განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210117001845401
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-310-2018 15 მაისი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ი---- ს-----------ე, ზ---- მ---------ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს მ----------კ--------ი
წარმომადგენელი - ხ--------------------ე, რ-----------–-ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 19 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „მ--------- -კ--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ი---- ს-----------ეს (პ/ნ 2----------), ნ-----–- ტ--------–--ეს (პ/ნ 6----------), მ--- ყ------ს (პ/ნ 6----------) და ზ---- მ---------ს (პ/ნ 6----------) შპს „მ--------- - კ--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სასესხო დავალიანების - 1535 ლარის გადახდა. გასაჩივრებული განჩინებით ი---- ს-----------ეს და ზ---- მ---------ს უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასკვნები დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით: 2.1. შპს „მ----------კ--------ის“ წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ი---- ს-----------ის, ნ-----–- ტ--------–--ის, მ--- ყ------ისა და ზ---- მ---------ის მიმართ. მისი მითითებით 2016 წლის 26 აპრილს ი---- ს-----------ესა და შპს „მ----------კ--------ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხეზე გაცემულ იქნა სესხი-1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (სალაროს გასავლის ორდერი 2016 წლის 26 აპრილი). სესხით სარგებლობისათვის მხარეების მიერ გათვალისწინებული იქნა სარგებელი, რაც შეადგენდა კვირაში 120 ლარს. სესხი გაცემულ იქნა 4 თვის ვადით და გულისხმობდა სესხისა და სარგებლის გადახდას კვირაში 120 ლარის ოდენობით „გამსესხებლის“ სასარგებლოდ. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებულებას კისრულობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დაებრუნებინა ამავე ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, ხოლო შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისა და ვალის წარმოშობის შემთხვევაში „მსესხებელი“ ვალდებულებას კისრულობდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო 5 ლარი, ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების სრულად შესრულებამდე. 2.1.2. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 26 აპრილს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება ნ-----–- ტ--------–--ესთან (ხელშეკრულება N78/1), მ--- ყ------თან (ხელშეკრულება №78/2), ზ---- მ---------თან (ხელშეკრულება №78/3). ხელშეკრულების თანახმად თავდებებმა ვალდებულება იკისრეს მსესხებელთან ერთად თანაბარწილად, სოლიდარულად აენაზღაურებინა წარმოშობილი დავალიანების თანხა, რითაც ის სოლიდარულად გახდა ვალდებული სესხის, სარგებლისა და ჯარიმის თანხის გადახდაზე. 2017 წლის 15 მარტის მდგომარეობით მოპასუხეების დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს - 1535 ლარს, მოპასუხეები მოსარჩელის არაერთი მიმართვისა და მოწოდების მიუხედავად არ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებეს. 2.1.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მოსარჩელე მხარეს გადაეცა სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. 2.1.4. 2017 წლის 31 მარტს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და წარმოადგინა მოპასუხეებისათვის - ი---- ს-----------ის, ზ---- მ---------ისა და ნ-----–- ტ--------–--ისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „მ----------კ--------ის" სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე ი---- ს-----------ეს ჩაბარდა პირადად, ხოლო ზ---- მ---------ს ნათლულის - ი---- ს-----------ის მეშვეობით 2017 წლის 21 მარტს; ასევე 2017 წლის 21 მარტს ჩაბარდა ნ-----–- ტ--------–--ისათვის განკუთვნილი სარჩელი მის სიძეს - ზაზა არახამიას. მოპასუხე მ--- ყ------ს სარჩელი და თანდართული მასალები გაეგზავნა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე: ქ. ქუთაისი, აკ. შანიძის ქ. №2, თუმცა გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. დასკვნები განჩინებასთან დაკავშირებით: 2.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მომართა შპს „მ----------კ--------ის" წარმომადგენელმა მოპასუხეების: ი---- ს-----------ის, ნ-----–- ტ--------–--ის, მ--- ყ------ის და ზ---- მ---------ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის სახით აღებული თანხის გადახდა 1535 ლარის ოდენობით. ასევე, დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელე მხარის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯები - გადახდილი სასამართლო ბაჟის თანხა - 50 ლარი და უზრუნველყოფის ბაჟი - 50 ლარი. 2.2.1. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეებს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა, მაგრამ მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასკვნები დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით: 2.1.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. 2.1.6. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. 2.1.7. სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, 625-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით. დასკვნები განჩინებასთან დაკავშირებით: 2.2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. 2.2.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით ვერ დაადასტურა ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის – მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა. მოპასუხეს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით დადგენილი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი მტკიცებულება, რომელიც შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზი გახდებოდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ გაასაჩივრეს ი---- ს-----------ემ და ზ---- მ---------მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. გზავნილი ჩაჰბარდა ზ---- მ---------ის ნათლულს - ი---- ს-----------ეს, რომელმაც არ გადასცა მხარეს გზავნილი მძიმე ფსიქიკური მდგომარეობის გამო. ი---- ს-----------ე არ იყო ზ---- მ---------ის ოჯახის წევრი და არც მასთან მცხოვრები პირი. ამდენად, აღნიშნული გზავნილის ჩაბარების დასტური სასამართლოს არ უნდა ჩაეთვალა გზავნილის ჩაბარების დასტურად. 3.2. ი---- ს-----------ე იყო მძიმე ავად და არა თუ მის ახლობელს გადასცა გზავნილი, არამედ თვითონაც ვერ შეძლო მასზე რეაგირება და შესაგებლის წარდგენა. დიაგნოზი: გულის მწვავე უკმარისობა, რაც გამოიწვია მის ოჯახში ახლობლის გარდაცვალებამ, რომელიც გარდაიცვალა 14 თებერვალს ი---- ს-----------ის ოჯახში. ამის გამო, ი---- ს-----------ე გადიოდა მკურნალობის კურსს და ვერ მოახერხა წარმოედგინა შესაგებელი. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილი „ა“ ქვეპუნქტი, მესამე ნაწილი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ შპს მ----------კ--------მა სარჩელი აღძრა ი---- ს-----------ის, ნ-----–- ტ--------–--ის, მ--- ყ------ისა და ზ---- მ---------ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის გადასახდელად 1535 ლარის დაკისრება. 4.2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2016 წლის 26 აპრილს ი---- ს-----------ეს ასესხა 1500 ლარი. 4.2.1. სესხით სარგებლობისათვის გათვალისწინებული იქნა სარგებელი, რაც შეადგენდა კვირაში 120 ლარს. 4.2.2. სესხი გაიცა ოთხი თვის ვადით და ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, მოვალეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარის ოდენობით. 4.2.3. 2017 წლის 15 მარტის მდგომარეობით მოვალის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენდა 1535 ლარს. 4.3. სასამართლომ სარჩელი მიიღო წარმოებაში და მოპასუხეებს შესაგებლის წარსადგენად განუსაზღვრა 10 დღის ვადა. 4.4. მოსარჩელემ სარჩელი და თანდართული მასალები გაუგზავნა მოპასუხეებს. ზ---- მ---------ისათვის გაგზავნილი საბუთები ჩაჰბარდა მის ნათლულს, ი---- ს-----------ეს. სამართლებრივი დასაბუთება 4.4. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ როგორც სარჩელის, ასევე საქმის სხვა მასალების, მათ შორის სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, ი---- ს-----------ე ცხოვრობს ქუთაისში, ვარლამიშვილის მე-3 ჩიხი 4-ში, ხოლო ზ---- მ---------ი ქუთაისში, ვარლამიშვილის მე-3 ჩიხი 6-ში. 4.4.1. ამის შესაბამისად, არ მტკიცდება, რომ აპელანტები ერთად არ ცხოვრობენ. 4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, მან უწყება მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს უნდა ჩააბაროს. 4.5.1. რადგან არ მტკიცდება, რომ აპელანტები ერთად ცხოვრობდნენ, ი---- ს-----------ისათვის გზავნილის ჩაბარება ზ---- მ---------ისათვის ჩაბარებად არ ითვლება. 4.5.2. ეს კი ნიშნავს, რომ ზ---- მ---------ს სასამართლოს გზავნილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ გადასცემია. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძვლები არ არსებობდა. 4.6. და, რაც მთავარია, პალატის აზრით, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მის მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა. 4.6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლისა და 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ მათი შეფასების საფუძველზე გამოაქვს. 4.6.2. როგორც აღინიშნა, სარჩელში მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2016 წლის 26 აპრილს ი---- ს-----------ეს ოთხი თვით ასესხა 1500 ლარი. ამ სესხით სარგებლობისათვის მოპასუხეს, ყოველკვირეულად, უნდა გადაეხადა სარგებელი, 120 ლარი და 2017 წლის 15 მარტის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 1535 ლარს. 4.7. პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია - მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მომჩივანის დავალიანება 1535 ლარია, ფაქტობრივი გარემოება არ არის. 4.7.1. 1535 ლარი მოსარჩელის მოთხოვნაა, რომელიც სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან უნდა გამომდინარეობდეს, ეს გარემოებები კი მოსარჩელეს მითითებული არა აქვს. 4.7.2. კერძოდ, მას სარჩელში არ მიუთითებია გაანგარიშება, საიდანაც მოპასუხის დავალიანება გამომდინარეობს. საინტერესოა, რომ ამგვარი გაანგარიშება არც სარჩელზე თანდართულ მასალებშია წარმოდგენილი. 4.7.3. მნიშვნელოვანია, რომ სარჩელის თანახმად მოპასუხეს მოსარჩელისათვის, ყოველკვირეულად, უნდა გადაეხადა საპროცენტო სარგებელი, 120 ლარი. 4.7.4. აქედან გამომდინარეობს, რომ ოთხი თვის განმავლობაში მომჩივანს მოსარჩელისათვის საპროცენტო სარგებლის სახით უნდა გადაეხადა 1920 ლარი მაინც, ე.ი. სესხად გაცემული თანხის 128%. 4.7.5. ეს კი ნიშნავს, რომ სესხის ყოველწლიური სარგებელი სესხის თანხის 384%-ს შეადგენდა. 4.7.6. პალატის აზრით, ამგვარი საპროცენტო სარგებელი ქვეყანაში არსებულ საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, უცილოდ ბათილია. 4.8. ამრიგად, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები არ არსებობდა, ამიტომ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. 4.9. ამავდროულად, პალატა აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყევტილება ნ-----–- ტ--------–--ესა და მ--- ყ------ს არ გაუსაჩივრებიათ. 4.9.1. ამის გამო, ნ-----–- ტ--------–--ისა და მ--- ყ------ისათვის თანხის დაკისრების ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაშია შესული და მისი გასაჩივრება დაუშვებელია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ი---- ს-----------ისა და ზ---- მ---------ისათვის შპს მ----------კ--------ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში და ამავე ნაწილში - 2018 წლის 19 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე, ამ ნაწილში, ხელახლა განსხილველად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. ი---- ს-----------ისა და ზ---- მ---------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ი---- ს-----------ისა და ზ---- მ---------ისათვის შპს მ----------კ--------ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში და ამავე ნაწილში - 2018 წლის 19 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე, ამ ნაწილში, ხელახლა განსხილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;
3. საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე