განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100118002342593
საქმე №1ბ/292-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 მაისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის მდივნობით,პროკურორების: ნე-–---------------------------------------–---–ის
გამართლებულის: გ-------------–---–ის
ადვოკატების: ბ--------–------------------–-----–-----–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მ–----ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--–----------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №025131115002): გ-------------–---–ის მიმართ. გ-------------–---–ი დაბადებულია 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი #1----------), საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: დ--–----- რაიონი სოფელი მ--------------- სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იყო დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გამოძიებაში გ-------------–---–ს ბრალად წარდგენილი ჰქონდა უკანონო ნადირობის ჩადენა საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილ ნადირზე.
წარდგენილი ბრალდების თანახმად გ-------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 8 ნოემბერს გ-------------–---–ი იმყოფებოდა დ--–----- რაიონის სოფელ ხ----ს მიმდებარედ არსებულ ტყეში, სადაც ორლულიანი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილი არჩვი, რითიც გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 30000 (ოცდაათი ათასი) ლარი.
მ–----ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენით:
გ-------------–---–ი საქართველოს სსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
მ–----ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ–----ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--–---------------ემ.
პროკურორმა საააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. სასამართლომ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე გაიზიარა გ-------------–---–ის განმარტება, თითქოს მას არჩვი არ მოუკლავს, არამედ დაინახა, ძაღლი როგორ მიათრევდა მკვდარ არჩვს. მიუხედავად თანასოფლელი ბიჭების ბ------------–---–ის და შ--–--------–---–ის წინააღმდეგობისა, არჩვი, რომელსაც ვითომ არანაირი დაზიანება არ ჰქონდა გარდა ძაღლის თრევის გამო მცირე ნაკაწრებისა, წაიღო და გაატყავა, ხორცი კი შეინახა იქვე მდგარ ტრაქტორში, რათა მოგვიანებით სახლში წაეღო. პროკურორის აზრით, გამართლებულის აღნიშნული განმარტება არის უსუსური მცდელობა, თავიდან აირიდოს მოსალოდნელი პასუხისმგებლობა და არ უნდა იქნას გაზიარებული. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ-------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რის გამოც იგი დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი.
გამართლებულმა და მისმა ადვოკატებმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს - პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ სწორად იქნა მიჩნეული, რომ ვერ დადგინდა ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული გამამატყუნებელი განაჩენის გამოსატანად;
ბრალდების მხარე ბრალდებულ გ-------------–---–ის ბრალდების დადასტურებისას ეფუძნება დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის ე-–----------------–---–ის, მოწმეების - გ------------–--ს თანამშრომლების კა--------------------–--------–---–-------–----------–---–-------–-------–--------------–----------------------------------------------------------------------–--ლის ჩვენებებს, ქ.თბილისის ზ-----–-----ს ინსტიტუტის ხ-------–----–------–-----–--------------ის გამგის, მოწმე ალ-------------------–---–ის ჩვენებას, გამომძიებლების ჩვენებებს, დათვალიერების ოქმებს, ბალისტიკური ექსპერტის დასკვნას, ქიმიური ექსპერტის დასკვნას, ფონოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტის დასკვნას და ნივთიერ მტკიცებულებებს. ასევე მიუთითებს პირველი ინსტანციის სასმართლოში გამოკვლეულ გ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმზე, რომლის თანახმად მან აღიარა არჩვის მოკვლა. გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერზე, რომელშიც გ-------------–---–ი აღწერს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას.
პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ გ-------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, პალატა არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში გ-------------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2015 წლის 8 ნოემბერს გი-----------------–---–თან ერთად წავიდა ტყის დასათვალიერებლად. ცხოველებისგან თავდაცვის მიზნით ჰქონდა დანა და სანადირო თოფი ინიციალებით ,------- რომელიც არ იყო რეგისტრირებული მის სახელზე. ტყეში შესვლისას გ-------------–---–ი და გი-----------------–---–ი ერთმანეთს დაშორდნენ და შეთანხმდენენ, რომ მოგვიანებით ხევში შეხვდებოდნენ. ხევში დაბრუნებისას გ-------------–---–ს შეხვდნენ თანასოფლელები ბ------------–---–ი და შ--–--------–---–ი. მათთან საუბრისას დაინახა, რომ ძაღლი მიათრევდა მკვდარ ცხოველს, რომელსაც არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა გარდა ძაღლის მიერ მიყენებული ნაკაწრებისა. მიუხედავად თანასოფლელი ბიჭების წინააღმდეგობისა, გ-------------–---–მა წაიღო ცხოველი და გაატყავა. ხორცი შეინახა იქვე არსებულ ტრაქტორში, რათა მოგვიანებით წაეღო სახლში. ადგილზე მივიდა ორი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პირი, რომლებმაც იკითხეს, თუ ვინ გაატყავა ცხოველი, რომელიც, მათივე განმარტებით, იყო არჩვი. აღნიშნულმა პირებმა უთხრეს, რომ ყოფილიყო გულწრფელი, რადგან მის ნათქვამს არანაირი შედეგი არ მოჰყვებოდა. გ-------------–---–მა უპასუხა, რომ თვითონ გაატყავა ცხოველი, თუმცა არ მოუკლია.
გ-------------–---–მა ასევე განმარტა, რომ მხოლოდ ასეთი გამოკითხვის შემდეგ გაეცნენ სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, რომ იყვნენ გ------------–--ს თანამშრომლები, თუმცა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარუდგინეს. შემდეგ ის გადაიყვანეს მ–----ის რაიონულ სამმართველოში, სადაც დამაბნეველ შეკითხვებს უსვამდენ და ფაქტიურად ილაპარაკა ის, რასაც კარნახობდნენ. თვითონ შეადგინეს ოქმები და ისე მოაწერა ხელი, არ წაუკითხია. გ-------------–---–ის განმარტებით მან გამოიყენა დანა ცხოველის გატყავების დროს, ხოლო იარაღიდან არ უსვრია. იარაღადან გასროლა განახორციელა წინა დღეებში და გასროლის შემდეგ არ გაუწმენდია.
გ-------------–---–მა ასევე განმარტა, რომ ადვოკატების რჩევით ისარგებლა დუმილის უფლებით, რითიც გამოხატა პროტესტი წარდგენილი ბრალის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ე-–----------------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ დ--–----- რაიონში გ------------–--ს თანამშრომლებმა 2015 წლის 8 ნოემბერს გამოავლინეს ,,საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილ არჩვზე უკანონო ნადირობის ფაქტი, რის თაობაზეც შედგა შესაბამისი აქტი და თანდართულ მასალებთან გადაეგზავნა მ–----ის შს რაიონულ სამმართველოს. გ-------------–---–ის მიერ არჩვის უკანონოდ მოპოვების შედეგად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი, რაც არ არის ანაზღაურებული.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები გე-–-------–-------------–------------------------------ა, ასევე დაიკითხნენ ამავე განყოფილების ყოფილი უფროსი კა---------ი და ყოფილი თანამშრომელი გ--------------ე, რომლებმაც თანამიმდევრულად დაადასტურეს 2015 წლის 8 ნოემბერს შედგენილი აქტის სისწორე. კერძოდ დაადასტურეს, რომ 2015 წლის 8 ნოემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დ--–----- რაიონის სოფელ ხ----ს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ეკიპაჟით ახორციელებდნენ პერიმეტრის დათვალიერებას. მათ არ ჰქონდათ გეგმა-გრაფიკი წერილობით, დავალება ჰქონდათ მიღებული ზეპირად. ეცვათ შესაბამისი ფორმა, მხოლოდ ერთ თანამშრომელს დაუსველდა ტანსაცმელი, რის გამოც ეცვა სხვა ფორმა. აღნიშნულ ტერიტორიაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს მ–----ა-მთ------ის სწრაფი რეაგირების გაყოფილების თანამშრომლების მიერ სოფელ ხ----ს ხეობაში შემავალი გზის მარცხენა მხარეს აღმოჩენილი იქნა უკანონო ნადირობის ფაქტი, კერძოდ, ეყარა ცხოველის შინაგანი ორგანოები, ტყავი, თავი, ჩლიქები და ფეხები. იქვე ახლოს აღმოჩენილ იქნა ხეში ჩარჭობილი დანა. ცოტა მოშორებით მიტოვებულ ტრაქტორში შენახული იყო პოლიეთილენის პარკში მოთავსებული გასუფთავებული ცხოველის ხორცი. პირველადი დათვალიერებით აღნიშნული ცხოველი წარმოადგენდა არჩვს. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 100-150 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა მონადირეთა ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო გ-------------–---–ი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, დასმული იქნა შეკითხვა, თუ ვის ეკუთვნოდა ნანადირევი. გ-------------–---–მა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე აღიარა ცხოველზე ნადირობის ფაქტი და მიუთითა იმ ტერიტორიაზე, სადაც გაატყავა ცხოველი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ვ------–--------–---–-ს მიერ მიმდინარეობდა ვიდეო გადაღება, სადაც აღბეჭდი-–-- გ-------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება. გ-------------–---–ი განმარტავს, რომ არჩვი მოინადირა ორლულიანი იარაღით, ჩამოათრია ხეობაში, მდინარის პირას და თანნაქონი დანით გაატყავა. რაც შეეხება იმ გარემოებას, ცხოველს აღენიშნებოდა თუ არა რაიმე სახის დაზიანება, მოწმეებმა განმარტეს შემდეგი: მოწმე კა---------ის ჩვენებით, როგორც მას ახსოვს, ცხოველს ტყვია თავში ჰქონდა მორტყმული და თვალში გამოსული, რაც შეტანი-–-- თუ არა აქტში, არ ახსოვს. მოწმე ვ------–--------–---–-ს ჩვენებით, ცხოველის ნაწილები მან თვითონ ნახა, თვალში ჰქონდა ნასროლი და ეტყობოდა დაზიანება, თუ საიდან და რითი, ექსპერტი არ არის და ამაზე პასუხს ვერ გასცემს. მოწმე გ--–----------–---–-ს ჩვენებით, როგორც ახსოვს, ცხოველს თავში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი, ზუსტად რა ადგილას, არ ახსოვს. აისახა თუ არა ოქმში ეს დაზიანება, ასევე არ ახსოვს. მოწმე ვ----–---------ს ჩვენებით, მათ გ-------------–---–მა აუხსნა, რომ ორლულიანი თოფი ჰქონდა, ესროლა და თვალში მოარტყა, თავად არ ახსოვს ცხოველზე რაიმე დაზიანების კვალი. მოწმე გ--------------ის ჩვენებით, ცხოველს თავზე რაიმე ნატყვიარი ჰქონდა თუ არა, არ ახსოვს. მოწმე მ---------------ას ჩვენებით, ცხოველს თავზე ჰქონდა შემავალი და გამჭოლი ჭრილობა, სხვებმა ნახეს თუ არა, მან არ იცის. მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ მათ მიერ ამოღებულ იქნა ტრაქტორის გარეთ და შიგნით არსებული არჩვის ნაწილები, რაც დალუქული იქნა შესაბამისი წესით ორ პაკეტად. ასევე მათ ამოიღეს გ-------------–---–ის ორლულიანი იარაღი, სავაზნე ქამარი ვაზნებით და დანა, რომელიც შემთხვევის ადგილას ხეზე იყო ჩარჭობილი. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენი-–--, რომ გ-------------–---–ს თან არ ჰქონდა არცერთი დოკუმენტი, რომელიც საჭირო იყო ნადირობისათვის და მისი იდენტიფიკაციისათვის. გ-------------–---–ი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გადაიყვანეს მ–----ის რაიონულ სამმართველოში, ვინაიდან მას თან არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. გ-------------–---–ის მიერ თანნაქონი იარაღიდან გასროლით არჩვის მოკვლის ფაქტს ისინი უშუალოდ არ შესწრებიან. მათ არ გაუგ--თ პატრულირებისას გასროლის ხმა.
დ--–----- რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის დ---------------–---–ის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს მ–----ა-მთ------ის სწრაფი რეაგირების განყოფილებიდან დ--–----- რაიონულ სამმართველოში უკანონო ნადირობის ფაქტთან დაკავშირებით შესული საქმის მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. სისხლის სამართლის საქმის მასალებს ერთვოდა მოკლული არჩვის ორგანოები და ხორცი. სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მოწმეს ჩატარებული აქვს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედები, მათ შორის დაკითხული ჰყავს გ-------------–---–ი, რომელმაც თავის ჩვენებაში აღიარა არჩვზე უკანონო ნადირობის ფაქტი, მოინანია და ითხოვა პატიება. გ-------------–---–მა დაკითხვისას განმარტა, რომ ნადირობისას მოკლა არჩვი, რომელიც ჩამოიტანა და გაატყავა ხევის პირას, იმ ადგილას, რომელზეც მიუთითა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს. მოწმის ჩვენებით ასევე დგინდება, რომ გ-------------–---–ს არჩვის ტყავი მოთავსებული ჰქონდა ტრაქტორში, ხოლო არჩვის შინაგანი ორგანოები და სხვა ნაწილები ეყარა ტრაქტორის გარეთ.
დ--–----- რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის ზ---- ბ-------ის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა კა---------ი. გამოკითხვის ოქმის თანახმად კა---------ი 2015 წლის 8 ნოემბერს ახორციელებდა სამსახურეობრივ მოვალობას, რა დროსაც დ--–----- რაიონის სოფელ ხ---ში გამოვლენილ იქნა არჩვზე უკანონო ნადირობის ფაქტი. გ-------------–---–ის მიერ მოკლული იყო არჩვი ორლულიანი სანადირო თოფით. აღნიშნულთან დაკავშირებით ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა როგორც იარაღი, ასევე ცხოველის ნაწილები და ხორცი. ვინაიდან ქმედება შეიცავდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, საქმე გადაცემული იქნა შესაბამის სამსახურში.
მოწმე მ-----–--–---------------ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი მუშაობს გ------------–--ს ინსპექტირების განყოფილების უფროს ინსპექტორად ბ----------–-----------ის განყოფილებაში. იგი ი-------–----ის მოვალეობასაც ასრულებს, რომლის კურსებიც აქვს გავლილი. მას ევალებოდა ცხოველების და თევზების ექსპერტიზის ჩატარება და კანონის ფარგლებში ზიანის დადგენა. ერთ-ერთი შემთხვევის დროს - 2 წლის წინ იგი ჩავიდა თ------ში ცხოველის დასადგენად. მან ნახა 2 პაკეტად დალუქული ხორცი, თავი კი მესამე პაკეტში იყო დალუქული. დაათვალიერა და რქების მიხედვით, რომლებიც იყო მოხრილი, დაადგინა, რომ ცხოველი იყო არჩვი. ტანი ძნელი გასარკვევი იყო ცხოველის სახეობის დასადგენად. აღნიშნულის შემდეგ მთავრობის 54-ე დადგენილების საფუძველზე მან გამოიანგარიშა ზიანი, რადგან არჩვი არის წითელ ნუსხაში შეტანილი. დადგენილებაში ჩამოთვლი-–-- ზიანი სახეობის მიხედვით იგი კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენდა 30000 ლარს. დათვალიერებას ესწრებოდნენ გ------------–--ს თანამშრომლები, ხოლო მოწმე დალუქვას არ დასწრებია. მ-----– ლ--------------ეს უმეტესად უწევს თევზებზე ექსპერტიზის დადგენა, მას ევალება ძირითადად ზიანის გამოანგარიშება, ხოლო დათვალიერების შედეგად დაადგინა, რომ იყო არჩვი. იგი ექსპერტიზის უფლება-მოვალეობაზე გაფრთხილებული არ ყოფილა.
მოწმე გ----------–----------ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2015 წლის აგვისტოს თვის ბოლოს, სოფელ მ-------------ში მცხოვრებ გ-------------–---–ის მამას - გ-- ჯ---–---–ს 200 (ორასი) ლარად მიჰყიდა მის საკუთრებაში არსებული რუსული „ტოზის“ წარმოების კაკლის ფერი გალაქული კონდახის მქონე ორლულიანი სანადირო იარაღი და აღნიშნული იარაღის წიგნაკი. მოწმის ჩვენების შესაბამისად, გ-- ჯ---–---–ის პიროვნების მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტსა და დ--–----- საკრებულოდან აღებულ დოკუმენტში არსებული სხვადასხვაობის გამო, ვერ მოხერხდა იარაღის ოფიციალურად გადაფორმება. გ----------–----------ს განმარტებით, გ-- ჯ---–---–ს აღნიშნული იარაღი უნდოდა თავისი შვილისათვის - გ-------------–---–ისათვის, თუმცა ვერც მის სახელზე მოხერხდა იარაღის გადაფორმება, რადგან იმ პერიოდში გ-------------–---–ი იმყოფებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. იარაღის გადაცემიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ იგი დაიბარეს დ--–----- რაიონულ სამმართველოში, რა დროსაც შეიტყო უკანონო ნადირობის ფაქტის შესახებ.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსერტის მ-------–---–-----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მას წარედგინა ერთი ცალი დალუქული ფუთა, რომელშიც მოთავსებული იყო ერთი ცალი ორლულიანი თოფი, სავაზნე ქამარი და ვაზნები. ექსპერტის წინაშე დასმული იყო შეკითხვა: „ბოლო გაწმენდის შემდეგ წარმოდგენილი იარაღიდან ნაწარმოებია თუ არა გასროლა?“ მოწმის განმარტებით, ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ „ექსპერტიზაზე საკვლევად წარმოდგენილი ორლულიანი თოფის ორივე ლულიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ გასროლა (გასროლები) შესრულებულია“.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტის გ-----------------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ დ--–----- რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის დ---------------–---–ის მიერ 2015 წლის 24 ნოემბერს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მას წარედგინა ერთი ცალი დალუქული ფუთა, რომელშიც მოთავსებული იყო ერთი ცალი ორლულიანი თოფი, სავაზნე ქამარი და ვაზნები. ექსპერტის წინაშე დასმული იყო შეკითხვა: „ბოლო გაწმენდის შემდეგ წარმოდგენილი იარაღიდან მომხდარია თუ არა გასროლა?“ მოწმის განმარტებით, ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ „ექსპერტიზაზე საკვლევად წარმოდგენილი ორლულიანი თოფის ორივე ლულიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ გასროლა (გასროლები) შესრულებულია“.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტის გ-----------------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ დ--–----- რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის დ---------------–---–ის მიერ 2015 წლის 24 ნოემბერს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზაზე წარედგინა ერთი ცალი დალუქული პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო DVD დისკი. დისკზე ჩაწერილი იყო 2 (ორი) ცალი ვიდეოგრამა. ერთი ვიდეოს ხანგრძლივობაა 1 წუთი და 53 წამი, ხოლო მეორე ვიდეოს ხანგრძლივობაა - 20 წამი. ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ „აღნიშნული ვიდეოგრამები ერთი მთლიანია, მასში არ დაფიქსირებულა ჩანაწერის მთლიანობის დარღვევის რაიმე ნიშანი: წყვეტა, შერჩევითი ჩაწერა, ხარვეზები, გამოსახულების შეყოვნებები, კადრის გაუმართლებელი ცვლილებები, კადრების გადაფარვა სხვა გამოსახულებებით და ა.შ.“ საქართველოს შს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტის ე------------–-–---–-- ჩვენებით დადგენი-–--, რომ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მას გასაშიფრად წარედგინა ორი ვიდეოგრამა, ერთი ხანმოკლე, ხოლო მეორე - შედარებით ხანგრძლივი. მის მიერ გაშიფრული იქნა აღნიშნული ჩანაწერები, რომლებიც გადაიტანა ფურცელზე და კრეფსითი ამონაბეჭდის სახით დაურთო ექსპერტიზის დასკვნას.
მოწმე გი-----------------–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2017 წლის 8 ნოემბერს, გ-------------–---–თან ერთად იმყოფებოდა დ--–----- რაიონის სოფელ ხ---ში მდებარე ტყეში. მოწმის ჩვენებით, რომელიმე ცხოველის თავდასხმის შემთხვევაში თავდაცვის მიზნით გ-------------–---–ს თან ჰქონდა წაღებული იარაღი. გი-----------------–---–ის განმარტებით, მას სურდა ხეების დათვალიერება, ხოლო გ-------------–---–ს - ტყეში გასეირნება. ამიტომ ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. საღამო ხანს ისინი უნდა შეხვედროდნენ ხევში. როდესაც გი-----------------–---–ი მივიდა აღნიშნულ ადგილას, გ-------------–---–ი იქ არ დახვდა, ამიტომ მარტო დაბრუნდა სახლში. მოწმის განმარტებით, მან სოფელში დაბრუნებისას შეიტყო, რომ გ-------------–---–ი დააკავა გ------------–--ს ზედამხედველობის სამსახურმა. გ-------------–---–ი ნახა მისი დაკავებიდან ხუთი დღის შემდეგ, რა დროსაც მას განუმარტა, რომ დაკავებული იყო არჩვის მოკვლისათვის.
მოწმე ბ------------–---–ის და შ--–--------–---–ის ჩვენებებით დადგენი-–--, რომ 2015 წლის 8 ნოემბერს ისინი საქეიფოდ იმყოფებოდნენ ტყეში, რა დროსაც შეხვდნენ გ-------------–---–ს და გი-----------------–---–ს. მოწმეთა განმარტებით, ბ------------–---–ს თან ახლდა თავისი იაქტერის ჯიშის ძაღლი, რომელმაც გამოათრია რაღაც ცხოველი. გ-------------–---–მა, მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა, დააპირა აღნიშნული ცხოველის გატყავება, რომელსაც არ აღენიშნებოდა არანაირი დაზიანება, მათ შორის არც ნატყვიარი. ამასთან დაკავშირებით ბ------------–---–ი აღნიშნავს, რომ იმ დღეს საერთოდ არ გაუგონია იარაღიდან გასროლის ხმა. მოწმეთა ჩვენებებით გ-------------–---–მა მარტომ გაატყავა ძაღლის მოთრეული ცხოველი, რომელიც შეინახა იქვე არსებულ ტრაქტორში. ცოტა მოგვიანებით მათ დაინახეს, რომ გ-------------–---–თან მივიდნენ პიროვნებები, რომელთაგან ერთს ეცვა სამხედრო ფორმა, ხოლო დანარჩენს სამოქალაქო ტანსაცმელი. მათი განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა დაუწყეს გამოკითხვა გ-------------–---–ს ცხოველთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულად რას ამბობდნენ, მოწმეებს არ მოუსმენიათ. მოწმეების განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა წაიყვანეს გ-------------–---–ი და თან წაიღეს გატყავებული ცხოველის ხორცი და მისი ნაწილებიც.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტის გ---------------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზისათვის წარედგინა ერთი ფუთა დალუქული N28/8 ბეჭდით, რომელშიც მოთავსებული იყო თოფი, სავაზნე ქამარი, ოთხი ცალი მასრა და ექვსი ცალი ვაზნა. ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ „წარდგენილი თოფი არის ქარხნული წესით დამზადებული, 16 კალიბრიანი ორლულიანი სანადირო თოფის მოდელი „ТОЗ-БМ“. თოფის ჩარჩოზე იკითხება 71879, ჩარჩოზე იკითხება 18156-62, ლულაზე იკითხება N54559, ასევე იკითხება 1961. თოფი მიეკუთვნება გლუვლულიან, სანადირო ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ექვსი ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 16 კალიბრის ვაზნა, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას განკუთვნილს გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის და ვარგისია გამოსაყენებლად. ოთხი ცალი მასრა არის ქარხნული წესით დამზადებული 16 კალიბრის გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის განკუთვნილ ვაზნის შემადგენელი ნაწილი. ოთხივე მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის. წარმოდგენილი თოფის ვიზუალური დათვალიერებით მასზე რაიმე აშკარა გადაკეთების კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი“.
მოწმე ალ-------------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ იგი მუშაობს ი-–--ს სახელმწიფო უნივერსიტეტის ზ-----–-----ს ინსტიტუტში ხ-------–----–------–-----–--------------ის გამგედ, არის პროფესიით ზოოლოგი. 2015 წლის 26 ნოემბერს გამომძიებლის მიერ ექსპერტიზის ჩასატარებლად წარმოუდგინეს პარკით ცხოველის ტყავი, ფეხები და თავი. პარკი იყო დალუქული, რომელიც გახსნა გამომძიებელმა. მოწმემ დაათვალიერა და დაადგინა, რომ იყო ცხოველი - არჩვი. შემდეგ, ისევ დაილუქა და შეადგინეს დათვალიერების ოქმი, რაზეც მოაწერა ხელი. დათვალიერების შემდეგ მას ექსპერტიზის დასკვნა არ გაუცია, თუმცა მოწმეს სხვა შემთხვევაში დასკვნები ჰქონდა გაცემული. მოწმემ განმარტა, რომ ცხოველის თავზე არანაირი დაზიანება ან ნატყვიარი არ შეუმჩნევია და არც დაუფიქსირებია ოქმში.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების საერთო ანალიზის საფუძველზე პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ გაზიარებული არ უნდა იქნას პროკურორის არგუმენტაცია, თითქოსდა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ-------------–---–ის მიერ დ--–----- რაიონის სოფელ ხ----ს მიმდებარედ არსებულ ტყეში ,,საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი“ არჩვის მოკვლის ფაქტს.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.
სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელზედაც მითითებულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მკვდარი ცხოველის სახეობასთან დაკავშირებით. შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული, რომ გ------------–--ს თანამშრომლების მიერ ნანახი და ამოღებული ცხოველი ნამდვილად არის ,,საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი არჩვი.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 21-ე ნაწილის და ამავე კოდექსის, 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სპეციალური ცოდნის გამოყენებით საჭიროა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენა, სპეციალური ცოდნის მქონე ფიზიკური პირი კანონით დადგენილი წესით მხარის შუამდგომლობით ატარებს ექსპერტიზას. საქმის მასალაების მიხედვით დ--–----- რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა მიმართა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შეკითხვით, თუ ინიშნებოდა მათთან ექსპერტიზა იმის დასადგენად, მოკლული ცხოველი ნამდვილად იყო თუ არა არჩვი და დადებით შემთხვევაში, რა სახის ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საპასუხო დოკუმენტის თანახმად, მათთან არ ხდებოდა გარეულ ცხოველთა სახეობრივი კუთვნილების განსაზღვრა, გამომდინარე ბიოლოგიური ექსპერტიზის საქმიანობის სპეციფიკიდან. ამიტომ გამოძიების სტადიაზე მოწვეული იქნა ქ.თბილისის ზ-----–-----ს ინსტიტუტის ხ-------–----–------–-----–--------------ის გამგე ალ-------------------–---–ი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ცხოველის დათვალიერებაში, აღწერა ცხოველის ნაწილები: ცხოველის ტყავი, თავი რქებით და ფეხები და მიუთითა, რომ მის მიერ დათვალიერებული ნაწილები ეკუთვნოდა არჩვს, რაც სასამართლო პროცესზე ალ-------------------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას ასევე დაადასტურა. ასევე სასამართლო პროცესზე მოწმე მ-----– ლ--------------ემ აჩვენა, რომ მან გამოძიების ეტაპზე განსაზღვრა მოკლული ცხოველის, რომელიც მისი ამოცნობით იყო არჩვი, გარემოსათვის მიყენებული ზიანი, რაც შეადგენდა 30000 ლარს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს სარწმუნოდ მოწმეების ალ-------------------–---–ის და მ-----–--–---------------ს ჩვენებებს ცხოველის სახეობის განსაზღვრის ნაწილში, რადგან მათ მიერ არ ჩატარებულა კანონით დადგენილი წესით გარეულ ცხოველთა სახეობრივი კუთვნილების დადგენის ექსპერტიზა და შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 146-ე მუხლის 1.2.3. ნაწილების მოთხოვნათა დაცვით არ იქნა გაცემული ექსპერტის დასკვნა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ბრალდების მხარემ ასევე ვერ წარადგინა მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ გ------------–--ს თანამშრომლების მიერ ნანახი და ამოღებული ცხოველი ძალადობრივი სიკვდილით და არა ბუნებრივი სიკვდილით იყო მკვდარი. ბრალდების მხარის საწინააღმდეგოდ, დაცვის მხარემ გ-------------–---–ის ვერსიის დასადასტურებლად, რომ ცხოველი მას არ მოუკლავს თანნაქონი თოფიდან გასროლის შედეგად და რომ ცხოველს ძაღლი მოათრევდა, სასამართლოში წარადგინა ამ ფაქტის თვითმხილველი მოწმეები: ბ------------–---–ი და შ--–--------–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ 2015 წლის 8 ნოემბერს ისინი ტყეში შეხვდნენ გ-------------–---–ს და გი-----------------–---–ს. ბ------------–---–ს თან ახლდა თავისი იაქტერის ჯიშის ძაღლი, რომელმაც გამოათრია რაღაც ცხოველი. გ-------------–---–მა, მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა, დააპირა აღნიშნული ცხოველის გატყავება, რომელსაც არ აღენიშნებოდა არანაირი დაზიანება, მათ შორის არც ნატყვიარი. გ-------------–---–მა მარტომ გაატყავა ძაღლის მოთრეული ცხოველი, რომელიც შეინახა იქვე არსებულ ტრაქტორში.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერც ერთი უტყუარი მტკიცებულებით ვერ იქნა გაბათილებული გ-------------–---–ის და დაცვის მხარის მოწმეების აღნიშნული ჩვენებები.
საქმეზე ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტის დასკვნით დადასტურებულია, რომ გ-------------–---–ის მართლზომიერ მფობელობაში არსებული, 16 კალიბრიანი, ორლულიანი სანადირო თოფი, დამზადებული ქარხნული წესით, მიეკუთვნება გლუვლულიან, სანადირო ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ხოლო ქიმიური ექსპერტის დასკნით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ორლულიანი თოფის ორივე ლულიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ შესრულებულია გასროლა (გასროლები).
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხვის დროს, ექსპერტმა მ-------–---–-----მა დაადასტურა, რომ ქიმიური ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ორლულიანი თოფიდან, ბოლო გაწმენდის შემდეგ შესრულებულია გასროლა (გასროლები).
სასამართლო აღნიშნავს, რომ გ-------------–---–ის ჩვენება იმის შესახებ, რომ აღნიშნული თოფიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ გასროლა ნაწარმოები აქვს სხვა ადგილას, სხვა დროს და რომ მოცემულ შემთხვევაში მას არ მოუხდენია გასროლა, მით უფრო ცხოველის მოკვლა, ვერ გაბათილდა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით. გ------------–--ს თანამშრომლების, მოწმის სახით დაკითხული კა---------ის, ვ------–--------–---–-ს, გ--–----------–---–-ს, გ--–- უ---–-----ის, ვ----–---------ს, მ---------------ას, გ--------------ის ჩვენებების თანახმად, მათ არ გაუგ--თ გასროლის ხმა, ასევე გასროლის ხმას არ ადასტურებენ დაცვის მხარის მოწმეები ბ------------–---–ი და შ--–--------–---–ი, ხოლო ბალისტიკური ექსპერტის დასკვნა იმ ნაწილში, რომლითაც პასუხი გაეცა კითხვას, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრები იყო თუ არა გასროლილი აღნიშნული სანადირო თოფიდან, წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი. საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ამდენად, ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ 2015 წლის 8 ნოემბერს დ--–----- რაიონის სოფელ ხ----ს მიმდებარედ არსებულ ტყეში გ-------------–---–მა მოახდინა მის მართლზომიერ მფობელობაში არსებული სანადირო თოფიდან გასროლა. შესაბამისად, ბრალდებულ გ-------------–---–ის ვერსია, რომ 2015 წლის 8 ნოემბერს მას თანნაქონი სანადირო იარაღიდან არ უწარმოებია გასროლა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებებით ვერ იქნა გაბათილებული.
პალატა იზიარებს გასაჩივრებულ განაჩენში ჩამოყალიბებულ მსჯელობის იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა იქნას მიჩნეული სარწმუნოდ გ------------–--ს თანამაშრომლების კა---------ის, ვ------–--------–---–-ს, გ--–----------–---–-ს, გ--–- უ---–-----ის, ვ----–---------ს, მ---------------ას, გ--------------ის ჩვენებების ის ნაწილი, სადაც უთითებენ, რომ ცხოველს დაზიანება აღენიშნებოდა თავის არეში, კერძოდ თვალში.
როგორც აღინიშნა, იმ ფაქტის გასარკვევად, აღენიშნებოდა თუ არა ცხოველს ცეცხლნასროლი დაზიანებები, საქმეზე არ ჩატარებულა კანონით დადგენილი წესით რაიმე სახის საექსპერტო კვლევა, მათ შორის - ბალისტიკური ექსპერტიზა. ამიტომ სასამართლო იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენას, რაც კანონით დადგენილი წესით უნდა მოხდეს სპეციალური ცოდნის გამოყენებით ექსპერტის მიერ, ვერ დაუდებს საფუძვლად მოწმეთა ჩვენებებს. ამასთან, სასამართლო დასახელებული მოწმეების ჩვენებებს ვერ მიიღებს სარწმუნოდ, რადგან აღნიშნული ჩვენებები არა მხოლოდ არათანმიმდევრულია ამ გარემოებასთან დაკავშირებით, არამედ ასევე წინააღმდეგობაში მოდის ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ: მოწმე კა---------ის ჩვენებით, როგორც მას ახსოვს, ცხოველს თავში ჰქონდა მორტყმული და თვალში გამოსული, რაც შეტანი-–-- თუ არა აქტში, არ ახსოვს. მოწმე ვ------–--------–---–-ს ჩვენებით, ცხოველის ნაწილები მან თვითონ ნახა, თვალში ჰქონდა ნასროლი, თვალში ეტყობოდა დაზიანება, თუ საიდან და რითი, ექსპერტი არ არის და ამაზე პასუხს ვერ გასცემს. მოწმე გ--–----------–---–-ს ჩვენებით, როგორც ახსოვს, ცხოველს თავში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი, ზუსტად რა ადგილას, არ ახსოვს, აისახა თუ არა ოქმში ეს დაზიანება, ასევე არ ახსოვს. მოწმე ვ----–---------ს ჩვენებით, არ ახსოვს ცხოველზე რაიმე დაზიანების კვალი, მოწმე გ--------------ის ჩვენებით, ცხოველს თავზე ნატყვიარი ჰქონდა თუ არა, არ ახსოვს. მოწმე მ---------------ას ჩვენებით, ცხოველს თავზე ჰქონდა შემავალი და გამჭოლი ჭრილობა, სხვებმა ნახეს თუ არა, მან არ იცის. დასახელებული მოწმეების ჩვენებები, როგორც აღვნიშნეთ, წინააღმდეგობაშია მათ მიერ ხელმოწერილ აქტთან, დათვალიერების ოქმთან და სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულ ალ-------------------–---–ის ჩვენებასთან. მ–----ა-მთ------ის გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტის მ---------------ას მიერ შედგენილი აქტიდან ირკვევა, რომ დასახელებული სამსახურის თანამშრომლების მიერ ორლულიან სანადირო თოფთან, 1 ცალ დანასთან, ტყვიებთან და მასრებთან ერთად ავტომანქანიდან ამოღებულია სავარაუდოდ მოკლული არჩვი (გატყავებული), მოკლული არჩვის ტყავი, თავი, ჩლიქები და შინაგანი ორგანოები. აქტიდან არ ირკვევა, რომ ცხოველის რომელიმე ნაწილს ცეცხლნასროლი დაზიანების კვალი ჰქონდეს. 2015 წლის 18 ნოემბერს, გამოძიების სტადიაზე მოწვეული იქნა ქ.თბილისის ზ-----–-----ს ინსტიტუტის ხ-------–----–------–-----–--------------ის გამგე ალ-------------------–---–ი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ცხოველის დათვალიერებაში, აღწერა ცხოველის ნაწილები, კერძოდ, ცხოველის ტყავი, თავი რქები და ფეხები, მიუთითა აღნიშნული ნაწილების ფერი. დათვალიერების ოქმიდან არ ირკვევა, რომ ცხოველს ჰქონდა ცეცხლნასროლი დაზიანების კვალი. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას ალ-------------------–---–მა აღნიშნა, რომ ცხოველს თავის არეში რაიმე სახის დაზიანება ან ნატყვიარი არ ჰქონია, სწორედ ამიტომ არ მიუთითა დათვალიერების ოქმში.
სასამართლო პროცესზე მხარეთა მონაწილეობით დასახელებული ნივთმტკიცებულების გამოკვლევისას, ცხოველს ტყავზე და თავის არეში რაიმე ცეცხლნასროლი დაზიანების კვალი ვიზუალურად არ აღენიშნებოდა. მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის მიცემული განმარტება, რომ ცხოველს თავის არეში, თვალთან არ ჰქონდა ძვალი, რაც თვალის დაზიანებას ადასტურებს, სარწმუნოდ და საკმარისად არ უნდა იქნას მიჩნეული, მით უფრო, რომ აღნიშნული გარემოება არც საექსპერტო კვლევით, არც დათვალიერების ოქმებითა და არც მოწმე ალ-------------------–---–ის ჩვენებით არ არის დადგენილი.
გ------------–--ს თანამშრომლების, მოწმეების სახით დაკითხული კა---------ის, ვ------–--------–---–-ს, გ--–----------–---–-ს, გ--–- უ---–-----ის, ვ----–---------ს, მ---------------ას, გ--------------ის ჩვენებები და DVD დისკი, (რომელშიც ფონოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტის დასკვნით, ვიდეო-ჩანაწერი ერთი მთლიანია და არ დაფიქსირდა ჩანაწერის მთლიანობის დარღვევის რაიმე ნიშანი) იმის შესახებ, რომ გ-------------–---–ის აღიარებით, მან არჩვი თანნაქონი სანადირო თოფიდან ნაწარმოები გასროლით მოკლა, უტყუარად ვერ ამტკიცებენ გ-------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ყველა ზემოხსენებული მოწმის ჩვენება და DVD დისკი, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, არჩვის მოპოვების ფაქტთან დაკავშირებით არის ირიბი ჩვენება - ისინი ეფუძნება სხვა პირის, ბრალდებულ გ-------------–---–ის მონაყოლს, ანუ მათთვის სხვა პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.
საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
ამასთან, ზემოხსენებულ მოწმეთა ირიბი ჩვენებები ვერ იქნება სასამართლოს მიერ სარწმუნოდ მიჩნეული და გაზიარებული, რამდენადაც ისინი დადასტურებას ვერ პოულობენ სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება, უფრო მეტიც: არანაირი მტკიცებულებით არ არის დადასტურებული ცხოველის ძალადობრივი ქმედებით, ცეცხლნასროლი დაზიანებით მოკვდინების ფაქტი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ბრალად შერაცხულ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია.
პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის დებულება, საყოველთაოდ აღიარებული „in dubio pro reo“ პრინციპის გამოყენებით, საეჭვო ხასიათის მტკიცებულებათა საფუძველზე პირის მსჯავრდების შესაძლებლობას გამორიცხავს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მხოლოდ ბრალმდებელს. მოცემულ პრინციპს განამტკიცებს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფცია საქმის სამართლიანად განხილვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Kornilov v. Russia, N50624/09, 22/11/2016, §28) და სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში დასახელებული პრინციპი მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებით. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ გადალახა. სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი ბრალდების მხარის მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებს გ-------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას. დაუშვებელია, მოწმეთა ჩვენებები ტოვებდეს კითხვებს და ბადებდეს ეჭვს ისეთი სახის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს პირის ბრალეულობაზე. საქმეში განთავსებული სხვა სახის ირიბი მტკიცებულებები კი ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის მოთხოვნებს.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანი-–-- საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა გ-------------–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა გ-------------–---–ის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში.
შესაბამისად, პალატა მიჩნევს, რომ მ–----ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ–----ის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--–----------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მ–----ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ-------------–---–ი საქართველოს სსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გ-------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა.
გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
გ-------------–---–ს განემარტოს, რომ მას აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - 2 ცალი დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს შენახვის ვადით, 1 ცალი ორლულიანი სანადირო თოფი, 6 ცალი დამუხტული ვაზნა, 1 ცალი დანა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო 4 გასროლილი მასრა, ნადირის ხორცი, ტყავი და შინაგანი ორგანოები განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე ვ. ლომიძე