განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2018
საქმის ნომერი
330210017002004790
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002004790

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/1912-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - შ----- კ-----------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ე------- ე-–--------–---–-

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ე------- ე-–--------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ მოპასუხე შ----- კ-----------ს მოსარჩელე ე------- ე-–--------–---–-ს სასრგებლოდ დაეკისრა 2260 ლარის გადახდა. მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საპროცესო ხარჯების გადახდაც.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხე შ----- კ----------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე მოპასუხე შ----- კ-----------ს მოსარჩელე ე------- ე-–--------–---–-სათვის უნდა გაეწია სამართლებრივი მომსახურება, რისთვისაც მოსარჩელემ მოპასუხეს ჯამში გადაუხადა 2260 ლარი. მოპასუხეს მოსარჩელისათვის სამართლებრივი დახმარება არ გაუწევია. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ რამდენჯერმე მოთხოვა თნხის უკან დაბრუნება მოპასუხე თანხას არ უბრუნებს.

 

2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1 დასკვნები გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე შ----- კ-----------ს სარჩელი და თანდართული საბუთები ჩაბარდა 2017 წლის 17 ივლისს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა (2017 წლის 27 ივლისის ჩათვლით), მაგრამ მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ამასთან არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

 

სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, იურიდიულად ამართლებს 2260 ლარის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მიერ დაყენებულ მოთხოვნას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

2.2.2 დასკვნები გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პრეტენზია მასზედ, რომ სარჩელი და თანდართული მასალები ადრესატს არ ჩაბარებია. სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, რომლითაც დადასტურებულია, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე ქ------–----------------–---–---------- და რომ 2017 წლის 17 ივლისს შ----- კ-----------ს სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა პირადად.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ შ----- კ-----------მ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების მტკიცების სტანდარტის დაცვით ვერ დაადასტურა ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალიწინებული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის - შესაგებელის დადგენილ ვადაში წარმოდგენის საპატიო მიზეზების არსებობა. მხარემ ვერ წარმოადგინა მის მიერ მითითებული საპატიოდ მისაჩნევი ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტმა მიუთითა, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მას არ ჩაბარებია და ბუნებაში არ არსებობს ამის საპირისპირო მტკიცებულება. აპელანტი მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით დარღვეულია თანასწორუფლებიანობის, შეჯიბრებითობის პირინციპი. არც დაუსწრებელი გადაწყვეტილება და არც მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, აპელანტის შეფასებით, არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას თუ, რატომ იქნა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

აპელანტის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო საჩივრის შესწავლის შედეგად სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ----- კ----------ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გასაუქმებლად.

 

სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას და შესაბამის დასაბუთებას მასზედ, რომ სსსკ-ის 233-ე მუხლით ან/და ამავე კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დამაბრკოლებელი გარემოების გამო პირველი ინსტანციის სასამართლოს არ შეეძლო 2017 წლის 01 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და მისი ძალაში დატოვება. წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში შ----- კ----------- ძირითადად პრეტენზიას გამოთქვამს სარჩელის და თანდართული მასალების ჩაბარებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ მას არ ჩაბარებია სასამართლოს გზავნილი, რისი გათვალისწინებითაც შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას არაკანონიერად მიიჩნევს.

 

აპელანტის ზემოხსენებულ პრეტენზიას არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების ბარათის თაობაზე საფოსტო უკუგზავნილის მონაცემებით (იხ. ს.ფ. 21-22) დადასტურებულია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები პირადად ჩაბარდა შ----- კ-----------ს (2017 წლის 17 ივლისს). ამდენად აპელანტის პრეტენზია სასამართლოს გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაუბარებლობის შესახებ უსაფუძვლოა. ამასთან, არ არსებობს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღიან საპროცესო ვადაში, მოპასუხის მიერ წერილობითი შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზიც. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გააჩნდა 2321-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე დაუსწრებელი გადაწყვეტიელბის მიღების პროცესუალური წინაპირობები.

 

4.1.2. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით გამართლებულია თუ არა სასარჩელო მოთხოვნა სარჩელში მითითებული გარემოებებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის, 405-ე მუხლის და ამავე კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულია და შესაბამისად, დაცულია სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნაც.

 

ამგვარად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია სსსკ-ის 2321-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სსსკ-ის 233-ე ან 241-ე მუხლით გათვალისწინებული რაიმე (დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი) გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისთვის. შესაბამისად, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ისე 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, გამოტანილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების და შესაბამისად სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნა წინასწარ, რაც უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შ----- კ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /

 

მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /

 

/გოდერძი გიორგიშვილი /