განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001283336
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5852-17 “ 24 ” აპრილი, 2018წ.
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი ნანა კაბულაშვილი
აპელანტი წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი _ _ _ _ ლ---- გ------ე მ-----ა ტ---–---–ი შპს “ე-–--------ი“ ანა კ-–----–---–ი (დირექტორი), გ-- ფ---–----–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.07.2016წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 25.07.2017წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.07.2016წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ”ე-–--------ის’’ სარჩელი მოპასუხე ლ---- გ-------ს მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ლ---- გ------ეს შპს ”ე-–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 1200 ლარის გადახდა. მოპასუხე ლ---- გ------ეს შპს ”ე-–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სახით მიუღებელი შემოსავლის 138 ლარის გადახდა.
გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.07.2017წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ლ---- გ-------ს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს ,,ე-–--------ის’’ სარჩელი მოპასუხე ლ---- გ-------ს წინააღმდეგ;
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში:
2.1. სარჩელი და თანდართული მასალების ჩაბარებაზე მოპასუხე ლ---- გ------ემ უარი განაცხადა 2016 წლის 07 ივნისს.
2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოპასუხისათვის შესაგებლის წარმოსადგენად დადგენილი 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 08 ივნისს და ამოიწურა 2016 წლის 17 ივნისს 24:00 საათზე.
2.4. მოპასუხეს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის 'ბ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
2.5. სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები :
- 2015 წლის 06 ნოემბერს შპს ”ე-–--------ს” დაუკავშირდა მოქალაქე ი-----–- გ-------, რომელსაც სურდა თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მდებარე ქ. თბილისი, ს------–-----------, ს/კ 0--------------- გაყიდვა და შესაბამისად სთხოვა საშუამავლო მომსახურების გაწევა. მომსახურების გაწევის საფასურად მხარეთა ზეპირი შეთანხმბით განისაზღვრა 1200 ლარი, რომელიც უნდა გადაეხადა შუამავლისთვის სავარაუდო მყიდველს. შპს ”ე-–--------მა” მოიძია ზემოხსენებული მიწის ნაკვეთის მყიდველი ლ---- გ------ე, რომელმაც თანხმობა განაცხადა შეთავაზებულ ფასად მიწის ნაკვეთის შესყიდვაზე და ასევე დათანხმდა საშუამავლო მომსახურების საფასურის - 1200 ლარის გადახდას. შესაბამისად მხარეებს შორის 2016 წლის 2 მარტს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და ლ---- გ------ე გახდა მიწის ნაკვეთის ახალი მეპატრონე. ლ---- გ------ემ სრულად გადაიხადა ნასყიდობის საგნის საფასური, თუმცა საშუამავლო მომსახურების ანაზღაურებაზე განაცხადა უარი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რაც დასტურდება მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით და მოწმის ახსნა-განმარტებით. ამასთან, მოპასუხეს დროულად რომ გადაეხადა მოსარჩელისათვის მომსახურების საფასური, ეს უკანასკნელი განკარგავდა თანხას და მიიღებდა შემოსავალს. ეროვნული ბანკის მიერ დეპოზიტებზე დადგენილია წლიური სარგებელი 11.5 %, რაც დამატებით შეადეგნს 138 ლარს.
2.6. სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა შპს ,,ე-–--------ის’’ მიერ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ ეს გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 744-ე, 411-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას.
იმის გამო, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად სრული საფუძველი არსებობს, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით განჩინებაში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ:
2.7. 2016 წლის 17 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგ--ს სარჩელით მომართა შპს ”ე-–--------ის’’ დირექტორმა მოპასუხე ლ---- გ-------ს მიმართ, თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, 2016 წლის 23 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ი---------------- სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურს დაევალა 05 (ხუთი) დღის ვადაში, ამავე განჩინების ასლის მისთვის ჩაბარების მომენტიდან , მოპასუხე ლ---- გ-------სთვის (პ/ნ 3----------) სარჩელის და თანდართული მასალების ჩაბარება შემდეგ მისამართზე: თბილისი, კ----------------–--–- №67 . მოპასუხეს დაევალა გზავნილში მითითებულ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენა, ამავე დროს მოპასუხეს განემარტა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში პასუხის (შესაგებლის) არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის შესახებ.
2.8. სარჩელი და თანდართული მასალების ჩაბარებაზე მოპასუხე ლ---- გ------ემ უარი განაცხადა 2016 წლის 07 ივნისს.
2.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
2.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოპასუხისათვის შესაგებლის წარმოსადგენად დადგენილი 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 08 ივნისს და ამოიწურა 2016 წლის 17 ივნისს 24:00 საათზე. მოპასუხეს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.
2.11. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 04 ივლისს შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,ე-–--------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 200 ლარის გადახდა. მოპასუხეს ასევე დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სახით მიუღებელი შემოსავლის 138 ლარის და სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება.
2.12. 2016 წლის 12 ივლისს მოპასუხე ლ---- გ-------ს მიერ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. აღნიშნული საჩივრით, მოპასუხემ ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. მოპასუხემ საჩივარში მიუთითა, რომ სასამართლოში დავის არსებობის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩაიბარა შპს ,,ე-–--------ის’’ სარჩელის დაკმაყოფილების დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე მას რაიმე გზავნილი ან შეტყობინება არ მიუღია. მისი განმარტებით, მისი რეგისტრირებული მისამართი მდებარეობს ქ. ო----------ში, რის მიხედვითაც უნდა ყოფილიყო განსჯადი სასამართლო. სამსახურებრივი საჭიროების გამო მუდმივად ცხოვრობს თბილისში. დატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო ქ. თბილისში მდებარე სახლში იმყოფება ძირითადად ღამის საათებში. მას ისევე მარტივად შეიძლებოდა ჩაბარებოდა სარჩელი თანდართული დოკუმენტებით, როგორც ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოსარჩელისთვის იყო ცნობილი მისი ტელეფონის ნომერი. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელიც თავს არიდებს კანონმდებლობით დაკისრებულ საპროცესო ვალდებულებებს, მაშინ როდესაც აღნიშნული მხარისთვის ცნობილია. მისთვის ასეთი ცნობილი არ ყოფილა, რის გამოც არ უნდა მიღებულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, მას მოსარჩელის მიმართ არანაირი ვალდებულება არ აკავშირებს და სარჩელი არის დაუსაბუთებელი.
2.13. სასამართლოს მიერ 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით ლ---- გ-------ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 ივლისის დაუსწრებელი გადაწყევტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებული იქნა. საჩივრის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 25 ივლისს 14:00 საათზე.
საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა მ-----ა ტ---–---–მა მხარი დაუჭირა საჩივარში მითითებულ პოზიციას და იშუამდგომლა მოწმის სახით გ------- შ------ას დაკითხვის თაობაზე, რომელიც მისი განმარტებით ადასტურებს, რომ მხარისათვის ცნობილი არ იყო სასამართლოს გზავნილის თაობაზე. მისი განმარტებით, პოლიციის თანამშრომლის მიერ არ ყოფილა განმარტებული, რომ მას უნდა ჩაებარებინა სასამართლოს გზავნილი, არამედ საუბარი იყო შპს "ე-–--------ის" დოკუმენტებზე.
2.14. მოწინააღმდეგე მხარემ აღნიშნა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონით დადგენილი წესების დაცვით, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და ამიტომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება დატოვებული უნდა იქნეს ძალაში.
2.15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ: ა) თუ მხარე არ იყო მოწვეული ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია არც ერთ დასახელებულ შემთხვევას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
2.16. საჩივრის ავტორი არ უარყოფს, რომ მასთან გამოცხადდა პოლიციის თანამშრომელი გზავნილის ჩაბარების მიზნით. მისი განმარტებით, მან უარი განაცხადა დოკუმენტების ჩაბარებაზე იმ მოტივით, რომ მისთვის უცნობი იყო სასამართლოში დავის არსებობის თაობაზე. საქმეში არსებული მასალებით (შემოწმების შესახებ ოქმი ს/ფ 29) დასტურდება, რომ ლ---- გ------ემ უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე, მისი თქმით, მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული დავის თაობაზე და აღნიშნული დავა არის სიცრუე და თაღლითობა.
საწინააღმდეგოს დასადასტურებლად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმის ჩვენებას.
2.17. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ სარჩელის და თანდართული მასალების ჩაბარება ლ---- გ-------სათვის ვერ მოხერხდა ასევე ვერც ფოსტის საშუალებით. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილით დასტურდება, რომ მას დაუკავშირდა ფოსტის თანამშრომელი, რომელსაც მოპასუხემ განუმარტა, რომ არ ელოდებოდა არანაირ წერილს, იყო ქალაქიდან გასული.
ის გარემოება, რომ მოპასუხისათვის ცნობილი არ იყო, რომ მას ეგზავნებოდა სარჩელი თანდართული დოკუმენტებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორმა სასამართლოს სარწმუნოდ ვერ დაუსაბუთა. მით უფრო, რომ პოლიციის თანამშრომელი, თუ არა სასამართლოს დავალება, არ ახორციელებს კერძო პირებს შორის საფოსტო გზავნილების ჩაბარებაში ხელშეწყობას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმის ჩვენება. მოწმემ ცალსახად დაადასტურა ის ფაქტი, რომ პოლიციის თანამშრომელს ლ---- გ------ესთან საუბრისას არ უხსენებია სასამართლო დავა და ახსენა მხოლოდ შპს „--–------------ დოკუმენტები. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოწმე პოლიციის თანამშრომლის ვიზიტს ესწრებოდა სრულად.
3.2. სასამართლომ სადავო განჩინება დააფუძნა ვარაუდზე, რომ შესაძლოა ლ---- გ-------სათვის ცნობილი ყოფილიყო სასამართლო დავის თაობაზე, თუმცა ვერ დაასაბუთა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ივარაუდა აღნიშნული. პოლიციის მიერ შედგენილი სტანდარტული აქტი გაქარწყლდა მოწმის ჩვენებით და იგი უტყუარ მტკიცებულებად ვერ განიხილება.
4.გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების ძალაში დატოვების დასაბუთება
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. 17.03.2016წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგ--ს სარჩელით მიმართა შპს „ე-–--------მა“ (შემდგომში „მოსარჩელე“) მოპასუხე ლ---- გ-------ს (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ მომსახურების საფასურის - 1200 ლარის და ზიანის (მიუღებელი შემოსავლის) - 138 ლარის დაკისრების მოთხოვნით (ტ. I, ს.ფ. 1-11).
4.2. მოსარჩელეს გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხე მხარისთვის ჩასაბარებლად (ტ.I, ს.ფ.19). 23.03.2016 წ. მოსარჩელეს ეცნობა, რომ სარჩელი მიღებული იყო განსახილველად და მას ორი თვის ვადაში უნდა უზრუნველეყო მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა (ტ. I, ს.ფ.20).
სასამართლო გზავნილით დგინდება, რომ მოპასუხეს შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღიანი საპროცესო ვადა (ტ. I, ს.ფ. 19).
4.3. პალატას დადგენილად მიაჩნია გარემოება მასზედ, რომ მოპასუხე ლ---- გ------ეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მას შეეძლო სასამართლოს მიერ დადგენილ 10 დღიან ვადაში სარჩელზე შესაგებელის წარდგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.3.1. 19.05.2016წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგ--ს მიმართა მოსარჩელის დირექტორმა და წარმოადგინა საფოსტო შეტყობინების ბარათები მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების შეუძლებლობის დასტურად, კერძოდ, ერთი საფოსტო შეტყობინების თანახმად, გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა მისამართზე, თბილისი, კ----------------–--–- 67, ფოსტის მუშაკი ესაუბრა ადრესატს, რომელმაც განმარტა, რომ იგი ქალაქიდან იყო გასული, არ ელოდებოდა არანაირ წერილს და ცხოვრობდა გ------ში (ტ. I, ს.ფ.22). გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა ვერც ალტერნატიულ მისამართზე - ო----------ი, მ-----------ს ქ. 22, ბ. N16. შეტყობინების ბარათზე აღნიშნულია, რომ მითითებულ მისამართზე ცხოვრობს მ------ ნ-–---–--ე, რომლის განმარტებითაც ადრესატი არ იმყოფება მისამართზე (ტ.I, ს.ფ.221). პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება, ო----------ი, მ-----------ს ქ. 22, ბ. N16, წარმოადგენს ლ---- გ-------ს რეგისტრირებულ მისამართს (იხ.: მინდობილობა, ტ. I, ს.ფ. 50).
4.3.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს). ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ანდა უბნის ინსპექტორები ვალდებული არიან, განჩინებით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე მოწმეებისათვის, ექსპერტებისათვის, სპეციალისტებისა და თარჯიმნებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ მოსამართლეს.
4.3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.05.2016წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ი--------------ს სამმართველოს სამსახურს დაევალა მოპასუხე ლ---- გ-------სათვის სარჩელის და თანდართული მასალების ჩაბარება შემდეგ მისამართზე: თბილისი, კ----------------–--–- №67 (ტ. I, ს.ფ. 23-25).
4.3.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------ს სამმართველოს პოლიციის VII განყოფილების მომართვით ირკვევა, რომ მოპასუხისათვის განკუთვნილი სასამართლო გზავნილი (სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად) ადრესატს ვერ ჩაბარდა, რადგან მოპასუხე ლ---- გ------ემ (პ/ნ 3----------) უარი განაცხადა ჩაბარებაზე. ადრესატის განმარტებით, მისთვის ცნობილია დავის თაობაზე, რომელიც არის სიცრუე და თაღლითობა და უარს აცხადებს მასალების ჩაბარებაზე (იხ.: მომართვა, 07.06.2016წ. ოქმი შემოწმების შესახებ, ტ. I, ს.ფ. 28,29).
4.3.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
4.3.6. ამდენად, დადგენილია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლო გზავნილი მოპასუხისათვის ითვლება ჩაბარებულად.
4.3.7. პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ დაკითხული მოწმის ჩვენება ვერ აბათილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურის თანამშრომლის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხემ უარი განაცხადა უშუალოდ სასამართლოს გზავნილის ჩაბარებაზე. ამ კუთხით გასაზიარებელია მსჯელობა მასზედ, რომ პოლიციის თანამშრომელი, თუ არა სასამართლოს დავალება, არ ახორციელებს კერძო პირებს შორის საფოსტო გზავნილების ჩაბარებაში ხელშეწყობას. ამასთან, სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების მცდელობის თაობაზე მოპასუხისათვის ცნობილი იყო იმ პერიოდიდან, როცა ფოსტის თანამშრომელი დაუკავშირდა ტელეფონით, მოპასუხემ კი აცნობა, რომ ქალაქიდან იყო გასული (ტ.1, ს.ფ.22).
4.3.8. საჩივრის ავტორმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო, რომ მას ეგზავნებოდა სარჩელი თანდართული დოკუმენტებით.
4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამავე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, სარჩელში მითითებული და მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობით დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 744-ე და 411-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
4.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მესამე ნაწილით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების შესაბამისად მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი. აპელანტი შესაგებლის წარუდგენლობის რაიმე საპატიო მიზეზის არსებობაზე არ მიუთითებს. არ არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.
4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
არ არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია ( ტ. II, ს.ფ. 17 ).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ---- გ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.07.2016წ. დაუსწრებელ გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 25.07.2017წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე