განაჩენი

სისხლის სამართლის 16.06.2018
საქმის ნომერი
330100118002246176
ინსტანცია
თარიღი
16.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002246176

საქმე № 1ბ/456-18 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

01 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

პროკურორ - თ------------------–---

მსჯავრდებულ - ს--------------------

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ს-------------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლი საქმე:

 

ს------------------------------ მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------- ლ--------–-, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, ცოლშვილიანის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის ლ----------------------------–------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, ვ---------–---, მ----------------- კ-------------, ბინა №---–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენით ს------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს-------------------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

რაც გამოიხატა შემდეგში:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 დეკემბრის განაჩენით, ს------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ს-------------------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 01 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით და 128-ე მუხლით და განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

პენიტენციური დაწესებულებიდან ს------------------- გათავისუფლდა 2015 წლის 23 იანვარს.

2017 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, თბილისში, მეტროსადგურ „--------–---–--- მიმდებარედ არსებულ ავტოსახელოსნოში ს------------------- ფარულად დაეუფლა გ---------–-----ს კუთვნილ 230 ლარად ღირებულ „SUMSUNG GALAXY J3“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს-------------------მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენის გაუქმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, საქმეზე არ იქნა კანონიერად და ობიექტურად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, მიღებული იქნა უსამართლო გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მსჯავრდებულმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სახელმწიფო ბრალმდებელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული სადავოდ ხდის არა ტელეფონის ლომბარდში ჩაბარების ფაქტს, არამედ ქურდობის განზრახვას, კერძოდ, აღნიშნავს, რომ მან გ---------–-----ს ტელეფონი ითხოვა, ლომბარდში გადაცვალა თავისი მობილური ტელეფონის გამოსატანად და დაზარალებულის კუთვნილი ტელეფონის გამოტანა დაუგვიანდა ორი დღით.

მსჯავრდებულის განმარტებას პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ რიგში, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. პირის ქმედება რომ ქურდობად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია, ქურდობისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება; ქმედების ფარული ფორმით განხორციელება და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი, მისი ჩადენა შეუმჩნეველი რჩება სხვა პირებისათვის. ქონების მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არ აქვთ გააზრებული, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას.

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ს-------------------- გამართლების თაობაზე, დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არარსებობის გამო, არის უსაფუძვლო, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:

დაზარალებულ გ---------–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ მას მეტროსადგურ ,,--------–---–----- არსებულ ავტოსახელოსნოში ჰქონდა ნაქირავები ფართი და აწარმოებდა სათუნუქე სამუშაოებს. მის გვერდით არსებული ფართი ნაქირავები ჰქონდა ს-------------------ს, რომელიც აწარმოებდა ავტომობილების პლასტმასის აღდგენის სამუშაოებს. გ---------–-----ს ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ს-------------------სთან. 2017 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე იგი იმყოფებოდა თავის ნაქირავებ ფართში, რა დროსაც მასთან მივიდა ს------------------- და ტელეფონი სთხოვა დასარეკად. ს-------------------მ დაზარალებულის თანხმობით აიღო ტელეფონი, დარეკა და საუბრის შემდეგ ისევ დააბრუნა თავის ადგილას. ამის შემდეგ, გ---------–----- აგრძელებდა თავის სამუშაოს, თან ესაუბრებოდა ს-------------------ს, რა დროსაც ჭ------------ მას უთხრა, რომ გავიდოდა საჭმლის მოსატანად და მალე დაბრუნდებოდა. გარკვეული დროის შემდეგ ტყვაცირიამ შენიშნა, რომ ტელეფონი აღარ იდო იმ ადგილას, სადაც ის ჭ------------ დადო. იფიქრა, რომ ტელეფონი ჭ------------ წაიღო და საკვების მოტანის შემდეგ ტელეფონსაც დააბრუნებდა, ვინაიდან იქ ჭ------------ გარდა სხვა არავინ იყო. ამის შემდეგ ჭ----------- არ გამოჩენილა და ტელეფონი არ დაუბრუნებია, რის გამოც გ---------–-----მ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. დაზარალებულის განმარტებით, ხსენებული მობილური ტელეფონი ნაყიდი ჰქონდა 240 ლარად.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ს-------------------მ მეტროსადგურ ,---------–---–--- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსახელოსნოში, გამოძიებას მიუთითა გ---------–-----ს ნაქირავებ ფართზე და აღნიშნა, რომ მან 2017 წლის 27 ოქტომბერს აღნიშნული ,,ბოქსიდან“ მოიპარა გ---------–-----ს კუთვნილი ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. ამის შემდეგ, ს. ჭ------------ გამოძიებას ქ. თბილისი, ც----------------------------ში მდებარე ლომბარდ ,--------- მიუთითა და განმარტა, რომ გ---------–-----ს კუთვნილი მობილური ტელეფონი ხსენებულ ლომბარდში დაალომბარდა. აღნიშნულ ოქმი ხელმოწერით დაადასტურა თავად ს-------------------მაც.

 

საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს მოწმეებმა: პ----------–----------------------–--–---–--------------–---------------------------–---–---

 

ს-------------------- მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი ასევე დადასტურებულია დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის №------ დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ ს-------------------- მოსაზრებას, მის ქმედებაში ქურდობის განზრახვის არარსებობის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობიდან. სასამართლოში არ გამოკვლეულა რაიმე მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ვარაუდის დონეზე მიუთითებდა, რომ საქმეზე დაკითხულმა დაზარალებულმა რაიმეს ან ვინმეს ზეგავლენით მისცა ჩვენება მსჯავრდებულის მიერ ისეთი დანაშაულის ჩადენის შესახებ, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, გასათვალისწინებელია, მოწმე გ--------–-–---–-- ჩვენებაც, რომელმაც განმარტა, რომ ს-------------------მ 2017 წლის 28 ოქტომბერს მის სამუშაო ადგილზე, ლომბარდ შპს „----–-- მას წარუდგინა „სამსუნგ გალაქსის“ ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი ყუთის გარეშე და განუმარტა, რომ ეს იყო მისი მობილური, მაგრამ ტელეფონის ყუთი და პირადობის მოწმობა არ ჰქონდა და შეჰპირდა, რომ პირადობას მოგვიანებით წარუდგენდა. თუმცა ს------------------- ლომბარდში აღარ მისულა ტელეფონის ყუთისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარსადგენად. რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მის განზრახვაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ს-------------------- განმარტება, რომ მას ქურდობის განზრახვა არ ჰქონია და ტელეფონი მხოლოდ ითხოვა, უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი არის როგორც მისი პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულების თანაზომიერი, პროპორციული და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენი ს-------------------- მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ს-------------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ს------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

ს-------------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 19 დეკემბრიდან.

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შპს „---------- ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო კომპაქტ-დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე