განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018001960020
საქმე№2/ბ-506-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
18 ივნისი, 2018 წელი ქ. ქ-------ი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები :ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე, ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტები - რ----– ქ------ე, გ---–----ი ქ------ე
მოწინააღმდეგე მხარეები - ხ------- თ--------ი, მ-----– ქ------ე, გ-------– ქ------ე
წარმომადგენელი - მ--- ს---------ე-ს-----–--ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება საგნის რეალიზაციის გზით
აღწერილობითი ნაწილი
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. და მე-4 პუნქტები)
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
201- წლის 08 ივნისს ხ------- თ--------მა, მ-----– და გ-------– ქ------ეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხეების - რ----– და გ---–----ი ქ------ეების მიმართ და მოითხოვეს საზიარო უფლების გაუქმება საგნის გაყიდვით. კერძოდ, მოითხოვეს გაუქმებულიყო საზიარო უფლება მოპასუხეებთან უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ქ-------ი, ბ------ის მე-2 მ/რ, კორპუსი №--, ბინა №-- და მოძრავ ნივთზე , სატრანსპორტო საშუალებაზე, (რეკვიზიტები: ,----------------–---------------------------–-------------------------------------------------------–-------–--–---------------------------------------------------------–-------–-----------------------–---------------------------–--–-) აუქციონზე იძულებითი გაყიდვით და ასეთის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა განაწილებულიყო მხარეთა წილის შესაბამისად: 8/10 წილი მოსარჩელეებზე, ხოლო 1/10-1/10 წილი- მოპასუხეებზე.
2.1.სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქ-------ი, ბ------ის მე-2 მ/რ, კორპუსი №--, ბინა №--, თანასაკუთრების უფლებით ირიცხება მხარეთა სახელზე. საიდანაც 8/10 წილი წარმოადგენს მოსარჩელეთა, ხოლო 1/10-1/10 წილი კი მოპასუხეების - რ----– და ნ-------ი ქ------ეების საკუთრებას. მოსარჩელის განმარტებით, ის და მისი მცირეწლოვანი შვილები მოპასუხეებთან უთანხმოების გამო მიუხედავად იმისა, რომ სხვა საცხოვრისი არ გააჩნიათ, მეორე წელია რაც იძულებულნი გახდნენ წამოსულიყვნენ საცხოვრებელ სახლიდან. ამდენად, ვერ სარგებლობენ კუთვნილი ნივთით, ვერ იყენებენ მას დანიშნულებისამებრ, ცხოვრობენ ახლობლებთან გადაბარგების რეჟიმში, ყუთებში ჩაწყობილი პირადი ნივთებით. ასევე ვერ სარგებლობენ თანასაკუთრებაში არსებული ავრტომანქანით, რომელიც სასამართლოს განჩინებით დაყადაღებულია. ტექნიკურად როგორც უძრავი ასევე მოძრავი ნივთის გაყოფა შეუძლებელია, ამასთან ვერ იქნა მიღწეული მოპასუხეებთან შეთანხმება შესაბამისი წილის კომპენსაციის მიღების თაობაზე, რის გამოც იძულებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე დარღვეული უფლება აღიდგინოს სასამართლოს მეშვეობით .
2.2. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა რ----– და გ---–----ი ქ------ეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მართალია, სადავო ნივთი წარმოადგენს თანაზიარ საკუთრებას, მაგრამ იგი შეძენილია მათი სახსრებით და სადავო ბინის ნატურით გაყოფა შესაძლებელია. შესაბამისად ისინი არ არიან თანახმა გაიყიდოს ბინა, რადგან კუთვნილი წილის შესაბამისად ცალკე საცხოვრებელ ბინას ვერ იყიდიან და დარჩებიან უბინაოდ, ასევე არ არიან თანახმა ავტომანქანის გაყიდვაზე. მიაჩნიათ, რომ მოსარჩელეებს მათი მხრიდან არ ეზღუდებათ არც საცხოვრებელი ბინისა და არც ავტომანქანის გამოყენების შესაძლებლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით:
1. ხ------- თ--------ის, მ-----– ქ------ისა და გ-------– ქ------ის (წარმომადგენელი მ--- ს---------ე-ს-----–--ე) სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა:
1.1. გაუქმდა საზიარო უფლება ხ------- თ--------ს (პ/ნ 6----------), მ-----– ქ------ეს (პ/ნ 6----------), გ-------– ქ------ეს (პ/ნ 6----------) და მოპასუხეებს -რ----– ქ------ეს (პ/ნ 6----------) და გ---–----ი ქ------ეს (პ/ნ 6----------) შორის - უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. ქ-------ი, ბ------ის ქ. მე-2 მიკრორაიონი, კორპუსი № 1-, ბინა № 6- ს/კ № 0------------------ - აღნიშნული ბინის გაყიდვის გზით;
1.2. გაუქმდა საზიარო უფლება ხ------- თ--------ს, მ-----– ქ------ეს, გ-------– ქ------ესა და მოპასუხეებს -რ----– და გ---–----ი ქ------ეებს შორის მოძრავ ნივთზე, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია: ,---------------–---------------------–--------------------------------------------–------–--–-----------------------------------------------------–-------–---------------, გაცემული 05.06.2014 წელს;
3. მოსარჩელეებს -ხ------- თ--------ს, მ-----– ქ------ეს, გ-------– ქ------ეს და მოპასუხეებს -რ----– ქ------ესა და გ---–----ი ქ------ეს შორის ქ. ქ-------ი, ბ------ის ქ. მე-2 მიკრორაიონი, კორპუსი № 1-, ბინა № 6- ს/კ № 0------------------ მდებარე უძრავი და მოძრავი (ავტომანქანა) ნივთების გაყიდვის შედეგად ამონაგები თანხები განაწილდა მათი წილის შესაბამისად: მოსარჩელეებს -8/10 ნაწილი, მოპასუხეებს კი - 1/10-1/10 ნაწილი თითოეულს, საერთო ჯამში 2/10 ნაწილი;
4. მოპასუხეებს - რ----–ი და ნ-------ი ქ------ეებს მოსარჩელე ხ------- თ--------ის, მ-----– ქ------ის, გ-------– ქ------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 120 (ასოცი) ლარისა და ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის - 120(ასოცი) ლარის ანაზღაურება.
ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით გასწორდა ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა. გადაწყვეტილების მთელ ტექსტში, ასევე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილშის მე-4 პუნქტში ,,ნ-------ი ქ------ის“ ნაცვლად მიეთითა ,,გ---–----ი ქ------ე“. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,მოპასუხეებს რ----–ი და გ---–----ი ქ------ეებს მოსარჩელე ხ------- თ--------ის, მ-----– ქ------ის, გ-------– ქ------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 120 ლარის და ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის - 120 ლარის ანაზღაურება.“
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქ-------ი, ბ------ის მე-2 მ/რ, კორპუსი №--, ბინა №--, ს/კ №0----------------6-- თანასაკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელეთა და მოპასუხეების სახელზე. საიდანაც 8/10 წილი წარმოადგენს მოსარჩელეების ხ------- თ--------ის და მისი მცირეწლოვანი შვილების -მ-----– და გ-------– ქ------ეების, 1/10 წილი მოპასუხე რ----–ი ქ------ის და 1/10 წილი მოპასუხე ნ-------ი ქ------ის საკუთრებას. 2.2. ქორწინებისა და გარდაცვალების მოწმობებით დადგენილია, რომ ხ------- თ--------ი და თ---------- ქ------ე დაქორწინდნენ 2007 წლის 20 ნოემბერს და ქორწინების შედეგად მიენიჭათ გვარები: ცოლს-თ--------ი, ქმარს- ქ------ე. თ---------- ქ------ე გარდაიცვალა 2014 წლის 27 ნოემბერს. 2.3. დაბადების მოწმობით დადგენილია, რომ ერთად ცხოვრების პერიოდში ხ------- თ--------სა და თ---------- ქ------ეს შეეძინათ ორი შვილი: 2010 წლის 13 ივლისს დაბადებული გ-------– ქ------ე და 2014 წლის 25 სექტემბერს დაბადებული მ-----– ქ------ე. 2.4. სსიპ ლევან სამხარ----–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 16 ივნისს გაცემული № 0-------- დასკვნით დადგენილია, რომ, ,,ბინის საერთო ფართიდან 8/10 და 2/10 წილის გამოყოფა ისე, რომ მოისპოს საზიარო მფლობელობა, ტექნიკურად შეუძლებელია. 2.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე დადგენილია, რომ თ---------- ქ------ის სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: ,----------------–---------------------------–-------------------------------------------------------–-------–--–---------------------------------------------------------–-------–-----------------------–---------------------------–--–-. 2.6. ქონების შეფასების აუდიტორული დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონების საწყისი საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია 89200 ლარით, ხოლო ანტომანქანის- 5300 ლარით. 2.7. 2016 წლის 06 აპრილის ქ-------ის საქალაქო სასამართლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად დადგენილია, რომ ცვლილება შევიდა ნოტარიუს ეთერ გზირიშვილის მიერ 2015 წლის 20 ივლისს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და ქ-------ში, ბ------ის ქ., მე-2 მ/რ №--/6--ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კოდი 0----------------6-) ½ ნაწილის 1/5 წილზე მემკვიდრედ ცნობილ იქნა რ----–ი ქ------ე, ხოლო ½ წილის 1/5 წილზე მემკვიდრედ ცნობილ იქნა გ---–----ი ქ------ე აწ გარდაცვლილი თ---------- ქ------ის სახელზე რეგისტრირებულ მ-------------–----------–------------- ავტომანქანის ½ ნაწილის 1/5 წილზე მემკვიდრედ ცნობილ იქნა რ----– ქ------ე, ხოლო ½ ნაწილის 1/5 წილზე - გ---–----ი ქ------ე. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე, 173-ე, 961-ე, 963- 964-ე, 954-955-ე მუხლებზე და განმარტა შემდეგი: 2.8. ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება, მშვიდობიანად ისარგებლოს თავისი საკუთრებით, არ შეიძლება ვინმეს ჩამოერთვას თავისი საკუთრება, გარდა საჯარო ინტერესისათვის და კანონითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით. 2.9. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საზიარო უფლება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება. საზიარო უფლება არსებობს მაშინ, როდესაც რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის ერთი ობიექტი. 2.11. განსახილველ შემთხვევაში სადავო უძრავი ნივთი ერთობლივად ეკუთვნით მოდავე მხარეებს. ისინი არიან სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეები. უძრავი ქონება წარმოადგენს საზიარო უფლების ობიექტს და მხარეები ერთმანეთთან იმყოფებიან კანონისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში. 2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. 2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლით, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი. 2.15. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ხ------- თ--------ს და მის შვილებს გ-------– და მ-----– ქ------ეებს ეკუთვნით 8/10 ნაწილი, მოპასუხე რ----–ი ქ------ეს ეკუთვნის 1/10 ნაწილი, ხოლო მოპასუხე ნ-------ი ქ------ეს ეკუთვნის 1/10 ნაწილი. ამგვარად, მათი წილობრივი მონაწილეობა საზიარო ქონებაში განსაზღვრულია. 2.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის საფუძველზე, საზიარო უფლების თითოეულ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, ხოლო 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლებაუქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. 2.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის თანახმად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. 2.18. დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონების (სამოთახიანი ბინის) ერთმანეთისაგან ნატურით გამოცალკევება და ცალკე საკუთრების უფლების ობიექტად გამოყენება ტექნიკურად შეუძლებელია, ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი არ არის. 2.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ან/და მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 955-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თავისი წილის თანაზომიერი ნაყოფის ნაწილი. ამიტომ საზიარო საგნის გაყიდვის შედეგად ამონაგები თანხა მხარეთა შორის უნდა განაწილდეს მათი წილების შესაბამისად. თითოეულ მხარეს როგორც მოსარჩელეს, ისე მოპასუხეებს უნდა გადაეცეს მათი წილის შესაბამისი ამონაგები თანხები საზიარო უძრავი და მოძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად. კერძოდ, ხ------- თ--------ს, მ-----–ი და გ-------– ქ------ეებს 8/10 ნაწილი, ხოლო მოპასუხეებს რ----–ი ქ------ეს 1/10 ნაწილი და ნ-------ი ქ------ეს 1/10 ნაწილის - შესაბამისი თანხა. 3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ფაქტობრივად აპელანტების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარით სადავოდ არ არის გამხდარი საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ასეთი წარმოადგენს მხოლოდ დავის გადაწყვეტის თვალსაზრისით გადმოცემულ მათთვის სასურველ პოზიციას. სახელდობრ: 3.1. აპელანტთა განმარტებით, სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ თითქოს მათი მხრიდან არ ეძლეოდათ ქონებით სარგებლობის უფლება, რადგან ასეთს რეალურად ადგილი არ ჰქონია, პირიქით, ისინი მოხარულნი იქნებიან და დიდი სურვილი აქვთ ერთად გააგრძელონ თანაცხოვრება, ვინაიდან მ-----– და გ-------– ქ------ეები წარმოადგენენ მათთვის საყვარელ შვილიშვილებს და სწორედ მოსარჩელის მოქმედებით (სახლიდან წასვლა) შეზღუდული აქვთ მათთან ურთიერთობის შესაძლებლობა. მათივე განმარტებით, შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია საცხოვრებელი ოთახების გაყოფა იმგვარად, რომ მათ ჰქონდეთ თავიანთი ოთახები, ანალოგიურად შესაძლებელია ავტომანქანის გამოყენება ორივე მხარის მიერ. 3.2. აპელანტთა თვალსაზრისით სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ბინის აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ისინი უსახლკაროდ დარჩებიან და დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან,რადგან ქონების რეალიზაციის შედეგად აღებული თანხის 2/10-ით არათუ ბინას ვერ იყიდიან , არამედ ვერც დაიქირავებენ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი დასაბუთება სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივი გარემოებებს: 4.1. უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქ-------ი, ბ------ის მე-2 მ/რ, კორპუსი №--, ბინა №--, ს/კ №0----------------6- თანასაკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელეთა და მოპასუხეების სახელზე. სახელდობრ ½ წილი ხ------- თუთუსანის სახელზე, ხოლო ½ წილი ხ------- თ--------ის, გ---–----ი ქ------ის, რ----– ქ------ის, მ-----– ქ------ისა და გ-------– ქ------ის სახელზე. ამდენად, 8/10 წილი წარმოადგენს მოსარჩელეების ხ------- თ--------ისა და მისი მცირეწლოვანი შვილების -მ-----– და გ-------– ქ------ეების, 1/10 წილი მოპასუხე რ----–ი ქ------ის, ხოლო 1/10 წილი კი მოპასუხე გ---–----ი ქ------ის საკუთრებას. (იხ.საჯარო რეესტრის ამონაწერი ს.ფ. 25); 4.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე დადგენილია, რომ თ---------- ქ------ის სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: ,----------------–---------------------------–-------------------------------------------------------–-------–--–---------------------------------------------------------–-------–-----------------------–---------------------------–--–-. (იხ.ს.ფ.29) 4.3. ქ-------ის საქალაქო სასამართლო 2016 წლის 06 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ცვლილება შევიდა ნოტარიუს ეთერ გზირიშვილის მიერ 2015 წლის 20 ივლისს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და ქ.ქ-------ში, ბ------ის ქ. მე-2 მ/რ №--/6--ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კოდი 0----------------6-) ½ ნაწილის 1/5 წილზე მემკვიდრედ ცნობილ იქნა რ----–ი ქ------ე, ხოლო ½ წილის 1/5 წილზე მემკვიდრედ ცნობილ იქნა გ---–----ი ქ------ე აწ გარდაცვლილი თ---------- ქ------ის სახელზე რეგისტრირებულ ,,მერსედეს ბენცის“ მოდელის 190-E, 1.8 ავტომანქანის ½ ნაწილის 1/5 წილზე მემკვიდრედ ცნობილ იქნა რ----– ქ------ე, ხოლო ½ ნაწილის 1/5 წილზე - გ---–----ი ქ------ე. (იხ.ს.ფ 83-95) 4.4. სსიპ ლევან სამხარ----–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 16 ივნისს გაცემული № 0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ქ.ქ-------ში, ბ------ის ქ. მე-2 მ/რ №--/6--ში (მე-4 სადარბაზო, მე-2 სართული) მდებარე საცხოვრებელი ბინა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემების თანახმად შედგება სამი საცხოვრებელი ოთახისაგან ფართით 36,17კვ.მ. და დამხამარე სათავსოსაგან საერთო ფართით 74,17 კვ.მ. (სამზარეულო 7 კვ.მ, სანკვანძი-4.12 კვ.მ, შემოსასვლელი 8.24 კვ.მ, სათავსო 6.5. კვ.მ და აივანი). აღნიშნული ბინის 8/10 წილი შეადგენს მთლიანი ფართიდან 59.34 კვ.მ, ხოლო 2/10 წილი-14.83 კვ.მ. შესაბამისად, ბინის საერთო ფართიდან 8/10 ან 2/10 წილის გამოყოფა ისე, რომ მოისპოს საზიარო მფლობელობა, ტექნიკურად შეუძლებელია (იხ.ს.ფ16-20). სამართლებრივი დასაბუთება სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს შემდეგს: 4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამავე კოდექსის 953-ე მუხლის შესაბამისად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება საზიარო უფლებების თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. 4.6.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. ხოლო ამავე კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით. ამდენად, კანონმდებელი იცავს მესაკუთრის კონსტიტუციით გარანტირებულ ინტერესებს და უპირობოდ ანიჭებს მას საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული უფლებით ისარგებლა მოსარჩელემ და სარჩელით მიმართა სასამართლოს. კანონმდებელი ადგენს ქონების ნატურით გაყოფისათვის ორ წინაპირობას: ნივთი უნდა დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად მისი ღირებულების შემცირების გარეშე. ნივთის ღირებულებაში იგულისხმება ნივთის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულება, ანუ ნივთმა გაყოფის შემთხვევაში არ უნდა დაკარგოს ის სამომხმარებლო ღირებულება, რაც მას გაყოფამდე გააჩნდა. ამდენად, განსახილველი ნორმა არ გულისხმობს უძრავი ნივთის გაყოფას მხოლოდ თანაბარი ფართების გათვალისწინებით. აღნიშნული ნორმის მიზანია მაქსიმალურად დააბალანსოს ყველა მესაკუთრის უფლება, რათა საზიარო საგნის გაყოფისას რომელიმე მათგანი არ აღმოჩნდეს არახელსაყრელ პირობებში და მისთვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გამოყოფილი ნივთი აღჭურვილი იყოს ყველა იმ თვისებით, რომელიც აუცილებელია შემდგომში მისი დამოუკიდებელად სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის.). ამდენად,კანონმდებლის ნება ნათელი და ცალსახაა. საზიარო უფლების მქონე პირს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისთვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით -გააუქმოს საზიარო საკუთრება, არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა. სწორედ ამიტომ მოხმობილი ნორმა, როგორც უკვე აღინიშნა, საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, ხოლო თუ საზიარო საგნის გაყოფით ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია, მაშინ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. (იხ.უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა.სუსგ საქმე №ას-67-65-2014, 31 ივლისი, 2014 წელი; სუსგ საქმე №ას-1653-1550-2012, 15 აპრილი, 2013 წელი; სუსგ საქმე №ას-1089-1020-2012, 8 ოქტომბერი, 2012 წელი; სუსგ საქმე №ას-932-875-2012,17 სექტემბერი, 2012 წელი; სუსგ საქმე №ას-1665-1562-2012, 04 თებერვალი, 2013 წელი; სუსგ საქმე №ას-1148-1094-2014 განსახილველ შემთხვევაში, უტყუარად დადგენილია, რომ საზიარო უფლების საგანს წარმოადგენს მრავალბინიან სახლში მდებარე იზოლირებულ ბინა, რომელზეც საზიარო უფლების გაუქმება ნატურით შეუძლებელია, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნით (იხ. ფაქტობრივი გარემოება 4.4). აგრეთვე აღნიშნულ უძრავ ქონებასთან ერთად მხარეთა საზიარო უფლების საგანს წარმოადგენს მოძრავი ნივთი ავტომანქანის სახით, რომელზეც საზიარო უფლების გაუქმება ნატურით ასევე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შეუძლებელია, ამდენად,სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ თვალსაზრისს და მიაჩნია, რომ საზიარო უფლების გაუქმება უნდა მოხდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ალტერნატიული გზით-ქონებათა აუქციონზე რეალიზაციის გზით. 4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 955-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თავისი წილის თანაზომიერი ნაყოფის ნაწილი. ამიტომ საზიარო საგნის გაყიდვის შედეგად ამონაგები თანხა მხარეთა შორის უნდა განაწილდეს მათი წილების შესაბამისად. ზემოხსენებულიდან გამომდინარე , სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს ჰქონდათ უფლება მოეთხოვათ საზიარო უფლების ნივთების რეალიზაციის გზით გაუქმება და ამონაგები თანხის თანამესაკუთრეთა შორის საკუთრებაში არსებული წილების შესაბამისად განაწილება. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. 4.8. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრებულია რა მოპასუხეებზე სახელმწიფო ბაჟის და ექსპერტიზის ხარჯის დაკისრების ნაწილშიც, აღნიშულთნ მიმართებაში პალატა განმარტავს, რომ აპელანტთა მოთხოვნა ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა, რადგან არ გამომდინარეობს განსხილველი საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებიდან. სახელდობრ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველი ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. განსახილველ შემთხვევაში უდაოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. დადგენილია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი ქონდა 120 (ასოცი),(იხ. ს.ფ. 37), ხოლო ექსპერტიზის ჩატარებისათვის კი -120 (ასოცი) ლარი (იხ. ს.ფ. 28). ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა რა მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხე მხარეს სასამართლოს მიერ აბსოლუტურად კანონშესაბამისად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება. ამასთან სააპელაციო სასამართლოს მიერაც უცვლელად იქნა რა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება,აპელანტთა მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაღებული სასამართლო ხარჯების მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურებისაგან გათავისუფლების შესახებ უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.+ 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, თანამესაკუთრეთა იდეალური წილის შესაბამისი რეალური წილის გამოყოფა წილის ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია, რაც საზიარო უფლების სხვა კანონისმიერი გზით, კერძოდ, აუქციონის წესით, გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობაა. შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, იგი კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
6. საპროცესო ხარჯები აპელანტები - რ----– ქ------ე და გ---–----ი ქ------ე გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონისმე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.რ----–ი ქ------ისა და გ---–----ი ქ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი; 3. აპელანტები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; 4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით. 5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. 6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) თამარ სვანიძე ლაურა მიქავა