამართლო პროცესზე. მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
საქმის მასალების შესწავლისა და განხილვის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეთა: გ-------–---–ის, ი-------------ისა და ი-----–-----------–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და თანდართული სქემით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია, რომ ს--–-----------მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
ამდენად, პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და დამტკიცდეს წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-215-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულ ს--–-----------ს შორის.
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენში.
ს--–-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ს--–-----------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობით მსჯავრად დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე და 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს--–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ს--–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 22 იანვრიდან.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი, პირობითი მსჯავრის პერიოდში, განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს--–------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია, ხოლო გირაოს სახით გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შპს „უ---------–-----“-ს მაღაზია „რ------“-ს ვიდეოკამერების ჩანაწერები 1 ცალ დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
ს--–-----------ის ბიომეტრიული პასპორტი - დალუქული სახით, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დაუბრუნდეს ს--–-----------ს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შეიძლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი