განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100116001216976, №1/ბ-12-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატა შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: მურმან ისაევი
მანუჩარ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ა-----------–---–---–----–-–--–------------------------–---–---–-;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ფ------------------------------ი, დაბადებული 198- წლის 1-----–--ს (მისი მონაწილეობის გარეშე);
მსჯავრდებული - ო-–-----–------------------ი, დაბადებული 197- წლის 0-------------ს (მისი მონაწილეობის გარეშე);
ადვოკატი - ი-----–-------ა.
კვალიფიკაცია:
ფ------------------ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა შეკვეთით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, 2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება).
ო-–---------ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარება).
სასჯელი:
ფ------------------ი - დანაშაულთა ერთობლიობით, 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ო-–---------ი - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში დამძიმების კუთხით და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, ლმობიერი და დამნაშავეთა პიროვნებების და ჩადენილი ქმედებების შეუსაბამო. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა აშკარად არ შეესაბამება დამნაშავეთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, სიმძიმესა და საზოგადოებრივ საშიშროებას. მკვლელობის სახე და ხასიათი - შეკვეთით მკვლელობა, ნათლად წარმოაჩენს მსჯავრდებულთა ცხოვრების წესსა და საქმიანობას. ფ------------------ი და ო-–---------ი არიან მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი პირები, მათ მკვლელობის ჩადენისთანავე დატოვეს საქართველო და ასეთი პირების მიმართ კანონი უნდა ამოქმედდეს მთელი სიმკაცრით. ბრალდების მხარემ ასევე ითხოვა ნივთიერი მტკიცებულების ნაწილში ცვლილების შეტანა და ნივთიერი მტკიცებულების ბედის გადაწყვეტა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამოძიებაში არსებულ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
დაცვის მხარის მოთხოვნა - ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ფ------------------ი და ო-–---------ი არიან უდანაშაულოები (იხ.სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით, ფ------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა: განზრახ მკვლელობა შეკვეთით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, ხოლო ო-–---------მა ჩაიდინა შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:
2015 წლის დასაწყისში, დაუდგენელმა პირმა, ფ------------------ს და ო-–---------ს, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შეუკვეთა საქართველოს მოქალაქის, თბილისში მცხოვრები ბ------------------ის მკვლელობა, რაც უშუალოდ უნდა განეხორციელებინა ფ------------------ს, ხოლო ო-–---------ს ევალებოდა დანაშაულის ჩადენაში დახმარება. ბ------------------ის მკვლელობის მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს, ფ------------------ი, ო-–--------------------ის სახელზე შედგენილი უკრაინის რესპუბლიკის ყალბი NA------- პასპორტის გამოყენებით და ო-–---------ი, კი---------–--------- რეისით ჩამოფრინდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. იმავე დღეს, ფ------------------ი ხსენებული ყალბი პასპორტის გამოყენებით დროებით დაბინავდა ქ.თბილისში, ჯ--------------------ში მდებარე სასტუმრო ,,G--”-ში, ხოლო ო-–---------ი მისი მეგობრის დ----------------–-------------–ის სახლში, მდებარე ქ.თბილისში, ვ---------–-----------------------------------------------------------------------------ში. 2015 წლის 16 იანვარს, ფ------------------მა და ო-–---------მა, ხანგრძლივი ვადით იქირავეს ქ.თბილისში, პ-------------------------------------ში მდებარე ბინა, რომელიც განთავსებული იყო ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ და ხალხმრავალ ადგილას, რაც შესაძლებელს ხდიდა მათ კონსპირაციულ ცხოვრებას. დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ფ------------------მა და ო-–---------მა ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილის N34-ში მდებარე მაღაზიაში შეიძინეს სპეციალურად შერჩეული მეორადი მოხმარების ,,ჰონდას“ მარკის მოპედი. ბ------------------ის თვალთვალის პროცესში და მკვლელობის განხორციელების შემდგომ აღნიშნული მოპედით შესაძლებელი იქნებოდა სწრაფი და დაუბრკოლებელი გადაადგილება თბილისის ცენტრალურ უბნებში არსებული გადატვირთული საგზაო მოძრაობის პირობებში, აგრეთვე შემთხვევის ადგილიდან შეუფერხებლად მიმალვა ადგილმდებარეობის რელიეფის, ვიწრო ქუჩების მიუხედავად და შესაძლოა მდევრისაგან თავის დაღწევა. ხსენებული მოპედი არ საჭიროებდა სანომრე ნიშანს და არ ექვემდებარებოდა სახელმწიფო რეგისტრაციას, რაც შეუძლებელს ხდიდა მძღოლის იდენტიფიცირებას ოფიციალური მონაცემთა ბაზების მეშვეობით. გარდა ამისა, ფ------------------მა და ო-–---------მა, იმავე მაღაზიაში შეიძინეს სპეციალური ჩაფხუტი, რომლითაც მოპედით გადაადგილებისას უნდა შეენიღბათ სახე. ასევე, ფ------------------მა და ო-–---------მა შემთხვევის ადგილიდან მიმალვისას, ვიზუალური ნიშნების შეცვლის მიზნით, მაღაზია ,,ჯორდანო“-ში იყიდეს ორმხრივი გამოყენების ქურთუკი, რომლის ამობრუნებით იცვლებოდა ქურთუკის ფერი. ამასთანავე, ფ------------------მა, დაუდგენელი პირისაგან, ბ------------------ის მკვლელობის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა კუსტარული წესით დამზადებული მაყუჩის მქონე ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებით და სინათლის ლაზერი, რომელიც ღამის საათებში საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა მკვლელობის ჩადენის გასამარტივებლად. ფ------------------მა 2015 წლის 16 თებერვალს და 2015 წლის 23 მარტს სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით მიმართა ქ.თბილისში, პეკინის გამზირი N23/25-ში მდებარე სს ,,ჯი პი სის“ N48 ექსპრეს კლინიკის იმუნიზაციის ცენტრს, სადაც მის მიერ წარდგენილი, ო-–--------------------ის სახელზე შედგენილი ყალბი პასპორტის გამოყენებით გახსნილ იქნა ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი - ფორმა NIV-200/ა და გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. 2015 წლის 15 მარტიდან 28 მარტამდე პერიოდში, ფ------------------ი და ო-–---------ი სისტემატურად ახდენდნენ მოპედით გადაადგილებას ბ------------------ის მოძრაობის მარშრუტის გასაკონტროლებლად და მკვლელობისათვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად. ყურადღების მიქცვის თავიდან ასაცილებლად, მოპედით მოძრაობისას, მონაცვლეობით ეხურათ სხვადასხვა თავსაბურავი - ნაქსოვი ქუდი, კეპი, პირბადე ან ჩაფხუტი. აღნიშნულით მათ მიერ შესწავლილ იქნა ბ------------------ის ყოველდღიური ცხოვრების წესი და დადგინდა, რომ დროის ძირითად ნაწილს იგი ატარებდა მ--------------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში და მ--–---–---–-----------------ში მდებარე სასტ---------------------–--ში“, დაცვის გარეშე გადაადგილდებოდა ,,პორშე-კაიენის“ ავტომანქანით, დაახლოებით ერთი და იგივე მარშრუტით. 2015 წლის 28 მარტს, დაახლოებით 10:30 საათზე, ფ------------------ი მოპედით მივიდა ქ.თბილისში, მ--------------------ში მდებარე სახლთან, დარწმუნდა, რომ ბ------------------ი სახლში იმყოფებოდა, რის შემდეგაც დაიწყო მოძრაობა მ-------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმის მოლოდინში თუ როდის გავიდოდა ბ------------------ი სახლიდან. დაახლოებით 12:20 საათზე, ბ------------------ი მ--------------------დან ავტომანქანით მივიდა მ--–---–---–ის ქუჩაზე მდებარე სასტ---------------------–--ში“, საიდანაც გამოსვლის შემდეგ გაემართა საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. მთელი ამ დროის განმავლობაში ფ------------------ი ფარულად უთვალთვალებდა ბ------------------ს. ქ.თბილისში, მ--------------------ში მისვლისას, ბ------------------მა ავტომანქანა გააჩერა საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს და გაემართა სადარბაზოს მიმართულებით. ამ დროს, ფ------------------ი, რომელიც უკან მიყვებოდა ბ------------------ს, გადმოვიდა მოპედიდან, შეჰყვა სადარბაზოში და მაკაროვის სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ბ------------------ის მიმართულებით განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთი საკონტროლო თავის არეში. აღნიშნულის შემდგომ, ფ------------------ი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, რა დროსაც კ----–--ის ქუჩაზე მიატოვა მოპედი და ჩაფხუტი, გადააგდო ნაქსოვი ქუდი და კვალის არევის მიზნით ტაქსით განაგრძო გზა თამარ მეფის ხიდის მიმართულებით, სადაც მდინარე მტკვარში გადააგდო დანაშაულის იარაღი - ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი სამი ცალი ვაზნით. ამასთან, ფ------------------მა მეორე მხრიდან ჩაიცვა ქურთუკი, რითაც შეიცვალა მისი ფერი, შემდეგ კი სხვა ტაქსით გაემართა პეკინის გამზირზე დაქირავებულ ბინაში. იმავე დღეს, ფ------------------ი და ო-–---------ი დაქირავებული ტაქსით ჩავიდნენ სარფში და საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, დაახლოებით 21:30 საათზე გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი, რა დროსაც ფ------------------ის მიერ კვლავ გამოყენებული იქნა ო-–--------------------ის სახელზე შედგენილი ყალბი პასპორტი. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბ------------------ი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით, ფ------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის - 344-ე მუხლის პირველი ნაწილით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის - 362-ე მუხლის პირველი ნაწილით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ ფ------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის ვადის ათვლა ფ------------------ს უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
ო-–---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 19 წლის ვადით. სასჯელის ვადის ათვლა ო-–---------ს უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების - ფ------------------ის და ო-–---------ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით: დაზარალებულის უფლებამონაცვლის, მოწმეების ჩვენებებით, ამოცნობის, საგამოძიებო ექსპერიმენტის, დათვალიერების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერი, წერილობითი მტკიცებულებებით, რაც გამოკვლეული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ ფ------------------ის მიერ შეკვეთით განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების, ხოლო ო-–---------ის მიერ შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარების ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ფ------------------ის და ო-–---------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში განაჩენის კანონიერებაზე, დასაბუთებულობაზე და სამართლიანობაზე.
სასჯელის დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის თ----------–---–---–ის და უფროსი პროკურორების: ა-----------–---–---–ის და ლ-–--–---------ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნათ სასჯელი ფ------------------ს და ო-–---------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელმაც მიუთითა, რომ მსჯავრდებულებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნიათ. რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულ გარემოებებში რა თქმა უნდა არ მოიაზრება მხოლოდ ნასამართლობის ქონა. როგორც ზემოთ აღინიშნა, დამამძიმებელ გარემოებებად შეიძლება განხილული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, რა თქმა უნდა იმ გარემოებების გაუთვალისწინებლად, რაც წარდგენილი ბრალდებით მაკვალიფიცირებელ გარემოებადაა მითითებული.
როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და შიდა კანონმდებლობით, ასევე მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებულია სიცოცხლის უფლება და მისი მშვიდობიან პირობებში შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული სახელმწიფოს მხრიდან.
სასჯელის დანიშვნის დროს, სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. პალატის მოსაზრებით, ფ------------------ის შემთხვევა სწორედ ის მოცემულობაა, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - ვადიანი თავისუფლების აღკვეთის - გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, სამართლიანობის აღდგენისა და დამნაშავის რესოციალიზაციის - შესრულებას.
პალატა აღნიშნავს, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებულ და გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი, როდესაც სახეზეა არსებითი ხასიათის დამამძიმებელი გარემოებები მსჯავრდებული პირის საწინააღმდეგოდ. ამ მიმართებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ფ------------------მა დანაშაულის სისრულეში მოსაყვანად არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება განახორციელა. ყალბი პასპორტის გამოყენებით ჩამოვიდა საქართველოში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა კუსტარული წესით დამზადებული მაყუჩის მქონე ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებით, სისტემატურად ახდენდა მოპედით გადაადგილებას მსხვერპლის მოძრაობის მარშრუტის გასაკონტროლებლად და მკვლელობისათვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად. ფ------------------ი ის პირია, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების აღსრულება, კერძოდ, იმ მოქმედებების შესრულება, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობას, რაც ასევე მისი პიროვნების საშიშ ხასიათზე მეტყველებს. მხედველობაშია მისაღები მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული მოქმედებების ხასიათი და ხარისხი. წინასწარ მოფიქრებული გეგმის შესაბამისად, სისტემატური დევნის შემდეგ მან განზრახვა სისრულეში მოიყვანა და ბ------------------ი, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, სამი, მათ შორის ერთი საკონტროლო გასროლით, სიცოცხლეს გამოასალმა.
ის გარემოება, რომ გამოძიების ეტაპზე ვერ დადგინდა პირი, რომელმაც ასევე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეუკვეთა ბ------------------ის მკვლელობა, ვერ იქონიებს გავლენას სასჯელის ზომაზე. აღსანიშნავია, რომ ფ------------------ი შემთხვევის შემდეგ მიიმალა, მოიშორა ის მტკიცებულებები, რაც ამხელდა დანაშაულის ჩადენაში, ხოლო შემდეგ ო-–---------თან ერთად, კვლავ ყალბი პასპორტის გამოყენებით, დატოვა საქართველოს ტერიტორია.
პალატა ეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ მიზანშეუწონელია სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით ლმობიერი სასჯელის გამოყენება, როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება შეკვეთით ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას. შეკვეთით ჩადენილი მკვლელობის საშიშროება, დანაშაულის ჩამდენი პირის პიროვნება, განხორციელებული ქმედებები, როგორც დანაშაულის ჩადენამდე, ასევე მის შემდეგ, ბევრად უფრო მაღალია და მიუთითებს მსჯავრდებული პირის მკაცრად დასჯის საჭიროებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ შემამსუბუქებელი გარემოებების არარსებობის პირობებში, ზემოთ აღნიშნული გარემოებები საკმარისია სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისათვის ფ------------------ის მიმართ. რაც შეეხება ო-–---------ს, პალატის მოსაზრებით, საჩივარი მისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მოთხოვნით არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქმის მასალების მიხედვით, ო-–---------ი არის თანამონაწილე, დამხმარის სახით, შეკვეთით განზრახ მკვლელობაში და ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული განზრახვის სისრულეში მოსაყვანად. თუმცა, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებულის ფაქტობრივი მონაწილეობის ხასიათის და ხარისხის, საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, მის მიმართ დანიშნულმა 19 წლით თავისუფლების აღკვეთამ უნდა უზრუნველყოს სასჯელის მიზნების შესრულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის თ----------–---–---–ის და უფროსი პროკურორების: ა-----------–---–---–ის და ლ-–--–---------ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. პალატას საფუძვლიანად მიაჩნია ბრალდების მხარის არგუმენტები ნივთიერი მტკიცებულების ბედის გადაწყვეტის ნაწილში, რადგან ნივთიერი მტკიცებულებები საჭიროა სისხლის სამართლის N0----------- საქმეზეც, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის თ----------–---–---–ის და უფროსი პროკურორების: ა-----------–---–---–ის და ლ-–--–---------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენში.
ფ------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უვადო თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს სხვა სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ფ------------------ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
სასჯელის ვადის ათვლა ფ------------------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
ო-–---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასჯელის ვადის ათვლა ო-–---------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
ნივთიერი მტკიცებულებების ნაწილში შევიდეს ცვლილება. ნივთიერი მტკიცებულებების:
§ შემთხვევის ადგილის (მ-------------------) დათვალიერებისას ამოღებული ნივთების: ობიექტი N1 - სიგარეტის ფილტრი ( ნამწვი) წარწერით ,,SOBRANIE’’, ობიექტი N2 - ერთი ცალი სპილენძისფერი ლითონის საგანი, რომელსაც აღენიშნება წითელი ზოლი; ობიექტი N3,4,5,6,7,- სისხლისმაგვარი მოწითალო შედედებული მასები, ლაქები; ობიექტი N5ა - თმისმაგვარი ობიექტი; ობიექტი №8-მომწვანო შეფერილობის ცილინდრის ფორმის ლითონის საგანი; ობიექტი №9- ასანთის კოლოფი წარწერით ,,ზებრა”; ობიექტი №10-მომწვანო შეფერილობის ცილინდრის ფორმის ლითონის საგანი; ობიექტი №11- ლითონის და პლასტმასის კონსტრუქცია, მასში ჩამონტაჟებული ოვალური ფორმის სარკით; ობიექტი №12-მომწვანო შეფერილობის ცილინდრის ფორმის ლითონის საგანი; ობიექტი №12ა-მუქი ფერის ფხვიერი მასა; ობიექტები №13, 14, 15 , 16, 17, 18, 19, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 30ა, 30გ, 30დ, 30ე, 30ვ, 30ზ, 30თ, სიგარეტის ნამწვავები; ობიექტი №20-შავი ფერის პოლიეთილენის პარკი წარწერით ,,KOTON” მასში მოთავსებული გაზეთის ფურცლის ნაგლეჯებით; ობიექტი N21-ორი მინის ბოთლი წარწერით ,,ნატახტარი’’; ობიექტი N22-მუქი ფერის მასიდან აღებული ანაფხეკი; ობიექტი N30ბ-სიგარეტის კოლოფი წარწერით ,,CAMEL’’; ობიექტი N30ი- მოწითალო ფერის ლაქები; ლითონის შიდა და გარე ზედაპირიდან აღებული ანაწმენდები; კიბის აყოლებაზე კედლის მთელი პერიმეტრის ზედაპირიდან აღებული ანაწმენდები პირველ სართულზე პირდაპირ არსებული აღებული ანაწმენდები; პირველ და მეორე სართულს შორის ბაქნამდე კიბის მარჯვნივ მდებარე მთელი პერიმეტრის ზედაპირიდან აღებული ანაწმენდები; ლითონის მოაჯირის შიდა მარჯვენა და ზედა ზედაპირიდან აღებული ანაწმენდები; ლითონის მოაჯირიდან აღებული ხელის თითის კვლები სამ ცალ დაქტილობარათზე;
§ სუნის კვალის ნიმუშების (0,5 ლიტრი ტევადობის ქილებში);
§ შემთხვევის ადგილის (მ-------------------) დათვალიერებისას ამოღებული 16 ღერი სიგარეტის ნამწვის;
§ მოპედის/სკუტერის დათვალიერებისას ამოღებული ნივთების: სუნის კვალი, თმის მაგვარი ბეწვები, ანაწმენდები, სახრახნისი, ქსოვილის ნაჭრები და ქაღალდი, ქუდი, ჩაფხუტი, მოპედი, მოპედი/სკუტერიდან ამოღებული წვეთების მაგვარი ნიმუშები 01 (ერთი) პაკეტად;
§ ბ------------------ის ტანსაცმლის დათვალიერებისას ამოღებული ნივთების: ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი შავი ფერის ტყავის ქამრით; შავის ფერის გრძელსახელოებიანი მაისური, შავი ფერის ტრუსი; შავი ფერის ტყავის ორი ფეხსაცმელი და შავის ფერის ორი წინდა; მოსერო ფერის მაისური; მოშავო ფერის ტყავის ნაჭრის მოკლე ქურთუკი; წითელი ფერის ბალიში და შავი პოლიეთილენის პარკი;
§ ბ------------------ის გვამის გაკვეთისას ამოღებული ნივთების: მტევნების ფრჩხილების ნიმუშები; თეძოს მიდამოდან ამოღებული მეტალის უცხო სხეული; სისხლის ნიმუში ერთ შპრიცად; თმის ნიმუშები; მტევნების და ჭრილობების მიდამოებიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები, ხერხემლის მიდამოდან ამოღებული მეტალის უცხო სხეული;
§ სასტუმრო ,,G--’’-ის N3 ოთახის დათვალიერებისას ამოღებული ნივთების: ანაწმენდი სველ დოლბანდზე მატრასის სადებიდან; საწოლის მატრასის გარსაცემი; ანაწმენდები ტანსაცმლის საკიდის ძირიდან;
§ ნა----------–---–ის საცხოვრებელი ბინის (ქ------–----------------------------------) დათვალიერებისას ამოღებული ნივთების: დაბალი მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული ტელევიზორის პულტი; მისაღებ ოთახში მდებარე საწოლიდან აღებული ცისფერი გადასაფარებელი, მატრასის თეთრი ფერის შემოსაკრავი და ფერადი გადასაფარებელი; საწოლზე არსებული თაროზე მოთავსებული მუყაოს ყუთი, წარწერით TENDA, მასში არსებული ნივთებით; საწოლის წინ მდებარე ტუმბოზე მოთავსებული ვაზა მასში არსებული მუყაოს ყუთში ჩადებული ნათურით; მისაღებ ოთახში კედელში ჩამონტაჟებული კარადის მარცხენა დახურული სათავსოდან გამოღებული ლეიბი; მისაღებ ოთახში კედელში ჩამონტაჟებული კარადის მარჯვენა დახურული სათავსოდან გამოღებული ლეიბი; მისაღები ოთახისა და აივანს შორის არსებული მინებიანი კარის წინ მდებარე საკიდიდან ჩამოხსნილი მარცხენა მხარეს ჩამოკიდებული ფარდა; მისაღები ოთახისა და სამზარეულოს შორის არსებული საკიდიდან ჩამოხსნილი ფარდა; სამზარეულო ოთახის ფანჯრის წინ მდებარე საკიდიდან ჩამოხსნილი ფარდა; სამზარეულო ოთახში ნიჟარიდან ამოღებული პლასტმასის გამჭვირვალე ქილაში არსებული სარეცხი საშუალება წარწერით ALFA; სამზარეულო ოთახში ფანჯრის მინასა და გისოსებს შორის არსებული სივრციდან ათი ცალი პოლიეთილენის პარკი; სამზარეულო ოთახში გაზქურიდან ამოღებული ჩაიდანი; სამზარეულოში კედელზე არსებული კარადის პირველი თაროდან ამოღებული ჭურჭელი, კერძოდ პლასტმასის ერთჯერადი რვა ჩანგალი და ოთხი კოვზი ორი ჭიქა და ერთი კოვზი; შვიდი ცალი სხვადასხვა ზომის ფაიფურის თეფში; ორი დანა და ერთი ხის კოვზი; მუყაოს გაუხსნელი კოლოფი წარწერით ,,სოდა’’ და ასანთის კოლოფი; მისაღებ ოთახში არსებული მარცხენა დახურული სათავსოდან ამოღებული შვიდი ცალი პლასტმასის ტანსაცმლის საკიდი; მისაღებ ოთახში საწოლსა და კედელს შორის სივრციდან ამოღებული პლასტმასის ბარათი წარწერით ,,მეტრომანი’’ და ერთლარიანი მონეტა; ბინაში შემოსასვლელ ოთახში, კედელში ჩამონტაჟებული კარადის ქვედა მარცხენა დახურული სათავსოდან ამოღებული ოთხი წყვილი, სულ რვა ცალი რეზინის ჩუსტი; იმავე სათავსოდან ამოღებული ჭრელი ხალიჩა; იმავე კარადის ღია სათავსოდან ამოღებული პლასტმასის ცარიელი ბოთლი; აბაზანაში საკიდიდან ჩამოხსნილი ფარდა; აბაზანაში უნიტაზიდან მოხსნილი თავსახური; წყლის გამათბობელი ავზის პლასტმასის დეტალი მასზე არსებული ორი წებოვანი ლენტით; უნიტაზის უკან ამოღებული სახეხი ჯაგრისი პლასტმასის ბუდით; ხელსაბანი ნიჟარის ქვემოდან ამოღებული ორი გამჭვირვალე პლასტმასის ბიდონი სავსე სითხით; ხელსაბანი ნიჟარის კორპუსის დაშლის შედეგად ამოღებული პლასტმასის წყლის გამტარი მილი ე.წ ,,სიფონი’’, საშხაპე კაბინის სადგამის კორპუსის დაშლის შედეგად ამოღებული პლასტმასის წყლის გამტარი მილი ე.წ ,,სიფონი’’; აივანზე მარცხენა კუთხეში არსებული ზეწარი;
§ ნა----------–---–ის საცხოვრებელი ბინის (ქ------–----------------------------------) დათვალიერებისას ამოღებული ნივთების: დივნიდან ბიოლოგიური ჩხირებით აღებული ანაწმენდები, კერძოდ: დივნის ქვედა, შუა და ზედა ნაწილებიდან, მარცხენა მხარეს ხელის დასადები მოაჯირიდან და მარჯვენა მხარეს ხელის დასადები მოაჯირიდან ბიოლოგიური ჩხირებით აღებული ანაწმენდები; დივნის ზედა ნაწილიდან მარცხენა კუთხის მხარეს აღებული თმისმაგვარი ღერი; ოთახის მარცხენა ნაწილში განთავსებული დოლბანდით აღებული ანაწმენდები; ოთახში არსებული გასაშლელი დივნის ზედაპირიდან წებოვანი ლენტებით აღებული მიკრონაწილაკები, კერძოდ: დივნის ქვედა, შუა და ზედა ნაწილებიდან, მარცხენა მხარეს ხელის დასადები მოაჯირიდან აღებული მიკრონაწილაკები; მისაღებ ოთახში მდებარე საწოლის თავის მისაყრდნობი მოაჯირის ხის ნაწილიანი ზედაპირიდან და ნაჭრიანი ზედაპირიდან ბიოლოგიური ჩხირით აღებული ანაწმენდები; უნიტაზის გარე ზედაპირიდან დოლბანდით აღებული ანაწმენდი; უნიტაზის შიდა სათავსოდან დოლბანდით აღებული ანაწმენდი; შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს კედელზე, სარკის გვერდით კედელზე მიკრული წებოვანი ლენტი, მარჯვნივ კუთხეში არსებული ნიჟარიდან ამოღებული ერთი ღრუბელი მასზე არსებული საპონით; საშხაპე კაბინის ონკანზე ჩამოკიდებული ორი ტანის დასაბანი ღრუბელი საშხაპის გვერდით კედელში ჩამონტაჟებული ღია სათავსოდან ამოღებული პლასტმასის თეთრი ფერის კონტეინერი, მასზე არსებული თმის მაგვარი ბეწვით და საპნის ნარჩენებით; იგივე სათავსოდან ამოღებული პლასტმასის გამჭვირვალე ქილაში მოთავსებული ერთჯერადი ბამბისთავიანი ჩხირები; საშხაპე კაბინის სადგომზე მოთავსებული პლასტმასის გამჭვირვალე ბოთლი მასში არსებული სითხით; თეთრი ფერის ფლაკონი რუსულ ენოვანი წარწერით ,,РЕЛИФ’’, მოთავსებული მუყაოს პაკეტში; ლურჯი ფერის ბოთლის ალუმინის თავსახური თეთრი ფერის ფლაკონის თავსახური და ქაღალდის ნაწილი; დამუშავების შედეგად აღმოჩენილი ხელის კვლები, რაც გადატანილ იქნა ცალ-ცალკე დაქტილოფირებზე, სულ თოთხმეტ ერთეულად, საწოლიდან და დივნიდან აღებული სუნის ნიმუშები;
§ ელ------------ას მიერ წარმოდგენილი ნივთების დათვალიერებისას ამოღებული ნივთების: ღვინის ბოთლი, სურათი წარწერით მცხეთა, ჩაიდანი;
§ ნა----------–---–ის მიერ წარმოდგენილი ნივთების დათვალიერებისას ამოღებული ნივთების: ქანჩის გასაღები, მაკრატელი, ქლიბი, ხერხი და ბრტყელტუჩა;
§ ალ----------------------ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ნივთების: სუნის კვლები, სამი ცალი ანაწმენდი, მიკრონაწილაკები 4 (ოთხ) დაქტილო ფირზე, ხელის კვალი 2 ( ორ) დაქტილოფირზე, ხელის კვალი 01 (ერთი) ცალ წებოვან ლენტზე;
§ ნა----------–---–ის გენეტიკური თმის და ხელის კვლების ნიმუშების; და---------------–ი ვ-----------–----------------) გენეტიკური ნიმუშის; ს------------–---ის გენეტიკური (დნმ) ნიმუშის; დი-----------–----–---–ის გენეტიკური, თმის და ხელის კვლების ნიმუშების; გ----------------–---–ის გენეტიკური და ხელის კვლევის ნიმუშების;
§ ადგილმდებარეობის (მტკვრის კალაპოტი) დათვალიერებისას ამოღებული ნივთების: იარაღი, მჭიდი და სამი ვაზნა;
§ და---------------–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონის, კომპიუტერის პროცესორის და მეხსიერების ბარათის (ჩიპი);
§ და---------------–ი ვ----- ო---–ის მიერ წარმოდგენილი ტანსაცმლის დათვალიერებისას ამოღებული სპორტული ქურთუკის (პლაშოვკა), სპორტული ფეხსაცმელის;
§ მობილური ტელეფონის დათვალიერებისას ამოღებული და---------------–ი ვ----- ო---–ის მობილური ტელეფონის;
§ მოწმე გ-----------------ს მიერ წარმოდგენილი ”sony ericsson lti8i” მოდელის მობილური ტელეფონის;
§ თე-----------–---–ის მობილური ტელეფონის;
§ ს------------–---ისაგან ამოღებული მობილური ტელეფონის, სიმბარათის და ბატარეის;
§ პერსონალური კომპიუტერის სისტემური ბლოგის, CD დისკების, DVD დისკების, მასზე ასახული ფოტო და ვიდეო ჩანაწერების
ბედი გადაწყდეს N0----------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით. მსჯავრდებულებს, ვინაიდან განაჩენი გამოტანილია მათ დაუსწრებლად, უფლება აქვთ განაჩენი გაასაჩივრონ ერთი თვის ვადაში დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადების მომენტიდან ან განაჩენის გამოცხადებიდან თუ მოითხოვენ საკასაციო საჩივრის განხილვას მათი მონაწილეობის გარეშე.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: მურმან ისაევი
მანუჩარ კაპანაძე