განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2018
საქმის ნომერი
330100117001994781
ინსტანცია
თარიღი
01.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100117001994781 -1ბ/471-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

25 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ვეფხია ლომიძე

სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზ---- ქ------ე

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: რ----–-------------- დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №--------------ასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------------------------------

 

ადვოკატები: მა--------------------------------–--

 

თარჯიმანი: ზ------- გ-------

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წელი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ----–-------------ა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ---------------- და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

რ----–------------- ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით; მანვე, ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

სასამართლომ დაადგინა :

 

რ----–------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით პირობითი მსჯავრი, 5 წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა 2 წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა. 2017 წლის 30 მაისს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისში ფ-------–----------------------–--–--------- მიმდებარე ტერიტორიაზე რ----–-------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა, მის მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 3,6259 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ფხვნილისა და გრანულების სახით, ხოლო მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც ეს უკანასკნელი გადაადგილდებოდა ამოღებული იქნა, მის მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და ავტომანქანის სპეციალურ საცავში გადასაზიდად შენახული 6,5302 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ფხვნილისა და გრანულების სახით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა;

 

მოწმე უ----------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 30 მაისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ რ----–------------- იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, ეწეოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენას და შენახვას, უნდა ყოფილიყო რუსთავის გზატკეცილზე ა/მანქანა ,,შკოდით“ და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, რაც აცნობა ხელმძღვანელობას.

 

მოწმე გ------------------------------------–---–-------------------------------- ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 30 მაისს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იმყოფებოდნენ ფონიჭალაში, სადაც შეამჩნიეს რ----–-------------- რომელიც მართავდა ვერცხლისფერ ა/მანქანა ,,–-------“. ა/მანქანით გარკვეული ხანი მიყვებოდნენ, შემდეგ მათ ა/მანქანა წინ გაუჩერეს და გადაუკეტეს სამოძრავო გზა. როდესაც გადმოვიდნენ ა\მანქანიდან და უახლოვდებოდნენ რ----–-------------ს ა/მანქანას, ამ უკანასკნელმა სცადა გაქცევა, რა დროსაც მოახდინეს რ----–-------------ს დაკავება. წარუდგინეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე პირადი ჩხრეკის თაობაზე, რის შემდეგაც ჩატარდა რ----–-------------ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რ----–-------------ს შარვლის, მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პარკი, რომელშიც დაფასოებული იყო ნივთიერება 26 ცალად. შემდეგ განხორციელდა რ----–-------------ს დაკავება და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაყვანა.

 

პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, რ----–-------------ს პირადი ჩხრეკისას, ტანთნაცვამი ვილვეტის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 26 შეკვრად დაფასოებული გაურკვეველი ნივთიერება, შეფუთვები მოთავსებული იყო გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში. ხოლო თვითონ ნივთიერება დაფასოებული შავი ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში.

 

მოწმე ვ-–-----------–----–ვილის ჩვენებით დადგენილია, რომ მიიღო მონაწილეობა რ----–-------------ს ა/მანქანის ჩხრეკაში. ა/მანქანის წინა მხარეს, სიჩქარეების გადასართავთან, მაგნიტოფონის უკან ნახა საცავი, ოთხკუთხედი ფორმის უჯრა, საიდანაც ამოიღო 11 ცალი დაფასოებული ნივთიერება. ა/მანქანის ჩხრეკის შემდეგ ა/მანქანა ,,შკოდა“ გადაყვანილი იქნა სპეციალურ ავტოსადგომზე.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენებები მისცეს სასამართლოს მოწმეებმა ირ---–-----------------------------------–---–---

 

ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ავტომანქანის სალონში არსებული სიჩქარეების გადამრთველის წინ არსებული მაგნიტოფონის პანელის უკან არსებული პლასტმასის სათავსოს მოძრაობის შემდეგ ნანახი იქნა ოთხკუთხედი ფორმის უჯრედი, სადაც ნანახი იქნა მომწვანო ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო 11 ცალი მუქი ფერის პარკის ნაჭრებში დაფასოებული ნივთიერება, რომელთანაც 6 ცალი არის დიდი ზომის, ხოლო 5 ცალი შედარებით მცირე ზომის.

 

ამოღების ოქმის თანახმად, ამოღებული იქნა ა/მანქანა ,,შკოდა ოქტავია“ ს-------------- რომელიც არის ვერცხლისფერი (რუხი), ვიზუალური დათვალიერებით რაიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

 

მოწმე ნი----–------------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ რ----–------------- ჰქონდა ავტომანქანის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემა, რის გამოც მან რ----–-------------ს თხოვნით მის სახელზე დაირეგისტრირა რ----–-------------ს ა/მანქანა. იგი ა/მანქანით არ სარგებლობდა, ა/მანქანის ფაქტიური მფლობელი იყო რ----–-------------.

 

ქიმიური ექსპერტიზის N1--------------- დასკვნის თანახმად, 2017 წლის 30 მაისს რ----–-------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული, პოლიეთილენის ნაჭრებში 26 (ოცდაექვსი) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით 19,39 გრამი, (ობ. N2) წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს 3,6259 გრამს. 2017 წლის 30 მაისს რ----–-------------ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული, პოლიეთილენის ნაჭრებში 11 (თერთმეტი) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით 35,88 გრამი, (ობ. N1) წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს 6,5302 გრამს. რ----–-------------ს ავტომანქანის და პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა 10,1561 გრამი.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თ-----------–--ამ და ა-–-------------------იძემ.

 

ბრალდებულმა რ----–-------------ა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ 2017 წლის 30 მაისს გადაადგილდებოდა ა/მანქანით, რომელსაც მართავდა მისი მეგობარი, თავად მის გვერდით იჯდა. როდესაც ა/მანქანა მიუახლოვდა შუქნიშანს, მათ წინ ჩაუყენა ,,მერსედსის“ ფირმის ა/მანქანამ, საიდანაც გადმოვიდნენ მისთვის უცნობი პირები, ხოლო მისი მეგობარი ა/მანქანიდან გადავიდა და გაიქცა. მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლიდანაც ერთ-ერთმა ჯიბეში ჩაუდო პოლიეთილენის პარკი, ყვიროდა და მოუწოდებდა პოლიციის თანამშრომლებს, რომ მისთვის არაფერი ჩაედოთ. შემდეგ გამომძიებელმა მისი ჯიბიდან ამოიღო პოლიეთილენის პარკი, რის შემდეგაც გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. მანვე განმარტა, რომ იგი თანამშრმლობდა პოლიციასთან და ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული, ბევრი დანაშაული გაიხსნა მისი დახმარებით. ნარკოტიკი სამართალდამცავებმა მას შემდეგ ჩაუდეს, როდესაც მან მათთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

 

ი-–---------------- ჩვენების მიხედვით, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დაარღვიეს მისი მეუღლის რ----–-------------ს უფლებები. მისი მეუღლე დაკავების მომენტში ყვიროდა, რომ მისთვის არაფერი ჩაედოთ ჯიბეში. მისი მეუღლე ძალით ჩამოიყვანეს მანქანიდან, წააქციეს, დაადეს ხელბორკილები და ჯიბეში ჩაუდეს მისთვის გაურკვეველი საგანი. იქ გაჩერებაა, იმ დროს გაჩერებაზე იმყოფებოდა, როდესაც დაინახა მის მეუღლეზე პოლიციელების მხრიდან რაღაც საგნის ჩადების ფაქტი. ხოლო ა/მანქანის ჩხრეკას ის პოლიციის თანამშრომლებმა დაასწრეს, დაახლოებით ერთ მეტრში იმყოფებოდა, რა დროსაც დაინახა, რომ მაგნიტოფონის უკანა მხარეს პოლიციელებმა ჩადეს მისთვის გაურკვეველი საგანი. ა/მანქანას მართავდა შავგრემანი, საშუალო სიმაღლის მისთვის უცნობი პირი, რომელიც პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე გაიქცა, სად გაიქცა მისთვის უცნობია.

 

რ----–-------------ს ჩვენების მიხედვით, იგი შეესწრო ბრალდებულ რ----–-------------ს დაკავების ფაქტს, რომელიც ა/მანქანიდან გადმოიყვანეს, დააგდეს ძირს და დაადეს ხელბორკილები. დაინახა, რომ ა/მანქანიდან, რომელშიც ბრალდებული რ----–------------- იმყოფებოდა, გაიქცა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელსაც ეცვა შავი ფერის შარვალი და მოკლე სახელოებიანი მაისური. მან მოისმინა თუ როგორ ყვიროდა, მიმართავდა პოლიციის თანამშრომლებს რ----–-------------- რომ მისთვის არაფერი ჩაედოთ, რადგან ის სუფთა იყო. ის ამ დროს ახლოს იყო დაახლოებით სამ მეტრში, მას ყველაფერი ესმოდა. შემთხვევის ადგილზე ბევრი ხალხი შეგროვდა, თუმცა პოლიციის თანამშრომლები ახლოს არავის უშვებდნენ. მისი განმარტებით, ბრალდებული რ----–------------- ა\მანქანის მარჯვენა მხრიდან მარცხენა მხარეს გადაიყვანეს და იქ დააწვინეს, დაადეს ხელბორკილები პოლიციელებმა და ჯიბეში ჩაუდეს რაღაც საგანი, რაზეც რ----–------------- განუცხადეს, რომ იყო მისი საჩუქარი. მანვე განმარტა, რომ პოლიციელები არ ყვიროდნენ, ჩვეულებრივი ტონით საუბრობდნენ, თუმცა, როდესაც ბრალდებულსა და პოლიციელებს შორის საუბარი მიდიოდა იგი ახლოს იდგა და ყველაფერი ესმოდა. დააზუსტა, რომ ბრალდებული პოლიციელებმა ა\მანქანის მარჯვენა მხრიდან გადმოიყვანეს, ა\მანქანის მარცხენა მხარეს დაადეს ხელბორკილები და იქვე ჩაუდეს გაურკვეველი საგანი, ხოლო ა\მანქანის მარცხენა მხრიდან (საჭის მხარე) გადმოვიდა მისთვის უცხო მამაკაცი, რომელიც გაიქცა.

 

ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა;

 

გ------------------------------------–---–-------------------------------- ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 30 მაისს ის და მისი თანამშრომლები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იმყოფებოდნენ ფონიჭალაში, სადაც მათ შეამჩნიეს რ----–-------------- რომელიც მართავდა ვერცხლისფერ ა/მანქანა ,,–-------“.

 

ვ-–-----------–----–ვილის, ი-----–-----------------------------------–---–-- ჩვენებებით დადგენილია, რომ რ----–------------- მართავდა ა\მანქანას;

 

ნი----–------------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ რ----–-------------ს თხოვნით მის სახელზე დაირეგისტრირა ა/მანქანა. იგი აღნიშნული ა/მანქანით არ სარგებლობდა, ა/მანქანის ფაქტიური მფლობელი იყო რ----–-------------.

 

ბრალდებულმა რ----–-------------ა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ ა/მანქანას 2017 წლის 30 მაისს მართავდა მისი მეგობარი, ხოლო თავად მძღოლის გვერდით იყო მოთავსებული.

 

ამოღების ოქმის თანახმად, ამოღებული იქნა ა/მანქანა ,,შკოდა ოქტავია“ ს-------------- რომელიც არის ვერცხლისფერი (რუხი), ვიზუალური დათვალიერებით რაიმე დაზიანებები არ აღენიშნება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2017 წლის 25 იანვრის განაჩენით რ----–------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, ორი წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ რ----–-------------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ სადავოდ იქნა მიჩნეული ვერ დასტურდება რ----–-------------ს მხრიდან ზემოთ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და განმარტავს, რომ დანაშაულს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულია ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის (საზოგადოების) ზნეობრივი, ფიზიკური ჯანმრთელობა, ასევე ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დაცვას. ობიექტურ მხრივ განსახილველ დანაშაულთა უმრავლესობა აქტიურობითაა ჩადენილი. ასევე შეიძლება ჩადენილი იქნას როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ობიექტურ მხრივ ამ დანაშაულთა უმრავლესობა ფორმალური შემადგენლობისაა. ე.ი. დამთავრებულია ქმედების ჩადენისთანავე, სუბიექტურ მხრივ ნარკოტიკულ დანაშაულთა უმრავლესობა განზრახია.

 

ნარკოტიკული საშუალების ცნებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება,პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში. საქართველოს კანონში ,,ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ ჩამოთვლილია საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სია, სადაც მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ სხვადასხვა გზით. რაც შეეხება უკანონო შენახვას ეს არის განზრახ ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფლის მიჩენაში. უკანონო გადაზიდვას ადგილი აქვს, როდესაც ხდება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი მეთოდით გადაადგილება ერთი ადგილიდან სხვა ადგილას მისი განთავსების მიზნით. ამასთან, დამამძიმებელ გარემოებადაა მიჩნეული იგივე ქმედება ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება რ----–-------------ს მიერ ჩადენილი ქმედების განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გადაზიდვის ფაქტი. კერძოდ, მოწმეთა გიორგი მიქაუტაძის, კახაბერ ბერიშვილის, კონსტანტინე გახოკიძის, ვ-–-----------–----–ვილის, ი-----–-----------------------------------–---–-- ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. რ----–-------------ს პირადი, ასევე ა\მანქანის ჩხრეკის ოქმებით, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით დასტურდება, რომ ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა როგორც რ----–-------------ს შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან, ასევე ა\მანქანაში მოწყობილი სპეციალური საცავიდან, ხოლო ქიმიური ექსპერტიზის N1--------------- დასკვნის თანახმად, რ----–-------------ს და ა\მანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს. მსჯავრდებული სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მას ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროიანი ჩაუდეს, რაც საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან რაიმე უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, აღნიშნულ ფაქტს დაცვის მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ნარკოტიკული საშუალება სამართალ- დამცავების მიერ ამოღებული იქნა პირადად რ----–-------------საგან, ასევე ა\მანქანის ჩხრეკისას. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რ----–-------------ს პირადი და ა\მანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთად აღებული წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, კონკრეტულ შემთხვევაში არ განუხორციელებია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა, აღნიშნული გარემოებები არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების საფუძველზე. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით და საქმის ფაქტობრივი გარემოებებით. ფაქტის შემსწრე მოწმეთა ჩვენებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ რ----–-------------ა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ამასთან მსჯავრდებულ რ----–-------------ს მიმართ არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება. ამავდროულად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებით, რომელბიც მსჯავრდებულის ახლო ნათესავებს წარმოადგენენ ვერ იქნება მიჩნეული ისეთ სარწმუნოდ, რომელსაც შესაძლოა პალატა დაეყრდნოს გადაწყვეტილების მიღებისას, მითუმეტეს, როდესაც სახეზეა როგორც რ----–-------------ს პირადი ჩხრეკისას ასევე მისი ავტომანქანის ჩხრეკისას ცალ ცალკე ამოღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და დაცვის მხარის მოწმეების ერთმანეთისგან განსხვავებული ჩვენებები ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ადგილთან მიმართებაში. რაც შეეხება დაცვის მხარის ვერსიას ავტომანქანის საჭესთან სხვა პირის არსებობის შესახებ, ყოველგვარ დამაჯერებლობასაა მოკლებული იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ეს ვერსია გაჟღერებული იქნა მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ხოლო სააპელაციო სასამართლოში ამ ვერსიის დასადასტურებლად დაცვის მხარეს იმ პირის დაკითხვის შესახებ, რომელიც თითქოსდა მართავდა ავტომანქანას შუამდგომლობაც კი არ დაუყენებია. ამდენად პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ სახეზეა რ----–-------------ს ქმედებაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის შენახვის და გადაზიდვის ყველა ნიშანი.

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება რ----–-------------ს მიერ ჩადენილი ქმედების ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა. ვინაიდან მიუხედავად იმისა რომ რ----–------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2017 წლის 25 იანვრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, ორი წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, იგი ქ.თბილისში ფ-------–----------------------–--–--------- მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა ავტომანქანა ,,შკოდით“, რა დროსაც მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ფხვნილისა და გრანულების სახით. აღნიშნული ფაქტი რომ იგი გადაადგილდებოდა ავტომანქანით დადასტურებული იქნა მოწმეთა ჩვენებებით და ამოღების ოქმით, ამოღებული იქნა ვერცხლისფერი (რუხი) ა/მანქანა ,,შკოდა ოქტავია“ ს-------------- რომელსაც მართავდა რ----–-------------. მსჯავრდებულის პოზიცია, რომ მას არ ჩაუდენია ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, ა/მანქანას მართავდა მისი მეგობარი, ხოლო თავად მძღოლის გვერდით იმყოფებოდა წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული.

 

მოცემულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ის ურთიერთობები რომლებიც უზრუნველყოფენ სასამართლოს კანონიერ საქმიანობას მიღებულ გადაწყვეტილებათა შესასრულებლად. დანაშაულის საგანია დოკუმენტურად გაფორმებული პროცესუალური აქტი, რომელიც სასამართლოს მიერ არის გამოტანილი სასამართლო განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება რეალიზებულ იქნეს როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით.

 

პალატა განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია სასამართლო გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარების კანონიერების პრინციპის დაცვა, სამართლიანობის დასამკვიდრებლად, თვითნებობისა და უკანონობის აღმოსაფხვრელად. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ხელს უშლის მართლმსაჯულების ამოცანების განხორციელებას, განაჩენის აღუსრულებლობა მსჯავრდებულს ათავისუფლებს დამსახურებული სასჯელის მოხდისაგან. ამასთან გასათვალისწინებელია ის, რომ სასამართლო აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

 

მოცემული დანაშაულის შემადგენლობა თავისი კონსტრუქციით ფორმალურია და დამთავრებულია ძალაში შესული შესაბამისი სასამართლო აქტის აღსრულებისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის მომენტიდან ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შემშლელი ამა თუ იმ მოქმედების ჩადენის მომენტიდან ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შემშლელი ამა თუ იმ მოქმედების ჩადენის მომენტიდან. ქმედების სუბიექტური მხარე კი პირდაპირ განზრახვაში გამოიხატა, კერძოდ მსჯავრდებულ რ----–------------- გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას და სურდა ეს შედეგი.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა რ----–-------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელიგანაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ----–-------------ა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა. მანვე ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

რ----–------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით რ----–------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის გამოყენებით სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ავტომანქანა , ,,შ---------------------------------

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ რ----–------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით. ასევე რ----–------------- სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ავტომანქანა ,,შ---------------------------------

 

ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე,მსჯავრდებულ რ----–------------- განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 წლის ვადით და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოართვა ავტომანქანა ,,შ---------------------------------

 

ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ რ----–------------- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული აქვს უფლებები;

 

ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ რ----–-------------სათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენი, რ----–-------------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული ნივთიერებები - განადგურდეს;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ რ----–-------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3. რ----–------------- (----------90) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

რ----–------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის გამოყენებით სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას ავტომანქანა ,,შ---------------------------------

 

რ----–------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით რ----–------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის გამოყენებით სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას ავტომანქანა ,,შ---------------------------------

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ რ----–------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

ასევე რ----–------------- სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას ავტომანქანა ,,შ---------------------------------

 

4. მსჯავრდებულ რ----–------------- ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5(ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.

 

5. მსჯავრდებულის რ----–------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 30 მაისიდან;

 

6. ნივთიერი მტკიცებულება ნარკოტიკული ნივთიერებები - განადგურდეს;

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: /გ. ჯეირანაშვილი/

 

მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/

 

/ვ. ლომიძე/