განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002245425
საქმე №1ბ/336-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ნანა უნდილაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ-----------–-ას
მსჯავრდებულის: დ------------–-–---–ის
ადვოკატის: ი---------------ის
მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ დ------------–-–---–ის ინეტერესების დამცველი ადვოკატის ი---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) დ------------–-–---–ის მიმართ. დ------------–-–---–ი დაბადებულია 1959 წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, განქორწინებული, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ-------–-------–--------------------–-------–---- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გ------ თ------–---–----------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ------------–-–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა დ------------–-–---–მა 2017 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 08:30 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში კარის გაღებით უკანონოდ შეაღწია ქალაქ გ----–--------–----------------------ში მდებარე ი--–-------ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ი--–-------ის და ლ---–---------–---–ის კუთვნილ 1332 ლარად ღირებულ სხვადასხვა დასახელების ნივთებს, რამაც მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია (პირველი ეპიზოდი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა დ------------–-–---–მა 2017 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 12:30 საათზე ბინის ღია კარიდან უკანონოდ შეაღწია ქალაქ გ----–------------------------------–ი მდებარე ლ---–------–---–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ფულად თანხას და სხვადასხვა დასახელების ნივთებს, რამაც 1230 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია (მეორე ეპიზოდი).
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენით დ------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდი) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდისათვის) – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2017წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით დ------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა დ------------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ დ------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 28 ოქტომბრის 14:30 საათიდან.
მსჯავრდებულ დ------------–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -
პატიმრობა გაუქმდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ------------–-–---–ის ინტერესების დაცველმა ადვოკატმა ი---------------მა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო---------------–---–მა.
დაცის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა დ------------–-–---–ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქება.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და დ------------–-–---–ის მიმართ საბოლოო სასჯელის განესაზღვრა არა შთანთქმის, არამედ შეკრების პრინციპით.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხსივლისას, როგორც დაცვის ისე ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირეს თავიაანთ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ------------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეში არსებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, შემთხვევის ადგილების დათვალიერების ოქმების, მოწმეების - ი--–-------ის, ლ---–---------–---–ის, გ----------–---–---–-ს, ლ---–------–---–ის, ნ-----–---–---–-ს, სა----------–---–------------------–-------------–-------------------------------–---–--------------------–---–----------------------------–--------–---–-- და დ------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმების, დ------------–-–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის, დ------------–-–---–ის დაკავების ოქმის, ამოღების ოქმის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, დათვალიერების ოქმების, პირის ამოცნობის ოქმის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის განაჩენის დ------------–-–---–ის მიმართ, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, ამოღებული ნივთმტკიცებების და საქმეში არსებული სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზების შემდეგ, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვენლობა, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ------------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდი) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის არგუმენტაციას დ------------–-–---–ის მიმართ სასჯელის მინიმუმის განსაზღვრის შესახებ პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ
წარსულში არაერთხელ ნასამართლევმა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა დ------------–-–---–მა ჩაიდინა ორი დანაშაული და ის შემამსუბუქებელი გარემოებები, რაც მას გააჩნდა და რაზედაც აპელირებს დაცვის მხარე, გათვალისწინებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ როგორც თითოეული ეპიზოდისთვის, ისე განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას. პალატა იგივე მოსაზრებით უარს ეუბნება ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასამართლოს აძლევს უფლებას, განაჩენთა ერთობლიობისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რაც განახილველ საქმეზე განახორციელა კიდეც პირველი ინტანციის სასამართლომ იმ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რაც მსჯავრდებულს გააჩნდა. საქმის მასალებით დგინდება, რომ დ------------–-–---–მა პირველივე შესაძლებლობისთანავე წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა. გარდა ამისა, მან ასევე ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, რითიც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას. საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ გახადა, სრულად დეთანხმა აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. გასათვალისწინებელია, რომ დანაშაულის მეორე ეპიზოდის სწრაფი გახსნა სწორედ დ------------–-–---–ის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი - მან ნებაყოფლობით დაასახელა მისამართი, საიდანაც მოპარული იქნა მისი სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილი ნივთები.
ამდენად, მსჯავრდებულ დ------------–-–---–ისათვის დანიშნულ სასჯელს, პალატა ეთანხმება და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას. ზოგადი პრევენციის თვალსაზრისით, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ზოგადად ქურდობა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული საკმაოდ გავრცელებული დანაშაულია, ქონებრივ ზიანს აყენებს მესაკუთრეს და ხასიათდება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით, ვინაიდან ხელყოფს მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება ადამიანის ერთ–ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს, რომელიც აღიარებული და ხელშეუვალია. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ დ------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენი დ------------–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ------------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ------------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი---------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ დ------------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
დ------------–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდი) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდისათვის) – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, დ------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს დ------------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო
სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით და საბოლოოდ დ------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ დ------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 28 ოქტომბრის 14:30 საათიდან.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ დ------------–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ანაწმენდები, სუნის და ხელის კვლები, ნერწვის და სუნის ნიმუშები განადგურდეს;
სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ხელის ანაბეჭდები შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
ტანსაცმლის საკიდები, ნოუთბუქის დამტენი, ყავისფერი ტყავის ქურთუკი, შავი ფერის ტყავის ქურთუკი, „LG“ ფირმის პლაზმური ტელევიზორი, შავი ფერის მუყაოს ყუთი მასში მოთავსებული ფულადი თანხით – რვა ცალი ასლარიანი, ერთი ცალი ორასლარიანი, ერთი ცალი ორმოცდაათ ლარიანი, ორი ცალი ოც ლარიანი, ერთი ცალი ხუთ ლარიანი (სულ 1095 ლარი), ერთი ცალი სუნამოს მინის ქილა, წარწერით „KING“, ერთი ცალი სუნამოს მოლურჯო მინის ქილა, წარწერით „EXCITE“, მეხსიერების ბარათი 16 GB, სამი ცალი მოზრდილი ე.წ. „ბულობკა“, ერთი ცალი ოქროსფერი საყურე, სამაჯური შვიდი თვლით, ერთი ცალი რუხი ფერის ჯაჭვი, ერთი ცალი გამჭვირვალე თვალი, შავი ფერის ნაჭრის ტომარა, რომელშიც მოთავსებულია ნოუთბუქის მონიტორი, სქემა, ე.წ. „პადის“ მონიტორი, კლავიატურა, ასანთის კოლოფში მოთავსებული წვრილი ჭანჭიკები ოცდათექვსმეტი ცალი, ნოუთბუქის დაშლილი სხვადასხვა ზომის მცირე დეტალი, შავი ფერის „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით: 8-------------- და 8--------------, ურნიდან ამოღებული ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია ლურჯი ფერის სპორტული ჩანთა და სამი ცალი ნოუთბუქის დამსხვრეული დეტალი, კარის საკეტი, მამაკაცის ორი ცალი სუნამო, მეხსიერების ბარათი, ორი ცალი გულსაბნევი, ერთი ცალი ქალის სამაჯური დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეებს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე