განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2018
საქმის ნომერი
330100118002256607
ინსტანცია
თარიღი
25.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100118002256607

საქმე №1ბ/475-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ზ-----------–--–---–ის

მსჯავრდებულის ადვოკატის: ი------------–--ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულის: ა---------–--------ის

(მონაწილეობის გარეშე)

 

ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------–--------ის, დაბადებულის 1990 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის: ქ-----------–-------------–-----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----------–-------------------------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---------–--------ემ ჩაიდინა განზრახი მძიმე დანაშაულისათვის და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილისა და 2010 წლის 1 ივნისის განაჩენებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისისა და 2013 წლის 29 მაისის განაჩენებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ა---------–--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის.

 

2017 წლის 2 დეკემბერს, 22:05 საათიდან 22:20 საათამდე შუალედში, ქ-------–--–-------------------------- ქუჩების კვეთაზე, პირადი გასინჯვისას ა---------–--------ეს აღმოაჩნდა ქარხნული წესით დამზადებული დანა, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით:

 

ა---------–--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 2 (ორი) წლის ვადით, შთანთქა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ა---------–--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------მ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ ა---------–--------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა, მსჯავრდებულ ა---------–--------ეს პირობითად ჩათვლილი სასჯელი შეეცვალოს თავისუფლების აღკვეთით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მსჯავრდებულ ა---------–--------ის დანაშაულებრივი ქმედების იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მხარეების მიერ პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებების, კერძოდ, პირის ზედაპირული შემოწმების ოქმის, ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმის, ცივი იარაღის ექსპერტიზის №2----–- დასკვნისა და ცივი იარაღის - დანის, ბრალდებულ ა---------–--------ის გამოკითხვის ოქმის, მოწმეების - გ----------–-----ისა და ზ------------ის გამოკითხის ოქმების, ა---------–--------ის ნასამართლობის ცნობის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის განაჩენის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისისა და 2013 წლის 29 მაისის განაჩენებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის განაჩენის - შეფასების და გაანალიზების შემდეგ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა---------–--------ემ ჩაიდინა განზრახი მძიმე დანაშაულისათვის და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა---------–--------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი არ არის კანონიერი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლი ადგენს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილი სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას, გარკვეული წინაპირობების არსებობისას, მათ შორის - მსჯავრდებული წარსულში არ უნდა იყოს ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნული სასჯელი ჩათვალოს პირობითად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დამნაშავის მიერ ჩადენილია განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად აცხადებს, რომ თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მსჯავრდებულ ა---------–--------ის მიერ ჩადენილია განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული (საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რომლის ჩადენასაც იგი აღიარებს, მაგრამ, როგორც ზემოთ აღინიშნა, ა---------–--------ე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის განაჩენით (საბოლოო ინსტანცია) გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაული), საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა (განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაული) და საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის, ხოლო ნასამართლობა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ახალი დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის კანონით დადგენილი წესით (საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილი) გაქარწყლებული არ ყოფილა. ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ, ა---------–--------ეს, რომელიც წარსულში ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე დანაშაულთა ჩადენისათვის, დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ჩაუთვალა რა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით, დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნა განაჩენის კანონიერებასთან დაკავშირებით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა---------–--------ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს. პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. იმავდროულად, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ა---------–--------ისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის შემსუბუქების თაობაზე, დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარი არ წარმოუდგენია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენში მსჯავრდებულ ა---------–--------ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი და მსჯავრდებულს დანიშნული პირობითი სასჯელი უნდა შეეცვალოს თავისუფლების აღკვეთის სახით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

ცვლილება იქნას შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენში;

 

ა---------–--------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართელოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 2 (ორი) წლის ვადით შთანთქოს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და ა---------–--------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

მსჯავრდებულ ა---------–--------ეს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაპატიმრების მომენტიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

დანა, განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე