განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.07.2018
საქმის ნომერი
340210017001916717
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
05.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 340210017001916717

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/6366-17 15 მარტი 2018 წელი

თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე

 

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტები - ი--------------------ი, ფ-–------------ი (მოპასუხეები)

წარმომადგენელი - ნატო ჩიხრაძე

 

მოწინააღმდეგე მხარეები _ ფ------------------ი, გ------------------ა, მე--–---------------ი, რ-–--------------ი, გ---–--------------ა (მოსარჩელეები)

 

თარჯიმანი - ა---------–--------ი

 

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მოსარჩელეების ფ------------------ის, რ-–--------------ის, მე--–---------------ის, გ------------------ის და გულიდა ბ---------ას სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ი--------------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელეების - ფახრად ბ---------ის, რ-–--------------ის, მე--–---------------ის, გ------------------ის და გულიდა ბ---------ას საკუთრებაში არსებული #54---------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 1248 კვ.მ და 116 კვ.მ. (სულ 1364 კვ.მ) ფართობის მიწის ნაკვეთი, მდებარე მისამართზე - ლაგოდეხის რაიონი სოფელი უზუნთალა. მოპასუხე ფ-–------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელეების ფახრად ბ---------ის, რ-–--------------ის,მე--–---------------ის, გ------------------ას და გულიდა ბ---------ას საკუთრებაში არსებული #54---------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 116 კვ.მ და 262 კვ.მ (სულ 378 კვ.მ) ფართობის მიწის ნაკვეთი, მდებარე მისამართზე ლაგოდეხის რაიონი სოფელი უზუნთალა.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

 

სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე. ორივე მოპასუხე სასამართლოს სხდომის ადგილისა და თარიღის თაობაზე ინფორმირებულნი იყვნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, რაც დასტურდება საქმეში არსებული, სასამართლო უწყებებით, რომელიც მოპასუხეებს გაეგზავნათ სარჩელში მითითებულ მისამართზე 2017 წლის 02 ივნისს და საფოსტო უკუგზავნილების თანახმად, სასამართლო უწყება მოპასუხე ფ-–------------ს ჩაბარდა 2017 წლის 07 ივნისს პირადად, ხოლო მოპასუხე ი--------------------ისთვის გაგზავნილი სასამართლო უწყება ჩაიბარა მისმა ძმამ ფ-–------------მა მისთვის გადასაცემად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე;

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მოსარჩელეები - ფ------------------ვი, გ-----------ირამოვა, მ---–---------რამოვი, რ-–--------------ი და გ---–--------------ა არიან ლა---------------------------–------------–-–ი მდებარე №54---------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეები;

 

მოპასუხე ი--------------------ი შეჭრილია მოსარჩელე ფახრად ბ---------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში 1248,0 კვადრატული მეტრით, ხოლო მოპასუხე ფ-–------------ი შეჭრილია მოსარჩელე ფ------------------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში 262,0 კვადრატული მეტრით;

 

მოპასუხეები ასევე უკანონოდ ფლობენ მოსარჩელე ფ------------------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის 116,00 კვადრატულ მეტრს.

 

სასამართლომ შეაფასა სარჩელის საფუძვლად მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 311-312-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1 მუხლზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

 

სარჩელში მითითებული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები არიან ლაგოდეხის რაიონი სოფელ უზუნთალაში მდებარე №54---------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეები. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები ი--------------------ი და ფ-–------------ი მესაკუთრეების ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ მოსარჩელეების კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 311-312-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები.

 

მოპასუხეებმა ი--------------------მა და ფ-–------------მა 2017 წლის 30 ივნისს საჩივრით მიმართეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, 15.06.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

 

მათ საჩივარში მიუთითეს, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია მათი ადმინისტრაციული სარჩელი მოპასუხეების ფ------------------ის, გ------------------ას, მე--–---------------ის, რ-–--------------ის და გ---–--------------ას მიმართ, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, რის თაობაზეც მათ წარმოდგენილ შესაგებელშიც მიუთითეს და საქმის წარმოების შეჩერება იშუამდგომლეს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე და 281-ე მუხლების მოთხოვნები იმპერატიულია, ჩათვალეს, რომ სასამართლო მათ დაუსწრებლადაც დააკმაყოფილებდა შუამდგომლობას საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და ამიტომ, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ. მათი განმარტებით, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო და სახეზეა ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, ვინაიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისკანდარ იუსუბოვის და ფაშა იუსუბოვის ადმინისტრაციული სარჩელი დაკმაყოფილდება, მხარეთა შორის სამოქალაქო დავის საგანი მოისპობა. მოპასუხის მითითებით, სხდომაზე მათი გამოუცხადებლობის მიუხედავად, სასამართლოს უნდა შეეჩერებინა სამოქალაქო საქმის განხილვა ადმინისტრაციულ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

სასამართლომ განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიერ არ ყოფილა მითითებული და შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული გარემოებები, რომლებიც გახდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია საქმის წარმოების შეჩერება იმ შემთხვევაში თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. მითითებული ნორმის პირობა ,,საქმის განხილვის შეუძლებლობა“ წარმოადგენს ისეთ ობიექტურ სირთულეს ან დაბრკოლებას, რომელიც გულისხმობს ისეთი გარემოებების არსებობას, რომლის დადგომა წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელების დამაბრკოლებელ ფაქტორს. სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაგებელში მითითებულ შუამდგომლობაში მოყვანილი გარემოება არ წარმოადგენდა ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევას, რომელიც მიჩნეულ უნდა ყოფილიყო მოცემული საქმის გამოკვლევის შეუძლებლობის განმაპირობებელ ობიექტურ სირთულედ ან დაბრკოლებად.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ორივე მხარის მიწის ნაკვეთი და რეესტრის მონაცემებით ორივე მხარის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებს შორის ფიქსირდება ზედდება, გადაფარვა და შეჭრა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ დავა. აპელანტების განმარტებით, სასამართლოს უნდა განეხილა შუამდგომლობა და შეეჩერებინა საქმის წარმოება მათი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის პირობებშიც, შესაბამისად სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო.

 

აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა საჩივარში მითითებული გარემოებები და მოპასუხის შუამდგომლობა სსსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, ადმინისტრაციული საქმის განხილვის დასრულებამდე.

 

4. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1 გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 2017 წლის 15 ივნისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები (აპელანტები) - ი--------------------ი და ფ-–------------ი.

 

- მოპასუხეები (აპელანტები) - ი--------------------ი და ფ-–------------ი სასამართლო სხდომის ადგილისა და თარიღის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, რაც დასტურდება საქმეში არსებული, სასამართლო უწყებებით, რომელიც მოპასუხეებს გაეგზავნათ სარჩელში მითითებულ მისამართზე 2017 წლის 02 ივნისს და საფოსტო უკუგზავნილების თანახმად, სასამართლო უწყება მოპასუხე ფ-–------------ს ჩაბარდა 2017 წლის 07 ივნისს პირადად, ხოლო მოპასუხე ი--------------------ისთვის გაგზავნილი სასამართლო უწყება ჩაიბარა მისმა ძმამ - ფ-–------------მა მისთვის გადასაცემად (იხ. ს.ფ. 63, 65, ტომი 1).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

აპელანტები სააპელაციო საჩივარში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებენ სსსკ-ის 279-ე და 281-ე მუხლებზე და აღნიშნავენ რომ სასამართლოს უნდა შეეჩერებინა სამოქალაქო საქმის წარმოება გურჯაანის რაიონულ სასამართლოს წარმოებაში არსებული იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე ადმინისტრაციული დავის განხილვამდე და მხარეთა გამოცხადება სასამართლო სხდომაზე სავალდებულო არ იყო.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერება ადმინისტრაციული საქმის განხილვის დასრულებამდე საქმის არსებითად განხილვის საგანს წარმოადგენს და არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ფარგლებში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრისა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტების მიერ რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 2017 წლის 15 ივნისს დანიშნულ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს, არ არის წარმოდგენილი, ამასთან, აპელანტები არ მიუთითებენ, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ გამოუცხადებელი მოპასუხის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებს მიიჩნევს დამტკიცებულად. ,,დამტკიცებულად ჩათვლილი“ და ,,სასამართლოს მიერ დადგენილი“ გარემოებები განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ პირველ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის გარეშე დამტკიცებულად მიიჩნევს და ეთანხმება მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემობებს, რაც მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროს არის შესაძლებელი, სხვა შემთხვევაში, (საქმის არსებითი განხილვის დროს) სასამართლო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით იკვლევს და აფასებს საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებს და მხოლოდ მათი სრულად და ობიექტურად განხილვის შემდეგ იღებს დასკვნას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცებულად ცნობის თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც მოპასუხის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის საპატიო გარემოებას დაადასტურებდა, თუმცა მოპასუხეს ასეთი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

 

დადგენილია, რომ ორივე მოპასუხე სასამართლოს სხდომის ადგილისა და თარიღის თაობაზე ინფორმირებულნი იყვნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, რაც დასტურდება საქმეში არსებული, სასამართლო უწყებებით, რომელიც მოპასუხეებს გაეგზავნათ სარჩელში მითითებულ მისამართზე 2017 წლის 02 ივნისს და საფოსტო უკუგზავნილების თანახმად, სასამართლო უწყება მოპასუხე ფ-–------------ს ჩაბარდა 2017 წლის 07 ივნისს პირადად, ხოლო მოპასუხე ი--------------------ისთვის გაგზავნილი სასამართლო უწყება ჩაიბარა მისმა ძმამ ფ-–------------მა მისთვის გადასაცემად (იხ. ს.ფ. 63, 65, ტომი 1).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის საპატიო გარემოების არსებობა. შესაბამისად, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ გამოტანილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით, სააპელაციო საჩივარი კი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ი--------------------ის და ფ-–------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე