განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001939922
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მაისი 2018 წელი თბილისი
საქმე №2ბ/1448-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი _ ს--- ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-------
მოწინააღმდეგე მხარე _ კ------------ე გ----–---–ი, ვ----– კ------ე
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი
1. 2016 წლის 26 აგვისტოს, კ------------ე გ----–---–ს, ვ----– კ------ესა და ს--- ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-------ს შორის საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, გამოკვლეული უნდა ყოფილიყო რამდენად მიზანშეწონილია ს-----ის გ-----ზე N9 კორპუსზე 1.5 სართულის დაშენება.
2. 2016 წლის 26 აგვისტოს, N2--------- ხელშეკრულების მესამე მუხლის მესამე პუნქტების მიხედვით: იმ შემთხვევაში, თუ საექსპერტო მომსახურება ითვალისწინებს ბ-------ს ტერიტორიის გარეთ არსებული საკვლევი ობიექტის დათვალიერებას/კვლევას და ნიმუშის აღებას, საექსპერტო მომსახურების ვადის ათვლა იწყება დამკვეთის მომართვის დღიდან 30 სამუშაო დღის ვადაში.
3. ს--- ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–---------------ის ე---------–მა ბ-------მ ხელშეკრულებით შეთანხმებულ საკითხზე დასკვნა გასცა 2016 წლის 29 ნოემბერს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ს--- ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-------ს წარმომადგენელმა და კ------------ე გ----–---–ზე და ვ----– კ------ეზე ითხოვა 1200 ლარის დაკისრება.
5. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებს 2016 წლის 26 აგვისტოს განცხადებისა და ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის განმავლობაში გაეწიათ საინჟინრო საექსპერტო მომსახურება, რაც გათვალისწინებულია ს--- ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-------ს დებულებით. გაწეული მომსახურებისათვის მოპასუხეს არ გადაუხდია შესაბამისი ტარიფით დადგენილი გადასახადი.
6. მოპასუხე მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დადგენილ ვადაში დასკვნის წარუდგენლობამ დაკარგა მისი ღირებულება, რის გამოც, მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს თანხის გადახდა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ს--- ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:
8.1. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. გადასახდელი საზღაური არსებით პირობად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საზღაური ნარდობის ხელშეკრულებისათვის ნაგულისხმევი პირობაა, აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა „შეთანხმებული საზღაური“.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრვი ურთიერთობა წარმოიშვა, კერძოდ, 2016 წლის 26 აგვისტოს, კ------------ე გ----–---–ს, ვ----– კ------ესა და ს--- ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-------ს შორის საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, გამოკვლეული უნდა ყოფილიყო რამდენად მიზანშეწონილია ს-----ის გ-----ზე N9 კორპუსზე 1.5 სართულის დაშენება.
8.2. მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ არ უნდა დაეკისროთ ნარდობის საფასური, ვინაიდან, მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხელშეკრულების დადებიდან დასკვნის მომზადებამდე არსებულმა დროის ხანგრძლივმა მონაკვეთმა შემკვეთებს შესრულებისადმი ინტერესი დაუკარგა, რის გამოც, ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებიდან გასვლას.
სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ხელშეკრულებაზე უარის თქმას, სამართლებრივ შედეგებს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, ხოლო წინაპირობებს 405-ე მუხლები. თუ ვერ ხერხდება კრედიტორის პირველადი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოვალის მიერ (ვალდებულების შესრულება), მის ადგილს მეორადი მოთხოვნა იკავებს.
ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს – დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. ხელშეკრულებიდან გასვლის დამახასიათებელი ნიშანი მხარეთა შორის ორმხრივი რესტიტუციის განხორციელებაა, რესტიტუცია კი, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას გულისხმობს, რა დროსაც მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის გადაცემული ქონების უკუქცევა ხდება. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა და პირვანდელი მდგომარეობის აღგენა ერთობლივი, განუყოფელი და მყისიერი ქმედებაა. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენამდე მსჯელობისას, უნდა დადგინდეს სახეზეა თუ არა ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: ნამდვილი ორმხრივი ხელშეკრულების არსებობა; ხელშეკრულების დარღვევა (მნიშვნელოვანი დარღვევა); დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება); ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვა.
8.3. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას.
დადგენილია, რომ მოპასუხისათვის მნიშვნელოვანი იყო ვალდებულების დროული შესრულება (შეთანხმებულ 30 დღიან ვადაში), რომლის განუხორციელებლობაც აზრს დაუკარგავდა ექპერტის მიერ იმ საკითხის კვლევას, რომლისთვისაც მოპასუხეებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს სპეციალისტის მიერ დასკვნის შედგენა. ასევე, მოპასუხეებმა განმარტეს, რომ არაერთხელ დაუკავშირდნენ ექსპერტს და სთხოვეს დასკვნის დროული მომზადება. ამასთან, ირკვევა, რომ დასკვნის მომზადებამდე კ------------ე გ----–---–მა და ვ----– კ------ემ ე-----------ის ე---------– ბ-------ს აცნობეს, რომ შესრულებამ მათთვის ინტერესი დაკარგა და დასკვნის მომზადება აღარ ესაჭიროებოდათ, რაც, ასევე ცნობილი იყო მოსარჩელისათვის. საყურადღებოა, რომ ს--- ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-------ს წარმომადგენელმა, შესაგებლითა და მოპასუხეების მიერ სხდომაზე მითითებული ახსნა-განმარტებით წარმოდგენილი ზემოდასახელებული შედავების საწინააღმდეგო რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი ვერ მიუთითა სასამართლოს, რის გამოც, დგინდება, რომ მოპასუხეებმა დასკვნის მომზადებამდე აცნობეს მოსარჩელეს ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე.
ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება მასზე, რომ დასკვნის მზაობის თაობაზე მხარეებმა მიიღეს მოკლე ტექსტური შეტყობინება, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ე-----------ის ე---------–მა ბ-------მ მოპასუხეებს წარუდგინა რა სახელშეკრულებო პირობები, რომლებიც წინასწარ იყო ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული და მის მიერ დადგენილი (სკ-ის 342-ე მუხლი), სწორედ, დასახელებული ხელშეკრულებით განისაზღვრა დასკვნის 30 დღიან ვადაში მომზადების ვალდებულება. მომზადებული ე-----------ის დასკვნის თარიღი კი, იმთავითვე მიუთითებს ვალდებულების არადროულ შესრულებაზე. ამასთან, მოსარჩელეს თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, უნდა სცოდნოდა, რომ განსახილველი საკითხის სპეციფიკა მოითხოვდა მის დროულ დამუშავებას და გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ (სამი თვე) სამუშაოს შესრულება არ იქნებოდა ღირებული შემკვეთებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს--- ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი იქნა ს--- ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-------ს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამავე საქმეზე იყოს მიღებული ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება ს--- - ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-------ს სარჩელი და აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეზე მონაწილე პირებს: კ------------ე გ----–---–სა და ვ----– კ------ეს ს--- - ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ძირითადი მოთხოვნის ანგარიშში 1 200 (ერთი ათას ორასი) ლარის გადახდა.
აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილებაში არაზუსტად არის მითითებული მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც შემდგომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. კერძოდ, მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ 2017 წლის 19 მაისის სასარჩელო განცხადებაში მითითებულია ერთი სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც ითხოვს მოპასუხე მხარეზე მონაწილე პირებს: კ------------ე გ----–---–სა და ვ----– კ------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ძირითადი მოთხოვნის ანგარიშში 1 200 (ერთი ათას ორასი) ლარის გადახდა. სადავო გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული სიტყვა ,,სოლიდარულად", რაც გადაწყვეტილების უსწორობაზე მიუთითებს.
აპელანტის განმარტებით, სამოქალაქო სამართლის თეორია იცნობს ხელშეკრულების პირობების კლასიფიკაციას და ყოფს მათ: ხელშეკრულების არსებით პირობებად; არაარსებით პირობებად; ე.წ. ,,ნაგულისხმებ" პირობებად და სხვა სახეებად. აღნიშნულ კლასიფიკაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმისათვის, რომ თუ ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე არღვევს ხელშეკრულების არსებით პირობას ამავე ხელშეკრულების არაბრალეული მხარე თავისუფლდება იმ ვალდებულებების შესრულებისაგან, რომლებიც უნდა ყოფილიყო წარმოშობილი ამ ხელშეკრულებით. შესაბამისად, შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე მხარეთა შორის აუცილებელია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად არსებითად ჩაითვლება მხოლოდ ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც არსებითად მიჩნეულია კანონის მიერ. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულების ნაირსახეობას. ნარდობის ხელშეკრულებაში მოქმედი სამოქალაქო კოდესის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არსებით პირობად ჩაითვლება ხელშეკრულების საგანი ანუ სამუშაო (მომსახურება) და საფასური. მოქმედი კანონმდებლობა მხოლოდ ამ ორ პირობას თვლის ნარდობის ხელშეკრულების არსებით პირობად. შესაბამისად, საზღაური (ანუ ხელშეკრულების ფასი) ვერ ჩაითვლება ნარდობის ხელშეკრულების ,,ნაგულისხმებ" პირობად. ამავე ლოგიკით ვინაიდან მოპასუხეს არ მოუთხოვია შესაბამისი დათქმა ხელშეკრულების ვადასთან დაკავშირებით, ვადა როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა ვერ ჩაითვლება მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების არსებით პირობად.
აპელანტის განმარტებით, საქმის მასალებში არ მოიპოვება იმის დასტური, რომ მოპასუხე მხარეზე მონაწილე პირებმა მოახდინეს სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გასვლა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლების პირობების გათვალისწინებით. მოპასუხეების მიერ ე-----------ა დაინიშნა 2016 წლის 26 აგვისტოს და იმავე დღეს საექსპერტო დაწესებულებასთან გაფორმდა №2--------- ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების შესახებ. მითითებული ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად ექსპერტის დასკვნა უნდა ყოფილიყო მომზადებული 30 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული დროის პერიოდი იწურებოდა 2016 წლის 07 ოქტომბერს. მითითებული თარიღისათვის ექსპერტის დასკვნა არ ყოფილა მომზადებული და საბოლოო ფორმით დასკვნა მომზადდა 2016 წლის 29 ნოემბერს, ანუ 52 დღის დაგვიანებით. ამავე დღეს მომზადდა დასკვნის თანმხლები წერილი და მოპასუხე მხარეს უნდა მიეღო ავტომატური წესით მოკლე სატელეფონო შეტყობინება დასკვნის მომზადების თაობაზე და დასკვნის საფასურის შესახებ. 2016 წლის 08 ოქტომბრიდან 2016 წლის 29 ნოემბრამდე ანუ დასკვნის მომზადებამდე მოპასუხე მხარეზე მონაწილე პირებს არ მიუმართავთ ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-------სათვის თავისი პოზიციის დაფიქსირებით, რომ დაკვეთამ დაკარგა მათვის ინტერესი და ისინი ნებაყოფლობით ცალმხრივად გადიან სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან. მათ არ დაუფიქსირებიათ არც გაფრთხილება და არც დაუთქვიათ დამატებითი ვადა ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე. მოსარჩელის წარმომადგენელს სასამართლო სხდომაზე არ დაუდასტურებია იმის შესახებ, რომ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დასკვნის მომზადებამდე არსებობდა სატელეფონო კავშირები, რომლითაც მოპასუხემ დააფიქსირა თავისი ნება ცალმხრივად გასულიყო ხელშეკრულებიდან. საქმის მასალებში არ მოიპოვება იმის მტკიცებულებაც, რომ მოპასუხემ თავისი დაკვეთა დაუკავშირა ვალდებულების დროულად შერულებას. შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობები მოპასუხისათვის ინარჩუნებდა კანონიერ ძალას და არაარსებითი პირობის დარღვევა (მოცემულ შემთხვევაში - ვადა) არ გამოიწვევდა ხელშეკრულების გაუქმებას და არ გაათავსუფლებდა მოპასუხე მხარეზე მონაწილე პირებს თავისი ვალდებულებისაგან მოეხდინათ გაწეული საექსპერტო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს რჩება ვალდებულება სრულად აანაზღაუროს საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასური, მაგრამ თუ ვადის დარღვევამ მიაყენა მატერიალური ზიანი აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს, ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეს რჩება უფლება მოითხოვოს ამ მატერიალური ზიანის ანაზღაურება საექსპერტო დაწესებულებისაგან, თუმცა მოპასუხე მხარეზე მონაწილე პირების მიერ ხელშეკრულების გაფორმებისას არ ყოფილა დათქმული პირობა, რომ ვადას მათთვის ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა, არ დააფიქსირეს და არ დაუკავშირეს თავისი მოთხოვნა კონრეტულ ვადას, ამასთან 2016 წლის 07 ნოემბრიდან რეაგირების გარეშე დატოვეს ის ფაქტი, რომ დასკვნის მომზადებამდე მათ დაკარგეს ინტერესი თავისი დაკვეთის მიმართ.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა მოპასუხე მხარეზე მონაწილე პირების განმარტება იმის თაობაზე, რომ თითქოს მათთვის ცნობილი გახდა ექსპერტის დასკვნის მომზადების თაობაზე მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მიიღეს სასარჩელო მასალები, რადგან მოსარჩელე მხარემ მოამზადა 2017 წლის 19 მაისის სასარჩელო განცხადება საქმეზე, მოპასუხემ თავის 2017 წლის 04 ივლისის შესაგებელით სარჩელი მთლიანად არ სცნო და მისი შესაგებელი დაეფუძვნა შემდეგ გარემოებებს: ს----------–---------------ის ე---------– ბ-------ში კრიმინალურ გარიგების საფუძველზე შეგნებულად ვადის დარღვევით მომზადდა ექსპერტის დასკვნა და აღნიშნულმა დაკარგა ღირებულება მოპასუხე მხარისათვის; საცხოვრებელი კორპუსის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა შეუძლებელია და ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს ს----------–---------------ის ე---------– ბ-------ს. აღსანიშნავია, რომ პირველ გარემოებაში მითითებული პირობების თაობაზე მათი საფუძვლიანობის დადგენის მიზნით მოპასუხეს არავითარი მტკიცებულება არ წარუდგენია, შესაბამისად, მოპასუხის დებულებები ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება გაზიარებას. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების 6.3. პუნქტის მე-3 აბზაცში მითითებული დებულებით (რომელიც შეეხება მოკლე ტექსტურ შეტყობინების არ მიღებას) ფაქტიურად გასცდა მოპასუხე მხარეზე მონაწილე პირების შესაგებელში მითითებულ დებულებებს. აღნიშნული საკითხი მოპასუხეს არ წამოუჭრია. გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე მხარეს არ წარუდგენია დადგენილი პროცედურების დაცვით დამატებითი წერილობითი მტკიცებულება საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარეზე მონაწილე პირებმა განაცხადეს, რომ მიმართეს ს----------–---------------ის ე---------– ბ-------ს წერილობითი ფორმით და მოითხოვეს მათი 2016 წლის 26 აგვისტოს დაკვეთის გაუქმება 2016 წლის 30 ნოემბერს. ს----------–---------------ის ე---------–ი ბ------- ადასტურებს, რომ მითითებული განცხადებით კ------------ე გ----–---–მა ნამდვილად მიმართა ს----------–---------------ის ე---------– ბ-------ს 2016 წლის 30 ნოემბერს, მაგრამ ამ მომენტისათვის ექსპერტის დასკვნა უკვე იყო მომზადებული (2016 წლის 29 ნოემბერს). აღნიშნულ დოკუმენტს არ ენიჭება მტკიცებულების მნიშვნელობა და ის სასამრთლოს არც გამოუყენებია ერთ-ერთ მტკიცებულებად. აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ ირიბ მტკიცებულებას იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 29 ნოემბერს მოპასუხეს მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლის შედეგად მეორე დღესვე მოპასუხემ მიმართა საექსპერტო დაწესებულებას თავისი დაკვეთის გაუქმების თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელში თუ შესაგებელში გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ეს მათთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი.
სამოტივაციო ნაწილი
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
11. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლზე და განმარტავს, რომ გაწეული მომსახურებისათვის მოპასუხე მხარეს არ გადაუხდია შესაბამისი ტარიფით დადგენილი გადასახადი. მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე და 629-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ამდენად, მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანია, ს--- ”ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–---------------ის ე---------– ბ-------ს” და კ------------ე გ----–---–სა და ვ----– კ------ეს შორის გაფორმებული საექსპერტო მომსახურების შესახებ № 1--------- ხელშეკრულების არსებით პირობას შეადგენდა თუ არა ვალდებულების შესრულების ვადა. ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეული იყო თუ არა ე-----------ის ბ-------ს მიზეზით და ვადის დარღვევა წარმოდგენდა თუ არა საკმარისს, შემკვეთის მიერ ხელშეკრულების მოშლისათვის.
აღნიშნულის შესაბამისად პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1.2016 წლის 26 აგვისტოს, კ------------ე გ----–---–ს, ვ----– კ------ესა და ს--- ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-------ს შორის გაფორმდა საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კვლევის საგანს შეადგენდა, რამდენად მიზანშეწონილია ს-----ის გ-----ზე N9 კორპუსზე 1.5 სართულის დაშენება.
2.2016 წლის 26 აგვისტოს, N2--------- ხელშეკრულების მესამე მუხლის მესამე პუნქტების მიხედვით: იმ შემთხვევაში, თუ საექსპერტო მომსახურება ითვალისწინებს ბ-------ს ტერიტორიის გარეთ არსებული საკვლევი ობიექტის დათვალიერებას/კვლევას და ნიმუშის აღებას, საექსპერტო მომსახურების ვადის ათვლა იწყება დამკვეთის მომართვის დღიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. ამდენად, აღნიშნული ვადა 2016 წლის 26 აგვისტოდან 30 სამუშაო დღის შემდეგ, ამოიწურა 2016 წლის 7 ოქტომბერს.
3. ს--- ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–---------------ის ე---------–მა ბ-------მ ხელშეკრულებით შეთანხმებულ საკითხზე დასკვნა გასცა 2016 წლის 29 ნოემბერს, ე.ი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით. კერძოდ, დასკვნა მომზადებული იქნა 52 დღის დაგვიანებით.
4. 2016 წლის 26 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად შემსრულებელი ვალდებულია ხარისხიანად შეასრულოს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაო მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ვადაში, ანუ დამკვეთის მიმართვის დღიდან 30 სამუშაო დღეში. ამავე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად შემსრულებელი ვალდებულია დადგენილ ვადაში საექსპერტო მომსახურების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ბ-------ს უფროსის ბრძანების საფუძველზე გააგრძელოს საექსპერტო მომსახურების ვადა. ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალდებულია ამ მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს დამკვეთს წერილობითი ფორმით; ტელეფონით - (სატელეფონო საუბარი დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი ოქმით); ელექტრონული ფოსტით ან ფაქსით (ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით ან შესაბამისი ოქმის შედგენით).
5. დადგენილია, რომ მოპასუხეებს 2016 წლის 08 ოქტომბრიდან 2016 წლის 29 ნოემბრამდე, ს--- ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-------სთვის დასკვნის მიღების მოთხოვნით არ მიუმართავთ, რადგან აღნიშნული დასკვნა ესაჭიროებოდათ ადმინისტრაციული აქტის გაუქმებასთან დაკავშირებით წარმოებულ ადმინისტრაციულ დავაზე წარსადგენად. ვინაიდან მათ მიერ ვერ მოხდა მშენებლობის შეჩერება, მათთვის დასკნის მიღებამ დაკარგა იურიდიული ინტერესი.
6. დადგენილია, რომ 2016 წლის 30 ნოემბერს, მოპასუხეებმა ს--- ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-------ს აცნობეს, რომ დასკვნის მიღება აღარ ესაჭიროებოდათ. მოპასუხეთა განმარტებით მათ საცხოვრებელ სახლზე მიმდინარეობდა დაშენება. დავას განიხილავდა სასამართლო და დასკვნა მათ ესაჭიროებოდაან მშენებლობის შეჩერებისათვის. (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება)
7. საქმის მასალებით არ დგინდება რომ, მოპასუხეებს ე-----------ის დასკვნის მომზადების თაობაზე გაეგზავნათ ბ-------დან სმს შეტყობინება. მოპასუხეებს დასკვნა ჩაბარდათ სარჩელთან ერთად მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში.
პალატა განმარტავს რომ, სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელსა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ,,affirmanti, non negate, incumbit probatio’’- ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა იმას, ვინც უარყოფს’’. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს ვინ რა უნდა ამტკიცოს. ამასთან, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას, გასათვალისიწნებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე.
12. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მოდავე მხარეთა შორის, ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2016 წლის 26 აგვისტოს წერილობითი ფორმით დადებული ნარდობის ხელშეკრულება, სადაც მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადა. ამ ვადაში ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ვადის გაგრძელების ინიციატივა ს--- ”ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-------ს ეკუთნოდა.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება განსაზღვრული მომენტის დადგომა, როცა ვალდებულება შესრულებულ უნდა იქნეს. ნების ავტონომიის და ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების დროს განსაზღვრავენ მხარეები. თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ერთერთი მხარის მიერ, მაშინ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ერთი მხარის მიერ დაწესებული ვადა, მეორე მხარის ინტერესებსაც უნდა ეხმიანებოდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა სამუშაოს შესრულების კონკრეტული ვადა, რაც სრულდებოდა 2016 წლის 07 ოქტომბერს, ამასთან ვადის გაგრძელების ინიციატივა ს--- ”ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-------ს” ეკუთვნოდა, რაც არ გამოუჩენია და შეტყობინება რაიმე ფორმით მოპასუხეებისთვის არ გაუგზავნია, პალატა მიიჩნევს, რომ ნების ავტონომიის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე სამოქალაქო კოდექსის 115-ე, და 361.2 მუხლის შესაბამისად, სწორედ ე-----------ის ბ-------ს მხრიდან დაირღვა როგორც დამატებითი ვადის განსაზღვრის პირობა, ისე ვალდებულების შესრულების კეთილსინდისიერების პრინციპი. ასეთ ვითარებაში, მოპასუხეთა მიერ, დამატებითი ვადის განსაზღვრის გარეშე ხელშეკრულების მოშლა გამომდინარეობს სკ-ის 405.1 და 505.2.“ბ“ მუხლიდან, მით უფრო, როდესაც ე-----------ის დასკვნის მომზადების დროისათვის - 2016წლის 29 ნოემბერს მოპასუხეთათვის ს--- ”ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-------ს” დასკვნის მიმართ ინტერესი აღარ გააჩნდათ ვინაიდან, აღნიშნული ესაჭიროებოდათ ადმინისტრაციული აქტის გასაუქმებლად ადმინისტრაციულ დავაზე წარსადგენად და დასკვნის არ ქონის გამო, მათ მიერ მშენებლობა ვერ იქნა შეჩერებული, რის გამოც 2016 წლის 30 ნოემბერს მიმართეს და აცნობეს აღნიშნულის შესახებ.
პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეთანხმებული სამუშაოს დროულად შესრულება. ზოგადად, ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება იმ განსაზღვრული მომენტის დადგომა, როდესაც ვალდებულებები შესრულებული უნდა იყოს. ის ჩვეულებრივ განისაზღვრება ხელშეკრულებით (თუმცა შესაძლებელია შესრულების დრო განსაზღვრული იყოს სასამართლო გადაწყვეტილებით, კანონით ან ცალმხრივი გარიგებითაც). ყველაზე მეტად გავრცელებულია ვალდებულების შესრულების გარიგებით (ხელშეკრულებით) განსაზღვრული ვადები. ამ შემთხვევაში შესრულების დროის შეთანხმება შეიძლება აშკარად გამოხატული ან დუმილით ნაგულისხმევი იყოს. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების დრო შეიძლება იყოს როგორც აბსოლუტური, ისე რელატიური ბუნების. აბსოლუტურია ვადა, როდესაც ვადის გადაცილების შემდეგ შესრულება კარგავს ყოველგვარ ინტერესს. რელატიური ვადის შემთხვევაში ვადის გადაცილება აზრს არ უკარგავს ვალდებულების შესრულებას, მხოლოდ ართულებს მას ანუ შესრულება გამოსწორებადია. ნარდობის ხელშეკრულებით მხარეებმა შეიძლება განსაზღვრონ არა მხოლოდ სამუშაოთა დასრულების ვადები, არამედ სამუშაოთა დაწყებისა და შუალედური ვადებიც. იმ შემთხვევაში, როდესაც შესრულების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაშინ ნარდობის ხელშეკრულებით, შესრულების დრო განისაზღვრება, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობა -time is of the essence. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ერთ-ერთ გავრცელებულ შემთხვევას წარმოადგენს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან შემკვეთის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. თუ შემკვეთის მოთხოვნის მიუხედავად მენარდე არ ასრულებს სამუშაოს, იგი არღვევს ვალდებულებას სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მნიშვნელობით. (სუსგას-1226-1146-2017)
13. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობა წარმოადგენს ვალდებულების დარღვევას და ვადის დარღვევა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას იძლევა მას შემდეგ რაც მოვალე არ შეასრულებს ვალდებულებას დამატებითი ვადის ან გაფრთხილების მიცემის შემდეგ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი განსაზღვრულია პირობები როდესაც არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება. კერძოდ ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება სასამართლო საექსპერტო მომსახურების შესახებ (მუხლი 6.2.) ითვალისწინებდა, რომ დამკვეთს გააჩნდა უფლებამოსილება შემსრულებლისაგან მოეთხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დროული, ხარისხიანი და ჯეროვანი შესრულება. მოსარჩელე ს--- „ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–---------------ის ე---------–მა ბ-------მ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, დაარღვია ვალდებულების შესრულების ვადა. ხელშეკრულების 9.3 მუხლის თანახმად კი მხარეებს უფლება აქვთ ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება მისი მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე ან უარი განაცხადონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, თუ მეორე მხარე არ ასრულებს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
ხელშეკრულებიდან გასვლა ნების ცალმხრივად გამოვლენით ხორციელდება და არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა. უარის თქმა ხელშეკრულებაზე შესაძლებელია, თუ ეს დაშვებულია კანონით ან მხარის ასეთი უფლება გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. ხელშეკრულებაზე უარის თქმა მხარეთა შეთანხმებითაც არის შესაძლებელი. აღნიშნული ნორმა მხარეს, რომელიც ასრულებს ხელშეკრულებას, ანიჭებს უფლებას ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მიმართ, კერძოდ, მას ენიჭება უფლებამოსილება, უარი თქვას სსკ-ის 355-ე მუხლის შესაბამისად- ხელშეკრულებდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა და ვადის გადაცილება გამოწვეულია მოსარჩელის და არა მოპასუხის ბრალით, მოპასუხემ დაკარგა ინტერესი ექსპერტიზის დასკვნის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე, რაც დასტურდება მოპასუხეთა მიერ ს--- ე-----------ის ე---------– ბ-------ს 2016 წლის 30 ნოემბრის მიმართვით. ამრიგად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 405-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე არსებობდა, მოპასუხის მიერ დამატებითი ვადის განსაზღვრის გარეშე, ხელშეკრულების მოშლის წინაპირობა. მოპასუხის პოზიციას ამყარებს ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის დასკვნის მომზადების დროისათვის –მოპასუხეს აღნიშნული დასკვნის მიმართ ინტერესი აღარ გააჩნდათ. (იხ. სუსგ ას-1039-959-2017)
საქმეზე მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი იმის მტკიცებულება, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საექსპერტო მომსახურების შესრულების შეუძლებლობის შესახებ ბ-------ს უფროსის მიერ გამოიცა ბრძანება საექსპერტო მომსახურების ვადის გაგრძელების შესახებ. ასევე არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომ დამკვეთს რაიმე ფორმით ეცნობა გათვალისწინებული ვადის გაგრძელების შესახებ. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა და მან ეს უფლება გამოიყენა კიდეც, რაც მას ათავისუფლებს საექსპერტო მომსახურების თანხის გადახდის ვალდებულებისაგან.
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში ამასთან, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა, რომ მისი ბრალით არ იყო გამოწვეული.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
15. საპროცესო ხარჯები: აპელანტების მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს--- ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი