განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100117002287636
(1/ბ-165-18წ)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორ _ ირაკლი შვანგირაძის,ადვოკატ - ირაკლი შენგელიას
გამართლებულ - ზ-----------------ას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ-------------------------------ას მიმართ, დაბადებული 1--- წლის 09 მაისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, მცხოვრები: ხ----, სოფელი გ---------ი.
აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
ზ-----------------ას ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (2017 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი) ასევე, ქურდობა ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (2017 წლის 5-6 სექტემბრის ეპიზოდი). რაც გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის 17 ივლისის ს----------ის რაიონული სასამართლოს და 2013 წლის 04 სექტემბრის სენაკის რაიონული სასამართლოს განაჩენებით ქურდობისათვის ნასამართლევმა ზ-----------------ამ 2017 წლის 18 აგვისტოს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე დროის პერიოდში, უკანონოდ შეაღწია, ს----------ის რაიონის სოფელ კ-------ში მდებარე მ---------–--ის საცხოვრებელი სახლის გვერდით არსებულ სამზარეულოში, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ჩინური წარმოების 220 ლარად ღირებულ ველოსიპედს, 30 ლარად ღირებულ ოპტიკურ სათვალეს, თავისივე ჩასადებით, 150 ლარად ღირებულ „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს, 30 ლარად ღირებულ „როქსანის“ ფირმის ქალის სუნამოს და ფულს 70 ლარის ოდენობით. ზ-----------------ას ქმედების შედეგად მ---------–--ეს მიადგა 500 ლარის ქონებრივი ზიანი.
2008 წლის 17 ივლისის ს----------ის რაიონული სასამართლოს და 2013 წლის 04 სექტემბრის სენაკის რაიონული სასამართლოს განაჩენებით ქურდობისათვის ნასამართლევმა ზ-----------------ამ 2017 წლის 05 სექტემბრის 23:00 საათიდან ამავე წლის 06 სექტემბრის 06:00 საათამდე დროის პერიოდში, ორფრთიანი კარის გაღების გზით, უკანონოდ შეაღწია ს----------ის რაიონის სოფელ ჭ----ში მდებარე ლ--–----------–ის საცხოვრებელ სახლთან მდებარე სამზარეულოში, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 650 ლარად ღირებულ „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორს, 10 ლარად ღირებულ მაგიდის საათს, 30 ლარად ღირებულ „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს და ფულს 60 ლარის ოდენობით. ზ-----------------ას ქმედების შედეგად ლ--–----------–ს მიადგა 750 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
ს----------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენით ზ-----------------ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი); აგრეთვე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, ამვე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 5-6 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ზ-----------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს----------ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირაკლი შვანგირაძემ, რომელიც ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი და ზ-----------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით(2 ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებაში, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ზ-----------------ას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო თანმიმდევრული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა და გაიზიარა ზ-----------------ას ჩვენება, რა დროსაც ყურადღების მიღმა დატოვა მთელი რიგი ურთიერთსაწინააღმდეგო მომენტები. სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ს----------ის რაიონული პროკურატურის პროკურორს ირაკლი შვანგირაძეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
გამართლებულ ზ-----------------ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ირაკლი შენგელიას, რომლებმაც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ზ-----------------ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ლ--–----------–ის ჩვენების თანახმად, ცხოვრობს ს----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირში, მარტო. იგი არ იცნობს ზ-----------------ას და არც არასოდეს უნახავს სოფელში. 2017 წლის 06 სექტემბერს დილით მისი სახლის გვერდით არსებული სამზარეულოს კარი დახვდა ღიად, ოთახში შესვლისას ნახა, რომ იატაკზე ეგდო ჩანთა, ხოლო ოთახი არეული იყო. მოპარული იყო ,,სამსუნგის’’ ფირმის 650 ლარად ღირებული ტელევიზორი, 30 ლარად ღირებული სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, შიგ მოთავსებული სიმბარათით, რომლის ნომერია 595 50 26 18, მცირე ზომის 10 ლარად ღირებული საათი და ფულადი თანხა 60 ლარის ოდენობით, ტელევიზორის ადგილას იდო ნახევარი ლიტრის ტევადობის მქონე ბოთლი, რომელშიც ჩარჩენილი იყო ტყემალი და ასევე ჭრელი ყვავილებით მოხატული, ჭუჭყიანი შუშის ჭიქა, რომელიც მისი ოჯახის საკუთრებას არ წარმოადგენდა, ხოლო საიდან მოხვდა აღნიშნული ჭიქა მის სამზარეულოში, მისთვის უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით მან დაუყოვნებლივ აცნობა პოლიციას, რის შემდეგაც მასთან მივიდნენ ექსპერტი და უბნის ინსპექტორი, რომლებმაც აიღეს შემთხვევის ადგილიდან ანაბეჭდები, ასევე მასაც აუღეს თითის ანაბეჭდები, ასევე მათ მიერვე ამოღებული იქნა ტელევიზორის ყუთის ნახევი და ტელევიზორის პასპორტი, მოწმის ლ--–----------–ის განმარტებით, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში, კერძოდ, ამოცნობაში რა დროსაც ამოსაცნობ ობიექტთა შორის მის მიერ ამოცნობილი იქნა მისი კუთვნილი მცირე ზომის საათი, რომელსაც წინა მხარე ჰქონდა ვერცხლისფერი, ხოლო უკანა მხარე კი შავი, ასევე დაზიანებული ჰქონდა ელემენტის ჩასადებიც, მას ასევე ამოსაცნობად წარუდგინეს მობილური ტელეფონებიც, რომელთაგანაც არცერთი ტელეფონი მისი არ იყო. აღნიშნული ქურდობის შედეგად მას მიადგა 750 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ მ---------–--ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ს----------ის მუნიციპალიტეტის ნაბაკევის თემის სოფელ კ-------ში, დედასთან ერთად. 2017 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, უკვე 19 აგვისტო იყო დაწყებული, დაწვა დასაძინებლად, დილით ადგა დაახლოებით 06:30 საათზე, რა დროსაც ნახა, რომ მისი სახლიდან მოპარული იყო მისი კუთვნილი 220 ლარად ღირებული ველოსიპედი, 120 ლარიანი ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, ასევე ოპტიკური სათვალე, თავისივე ჩასადებით, ფულადი თანხა სულ 70 ლარის ოდენობით და 30 ლარად ღირებული ,,ოქსანის’’ მარკის ქალის სუნამო. ამის შემდგომ დარეკა 112-ში, რის შემდეგაც მასთან მივიდა უბნის რწმუნებული, გამომძიებელი და ექსპერტი. ექსპერტის მიერ აღებული იქნა თითის ანაბეჭდები, ასევე ფოტოები გადაუღო შემთხვევის ადგილს, ხოლო გამომძიებლის მიერ იგი გამოკითხული იქნა, იგი დაიბარეს პოლიციაში, რა დროსაც მას აუღეს თითის ანაბეჭდები, მოწმის განმარტებით ასევე მონაწილება მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში, კერძოდ, ამოცნობაში, რა დროსაც მის წინ განთავსებული 3 სათვალიდან ამოიცნო მისი კუთვნილი ყავისფერი ოპტიკური სათვალე და სათვალის ჩასადები, რომელსაც ჰქონდა შავი ფერის ძირი და ზემოდან იყო თეთრი ფერის იასამნისფერი, ორნამენტებით მოჩითული. მან ასევე მონაწილება მიიღო მობილური ტელეფონის ამოცნობაშიც, თუმცა წარმოდგენილ ტელეფონთაგან არცერთი მისი საკუთრება არ იყო. აღნიშნული ქურდობის შედეგად მას მიადგა 500 ლარის ოდენობის ზიანი.
მოწმის სახით დაკითხულ მ-----–--------–--ის ჩვენების თანახმად, ცხოვრობს ხ----ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ---------ში, იგი არის ზ-----------------ას მეზობელი და ბავშვობის მეგობარი, მათი საცხოვრებელი სახლები ერთმანეთთან დაშორებულია დაახლოებით 100 მეტრით. 2017 წლის 06 სექტემბერს, დღის საათებში, მას დაურეკა ზ-----------------ამ და ჰკითხა მის სახლთან პოლიცია ხომ არ იყო მისული, რაზედაც მან უპასუხა, რომ იგი იმყოფებოდა სამსახურში და არ იცოდა იყო თუ არა ვინმე მის ჭიშკართან. აღნიშნულთან დაკავშირებით ზ-----------------ასთან საუბარი არ ჰქონია.
მოწმის სახით დაკითხულ ლ----------–--ის ჩვენების თანახმად, ცხოვრობს ხ----ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში, ზ-----------------ას მეზობლად. მათი საცხოვრებელი სახლები ერთმანეთთან დაშორებულია დაახლოებით 200 მეტრით. 2017 წლის 06 სექტემბერს, დილის საათებში, იგი იმყოფებოდა ბაზარში, რა დროსაც დაურეკა ზ-----------------ამ და ჰკითხა მის სახლთან პოლიცია ხომ არ იყო მისული, რაზედაც მან უპასუხა, რომ იგი სახლში არ იმყოფებოდა და შესაბამისად არც არაფერი იცოდა ამის შესახებ. სახლში დაბრუნებულს მართლაც დახვდა ზ-----------------ასა და მეზობლის ჭიშკრებს შორის დაყენებული ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირები. აღნიშნულთან დაკავშირებით ზ-----------------ასთან შემდგომში საუბარი აღარ ჰქონია.
მოწმის სახით დაკითხულ ქ------------------ას ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ხ----ს რაიონის სოფელ გ---------ში, არის ზ-----------------ას გვერდით მეზობელი. 2017 წლის 06 სექტემბერს დილის საათებში იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ზ-----------------ას ჭიშკართან გაჩერდა ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ პოლიციელები და ჰკითხეს ხომ არ იცოდნენ ზ-----------------ას ადგილსამყოფლის შესახებ, რაზედაც მან უპასუხა, რომ იმ დღეს ზ-----------------ა საერთოდ არ დაუნახავს, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მას დაურეკა ზ-----------------ამ და ჰკითხა მის სახლთან ხომ არ იყვნენ პოლიციელები, რაზედაც მან უპასუხა, რომ უკვე წასულები იყვნენ. აღნიშნულ თემაზე შემდგომში ზ-----------------ასთან საუბარი არ ჰქონია. ზ-----------------ას ახასიათებს, როგორც კარგ მეზობელს, იგი სასჯელის მოხდის შემდგომ სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული და მშვიდი ცხოვრებით აგრძელებდა მეზობლებთან თანაცხოვრებას.
მოწმის სახით დაკითხულ დ----------–---ას ჩვენების თანახმად, მუშაობს შსს ს----------ის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. ზ-----------------ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულია შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: ზ-----------------ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების გახსნა და დათვალიერება, აგრეთვე მათი ამოცნობა, ასევე გამოტანილია დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ. მის მიერვე მოხდა ბრალდებულისთვის ბრალის წარდგენა და მტკიცებულებათა გაცვლა. ზ-----------------ას სახლის ჩხრეკა ჩატარდა 2017 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 21 საათზე, ხ----ს რაიონის სოფელ ქვიტირში, ჩხრეკა ჩატარდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მასში მონაწილეობას იღებდა თავად ზ-----------------ა და შსს ს----------ის რაიონული სამმართველოს განყოფილების უფროსი ა-–------------------აძე. ჩხრეკის შედეგად სახლის პირველ სართულზე მისაღებ ოთახში განთავსებული კარადიდან ამოღებული იქნა მცირე ზომის საათი, ამოღებული საათი იყო თეთრი ფერის ციფერბლატით წარწერით ,,კვარცი’’ უკანა მხარე ჰქონდა შავი, ხოლო ელემენტის ჩასადები ხუფი ჰქონდა გატეხილი და სათვალე თავისი ჩასადებით, აღნიშნული სათვალე კი იყო მოყავისფრო ფერის, ოპტიკური, მისი ჩასადების ქვედა ძირი იყო შავი, ზედა მხარე თერი ფერის, იასამნისფერი ყვავილების ორნამენტებით. ასევე სამზარეულოდან ამოღებული იქნა წყლის ტუმბოს დეტალები და 1 ცალი სავარაუდოდ ბენზოცელის დეტალი, ასევე გაზეთში გახვეული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, როგორც შემდგომ დადგინდა იყო მცირე ოდენობით მარიხუანა, რის გამოც ზ-----------------ა დაჯარიმდა ადმინისტრაციული წესით. ჩხრეკის დასრულების შემდგომ დაილუქა აღნიშნული ნივთები და შედგა ჩხრეკის ოქმი, რაზედაც მასთან ერთად ხელი მოაწერეს ზ-----------------ამ და ა-–------------------აძემ. მოხდა ზ-----------------ას დაკავება და პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისაგან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, დაკავების საფუძველი კი გახდა ის გარემოება, რომ ზ-----------------ას საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა ნაქურდალი ნივთები და შესაძლებელი იყო იგი მიმალულიყო. მას დაკავებისას არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა, აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რაზედაც ხელი მოაწერა თავად ბრალდებულმაც. აღნიშნულის შემდეგ დაკავების თაობაზე აცნობა მის ახლო ნათესავს. შემდეგ მოხდა ზ-----------------ას გამოკითხვა. 2017 წლის 20 სექტემბერს ამოღებული და დალუქული ნივთები, დათვალიერების მიზნით, გახსნილი იქნა ა-–------------------აძესთან ერთად, ხოლო შემდგომ ექსპერტ გ-------–-------ის მონაწილეობით ამოცნობის მიზნით დაზარალებულ ლ--–----------–ს წარედგინა საათი, რომელიც ამოცნობილი იქნა ლ--–----------–ის მიერ, მასვე ამოსაცნობად წარედგინა მობილური ტელეფონიც, რომელიც ამოღებული იქნა ზ-----------------ას პირადი ჩხრეკისას, მაგრამ მობილური ტელეფონი მის მიერ ვერ იქნა ამოცნობილი. დაზარალებულ მ---------–--ეს ამოსაცნობად წარედგინა ოპტიკური სათვალე, თავისივე ჩასადებით, რა დროსაც მის მიერ ამოცნობილი იქნა ყავისფერი სათვალე, თავისივე ჩასადებით, ხოლო მობილური ტელეფონი ვერც მ---------–--ის მიერ ვერ იქნა ამოცნობილი. მის მიერ ასევე მოხდა ბრალდებულის გამოკითხვა, მისთვის ბრალის წარდგენა და მტკიცებულებათა გაცვლა ს----------ის დროებითი მოთავსების იზოლატორში.
მოწმის სახით დაკითხულ ლ-–---–---------ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს შსს ს----------ის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 13 სექტემბერს მისთვის ცნობილი გახდა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზ-----------------ას გაქურდული ჰქონდა ს----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ----ში მდებარე ლ--–----------–ის საცხოვრებელი სახლი და მოპარული ნივთები შენახული უნდა ჰქონოდა ხ----ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ---------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულთან დაკავშირებით იგი დაკითხული იქნა მოწმის სახით. დაახლოებით 5-6 წლის წინ ზ-----------------ას ჰქონდა დედისეული საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი ს----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ----ში, სწორედ დაზარალებულ ლ--–----------–ის სახლის მოპირდაპირე მხარეს, დაახლოებით 50 მეტრში, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაყიდა. მისი ინფორმაციით, ზ-----------------ა ბოლო პერიოდში ხშირად დადიოდა სოფელ ჭ----ში და როდესაც მოხდა ლ--–----------–ის სახლის გაქურდვა, ანუ 2017 წლის 06 სექტემბერს, სწორედ წინა დღეებში იქნა შემჩნეული იგი სოფელ ჭ----ში. აგრეთვე მოცემულ საქმესთან დაკავშირებით იგი 2017 წლის 18 აგვისტოს იმყოფებოდა ს----------ის მუნიციპალიტეტის ნაბაკევის თემის დაბა კ-------ში მ---------–--ის სახლში მომხდარი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამომძიებელ კ-----------------------ათან, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ--–-------------–---სთან და ექსპერტ გ-------–-------თან ერთად, სადაც მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და მოაწერა კიდეც ხელი შესაბამის ოქმს. სადაც ე.წ ,,კუხნა’’ სახლის წინა მინიდან ამოღებული იქნა 1 ცალი თითის კვალი, რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და გაკეთდა მასზე შესაბამისი ხელმოწერები.
მოწმის სახით დაკითხულ კ---------------------იას ჩვენების თანახმად, მუშაობს შსს ს----------ის რაიონულ სამმართველოში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ს----------ის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ს----------ის მუნიციპალიტეტის ნაბაკევის თემის სოფელ კ-------ში მცხოვრებ მ---------–--ის საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც იგი გავიდა შემთხვევის ადგილას, ინსპექტორ გამომძიებლებთან მ--–-------------–---სთან და ლ-–---–---------ესთან, აგრეთვე ექსპერტ გ-------–-------თან ერთად, სადაც დახვდათ ეზოში მდგარი ერთსართულიანი სახლი და მის გვერდით მდებარე ე. წ ,,კუხნა’’ სახლი ანუ დამხმარე ნაგებობა, სწორედ აღნიშნული ნაგებობა იქნა გაქურდული, სადაც მის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი და მას ხელი მოაწერეს მონაწილე პირებმა. აგრეთვე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი თითის კვალი, რომელიც ასევე დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და რომელიც შემდგომში აღმოჩნდა თავად დაზარალებულ მ---------–--ის თითის კვალი. გარდა აღნიშნულისა გამოძიება დაიწყო ს----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ----ში მომხდარ ლ--–----------–ის საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე, მის მიერ ასევე უბნის ინსპექტორ გამომძიებლებთან ნ---------–----ესა და ვლადიმერ გიორგობიანთან ერთად, აგრეთვე ექსპერტ გ-------–-------თან ერთად. დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ხუთი ხელის კვალი, აღნიშნული კვლები ამოღებული იქნა ხის კარადაზე არსებული მინის ჭიქიდან ასევე მინის ბოთლიდან და ხელჩანთის ზედაპირიდან, აღნიშნული ნივთების ამოღება არ მომხდარა, ვინაიდან ისინი დამუშავებული იქნა სპეციალურ ფხვნილში, რის შემდგომაც ისინი სხვა საექსპერტო კვლევისათვის უვარგისი იქნებოდა. მის მიერ დამატებით მეორედ იქნა გამოკითხული ლ--–----------–ი. ასევე მის მიერ ქუთაისის 2 დაწესებულებაში ზ-----------------ას თანხმობით მოხდა მისგან თითის ანაბეჭდის აღება, ასევე ს----------ის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე შესაბამის მიმართვები იქნა გაგზავნილი შპს ,,ჯეოსელის,, შპს ,,მაგთიკომისა’’ და შპს ,,მოპიტელის’’ ოფისებში.
მოწმის სახით დაკითხულ ნ---------------ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს შსს ს----------ის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის თანამდებობაზე. ლ--–----------–ის საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტთან დაკვშირებით მის მიერ ჩატარებული იქნა 2 საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ გამოკითხული იქნა უბნის ინსპექტორი-გამომძიებელი ლ-–---–---------ე და მოწმე მ-----–--------–--ე.
მოწმის სახით დაკითხულ ზ--------------ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს შსს ს----------ის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ გამომძიებლის თანამდებობაზე, მან მოცემულ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა დაზარალებული ლ--–----------–ი, რომელმაც განუმარტა, რომ გაქურდული იყო მისი კუხნა -სახლი, საიდანაც წაღებული იყო მობილური ტელეფონი, ტელევიზორი, თანხა 60 ლარის ოდენობით და დაზიანებული მცირე ზომის საათი. სხვა რაიმე საგამოძიებო მოქმედებაში მას მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმის სახით დაკითხულ ნ---------–----ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს შსს ს----------ის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, 2017 წლის 06 სექტემბერს ს----------ის შსს რაიონულ სამმართველოში შესული იქნა შეტყობინება ლ--–----------–ის საცხოვრებელი სახლის გაქურდვასთან დაკავშირებით. იგი შემთხვევის ადგილზე გავიდა ინსპექტორ-გამომძიებელ ვლადიმერ გიორგობიანთან, გამომძიებლ კ---------------------იასთან და ექსპერტ გ-------–-------თან ერთად და მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა, თითის კვლები, სამსუნგის ფირმის ტელევიზორის პასპორტი, და ტელევიზორის ყუთის მუყაოს ნაჭერი. მოპარული იყო სამსუნგის ფირმის ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, მაგიდის მცირე ზომის საათი და თანხა 60 ლარის ოდენობით. თითის კვლები ამოღებული იქნა ნახევარი ლიტრის ტევადობის მქონე მინის ბოთლიდან და იქვე მდგარი მინის ჭიქიდან რომელიც დალუქული იქნა, რაზედაც ხელი მოაწერა. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მას მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმის სახით დაკითხულ ლ-–-------ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს შსს ს----------ის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, იგი ირიცხებოდა სამუშაო ჯგუფში, მის მიერ გამოკითხული იქნა ლ----------–--ე და ქ------------------ა, რომელთა გამოკითხვითაც დადგინდა, რომ 2017 წლის 06 სექტემბერს მათ დაუკავშირდათ ტელეფონით ზ-----------------ა და ჰკითხა, რომ მის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდნენ თუ არა პოლიციელები.
მოწმის სახით დაკითხულ მ--–-----------–--ის ჩვენების თანახმად, იგი ამჟამად მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, 2017 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა შსს ს----------ის რაიონულ სამმართველოში. ზ-----------------ას საქმესთან დაკავშირებით, როდესაც მოხდა მ---------–--ის სახლის ქურდობა, იგი გამომძიებელ კ---------------------იასთან უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ-–---–---------ესთან და ექსპერტ გ-------–-------თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც სახლიდან მოპარული იყო ჩინური წარმოების ველოსიპედი, მობილური ტელეფონი, ქალის სუნამო, სათვალე თავისივე ჩასადებით და ფულადი თანხა, დაახლოებით 70 ლარის ოდენობით ე. წ კუხნა-სახლის წინა მარჯვენა მინიდან ექსპერტის მიერ აღებული იქნა თითის ანაბეჭდი. სხვა რაიმე მნიშვნელოვანი კვალი და მტკიცებულება ამოღებული ვერ იქნა, ხელი მოაწერა ადგილზე დათვალირების ოქმს, როდესაც მოხდა ზ-----------------ას დაკავება და მისი სახლის ჩხრეკა, ამოღებული იქნა სათვალე თავისივე ჩასადებით, რომელიც წინათ ეკუთვნოდა მაი მიქელაძეს და ქურდობის ფაქტის შემდეგ დაკარგა, რის შესახებაც აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმის სახით დაკითხულ გ-------–-------ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს შსს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის უფროს ექსპერტად. 2017 წლის 18 აგვისტოს იგი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე ს----------ის მუნიციპალიტეტის ნაბაკევის თემის სოფელ კ-------ში, სადაც გაქურდული იყო საცხოვრებელი სახლი, საიდანაც წაღებული იყო ჩინური წარმოების ველოსიპედი, მობილური ტელეფონი და სათვალე, თავისივე ჩასადებით. იგი მონაწილეობას იღებდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და ეხმარებოდა გამომძიებელს მტკიცებულებათა შეგროვებაში, დათვალიერების დასრულებისას შედგა ადგილზე დათვალიერების ოქმი, რაზედაც ხელი მოაწერა. 2017 წლის 06 სექტემბერს ასევე ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით მონაწილეობა მიიღო ს----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ----ში მდებარე ლ--–----------–ის საცხოვრებელ სახლის დათვალიერებაში, სადაც ასევე დაკარგული იყო ტელევიზორი მობილური ტელეფონი და სხვა ნივთები. მათ მიერ ამოღებული იქნა ტელევიზორი ყუთის ნახევი და პასპორტი. მის მიერ არის ასევე განხორციელებული ლ--–----------–ისა და მ---------–--ის თითის კვლების აღება, ასევე მან თითის კვალი აიღო ბრალდებულ ზ-----------------ასაგან, მან ასევე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში კერძოდ ამოცნობაში.
მოწმის სახით დაკითხულ ა-–------------------აძის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს შსს ს----------ის რაიონულ სამმართველოში განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. მისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ზ-----------------ა წარსულში იყო ნასამართლევი ქურდობისათვის და იგი მიდრეკილი იყო დანაშაულის ჩადენისაკენ. სასამრთლოს განჩინების საფუძველზე იგი 2017 წლის 19 სექტემბერს გამოცხადდა ზ-----------------ას საცხოვრებელ სახლში მდებარე ხ----ს რაიონი სოფელ გ---------ში, სადაც სახლში დახვდა თავად ზ-----------------ა, მას გამომძიებლის მიერ განემარტა ჩხრეკის ჩატარების მიზეზი, ჩხრეკა ჩატარდა მისივე თანხმობით, რა დროსაც დამსწრეების მოწვევაზე უარი განაცხადა, ჩხრეკა მიმდინარეობდა საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, რა დროსაც იქ არსებული კარადიდან ამოღებული იქნა მცირე ზომის საათი, სათვალე თავისივე ბუდით, ასევე სამზარეულო ოთახიდან ამოღებული იქნა ქაღალდში გახვეული მომწვანო ფერის მცენარეული მასა და ტუმბოს დეტალები. ასევე მას მონაწილეობა აქვს მიღებული ნივთმტკიცების გახსნასა და დალუქვაში. მისი მონაწილეობით გახსნილი იქნა სათვალე, ასევე საათი და მობილური ტელეფონი, საათი იყო მაღვიძარა, თეთრი კორპუსით შავი ისრებით, წინა კორპუსი იყო მოვერცხლისფრო ხოლო უკანა მხარე შავი ფერის და დაზიანებული ჰქონდა ელემენტის ჩასადები, ეს ნივთები ჩხრეკის შემდეგ დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები, ხოლო მისი დათვალიერება მოხდა იმ მიზნით, რომ ისინი ამოსაცნობად უნდა ყოფილიყო წარდგენილი.
მოწმის სახით დაკითხულ ზ-----------------ას განმარტებით, იგი ცხოვრობს ხ----ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ---------ში, მარტო. სასჯელის მოხდის შემდგომ დაკავებული იყო სასოფლო სამეურნეო -საქმიანობით, კერძოდ, სურდა მცირე ბიზნესის წამოწყება. 2017 წლის 06 სექტემბერს ამ მიზნით მიდიოდა ქალაქ ქუთაისში, სადაც უნდა შეხვედროდა ბანკის თანამშრომელს და მისთვის გაეცნო მისი იდეები აგროსესხის მიღების მიზნით. გზად, კერძოდ, სოფელ ქუტირში მას უთხრეს, რომ მის ჭიშკართან მანქანა იყო გაჩერებული და ვინაიდან აინტერესებდა მართლა იყო თუ არა ვინმე გაჩერებული მის ჭიშკართან და იმის დასადგენად თუ ვინ იყვნენ ეს პირები, დაურეკა მის მეზობელს, მ-----–--------–--ეს, ხოლო შემდგომ ლ-----------–--ეს, რადგან ისინი არ იყვნენ სახლში, დაურეკა ქ------------------ას, რის შემდეგაც, დაახლოებით დღის პირველ საათზე, დაბრუნდა სახლში და ნახა რომ ტყემლის ბოთლი, რომელშიც ტყემალი კეჩუპთან ერთად იყო შეზავებული, ასევე მისაღებ ოთახში მდგარი წყლის გრაფინის გვერდით დადებული ჭიქა, სახლში აღარ იყო, რის გამოც გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს ნივთები პოლიციელებმა წაიღეს მისი სახლიდან, რადგან წინარე პერიოდებში მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია მით უფრო მაშინ, როდესაც სახლის კარი მუდმივად ღია იყო. 2017 წლის 6 სექტემბრიდან 2017 წლის 09 სექტემბრამდე მის ტელეფონზე შედიოდა გაურკვეველი ზარები და ხმას არ სცემდნენ. რამდენიმეჯერ თავად განახორციელა აღნიშნულ ნომერზე ზარი, მაგრამ არც საპასუხო ზარზე არ პასუხობდნენ. 2017 წლის 19 სექტემბერს, საღამოს, იგი იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მასთან მივიდა შსს ხ----ს რაიონული სამმართველოს 2 თანამშრომელი და უთხრეს, რომ მისი ნახვა უნდოდა ერთ ადამიანს, მან უთხრა რომ თანახმა იყო, რის შემდეგაც მასთან მივიდა შსს ს----------ის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, სახელად ა------ი, რომლის გვარიც არ იცის, ასევე დ----------–---ა და ა-–------------------აძე, ა------მა მას წარუდგინა სასამართლოს განჩინება, სულ იყვნენ 5 ადამიანი, ორი ხ----ს პოლიციიდან და სამი ს----------ის პოლიციიდან. ამ დროს იგი შეაჩერა ა------მა და თქვა ჩხრეკა დავიწყოთო, ჩხრეკა დაიწყეს სამზარეულო ოთახიდან, მის წინ მიდიოდა დ----------–---ა და ერთი ხ----ს პოლიციის თანამშრომელი, ა-–------------------აძე უკან ოთახში დარჩა, სწორედ ამ დროს დაინახა რომ ა-–------------------აძე რაღაცას დებდა მისაღებ ოთახში განთავსებულ კარადაში და მაშინვე უთხრა, რას აკეთებ რას დებ მანდო, ეს იყო სათვალის ბუდე, როგორც შემდეგ გაირკვა, შიგ სათვალეც ყოფილა. აღნიშნული სათვალის მოპარვის ფაქტი მისი მხრიდან ყოველგვარ ლოგიკას იყო მოკლებული, რადგან მას არ აქვს მხედველობის პრობლემა, გარდა ამისა, არც ასაკოვანი ჰყავს ვინმე სახლში, ვისაც ეს სათვალე დასჭირდებოდა და იმის გათვალისწინებით, რომ ორჯერ არის ნასამართლევი, კარგად იცოდა, რომ ნაქურდალი ნივთები სახლში არ უნდა შეენახა. მოწმემ ზ-----------ამ განმარტა, რომ მას არ ჰყავს მშობლები, ძმაც გარდაცვლი ჰყავს და რძალი პერიოდულად მიდის ოჯახში. კარადაში საიდანაც მოხდა თითქოსდა აღნიშნული ნივთების ამოღება, ინახავს თეთრეულს და თავად ალაგებს ამ კარადას, ამიტომ ზუსტად იცოდა რომ მსგავსი ნივთი იმ კარადაში არ ინახებოდა, იგივე მეთოდით მოხდა მისთვის საათის ჩადებაც. მისი სახლი შედგება კაპიტალური კუხნა-სახლისაგან, რომლის გვერდით არის ხის სახლი, მისთვის საეჭვოა ის გარემოება, რატომ არ დაიწყეს ჩხრეკა სხვა ოთახიდან, ჩხრეკის დამთავრების შემდეგ შევიდნენ აღნიშნულ ხის სახლში, სადაც დაიწყეს ერთი კარადის გაჩხრეკა, სადაც მისი რძლის ტანსაცმელები ინახებოდა, მაგრამ მის განმარტებაზე მაშინვე შეწყვიტეს ჩხრეკა, ამასთან ისინი არ დაინტერესებულან ეზოში მდგარი სხვადასხვა ნაგებობების გაჩხრეკით, როგორიც იყო საქონლის, ღორისა და ფრინველის სადგომი. ამდენად მათ სხვა ინტერესი არ ჰქონიათ, ზუსტად იცოდნენ, სადაც ჩადეს ეს ნივთები და საიდან უნდა ამოეღოთ. გარდა ამისა, არც ნარკოტიკული საშუალება იყო მისი საკუთრება. ამის შემდეგ იგი დააკავეს და გადმოყვანილი იქნა შსს ს----------ის რაიონულ სამმართველოში. სადაც წარუდგინეს ფოტოსურათი, რომლის მიხედვითაც მისი კუთვნილი ტელევიზორის ადგილას იდო ძვირადღირებული პლაზმური ტელევიზორი, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და ეს იყო დამუშავებული ფოტო, რათა იგი გამოეყენებინათ მის მიერ დანაშაულის აღიარების მექანიზმად. მსგავსი ძვირადღირებული ნივთი არასოდეს ყოფილა მის ოჯახში, გარდა ამისა, მას აუღეს თითის ანაბეჭდები ქუთაისის №2 დაწესებულებაში ყოფნისას. რაც შეეხება ქურდობის ფაქტებს იგი 2017 წლის 18-19 აგვისტოსაც და 06 სექტემბერს იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში. სოფელ ჭ----ში მართლაც ჰქონდა დედისეული საკარმიდამო ნაკვეთი, რომელიც 2013 წელში გაყიდა და მის შემდეგ იმ სოფელში აღარ ყოფილა და ერთი ადამიანიც კი ვერ დაადასტურებს რომ მთელი ამ წლების მანძილზე იგი ერთხელ მაინც უნახავს ვინმეს იმ სოფელში. მისი განმარტებით ვინაიდან არის ორჯერ ნასამართლევი და უპატრონო, გახდა ამ მანკიერი დამოკიდებულების მსხვერპლი, სინამდვილეში კი მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
ჩხრეკის ოქმის თანახმად, ზ-----------------ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მისაღები ოთახის ტანსაცმლის კარადიდან ამოღებული იქნა: ელემენტზე მომუშავე, მცირე ზომის, დასადგამი საათი თეთრი ე.წ. ციფერბლატით. წინა მხარეს ვერცხლისფერი ხოლო უკანა მხარეს შავი ფერის კორპუსით ელემენტის ჩასადები თავსახური ზედა მარცხენა მხარეს არის ჩამოტეხილი, საიდანაც ჩანს ელემენტის ნაწილისაათს გააჩნია ნუმარეცია 588-08 საათს ასევე გააჩნია თეთრი ფერის მოგრძო ღილაკი; ქალის მოყავისფრო ფერის სათვალე მარჯვენა ყურის ჩამოსადებზე წარწერით სათვალის ჩასადებიბუდე შავი ქვედა ძირით, თეთრი იასამნის ფერში კომბინირებული თავსახურით. სამზარეულო ოთახიდნ ამოღებული იქნა წყლის ტუმბოს 7 დეტალი, შავი ფერის მრგვალი ფორმის სავარაუდო ბენზო-ცელის პლასტმასის დეტალი. ამოღებული ნივთები დაილუქა სამ პაკეტად, 3917 ბეჭდით პაკეტებისათვის. ასევე სამზარეულო ოთახის ჩხრეკისას ამოღებული იქნა გაზეთის ფურცელში გახვეული მომწვანო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა, რაც ასევე დაილუქა ერთ პაკეტად 3317 ბეჭდით პაკეტებისათვის.
ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ლ--–----------–მა განაცხადა, რომ ამოსაცნობად წარდგენილი სამი ცალი საათიდან ამოიცნო მარცხნიდან რიგით მეორე საათი და განმარტა, რომ ეს ნივთი ის საათი იყო, რომელიც მისი საცხოვრებელი სახლიდან მოიპარეს 2017 წლის 06 სექტემბერს.
ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა მ---------–--ემ განაცხადა, რომ ამოსაცნობად წარდგენილი სამი სათვალიდან , მან ამოიცნო მარცხნიდან რიგით მესამე სათვალე, თავისივე ჩასადებით, მანვე განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილი სათვალე მისი სახლიდან მოიპარეს 2017 წლის 18 აგვისტოს.
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სს 061060917001 საქმეზე, ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი (დარჩენილი) ხელის თითის ორი კვალი (კვალი N1, კვალი N2) იდენტური არ არის-09.05.1--- წელს დაბადებული ზ-------------------------------ას ხელის ანაბეჭდისა.
სენაკის რაიონული სასმართლოს 2013 წლის 04 სექტემბრის განაჩენით დადგენილია, რომ ზ-----------------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა ) თვის ვადით. იმავე განაჩენით ზ-----------------ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ს----------ის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ივლისის განაჩენით და 2013 წლის 21 იანვრის განჩინების საფუძველზე დანიშნული პირობითი მსჯავრი- 3 (სამი) წლისა და 9(ცხრა) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ზ-----------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით.
სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეთა პოზიციებს, გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება პირდაპირი წესით არ ამტკიცებს ზ-----------------ას მხრიდან ქურდობის ჩადენის ფაქტს.
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ამოღებული ნივთების დათვალიერების და ამოცნობის კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარება, ნივთების ამოღების ფაქტი არ წარმოადგენს იმის უტყუარ მტკიცებულებას, რომ ქურდობა ზ-----------------ამ ჩაიდინა. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, შესაძლოა ყოფილიყო დამატებითი მტკიცებულება იმ პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებისა, რომელიც უცილობლად დაადასტურებდა ზ-----------------ას მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს. ის გარემოება, რომ ზ. ჯღარკავას საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია მოპარული ნივთები ( ლ. ჭკუასელის საათი და მ. მიქელაძის სათვალე), ამიტომ ქურდობაც ჯღარკავამ ჩაიდინა, წარმოადგენს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე 3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება სამართალწარმოების ყველა სტადიაზე და ახასიათებს საქმეზე მთელ წარმოებას, თუმცა მტკიცებულებათა შეფასებას სრული მასშტაბით მხოლოდ სასამართლო ახორციელებს. ამასთან, მტკიცებულება შეიძლება აკმაყოფილებდეს სამი პირობიდან (იგულისხმება რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა), რომელიმე ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას. მტკიცებულებათა უტყუარობა გულისხმობს მასში მოცემული ინფორმაციის (ფაქტობრივი გარემოებების) ჭეშმარიტებას და ამ საკითხის შეფასებისას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: მტკიცებულების წყაროს სანდოობაზე, გარემოებებზე, რომლებშიც განხორციელდა მტკიცებულების ფორმირება, ინფორმაციის მიღების ხერხებსა და საშუალებებზე და იმაზე, შესაფასებელ მტკიცებულებაში მოყვანილი ინფორმაცია დადასტურება თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმის დადასტურება, რომ ზ-----------------ამ დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო ზ-----------------ა უდანაშაულოდ და გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი); აგრეთვე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, ამვე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 5-6 სექტემბრის ეპიზოდი). გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კანონიერი, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს----------ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი შვანგირაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ს----------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ზ-----------------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი) ; აგრეთვე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 5-6 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ზ-----------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ ზ-----------------ას უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: ტელევიზორი ,,სამსუნგის’’ დოკუმენტაცია და ამავე ტელევიზორის ყუთის ერთი გვერდი, რაც ინახება ს----------ის შსს რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს. ზ-----------------ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული საათი, ქალის ოპტიკური სათვალე, თავისივე ჩასადებით, წყლის ტუმბოს და ბენზო ხერხის დეტალები, აგრეთვე ზ-----------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს. მ---------–--ის სახლის დათვალიერებისას ამოღებული ხელის თითის კვლები, აგრეთვე ლ--–----------–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული ხელის თითის კვლები, რომლებიც დალუქული სახით ინახება ს----------ის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე