განაჩენი

სისხლის სამართლის 07.06.2018
საქმის ნომერი
330100117002221501
ინსტანცია
თარიღი
07.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002221501

საქმე №1ბ/279-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ლელა ბახტაძის, ნანა უნდილაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: კ------------ას

მსჯავრდებულის: ო-–------------ის

ადვოკატის: გ---------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ო-–------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №00602117001) ო-–------------ის მიმართ. ო-–------------ი დაბადებულია 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი #0----------), ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისში, მ-----------------------------------–---------------------------–---------------------–-------------------–--–--------–-----–--------------–-.

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტები, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო-–------------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე- 3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა ო-–------------მა 2017 წლის 2 ნოემბერს ღამის საათებში უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, ი----------------------- ში მდებარე შპს ,------------------“ ოფისში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა: 230 ლარად ღირებულ ,,LENOVO”-ს ფირმის ლეპტოპს, 550 ლარად ღირებულ ,,HP”-ის ფირმის ლეპტოპს, 1150 ლარად ღირებულ პერსონალური კომპიუტერის პროცესორსა და მონიტორს, 850 ლარად ღირებულ ,,CANON”-ის ფირმის 1100D მოდელის ფოტოაპარატს და 65 ლარად ღირებულ მეტალის მცირე ზომის სეიფს, რომელშიც მოთავსებული იყო 2035 ლარი, 1252,7 ლარის ექვივალენტი 480 შვეიცარული ფრანკი, 253,3 ლარის ექვივალენტი 370 თურქული ლირა და 2000 ლარის ღირებულების ჯამში 1000 ლიტრის ოდენობის დიზელის ტალონები. აღნიშნული ქმედებით შპს ,----------------- მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი ჯამში 8386 ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განაჩენით:

 

ო-–------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ“ პუნქტის და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის V ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით იმავე 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ვადაზე ადრე გათავისუფლების შედეგად პირობითად ჩათვლილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვით და 27 (ოცდაშვიდი) დღით. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან, ასევე პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმების შედეგად მოუხდელი სასჯელიდან ნაწილი - 1 (ერთი) წელი თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ო-–------------ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

ო-–------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 14 ნოემბრიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ო-–------------მა.

 

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ო-–------------ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარი და შესაგებელი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე არ წარმოუდგენია.

 

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ო-–------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეში არსებული პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულ შ--–------–-–---–ის, მოწმეების გ--–--------–---–------–------------–---–---------–---–---------------------–-–---–----–--–---------------------–-----------------------–------–---–-----------------------------–-----–----------------------------------------ის ჩვენებების, შპს ,------–-----------ში“ და შპს ,,ო-–------------ში“ ჩატარებული ამოღების ოქმების, შპს ,,ჯ---------------ის“ ოფისის დათვალიერების ოქმის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმის, ო-–------------ის მიმართ 2015 წლის 30 ივნისის განაჩენის, სს ,,საქართველოს ბანკიდან“ გამოთხოვილი ვიდეოკამერის ჩანაწერების და საქმეში არსებული სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზების შემდეგ, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტისა მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვენლობა, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ო-–------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვაში გამოთქმულ მსჯავრდებულის ადვოკატის პოზიციას, რომ ო-–------------ს დანაშაული არ ჩაუდენია და საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისთვის საკმარისი მტკიცებულებები. დაცვის მხარის მოსაზრებით, ბრალდების მხარის მოწმეეებიდან რელევანტური მხოლოდ გ----------------–--ის ჩვენებაა, რომელიც მიუთითებს, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს ო-–------------მა მიუტანა ლეპტოპები და მისი თხოვნით დაალომბარდა, ხოლო ო-–------------ი შევიდა საქართველოს ბანკის ფილიალში და გადაახურდავა ვალუტა. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ გ----------------–--ის ჩვენება ეჭვს ბადებს უტყუარობის თვალსაზრისით, მით უფრო ნასვამ მდგომარეობაში მყოფს დეტალურად არ ახსოვდა ყველაფერი.

 

ბრალდების მხარემ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და ითხოვა, არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და ო-–------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენი დარჩეს ძალაში როგორც სასჯელის, ისე კვალიფიკაციის ნაწილში.

 

სააპელაციო პალატა დაცვის მხარის არგუმენტებს არ იზიარებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზით უდავოდ დასტურდება ო-–------------ის მიერ იმ დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც მსჯავრი დაედო.

 

დაზარალებულ შ--–------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ი---------------------- ში მდებარე შპს ,------------------“ დირექტორია. 2017 წლის 2 ნოემბერს, ღამის საათებში გაქურდული იქნა ოფისი, საიდანაც ფარულად იქნა გატანილი 230 ლარად ღირებული ,,ლენოვოს“ ფირმის ლეპტოპი, 550 ლარად ღირებული ლეპტოპი, 1150 ლარად ღირებული პერსონალური ფოტოაპარატი, 65 ლარად ღირებულ პატარა ზომის მეტალის სეიფი, სადაც მოთავსებული იყო 2013.5 ლარი, 1252.7 ლარის ექვივალენტი 480 შვეიცარული ფრანკი, 253.3 ლარის ექვივალენტი 370 თურქული ლირა და 2000 ლარის ღირებულების ჯამში 1000 ლიტრის ოდენობის დიზელის ტალონები.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გ----------------–--ემ აჩვენა, რომ ო-–------------მა მასთან სახლში შესანახად მიიტანა 1 ცალი LENOVOS ფირმის ლეპტოპი, რომელიც ო-–------------ის თხოვნით თვითონ დაალომბარდა მი----–--------–---–------------ში მდებარე შპს ,------–-----------ს“ ლომბარდში, ხოლო აღებული თანხა - 100 ლარი გადასცა ო-–------------ს, საიდანაც 40 ლარი დაუტოვა მას.

 

შპს ,------–-----------ს“ ლომბარდის მენეჯერ გ--–--------–---–იას ჩვენებიდან ირკვევა, რომ ლომბარდში LENOVOS ფირმის ლეპტოპი დაალომბარდა გ----------------–--ემ, რომელმაც წარუდგინა საქართველოს მოქალაქის პასპორტი. მოახდინა შედარება ფოტოსურათსა და წარმოდგენილ პირს შორის, რითიც შეუძლია დაადასტუროს, რომ ნამდვილად გ----------------–--ის მიერ იქნა დალომბარდებული ნივთი, რაშიც გადაუხადა 100 ლარი.

 

შპს ,------–-----------დან“ ნივთის ამოღების ოქმით და დაზარალებულ შ--–------–-–---–ის მიერ ნივთის ამოცნობის ოქმით დადასტურებულია, რომ LENOVOS ფირმის ლეპტოპი ნამდვილად ეკუთვნოდა შპს ,------------------“ ოფისს. გ----------------–--ის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ ო-–------------მა ქ. თბილისში, ლეონიძის ქუჩა #4-ში განთავსებული ,,----------------------------–----“ შენობაში არსებული სს ,,საქართველოს ბანკის“ სადღეღამისო სერვის ცენტრში მოახდინა ვალუტის გადაცვლა. აღნიშნული დადასტურებულია ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით. კერძოდ: ,,----------------------------–----“ შენობაში არსებული სს ,,საქართველოს ბანკიდან“ ამოღებული ვიდეოთვალის ჩანაწერებით 2017 წლის 2 ნოემბერს, 02:20:44 საათზე დარბაზში მყოფი პირებიდან იდენტიფიცირებული არიან გ----------------–--ე და ო-–------------ი, რომლებიც ერთად შედიან ბანკის დარბაზში. გ----------------–--ე დგება სალაროს ფანჯარასთან და ესაუბრება ო-–------------ს, ხოლო ეს უკანსკნელი აწვდის უცხოურ ვალუტას მოლარეს. მოლარე კონვერტირების შემდგომ გადასცემს ო-–------------ს ფულად თანხას ლარებში, რის შემდეგაც ორივე პირი ერთდროულად ტოვებს ბანკის ტეროტორიას.

 

საქმეში არსებული საქართველოს ბანკის ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ლ-–-----------–--ის 2017 წლის 15 დეკემბრის #19/14550 მომართვით დადგენილია, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს ლ------------------–- მდებარე 32-ე სერვის ცენტრში 02:20;44 საათიდან 02:27:25 საათამდე მომხმარებელ გ----------------–--ის სახელით განხორცილებულია ერთი კონვერტაციის ოპერაცია, დაკონვერტირებულია 480 შვეიცარული ფრანკი ეროვნულ ვალუტაში.

 

მოწმე გ----------------–--ის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ ო-–------------ის მიერ მიცემული და მისივე თხოვნით შპს ,,ო-–------------ში” დალომბარდებული იქნა HP ფირმის ნოუთბუქი, რაშიც გადაუხადეს 200 ლარი, რომელიც გადასცა ო-–------------ს. ამ უკანასკნელმა მას აჩუქა 50 ლარი. აღნიშნულის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა შპს ,,ო-–------------ის” მოლარე ოპერატორმა ე--------------–-----მა. შპს ,,ო-–------------იდან” ნივთის ამოღების და დაზარალებულ შ--–------–-–---–ის მიერ ნივთის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შპს ,,ო-–------------იდან” ამოღებული HP ფირმის ნოუთბუქი შპს ,------------------“ საკუთრებას წარმოადგენს.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ო-–------------ი ძველი თბილისის შს სამმართველოს მე-7 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ ჭ---–-----–-----თან, ექსპერტ-კრიმინალისტებთან - გ-----------–-------–-------------------–---–-----------------------–---–---- ერთად ჯერ მივიდა ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე შპს ,----------------ს“ შენობასთან, საიდანაც გაიტანა ფარულად ნივთები, ხოლო შემდეგ - ი-–---–-------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ნაგებობასა და ბეტონის კედელს შორის ადგილზე მდებარე მცენარეულ საფართან, საიდანაც მისივე მითითებით ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკში შეხვეული ჩანთა, სადაც მოთავსებული იყო ,,ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატი.

 

სასაქონლო ექსპერტიზის #1680/ს დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონლის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნისა და მათი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს: ფოტოაპარატი ლინზით ,,CANON 1200D, CANON LENS EF 50 mm 1:1.4” და ჩანთით - 850 (რვაას ორმოცდაათ) ლარს, ლეპტოპი ,,HP ENVY 6- 1101 es“ დამტენით - 550 (ხუთას ორმოცდაათ) ლარს ლეპტოპი ,,LENOVO B570e დამტენით - 230 (ორას ოდაათ) ლარს.

 

ო-–------------მა ბრალდებულის სახით დაკითხვისას სრულად ცნო თავი დამნაშავედ, აღიარა ჩადენილი დანაშაული, დეტალურად აღწერა შპს ,------------------“ ოფისის არა მხოლოდ მდებარეობა, არამედ ოფისის შიდა განლაგება. ასევე დაასახელა ყველა ის ნივთი, რაც მის მიერ ფარულად იქნა გატანილი ოფისიდან. მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. მიუთითა ადგილი, სადაც ინახავდა მოპარული ნივთებიდან ნაწილს. მისი ჩვენების შინაარსი იდენტური და თანამიმდევრულია მოწმე გ----------------–--ის ჩვენების იმ ნაწილშიც, სადაც მოპარული ნივთების დალომბარდების და უცხოური ვალუტის - შვეიცარული მარკის კონვერტაციას აღწერს. ო-–------------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ასევე აღიარა დანაშაული, თუმცა ჩვენების მიცემისაგან თავი შეიკავა.

 

საქმეში არსებული, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განაჩენის მიხედვით, ო-–------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 (სამი) წლით თ/აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წლით თ/აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 8 ივნისის #002/17/ზ-081 გადაწყვეტილებით ო-–------------ი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან პირობით ვადამდე - 10 (ათი) თვით და 27 (ოცდაშვიდი) დღით ადრე გათავისუფლდა პატიმრობიდან 2017 წლის 9 ივნისს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულის მიერ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, არ უნდა იქნას გაზიარებული, ვინაიდან ზემოთ მოყვანილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება საპირისპირო. გაბათილებულია დაცვის მხარის არგუმენტები, რომ თითქოს მსჯავრდებული საერთოდ არ შესულა ლ------------------ში ,,----------------------------–----“ შენობაში ფულის გასახურდავებლად.

 

სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან შემთხვევის ადგილზე არ აღმოჩნდა მსჯავრდებულის თითის ანაბეჭდები და სუნის კვალი, რაც დადასტურდა დაქტილოსკოპიური და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილზე მსჯავრდებულის ყოფნის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება კი საქმეში არ მოიპოვება, მის მიერ ქურდობის ჩადენა არ უნდა იქნას მიჩნეული დადასტურებულადო. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ დაქტილოსკოპიური და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა თანახმადაც შემთხვევის ადგილას არ აღმოჩნდა მსჯავრდებულის თითის ანაბეჭდები და სუნის კვალი ერთმნიშვნელოვნად და უპირობოდ არ გამორიცხავენ მის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ო-–------------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ო-–------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას. გარდა ამისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქურდობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ქურდობის ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტსა და შეხებას. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი. მისი ჩადენა, როგორც წესი, შეუმჩნეველი რჩება სხვა პირებისათვის. ხშირ შემთხევაში ქურდობა ხორციელდება მესაკუთრისა და სხვა ადამიანთა დაუსწრებლად. დანაშაულის სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, ძირითად შემთხევაში იშვიათად ხდება, რომ მოცემულ დანაშაულებრივ ქმედებას ჰყავდეს თვითმხილველი მოწმე.

 

ამდენად პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა ო-–------------მა 2017 წლის 2 ნოემბრის ღამის საათებში უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, ი-----------------------ში მდებარე შპს ,------------------“ ოფისში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა: 230 ლარად ღირებულ ,,LENOVO”-ს ფირმის ლეპტოპს, 550 ლარად ღირებულ ,,HP”- ის ფირმის ლეპტოპს, 1150 ლარად ღირებულ პერსონალური კომპიუტერის პროცესორსა და მონიტორს, 850 ლარად ღირებულ ,,CANON”-ის ფირმის 1100D მოდელის ფოტოაპარატს და 65 ლარად ღირებულ მეტალის მცირე ზომის სეიფს, რომელშიც მოთავსებული იყო 2035 ლარი, 1252,7 ლარის ექვივალენტი 480 შვეიცარული ფრანკი, 253,3 ლარის ექვივალენტი 370 თურქული ლირა და 2000 ლარის ღირებულების ჯამში 1000 ლიტრის ოდენობის დიზელის ტალონები. აღნიშნული ქმედებით შპს ,----------------- მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, ჯამში 8386 ლარის ოდენობით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ო-–------------ისათვის დანიშნულ სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას. ზოგადი პრევენციის თვალსაზრისით, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ზოგადად ქურდობა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული საკმაოდ გავრცელებული დანაშაულია, ქონებრივ ზიანს აყენებს მესაკუთრეს და ხასიათდება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით, ვინაიდან ხელყოფს მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება ადამიანის ერთ–ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს, რომელიც აღიარებული და ხელშეუვალია. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ო-–------------ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განაჩენი ო-–------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ო-–------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ო-–------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ ო-–------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ო-–------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ“ პუნქტის და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის V ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით იმავე 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილებით ვადაზე ადრე გათავისუფლების შედეგად პირობითად ჩათვლილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვით და 27 (ოცდაშვიდი) დღით, საქართველოს სსკ 59-ე მუხლის V და III ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან, ასევე პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმების შედეგად მოუხდელი სასჯელიდან ნაწილი, კერძოდ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ო-–------------ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

ო-–------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 14 ნოემბრიდან.

 

მხედველობაში იქნას მიღებული,რომ ო-–------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები:

 

დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული CD დისკი, შპს ,------------------“ ოფისის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ერთ CD დისკად, შპს ,------–-----------ს“ ვიდეოკამერის ჩანაწერის დათვალიერების ოქმზე თანდართული ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე თანდართული კომპიუტერული დისკი მასზე არსებული ფოტოსურათებით და სს ,,საქართველოს ბანკიდან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმზე თანდართული ერთი ცალი კომპიუტერული დისკი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;

დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული ერთი ცალი სპეც. პაკეტი მასში მოთავსებული დაქტილოფირებით და დაქტილობარათით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული სამი ცალი სპეც. პაკეტი მათში მოთავსებული შემთხვევის ადგილის, ო-–------------ის და გ----------------–--ის სუნის ნიმუშებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

შპს ,------------------“ კუთვნილი ,,LENOVO“-ს და ,,HP”-ს ფირმის ნოუთბუქები სატენებთან ერთად და შპს ,------------------“ კუთვნილი ,,CANON“-ის ფოტოაპარატი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე