განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020210017001900989
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 1275
17 აპრილი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქ--------- სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: ირმა პერანიძე
სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი _ მირანდა ირემაძე
აპელანტი: სს ”ს----------–--------ი”
წარმომადგენელი: ჯ---- ტ--–----ე
მოწინააღმდეგე მხარე: მ------- ბ-----ე
წარმომადგენელი: ე----–--------
მესამე პირი: სს ”ს------------ კ-------- ა-–----ი”
წარმომადგენელი: ე-–--- მ-----–-–---–ი
დავის საგანი _ თანხის დაკისრება; იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს ”ს----------–--------ის” სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო პალატამ გამოარკვია:
1. სს ”ს----------–--------ის” წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე მხარედ მ------- ბ-----ე მიუთითა და ითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელე სს „ს----------–--------ის" სასარგებლოდ საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან (კრედიტის №2------) გამომდინარე დავალიანების - 12 124,59 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; მოპასუხე მ------- ბ-----ისათვის მოსარჩელე სს „ს----------–--------ის" სასარგებლოდ საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან (კრედიტის №3------) გამომდინარე დავალიანების - 7276,82 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება ასევე; საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან (კრედიტის №3------) გამომდინარე დავალიანების - 25,54 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; გარდაცვლილი მ------------ის საკუთრებაში არსებულ, ქ. ზუგდიდში, ქ--------- ქუჩა №41-ში მდებარე №4----------- საკადასტრო კოდით უძრავ ქონებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მ------------ის უფლებამონაცვლის - მ------- ბ-----ის (პირადი №6----------) საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელება; გადაწყვეტილების აღსრულების განხორციელება პირველ რიგში იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით: მისამართი - ქ. ზუგდიდი, ქ--------- ქუჩა №41, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №4-----------. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებით აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხე მ------- ბ-----ის სხვა ქონება მიღებული სამკვიდროს ფარგლებში.
2. მოსარჩელის განმარტებით: 2014 წლის 17 ოქტომბერს, ბ---სა და მ------------ეს (აწ. გარდაცვლილი, რომლის მემკვიდრესაც წარმოადგენს მოპასუხე მ------- ბ-----ე), შორის გაფორმდა საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით, 300 თვის ვადით. საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ------------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ზუგდიდი, ქ--------- ქ. №41 ს.კ. 4-----------.
3. საკრედიტო ხაზის ფარგლებში, 2014 წლის 23 ოქტომბერს, მ------------ემ აიღო კრედიტი 12000 აშშ დოლარი, 120 თვის ვადით, წლიური 10% სარგებლით (სესხის ხელშეკრულების №2------). სესხი გაიცა ტრანშებად. 2015 წლის 08 დეკემბერს არსებული საკრედიტო ხაზის ფარგლებში კვლავ გაიცა კრედიტი მ------------ეზე 6740 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, სარგებლის წლიური 10%-ის დარიცხვით, (სესხის ხელშეკრულების №3------).
4. საკრედიტო ხელშეკრულებასთან ერთად, მისი განუყოფელი დანართის სახით გაფორმდა იპოთეკით დატვირთული ქონების ს------------ სესხის შეთანხმება, რომლის თანახმად მსესხებელზე გასაცემი ყოველწლიური ავტომატური ტრანშის ოდენობა განისაზღვრა 48.52 აშშ დოლარი, ხოლო წლიური სარგებელი 18%.
5. მსესხებელს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებია ხელშეკრულების დანართი გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში და შესაბამისი ოდენობით, რაც დარღვეული იქნა მის მიერ 2016 წლის სექტემბრიდან, შესაბამისად დავალიანება გადაუხდელია. გადაუხდელ დავალიანებას სარჩელის შეტანის დღემდე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6. 2016 წლის დეკემბრის თვეში მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მ------------ე გარდაცვლილია. სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი 6 თვიანი ვადა გავიდა 2017 წლის თებერვალს. 2017 წლის 05 აპრილს, სს ”ს----------–--------ის” მიერ, ნოტარიუსთა პალატიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია 2016 წლის 01 აგვისტოს გარდაცვლილი მ------------ის სამკვიდროსთან დაკავშირებით. ნოტარიუსთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის №1------ ცნობით დასტურდება, რომ 2017 წლის 15 თებერვალს ნოტარიუსის ლ-----------იას მიერ გაცემული იქნა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა. ინფორმაციის კონფიდენციალური ხასიათის გამო ბ---ს არ ეცნობა თუ ვინ მიიღო გარდაცვლილის სამკვიდრო. თუმცა მოსარჩელე მხარისათვის ცნობილია, რომ მ------------ის კანონისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენს გარდაცვლილის მამა - მ------- ბ-----ე, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის თანახმად ვალდებულია მთლიანად დააკმაყოფილოს მამკვიდრებლის კრედიტორების ინტერესები მიღებული აქტივების ფარგლებში.
7. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის დავალიანება ბ---ის მიმართ, სარჩელის შეტანის დროისათვის შეადგენს №2------ სესხის ხელშეკრულების ნაწილში - 12124.59 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 10679.62 აშშ დოლარი, სარგებელი - 674.13. აშშ დოლარი, ჯარიმა 744.70 აშშ დოლარი და საკომისიო -26.12. აშშ დოლარი; ხოლო №3------ სესხის ხელშეკრულების ნაწილში დავალიანების ოდენობა შეადგენს 7276.82 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 6455.04, პროცენტი - 400,39; ჯარიმა 407,49, საკომისიო 13.90 აშშ დოლარი, ხოლო №3------ სესხის ნაწილში დავალიანება შეადგენს 25.55. აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 12.91 აშშ დოლარი, პროცენტი 1.45, ხოლო ჯარიმა 11.19 აშშ დოლარი.
მოპასუხის პოზიცია:
8. მოპასუხე მ------- ბ-----ემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ მიუთითა, რომ იგი წამოწყებულ დავაში არ არის სათანადო მოპასუხე, გამომდინარე იქედან, რომ მამკვიდრებელი - მ------------ე გარდაიცვალა უბედური შემთხვევის გამო, ასეთ შემთხვევაში კი ბ---სა და სადაზღვევო კ--------ს შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულების თანახმად, საკრედიტო ხელშეკრულება უნდა შეასრულოს სადაზღვევო კ-------- ,,ა-–----მა’’. მოპასუხე მიიჩნევს, რომ სათანადო მოპასუხე აღნიშნულ დავაში არის სს ,,სადაზღვევო კ-------- ა-–----ი’’, რომელსაც აკისრია ვალდებულება ბ---ის წინაშე თანხის გადახდისა.
მესამე პირის პოზიცია:
9. საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული სს ,,სადაზღვევო კ-------- ა-–----ი’, რომელმაც შესაგებელი წარადგინა სასამართლოში, არ დაეთანხმა მოპასუხის პოზიციას, მ------- ბ-----ის არასათანადოობასთან დაკავშირებით და იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ მ------------ის გარდაცვალების მიზეზი იყო საკუთარი ნებით თავის საფრთხეში ჩაგდება - გამორიცხა ს------------ კომპანიის რაიმენაირი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
10. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გაწყვეტილებით სს ,,ს----------–--------ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
11. 2014 წლის 17 ოქტომბერს, მოსარჩელე სს ,,ს----------–--------სა’’ და მსესხებელ მ------------ეს შორის დაიდო №G-------- საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის 4.1. მუხლის საფუძველზე, მსესხებელზე გაიხსნა 100 000 აშშ დოლარის ლიმიტის მქონე საკრედიტო ხაზი, კრედიტის წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა - 48 %.
12. №G-------- საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, 2014 წლის 17 ოქტომბერს მ------------ესთან დაიდო №S-------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, იპოთეკით დაიტვირთა მ------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ზუგდიდი, ქ--------- ქუჩა №41, 600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით, ს/კ №4-----------.
13. 2014 წლის 17 ოქტომბრის №G-------- საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 4.1.15 პუნქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა ბ---ის მოთხოვნებს, ბ---ი უფლებამოსილი იყო აღსრულება მიექცია მოვალის სხვა ქონებაზე მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად დაკმაყოფილების მიზნით.
14. 2014 წლის 23 ოქტომბერს, სს ,,ს----------–--------სა’’ და მსესხებელ მ------------ეს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის №G---------ის საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №S-------- (კრედიტის №2------), რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 12 000 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით - 23/10/2024 წლამდე შემდეგი პირობებით: წლიური საპროცენტო სარგებელი - 10 %; სესხის გაცემის საკომისიო - სესხის 0,4 % მინიმუმ 50 ლარი; ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო - დავალიანების 0,5 პროცენტი. აღნიშნული ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მსესხებელს კრედიტი, უნდა დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, რაც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
15. 2015 წლის 08 დეკემბერს, სს ,,ს----------–--------სა’’ და მსესხებელ მ------------ეს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის №G---------ის საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №S-------- (კრედიტის №3------), რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6740 000 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით - 08/12/2025 წლამდე შემდეგი პირობებით: წლიური საპროცენტო სარგებელი - 10 %; სესხის გაცემის საკომისიო - სესხის 0,4 % მინიმუმ 50 ლარი; ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო - დავალიანების 0,5 პროცენტი. აღნიშნული ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მსესხებელს კრედიტი, უნდა დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
16. სს ,,ს----------–--------ს” და მ------------ეს შორის, 2014 წლის 17 ოქტომბერს დადებული №G-------- საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართის სახით მ------------ესთან ბ---მა გააფორმა საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ბ---ის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება (კრედიტის №3------), რომლითაც №G-------- საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, მოსარჩელემ მ------------ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული ქონების საქართველოში მოქმედი მაღალი რეპუტაციის მქონე სადაზღვევო კომპანიისაგან დაზღვევის პოლისის მოსაპოვებლად, შესაბამისი პრემიის გადასახდელად, მ------------ეს გადასცა წლის განმავლობაში ავტომატურად გაცემული დაზღვევისათვის კრედიტი თითოეული ტრანშის მაქსიმალური - 48,52 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 18%-ის დარიცხვით, 286 თვის ვადით (დაზღვევის კრედიტის მაქსიმალური ოდენობა 405 აშშ დოლარი). ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზეც, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5 %-ის ოდენობით. მსესხებლის - მ------------ის მიერ კრედიტი უნდა გადახდილიყო ხელშეკრულებაზე (შეთანხმებაზე) თანდართული გრაფიკის მიხედვით.
17. 2016 წლის 01 აგვისტოს, გარდაიცვალა მსესხებელი მ------------ე (პირადი №6----------). საქმეში არსებული №1-------- სამკვიდრო მოწმობის მიხედვით დადგენილი იქნა, რომ მისი პირველი რიგის მემკვიდრეა მამა - მ------- ბ-----ე, რომელმაც 15.02.2017 წელს მიიღო შვილის სამკვიდრო სრულად სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებით (მათ შორის შედის, სს ,,ს----------–--------თან’’ გაფორმებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ქ. ზუგდიდში, ქ--------- ქუჩა №41-ში მდებარე, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საკადასტრო კოდი №4-----------) და პასივებით.
18. დადგენილი იქნა, რომ მ------------ის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მ------- ბ-----ე.
19. სს ,,ს----------–--------ის’’ (დამზღვევი) ოფსეტური იპოთეკური და/ან სამომხმარებლო სესხების პორთფელი - ბ---ის ფინანსური ინტერესი, მისი მსესხებელი ფიზიკური პირის - მ------------ის (დაზღვეული) მიმართ, დაზღვეული იყო სს ,,ს----------–--------სა’’ და სს ,,სადაზღვევო კ-------- ა-–----ს’’ (მზღვეველი) შორის, 2013 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ,,ოფსეტური იპოთეკური ან/და სამომხმარებლო სესხის მომსახურებისთვის სიცოცხლის დაზღვევის №C------------------- ღია პოლისის’’ (დაზღვევის ხელშეკრულების) საფუძველზე, ავტომატური დაზღვევის ფარგლებში 2015 წლის 08 დეკემბერს გაცემული სიცოცხლის დაზღვევის პოლისით №7--------. საკრედიტო სიცოცხლისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები განისაზღვრა №C------------------- ღია პოლისის №3 დანართით.
20. საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კრედიტის გადახდა შეწყდა მ------------ის გარდაცვალების გამო, ხელშეკრულება არ შეუსრულებია მის უფლებამონაცვლეს მ------- ბ-----ეს.
21. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელემ, მ------------ესთან დადებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებები შეწყვიტა 2017 წლის 21 აპრილს. ამ მდგომარეობით, დავალიანებამ სს „ს----------–--------ის" წინაშე №2------ კრედიტის ნაწილში შეადგენა 12 124,59 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 10679,62 აშშ დოლარი, პროცენტი - 674,13 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 744,70 აშშ დოლარი და საკომისიო - 26,14 აშშ დოლარი, №3------ კრედიტის ნაწილში შეადგენს 7276,82 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 6455,04 აშშ დოლარი, პროცენტი - 400,39 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 407,49 აშშ დოლარი და საკომისიო - 13,90 აშშ დოლარი, ხოლო №3------ კრედიტის ნაწილში - 25,55 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 12,91 აშშ დოლარი, პროცენტი - 1,45 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 11,19 აშშ დოლარი.
22. სასამართლომ მიუთითა, რომ №C------------------- ღია პოლისის №3 დანართის (საკრედიტო სიცოცხლისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები) მე-2 პუნქტის მიხედვით, დაფარულ რისკებს წარმოადგენდა დაზღვეულის მხოლოდ უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება, გარდა რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევისა, რომელთა შორის არის ,,დაზღვეულის მიერ საკუთარი ნებით ხიფათში თავის ჩაგდება’’ (2.11 პუნქტი). იმავე დანართის 3.6. პუნქტის მიხედვით, დაზღვეულის მემკვიდრეები თავისუფლდებიან ს----------–--------ის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან მზღვეველის მიერ ბ---ზე გაცემული სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობით, რაც გულისხმობს მხოლოდ გარდაცვალების მომენტისათვის დაფიქსირებულ სესხის ძირითად თანხას და არ მოიცავს მიმდინარე დავალიანებაზე დარიცხულ სარგებელს და ჯარიმებს.
23. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავოა სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა, შესაბამისად, საკითხი, ექვემდებარება თუ არა დავალიანების ძირი თანხა სადაზღვევო კომპანიისაგან ანაზღაურებას, განხილულ უნდა იქნეს სადაზღვევო კომპანიის მიმართ აღძრული მოთხოვნით.
24. ამგვარ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 799-ე, 844-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ სს ”ს----------–--------ის” სარჩელი არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ მ------------ის სიცოცხლე იყო დაზღვეული ავტომატური დაზღვევის ფარგლებში, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის არსებობის დადგომისას ითვალისწინებს უფლებამონაცვლის - მ------- ბ-----ის გათავისუფლებას დავალიანებისაგან, კერძოდ, მხოლოდ ძირი თანხის გადახდის ვალდებულებისაგან. მხარეთა შორის დავას იწვევს მ------------ის გარდაცვალების მიზეზი, არის თუ არა იგი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი. ასეთ ვითარებაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ უპირველესად სხვა დავის ფარგლებში უნდა დადგინდეს სადაზღვევო შემთხვევის არსებობა/არარსებობის ფაქტი, რამდენადაც იგი გავლენას ახდენს ბ---ის წინაშე მ------- ბ-----ის ვალდებულებებზე. მაშასადამე, რამდენადაც საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების არსებობის პარალელურად, სახეზეა სადაზღვევო პოლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებითი სადავო საკითხი, ხოლო დაზღვევის ხელშეკრულება (პოლისი) გაფორმებულია მოსარჩელესა და მესამე პირს შორის მ------------ის სასარგებლოდ. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის გადაწყვეტამდე, ვიდრე არ გაირკვევა მ------- ბ-----ისათვის სადაზღვევო შეღავათის (ძირი თანხის გადახდისაგან გათავისუფლება) გავრცელების საკითხი, შეუძლებელია საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ურთიერთობის სასამართლოს წესით დარეგულირება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი საფუძვლები
25. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სს ”ს----------–--------ის” მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით.
26. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა. აპელანტის განმარტებით: udavo faqtobriv garemoebas warmoadgens banksa da gardacvlil merab beraZes Soris 2014 wlis 17 oqtombers gaformebuli საბ---ო მომსახურების შესახებ xelSekruleba da mis farglebSi 2014 წლის 23 ოქტომბერს და 2015 წლის 08 დეკემბერს მიღებული კრედიტები. ასევე უდავოა, რომ საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მ------------ეს კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ზუგდიდი, ქ--------- ქუჩა #41, ს/კ 4-----------. იპოთეკით დატვირთული ქონების ს------------ სესხის შესახებ ასევე გაფორმდა შეთანხმება ბ---სა და მ------------ეს შორის, რაც ასევე არ არის სადაო. საქმეში არსებული მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა განმარტებებით დადგენილია რომ სამივე ვალდებულება გადაუხდელია. გარდაცვლილი მ------------ის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მისი პირველი რიგის მემკვიდრე მამა - მ------- ბ-----ე. საქ. სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მ------- ბ-----ე, როგორც მემკვიდრე ვალდებულია მთლიანად დააკმაყოფილოს მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ არსებობს გარდაცვლილი მ------------ეს მიერ შეუსრულებელი ვალდებულება და სახეზეა მემკვიდრე, რომელმაც მიიღო ვალდებული პირის სამკვიდრო, უპირობო დასაბუთებაა იმისა, რომ სარჩელი საფუძვლიანია, აღძრულია სათანადო მოპასუხის მიმართ.
27. გარდაცვლილი მ------------ე დაზღვეული იყო სს"ს----------–--------სა" და სს"ს------------ კ-------- ა-–----ს" შორის 2013 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული სიცოცხვლის დაზღვევის #C------------------- ღია პოლისის საფუძველზე, ავტომატური დაზღვევის ფარგლებში, 2015 წლის 08 დეკემბერს, გაცემული სიცოცხლის დაზღვევის პოლისით. მ------------ის 01.08.2016 წელს გარდაცვალების ფაქტი დასტურდება 02,08,2016 წლის სგს ზუგდიდის, სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული გარდაცვალების მოწმობით #2----------, რაც 01,08,2016 წლის სს "ს------–----------------–----------" მიერ გაცემულ ცნობასთან (ფორმა IV-100/ა) ერთად წარდგენილ იქნა მზღვეველ კ--------სთან. აპელანტის განმარტებით, სს "ს------------ კ-------- ა-–----ის" წერილობითი შეტყობინებით ეცნობათ, რომ მოთხოვილი ს------------ ანაზღაურების გაცემის საკითხი არ გადაწყდა დადებითად, რადგან დაზღვეულის მიერ მოხდა საკუთარი ნებით ხიფათში თავის ჩაგდება. აღნიშნულს საფუძვლად დაედო საქმეში არსებული მტკიცებულებები 01,08,2016წ სს "ს------–----------------–----------" მიერ გაცემულ ცნობები ფორმა IV-100/ა გარდაცვალების შესახებ №0--------------.
28. აპელანტის განმარტებით: №C------------------- ღია პოლისის დანართი #3-ის საკრედიტო სიცოცხლისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობების 3,5 მუხლის თანახმად "მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურებაზე მოტივირებული უარის თქმის შემთხვევაში, ს----------–--------ის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაზღვეულის მემკვიდრეების ვალდებულებად რჩება". ამავე დანართის 3,6 მუხლით "დაზღვეულის მემკვიდრეები თავისუფლდებიან ს----------–--------ის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან მზღვეველის მიერ ბ---ზე გაცემული ს------------ ანაზღაურების ოდენობით(რაც გულისხმობს მხოლოდ გარდაცვალების მომენტისათვის დაფიქსირებული სესხის ძირითად თანხას და არ მოიცავს მიმდინარე დავალიანებაზე დარიცხულ სარგებელსა და ჯარიმას)". საქმეში წარმოდგენილია ს------------ კომპანიის შესაბამისი დასკვნა თანდართული მტკიცებულებებით, რომლითაც მზღვეველის მიერ ს------------ ანაზღაურებაზე მიღებულ იქნა მოტივირებული უარი. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს გარდაცვლილი მ------------ის მემკვიდრის ს----------–--------ის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების (როგორც დავალიანების ძირი თანხა ასევე მასზე დარიცხული სარგებელი და ჯარიმა) შესრულებისაგან(გადახდისაგან) გათავისუფლების საფუძველი.
29. აპელანტმა მიუთითა, რომ მე-3 სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ისე ეთქვათ უარი, რომ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია აღნიშნულ საკითხზე. კერძოდ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა "გარდაცვლილი მ------------ის პ.ნ 6---------- საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქ. ზუგდიდი, ქ--------- ქუჩა #41, ს/კ 4-----------, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულ იქნას მ------------ეს უფლებამონაცვლის მ------- ბ-----ეს პ.ნ 6---------- საკუთრების უფლება.
30. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ითხოვა.
31.სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს;
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სასამართლომ არ მისცა სწორი სამართლებრივი შფასება, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
32. სააპელაციო სასამართლო მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების 1.1. და 2.4. პუნქტებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს:
33. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 26 სექტემბერს, სს „ს----------–--------მა“ სს „სადაზღვევო კ-------- ა-–----ს“ გაუგზავნა მოთხოვნა, რომლითაც აუწყებდა, რომ 2016 წლის 1 აგვისტოს გარდაიცვალა სს „ს---------–--------ის“ სამომხმარებლო სესხის მომხმარებელი მ------------ე, რომელიც გახლდათ დაზღვეული სიცოცხლისა და უბედური შემთხვევით გამოწვეული შრომისუნარიანობის დაკარგვისაგან, დაზღვევის ღია პოლისით.
გთხოვთ, სს „ს------------ კ-------- ა-–----ს“ და სს „ს----------–--------ს“ შორის 2013 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე (# C-------------------) რომლის მიხედვითაც მოსარგებლედ განისაზღვრა სს „ს--------–--------ი“- გადმორიცხოთ სადაზღვევო თანხა 17 134.66 აშშ დოლარის ოდენობით, ქვემოთ მითითებულ ანგარიშის ნომერზე . . . მიმღები მ------------ე“ (იხ.ს.ფ. 69, ტ.2).
35. დადგენილია, რომ 2016 წლის 27 ოქტომბერს, ზემოაღნიშნული წერილის პასუხად სს „ა-–----მა“ სს „ ს----------–--------ს“ გაუგზავნა შეტყობინება (პასუხი), სადაც დაუდასტურა მ------------ის გარდაცვალების ფაქტი, მაგრამ მიუთითა, რომ „მზღვეველთან წარმოდგენილია 2016 წლის 1 აგვისტოს სს „ ს------–----------------–----------“ მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ . . . მე-11 პუნქტში მითითებულია: ავადმყოფს ტრავმა მიღებული აქვს კლინიკაში შემოსვლამდე დაახლოებით 2 საათით ადრე თანმხლები პირების გადმოცემით, მ------------ე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჩამოვარდა ცხენიდან; ასევე წარმოდგენილია2016 წლის 1 აგვისტოს სს „სამედიცინო ცნობა გარდაცვალების შესახებ, სადაც მითითებულია გარდაცვალების მიზეზი ცერებრული შეშუპება, ტრავმული სისხლჩაქცევა, მხედარი ან ცხოველით მართავად სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი პირი, დაზარალებული ჩამოვარდნილი ან გადმოვარდნილი . . „ როგორც წარმოდგენილი დოკუმენტიდან ირკვევა დაზარალებული მ------------ე ცხენიდან ჩამოვარდნის დროს იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, რაც უნდა შეფასდეს, როგორც საკუთარი ნებით ხიფათში თავის ჩაგდება, რომელიც არ იყო მიმართული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, ვინაიდან დაზღვეულს თავისი ქმედების განხორციელების დროს შეეძლო გაეთვალისწინებინა ამ ქმედების შედეგები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სს „ს------------ კ-------- ა-–----ი“ მოკლებულია შესაძლებლობას დადებითად გადაწყვიტოს თქვენს მიერ მოთხოვნილი ს------------ ანაზღაურების გაცემის საკითხი“. (ს.ფ.8. ტ.2).
36.გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სს „ს----------–--------ს“ ჰქონდა მცდელობა სს „ა-–----ის“ მიმართ, მათ შორის გაფორმებული ხელშკრულების შესაბამისად მოეთხოვა მ------------ის გარდაცვალების გამო სადაზღვევო ანაზღაურება, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ სს „ს------------ კ-------- ა-–----ის აზრით სახეზე არ იყო ს------------ შემთხვევა(პირიქით დგინდებოდა საგამონაკლისო შემთხვევის საკუთარი ნებით ხიფათში თავის ჩაგდებისარსებობა) სს „ს----------–--------ს“ მოთხოვნაზე ეთქვა უარი.
37. დადგენილია, რომ სს ”ს----------–--------ის” სასარჩელო მოთხოვნის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება.
38. დადგენილია, რომ სასესხო სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთთან სს „ს----------–--------ი“ და მ------------ე იმყოფებოდნენ.
39. დადგენილია, რომ მ------------ის უფლებამონაცვლეა მამა - მ------- ბ-----ე.
40. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სწორად იქნა დასახელებული მოპასუხედ საკრედიტო ხელშეკრულების მონაწილე მხარე მ------- ბ-----ე და სწორედ ის არის აღძრულ დავაში სათანადო მოპასუხე.
41. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემთხვევაში ითვალისწინებს მემკვიდრის პასუხისმგებლობის საკითხს.
42. საქმეში არსებული №1-------- სამკვიდრო მოწმობის მიხედვით დადგენილია, რომ მოვალე მ------------ის პირველი რიგის მემკვიდრეა მამა - მ------- ბ-----ე, რომელმაც 15.02.2017 წელს მიიღო შვილის სამკვიდრო სრულად სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებით (მათ შორის შედის, სს ,,ს----------–--------თან’’ გაფორმებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ქ. ზუგდიდში, ქ--------- ქუჩა №41-ში მდებარე, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საკადასტრო კოდი №4-----------) და პასივებით.
43. შესაბამისად დადგენილია, რომ მ------------ის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მამა - მ------- ბ-----ე.
44. სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითადი სახეა სასარჩელო წარმოება, სადაც მონაწილეობს მოსარჩელე, რომელიც არის პირი, რომელმაც აღძრა სასამართლოში სარჩელი თავისი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული ინტერესების დასაცავად; და მოპასუხე, პირი, რომელმაც, როგორც მოსარჩელე ფიქრობს, დაარღვია ან სადავო გახადა მოსარჩელის უფლება.
45. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ,რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
46. მოპასუხის სტატუსის მქონე პირმა, სრულად უნდა ზიდოს მითითებული სტატუსით მისთვის დაკისრებული საპროცესო მოვალეობა და უნდა განახორციელოს ყოველ კონკრეტულ ფაქტზე სათანადო შედავება, რომელსაც ის არ ეთანხმება და სადავოდ მიიჩნევს. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე მ------- ბ-----ეს გარდა მისი არასათანადოობისა (რასაც სააპელაციო სასამართლო უკვე მიმოხილულ გარემოებათა გამო არ იზიარებს) სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, (მაგ. ის, რომ სესხი არ არის იმ ოდენობის, რასაც მოსარჩელე ითხოვს, რომ ნაწილი სესხისა გადახდილია მსესხებლის მიერ და ა.შ) გამომდინარე აღნიშნულიდან, იმის გამო, რომ სასესხო ურთიერთობისთვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებები (სესხის ოდენობა, მათ შორის %, პირგასამტეხლო (ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი ან გონივრული და ა.შ.) მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, ის მხოლოდ საპროცესო შედავებით (არასათანადოობასთან დაკავშირებით) შემოიფარგლა - სასამართლო უდავოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ, მ------------ესთან დადებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებები შეწყვიტა 2017 წლის 21 აპრილს. აღნიშნული თარიღისათვის, დავალიანებამ სს „ს----------–--------ის" წინაშე №2------ კრედიტის ნაწილში შეადგენა 12 124,59 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 10679,62 აშშ დოლარი, პროცენტი - 674,13 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 744,70 აშშ დოლარი და საკომისიო - 26,14 აშშ დოლარი, №3------ კრედიტის ნაწილში შეადგენს 7276,82 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 6455,04 აშშ დოლარი, პროცენტი - 400,39 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 407,49 აშშ დოლარი და საკომისიო - 13,90 აშშ დოლარი, ხოლო №3------ კრედიტის ნაწილში - 25,55 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 12,91 აშშ დოლარი, პროცენტი - 1,45 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 11,19 აშშ დოლარი.
47. შესაბამისად დადგენილია, რომ ჯამში მ------------ის დავალიანება ბ---ის წინაშე შეადგენს 19426.35 აშშ დოლარს.
სამართლებრივი დასაბუთება:
48. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
49. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
50. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. 317-ე მუხლის თანახმად: ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. 316-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობებით ვალდებულება შეიძლება ხელშეკრულების მომზადების საფუძველზეც წარმოიშვას.
51. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
52. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახხმად საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად: მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. საბ---ო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.
53. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად: მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. . .
54. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად: სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
55. ამავე კოდექსისი 1484-ე მუხლის თანახმად: მემკვიდრეები ვალდებული არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
56. დადგენილია, რომ მ------------ის მემკვიდრეს წარმოადგენს მ------- ბ-----ე, ხოლო ბ---ის წინაშე არსებული დავალიანება არის 19 426,35 აშშ დოლარი, რაც სრულად უნდა დაეკისროს მ------- ბ-----ეს სს ”ს----------–--------ის” სასარგებლოდ.
საპროცესო ხარჯები:
62. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
63. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება განსაზღვრულია დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით.
64. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯი და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები დაკარგული ხელფასი, მტკიცებულებათა უზურუნველყოფისთვის გაწეული ხარჯები ასევე მხარეთა აუცილებელი სხვა ხარჯები.
66. დაეკისროს მ------- ბ-----ეს სს ”ს----------–--------ის” სასარგებლოდ 1359,82აშშ დოლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ (როგორც პირველი ინსტანციის ისე მეორე ინსტანციის სასამართლოებში).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. სს ”ს----------–--------ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. სს ”ს----------–--------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. დაეკისროს მ------- ბ-----ეს სს ”ს----------–--------ის” სასარგელოდ 19 426.35 აშშ დოლარის გადახდა;
5. დაეკისროს მ------- ბ-----ეს სს ”ს----------–--------ის” სასარგებლოდ 1359,82აშშ დოლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქ--------- სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-6-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქ--------- სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ირმა პერანიძე