განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200100117001962702, №1/ბ-98-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ივნისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატა შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: მურმან ისაევი
მანუჩარ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ვ----–-------------------–-–---–ი, დაბადებული 19---–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------, რეგისტრირებული: ქ.თე-–--------------------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ა-------------------------–---–-----ი.
მსჯავრდებული - თ-----------------------------ი, დაბადებული 19---–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თე-–----------------------–---–--–-------ი.
ადვოკატები - ი-–-----------–---–ი, დ---------------ე;
კვალიფიკაცია:
ვ----–-------–-–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება).
თ----------------ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილი (სპორტულ-სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა).
სასჯელი:
ვ----–-------–-–---–ი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თ----------------ი - დანაშაულთა ერთობლიობით, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა თ----------------ის მიმართ სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: თ----------------ის მიმართ გამოყენებული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათს, შესაბამისად მას უნდა განესაზღვროს სამართლიანი და კანონიერი სასჯელი. ამასთან, თ----------------ის მიმართ სასჯელი განსაზღვრული იქნა დანაშაულთა ერთობლიობით და გამოსაცდელი ვადის მინიმუმი უნდა ყოფილიყო 2 წელი. ბრალდების მხარემ ვ----–-------–-–---–ის მიმართ წარმოადგინა შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და ითხოვა მისი დაკმაყოფილება (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
მსჯავრდებულ თ----------------ის და მისი ადვოკატის მოთხოვნა - თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, თ----------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ და ითანამშრომლა გამოძიებასთან (იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენით, ვ----–--------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ხოლო თ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სპორტულ-სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვაში.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:
2017 წლის 26 მარტს, ღამის საათებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობის წინ, ერთმანეთს შეხვდნენ ვ----–-------–-–---–ი და ა-–---------------–---–ი. ვ----–-------–-–---–მა, ა-–---------------–---–ის სიმამრის დ--------------–---–ის მიმართ წარმოთქვა შეურაცხმყოფელი სიტყვები, რამაც მათ შორის გამოიწვია სიტყვიერი დაპირისპირება. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ვ----–-------–-–---–ი, მისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, შურისძიებით განეწყო ა-–---------------–---–ის მიმართ, რა დროსაც ჯერ სახის არეში გაარტყა ხელი, შემდეგ მოიმარჯვა დანა და განზრახ, მრავალჯერ დაარტყა ა-–---------------–---–ს სხეულის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის მუცლის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანება. ა-–---------------–---–ი გადაიყვანეს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც გაუწიეს სამედიცინო დახმარება.
თ----------------ი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა გერმანული წარმოების 5,6 მმ კალიბრის მცირეკალიბრიანი სპორტულ-სანადირო დანიშნულების ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღს, თ--–----------------------–--–--–-------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, რომელიც ამოიღეს 2017 წლის 27 მარტს ჩატარებული ჩხრეკისას.
თ----------------ი თ--–----------------------–--–--–-------ში არსებულ თავის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა რუსული წარმოების 7,62 მმ კალიბრის N1772 კარაბინს, რუსული წარმოების კალაშნიკოვის კონსტრუქციის 5,45 მმ კალიბრის N1083464 ავტომატს (AKC-74) და კუსტარული წესით დამზადებულ 5,6 მმ კალიბრის NTH4515 პისტოლეტს, რომლებიც მიეკუთვნებიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. თ----------------ი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ 5,45X39 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების სტანდარტულ ფოლადისგულიან 50 ცალ ვაზნას, რომლებიც ვარგისია გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს 2017 წლის 27 მარტს, თ----------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენით, ვ----–-------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდა.
ვ----–-------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. ვ----–-------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 27 მარტიდან.
თ----------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა უკანონო შეძენა.
თ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
თ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ თ----------------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი. თ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2017 წლის 27 მარტიდან 2017 წლის 30 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, მხარეთა პოზიციის გათვალისწინებით, მხარეებმა უარი თქვეს ვ----–-------–-–---–ის ნაწილში სააპელაციო საჩივრების განხილვაზე, ხოლო თ----------------ის მიმართ განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები როგორც თ----------------ის, ისე ვ----–-------–-–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად. შესაბამისად, პალატა იმსჯელებს მხოლოდ სასჯელის სამართლიანობაზე თ----------------ის ნაწილში და ასევე საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობაზე ვ----–-------–-–---–ის მიმართ.
სასჯელის დასაბუთება:
პალატა გაეცნო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ თ----------------ის მიმართ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი თ----------------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხ წლამდე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი.
პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე, ვინაიდან, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, შემამსუბუქებელი (აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ მიიჩნია წარმოდგენილი მტკიცებულებები) გარემოების, ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრების და ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, მისი ასაკის გათვალისწინებით, დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ბრალდების მხარის მიერ, სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა სასჯელის დამძიმებაზე. მხედველობაშია მისაღები ის არგუმენტიც, რომ თ----------------ს არ დაუდასტურდა იარაღების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, რაც არ გასაჩივრებულა ბრალდების მხარის მიერ.
ბრალდების მხარის არგუმენტი, რომ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის დროს გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2 წელი, პალატის მიერ ასევე ვერ იქნება გაზიარებული. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლის შემთხვევაში, გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს: დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას - არანაკლებ 2 და არაუმეტეს 6 წლისა. მოცემულ შემთხვევაში, პალატა ვერ უარყოფს იმ გარემოებას, რომ თ----------------ის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნას, თუმა, პალატის მოსაზრებით, 64-ე მუხლით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული შემთხვევა ეხება არა ყველა დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნას, არამედ იმგვარ დანაშაულთა ერთობლიობას, როდესაც ხდება სასჯელთა შეკრება. მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ „სასჯელთა შეკრების“ ტერმინის ქვეშ არ მოიაზრება სასჯელთა შთანთქმის შემთხვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონმდებელი არ ჩათვლიდა სავალდებულოდ მიეთითებინა „სასჯელთა შეკრება“ და მიუთითებდა, რომ დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს გამოსაცდელი ვადა უნდა ყოფილიყო არანაკლებ 2 და არაუმეტეს 6 წელი. აღნიშნულს ასევე განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლი, სადაც ცალკეა გამოყოფილი სასჯელთა შთანთქმა და სასჯელების ნაწილობრივი ან სრული შეკრება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გამოსაცდელ ვადად 1 წლის დაწესება მოცემულ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის მოთხოვნებს, სახელმწიფო ბრალმდებელ ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი თ----------------ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენი თ----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
საპროცესო შეთანხმება:
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, პროკურორ ნ----------------–---–ის მიერ მსჯავრდებულ ვ----–-------–-–---–ის მიმართ წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, რაც შეთანხმებულია ზემდგომ პროკურორთან.
შუამდგომლობის თანახმად, ვ----–-------–-–---–ს განემარტა საპროცესო შეთანხმების არსი, რაზეც მსჯავრდებულმა, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, განაცხადა ნებაყოფლობითი თანხმობა ბრალზე გარიგებისა და სასჯელზე შეთანხმების თაობაზე. 2018 წლის 25 მაისს, მსჯავრდებულს, მის ადვოკატსა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების შესახებ.
პროკურორმა ითხოვა მსჯავრდებულთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შემდეგი პირობებით, კერძოდ, ვ----–-------–-–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წლის და 6 თვის პირობით ჩათვლა 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროკურორმა ნ----------------–---–მა, მსჯავრდებულმა ვ----–-------–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-–-----------–---–მა.
სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეში „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (ამასთან დაკავშირებით სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, § 17, Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27 November 2008; რუცინსკი პოლონეთის წინააღმდეგ, § 12, Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20 February 2007). საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი კონვენციის მოთხოვნებთან შეუსაბამო არ არის (იხ: ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ mutatis mutandis, Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6 July 2010). აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმება შეიძლება წარმოადგენდეს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან საშუალებას. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება, გამოყენებული იქნეს მსუბუქი სასჯელები და შემცირდეს პატიმართა რაოდენობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება. აღნიშნული არ შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ; § 135, Scoppola v. Italy (no. 2) [GC], no. 10249/03, 17 September 2009).
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით ვ----–-------–-–---–მა უარი თქვა სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე არ დგინდება, რომ უფლებაზე უარის თქმა საჯარო ინტერესს ეწინააღმდეგება.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებული ვ----–-------–-–---–ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს. მისი განმარტებით, სრულად ეთანხმება განაჩენში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ვ----–-------–-–---–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ვ----–-------–-–---–ის მსჯავრდების დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. მოწმეების: ბ------–---–---–ის, რ-------–-–---–ის, ლ------------–-–---–ის, გ--–-------------–---–ის, ი-----–-------–-–---–ის, გ---------ის, გ---------------ის, გ----------------–---–ის, ვ--–-------------–-–---–ის, დ--------------–---–ის და დაზარალებულ ა-–---------------–---–ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით, მსჯავრდებულის პოზიციის გათვალისწინებით, უტყუარად დასტურდება ვ----–-------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული, დაეთანხმა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარი თქვა სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-215-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორს და მსჯავრდებულ ვ----–-------–-–---–ს შორის.
ცვლილება შევიდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენში ვ----–-------–-–---–ის მიმართ.
ვ----–-------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით, ვ----–-------–-–---–ს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი.
ვ----–-------–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 27 მარტიდან.
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ვ----–-------–-–---–ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, მის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
არ დაკმაყოფილდეს თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ თ----------------ის მიმართ.
უცვლელად დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენი თ----------------ის მიმართ.
თ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
თ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ თ----------------ს განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი.
თ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 27 მარტიდან 2017 წლის 30 მარტის ჩათვლით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია თ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით დაყადაღებულ თ---------------ის (პირადი N2----------) კუთვნილ უძრავ ქონებას, მისამართზე: თე-–----------------------–---–--–-------ი, საკადასტრო კოდით: 5-----------.
თ----------------ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, მის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
მწვანე ფერის ჯემპრი, ა-–---------------–---–ის ტანსაცმელი - ჯინსის შარვალი, ადიდასის მაისური, შავი ფერის ჯემპრი, ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, ვ----–-------–-–---–ის ტანსაცმელი - ჯინსის შარვალი, შავი ფერის ჯემპრი, რუხი ფერის ქურთუკი, შავი ფერის ფეხსაცმელი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.
შავტარიანი დანა ქარქაშით, ა-–---------------–---–ის სისხლის ნიმუში, ვ----–-------–-–---–ის სისხლის ნიმუში, ავტომანქანა „ცე ერ ვე-დან“ ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
1 ცალი 7,62 მმ კალიბრის N1772 კარაბინი; 1 ცალი 5,6 მმ უნომრო შაშხანა, 1 ცალი 5,45 მმ კალიბრის N1083464 ავტომატი, 1 ცალი 5,6 მმ კალიბრის TH4515 პისტოლეტი და 35 ცალი 5,45 X39 მმ კალიბრის ვაზნა, სავაზნე ბუდით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უსასყიდლოდ გადაეცეს შსს შეიარაღების სამსახურს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენის გასაჩივრება მსჯავრდებულ ვ----–-------–-–---–ს შეუძლია განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულ ვ----–-------–-–---–მა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა - დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
განაჩენი თ----------------ის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: მურმან ისაევი
მანუჩარ კაპანაძე