განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.03.2018
საქმის ნომერი
330210016001462524
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
15.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001462524

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/5292-17

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ეკატერინე ცისკარიძე, დიანა ბერეკაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვით

 

I. აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - სსიპ „ა---------- ვ--------- (ტ------------) მ--------–---, დ--------–-----–-------–---- და დ----------------–-–--------------“

წარმომადგენელი – ნინო აბრამიშვილი

 

II. აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) – ლ--–- კ-----ე

წარმომადგენელი – ა----------–---–-

 

დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა; პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა; იძულებითი მოცდენის ანაზღაურება; პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება

 

I. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1.1, 1.2 და მე-2 პუნქტები) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

II. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ლ--–- კ-----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „ა---------- ვ--------- (ტ------------) მ--------–---, დ--------–-----–-------–---- და დ----------------–-–--------------ს“ 2016 წლის 23 ივნისის N0------- ბრძანება, ლ--–- კ-----ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სსიპ „ა---------- ვ--------- (ტ------------) მ--------–---, დ--------–-----–-------–---- და დ---------ს ს----–-–----- ფ-----ს’’, ლ--–- კ-----ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 18 000 (თვრამეტიათასი) ლარის ოდენობით. ლ--–- კ-----ეს, სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ლ--–- კ-----ე 2009 წლის 06 მაისიდან დასაქმებული იყო სსიპ „ა---------- ვ--------- (ტ------------) მ--------–---, დ--------–-----–-------–---- და დ----------------–-–--------------ს“ ტერიტორიული ერთეულის (ფილიალი) „მ------------ შ------------–- შ-----–---–----- მ----- პ------ პ-----------ს“ უფროსად. მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობა შეადგენდა 1200 ლარს (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება; სასამართლოს 30.11.2016 წლის სხდომის ოქმი, ტ. 2, ს.ფ. 32-35; 36-41; 42-46; აუდიოჩანაწერი, დისკი, ტ. 2, ს.ფ. 48; ასევე, ტ. 2, ს.ფ. 110-111; 112-115; აუდიოჩანაწერი, დისკი, ტ. 2, ს.ფ. 117);

 

2.2. მ------------ შ------------–- შ-----–---–----- მ----- პ------ პ----------- წარმოადგენს სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებას, რომელიც სოციალურ მომსახურებას უწევს შ------------–- შ-----–---–----- (გონებრივი ჩამორჩენილობის - F70.0, F70.1, F70.8, F70.9, F71.0, F71.1, F71.8, F71.9, F72.0, F73.0, აგრეთვე სხვა ფსიქიკური აშლილობების გამო განვითარებული მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შ-----–---–----- შეზღუდვის სტატუსის) მ----- სრულწლოვან პირებს (ბენეფიციარებს). ფილიალის ძირითადი ფუნქციებია: ა) ბენეფიციართა სოციალური რეაბილიტაცია; ბ) ბენეფიციართა სადღეღამისო მომსახურებით, ასევე პირველადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზება; გ) ბენეფიციართა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა; დ) ბენეფიციართა გართობისა და დასვენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. ფილიალს მართავს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფ-----ის დირექტორი.

 

ფილიალის უფროსი: ხელმძღვანელობს ფილიალის გამართულ საქმიანობას, პასუხისმგებელია მის ნორმალურ ფუნქციონირებასა და მომსახურების ხარისხზე; ახორციელებს ფილიალის საერთო ხელმძღვანელობას; ახორციელებს ფილიალის ფუნქციების შესრულებაზე ზედამხედველობას; ვალდებულია, ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში, აცნობოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ბენეფიციარის ოჯახს და ფ-----ს და სხვ. (იხ. ფილიალის დებულება, ტ. 1, ს.ფ. 105-119; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

2.3. მოპასუხე ფ-----ის 2014 წლის 18 დეკემბრის N-------- ბრძანებით, ლ--–- კ-----ეს, როგორც ფილიალის (პ-----------ს) უფროსს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება, რომელიც ფ-----ის 2015 წლის 25 სექტემბრის N-------- ბრძანებით მოეხსნა ვადამდე ადრე, სამსახურებრივი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისათვის.

 

მოპასუხე ფ-----ის 2015 წლის 11 თებერვლის N------- ბრძანებით, ლ--–- კ-----ეს, როგორც ფილიალის (პ-----------ს) უფროსს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური. ფ-----ის 2015 წლის 13 მარტის N-------- ბრძანებით, აღნიშნული ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი (იხ. ბრძანებები; მოხსენებითი ბარათები; ტ. 1, ს.ფ. 122-141; მხარეთა ახსნა განმარტება);

 

2.4. მოპასუხე ფ-----მა 2016 წლის 24 მარტს გამოსცა N------- ბრძანება, რომლითაც ლ--–- კ-----ეს, სსიპ „ა---------- ვ--------- (ტ------------) მ--------–---, დ--------–-----–-------–---- და დ----------------–-–--------------ს ტერიტორიული ერთეულის (ფილიალის) - „მ------------ შ------------–- შ-----–---–----- მ----- პ------ პ-----------ს“ უფროსს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური. ბრძანებაში, მისი გამოცემის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია ფ-----ის მ---------------, შეფასებისა და პროექტების დიზაინის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 17 მარტის N------ მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად, 2015 წლის 21 დეკემბერს, პანსიონატში მიიღეს ბენეფიციარი გ------- მ----------, რომელსაც არ გააჩნდა თვითმოვლის ჩვევები და კვების დროს ჭირდებოდა მეთვალყურეობა და ქონდა საჭმლის მიტაცების ჩვევა. 2015 წლის 22 დეკემბერს, 17:00 საათზე, სამხარზე, სასადილოში შესვლისას, ბენეფიციარმა დაინახა ნამცხვარი, დაუსხლტა ხელიდან მორიგე მომვლელს, სტაცა ნამცხვრის ულუფას ხელი და პირში ჩაიდო. პერსონალმა და შემდეგ უკვე სასწრაფო სამედიცინო დ---------- ბრიგადამ, ბევრი ცდის მიუხედავად, ვერ შეძლეს მისი გადარჩენა. ბენეფიციარის გარდაცვალება სასწრაფო სამედიცინო დ---------- ბრიგადის მიერ დაფიქსირდა 2015 წლის 22 დეკემბერს, 18:00 საათზე. ფილიალის უფროსი ლ--–- კ-----ე ამ დროს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს. ფ-----ის ხელმძღვანელობის შეტყობინება მოხდა მეორე დღეს, 2015 წლის 23 დეკემბრის დილას. ამავდროულად, გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, წერილობითი შეტყობინება გაიგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გ--------ის რაიონულ განყოფილებაში.

 

მოხსენებითი ბარათის მიხედვით, პ-----------ს დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის

„ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფილიალის უფროსი ვალდებულია ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში აცნობოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ბენეფიციარის ოჯახს და ფ-----ს. პ-----------ს შინაგანაწესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულებაში ნებისმიერი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ფილიალის უფროსი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს, ფ-----ის ხელმძღვანელობას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. ბენეფიციარის გარდაცვალების შესახებ, ფ-----ის ხელმძღვანელობის დაუყოვნებლივ შეტყობინება არ მომხდარა, შესაბამისად, დგინდება ფილიალის უფროსის მიერ დაკისრებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. მოხსენებითი ბარათით, ფ-----ის დირექტორს წარედგინა რეკომენდაცია ფილიალის (პ-----------ს) უფროს ლ--–- კ-----ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, ამავე ფილიალის ბენეფიციარ გ------- მ----------ს 2015 წლის 22 დეკემბერს გარდაცვალების ფაქტის შესახებ ფ-----ის ხელმძღვანელისთვის დროული შეუტყობინებლობის ფაქტთან დაკავშირებით (იხ. ბრძანება, ტ. 1, ს.ფ. 149-150; მოხსენებითი ბარათი, ტ. 1, ს.ფ. 151-153; მოპასუხის ახსნა-განმარტება; დებულება, ტ. 1, ს.ფ. 105-119; შინაგანაწესი, ტ. 1, ს.ფ. 156-167);

 

2.5. 2016 წლის 23 ივნისს, მოპასუხე ს----–-–----- ფ-----მა გამოსცა ბრძანება N0-------, ლ--–- კ-----ის გათავისუფლების შესახებ, რომლითაც ფ-----ის ტერიტორიული ერთეულის (ფილიალი) "მ------------ შ------------–- შ-----–---–----- მ----- პ------ პ-----------ს“ უფროსი ლ--–- კ-----ე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან,2016 წლის 24 ივნისიდან.

 

ბრძანებაში, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს შორის მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი, ს----–-–----- ფ-----ის 2016 წლის 24 მარტის 0------ ბრძანება, ლ--–- კ-----ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ (იხ. ბრძანება, ტ. 1, ს.ფ. 67-68; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

2.6. ლ--–- კ-----ის სამსახურიდან გათავისუფლებისას, მოპასუხე ფ-----ი ხელმძღვანელობდა ფ-----ის მ---------------, შეფასებისა და პროექტების დიზაინის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 22 ივნისის 0------ მოხსენებითი ბარათით, რომლის თანახმადაც, 2016 წლის 28 მარტს, მ--------------- ჯგუფი იმყოფებოდა მ------------ შშმ პ------ პანსიონატში, ფილიალის ბენეფიციარის, მ----- დ--–---–---–ის გარდაცვალების ფაქტის ირგვლივ არსებული გარემოებების შესწავლის მიზნით. პ-----------ს უფროსის, თანამშრომლების ახსნა-განმარტებების და გარდაცვალების ფაქტის შემსწრე ქმედუნარიან ბენეფიციარებთან გასაუბრების შედეგად, გაირკვა, რომ

27 მარტს, საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბენეფიციარი შევიდა საპირფარეშოში, მას იქ დაეწყო ხველა, საპირფარეშოდან გამოსულს ჰქონდა სპონტანური სისხლდენა პირის ღრუდან და ნესტოებიდან. მედდამ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა ბენეფიციარი რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. მომხდარს შეესწრნენ და მ-----ს გადარჩენას ცდილობდნენ მორიგე აღმზრდელები, მედდა და რამდენიმე ბენეფიციარი. მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა პოლიციას, ფ-----ის დირექტორს, ასევე გარდაცვლილის დას. ამ უკანასკნელის კატეგორიული უარის გამო, ექსპერტიზა არ ჩატარებულა, შესაბამისად, გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია.

 

შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბენეფიციარის გარდაცვალების მომენტში, იქ მყოფ პასუხისმგებელ პ------ მოქმედებები სრულად შეესაბამებოდა ფილიალის დებულებით თუ შინაგანაწესით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, თუმცა გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც მ--------------- ჯგუფის თვალსაზრისით, შესაბამის რეაგირებას საჭიროებენ, კერძოდ: ბენეფიციარი მ----- დ--–---–---–ი ფილიალში ჩაირიცხა 2012 წლის 03 ივლისს, დიაგნოზით: F07.0 ორგანული პიროვნული აშლილობა, პოსტტუბერკულოზური დიდი ნარჩენი ცლილებები, ღვიძლის ციროზი, ღვიძლისმიერი ენცეფალოპატია, თირკმლის ამილოიდოზი. ფილიალის ექიმ- თერაპევტის განმარტებით, მიუხედავად მისი დიაგნოზისა, ბენეფიციარის მდგომარეობა სომატური სფეროს მხრივ იყო სტაბილური. თუმცა 2016 წლის იანვარში, მისი მდგომარეობა გაუარესდა, ჰქონდა ცხელება, ხველა, მწვავე ნაზოფარინგიტის დიაგნოზით მიმდინარეობდა მისი მედიკამენტოზური მკურნალობა ანტიბიოტიკებით, ვიტამინებით და ანტიჰესტამონური მედიკამენტებით, თუმცა, ვინაიდან, დინამიკაში გაუმჯობესება არ აღინიშნა, მას გაუკეთდა სისხლის საერთო ანალიზი 2014 წლის 23 თებერვალს, ხოლო 2016 წლის 24 თებერვალს, ოჯახის ექიმის მიმართვით, გაგზავნილ იქნა გ--------ის ტუბდისპანსერში, ფტიზიატრთან საკონსულტაციოდ. ჩატარებული გამოკვლევებით, ტუბერკულოზი არ დადასტურდა.

 

ვინაიდან მ----- დ--–---–---–ის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, 2016 წლის 14 მარტს შედგა მულტიდისციპლინური გუნდის შეხვედრა. ბენეფიციარს შესთავაზეს სტაციონარიზაცია შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩატარების მიზნით, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. ფილიალის უფროს ლ--–- კ-----ის განმარტებით, ბოლო პერიოდში, ბენეფიციარს აღენიშნებოდა ცხელება, რაც მკურნალობის შედეგად ალაგდა, თუმცა ის კვლავ იყო ფერმკრთალი და შეინიშნებოდა წონაში კლება.

 

მ--------------- ჯგუფის მიერ ფილიალის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების შესწავლის პროცესში გაირკვა, რომ ბენეფიციარს ინტენსიურად მკურნალობდნენ მისი ერთ-ერთი დიაგნოზის, კერძოდ, პოსტტუბერკულოზური დიდი ნარჩენი ცვლილებების გათვალისწინებით, თუმცა სხვა დაავადებები, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ენცეფალოპათია და თირკმლის ამილოიდოზი არ იქნა გამოკვლეული. ფილიალში ყოფნის დროს, მხოლოდ ერთხელ, 2014 წლის დეკემბერში ჩაუტარდა მას მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა, რითაც დადგინდა ღვიძლის ზომების მომატება, ხოლო სხვა გამოკვლევები ან დანიშნულება აღნიშნულ დაავადებებთან დაკავშირებით, ბენეფიციარის ფილიალში ცხოვრების მანძილზე (2012 წლის 03 ივნისიდან _ 2016 წლის

27 მარტამდე), მას არ ჩატარებია. ამასთან, არ იკვეთება, რომ ბენეფიციარს შესთავაზეს და მან უარი თქვა ამბულატორიულ გამოკვლევაზე, რომლის ჩატარებაც შესაძლებელი იქნებოდა სტაციონარიზაციის გარეშე. ამბულატორიული კვლევები რომ შესაძლებელი იქნებოდა, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2016 წლის 24 თებერვალს ბენეფიციარი გაიგზავნა გ--------ის ტუბდისპანსერში, ფტიზიატრთან საკონსულტაციოდ, რაზეც მას უარი არ განუცხადებია.

 

მოხსენებითი ბარათის თანახმად, ფ-----ის მ--------------- სამსახური, მ--------------- ფარგლებში მოკლებულია, ფილიალებსა და სტრუქტურულ ერთეულებში რაიმე სახის სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასების შესაძლებლობას, აღნიშნული სცილდება სამსახურის უფლებამოსილებას. თუმცა, მ--------------- ჯგუფი ვალდებულია, მ--------------- ფარგლებში, შეამოწმოს ფილიალებსა და სტრუქტურულ ერთეულებში ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიწოდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მ--------------- ჯგუფმა დაადგინა მ----- დ--–---–---–ისთვის მომსახურების არაჯეროვნად მიწოდების ფაქტი.

 

მ---------------, შეფასებისა და პროექტების დიზაინის სამმართველომ ფ-----ის დირექტორს წარუდგინა შემდეგი რეკომენდაციები:

 

მ------------ შშმპ პ-----------ს უფროსს, ლ--–- კ-----ეს დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა, ამავე ფილიალის დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და

„უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შეუსრულებლობისთვის, კერძოდ, მან ვერ უზრუნველყო ზედამხედველობის გაწევა მ----- დ--–---–---–ისთვის საჭიროებებიდან გამომდინარე წარმოშობილი, შესაბამისი ზრუნვის მიწოდების პროცესისთვის, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელისთვის არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება;

 

მ------------ შშმპ პ-----------ს უფროსის მოადგილეს დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა, ამავე ფილიალის დებულების მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის, რადგან მან ვერ გაუწია სათანადო ზედამხედველობა ბენეფიციარის საჭიროებებიდან გამომდინარე წარმოშობილი, შესაბამისი ზრუნვის მიწოდების პროცესს, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელისთვის არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება;

 

მ------------ შშმპ პ-----------ს ექიმ-თერაპევტს დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა, ამავე ფილიალის დებულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „გ“ და

„ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, რადგან მან ვერ უზრუნველყო ბენეფიციარისთვის სამედიცინო მომსახურების სრულყოფილად მიწოდება და ამასთან არ ჰქონდა მოწესრიგებული ბენეფიციარის სამედიცინო დოკუმენტაცია (იხ. მოხსენებითი ბარათი, ტ. 1, ს.ფ. 185-187; მ----- დ--–---–---–ის სამედიცინო დოკუმენტაცია, ტ. 1, ს.ფ. 188-286; მულტიდისციპლინური გუნდის შეხვედრის ოქმი 6, ტ. 1, ს.ფ. 287; ახსნა-განმარტებები, ტ. 1, ს.ფ. 288-298; მოპასუხის ახსნა-განმარტება);

 

2.7. ფ-----ის ტერიტორიული ერთეულის (ფილიალის) _ „მ------------ შ------------–- შ-----–---–----- მ----- პ------ პ-----------ს“ უფროსის თანამდებობა, რომელსაც მოსარჩელე ლ--–- კ-----ე იკავებდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე, დღეისათვის ვაკანტური არ არის (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

2.8. სარჩელი არ არის ხანდაზმული: ლ--–- კ-----ეს, ფ-----ის მიერ 2016 წლის 23 ივნისს გამოცემული N0------- ბრძანება, ს---------------------------------–-----–--------------------------------------–------------------------------------------ სამმართველოს უფროსის 2016 წლის 22 ივნისის 0------ მოხსენებით ბარათთან ერთად ჩაბარდა 2016 წლის 24 ივნისს. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე; ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 07 კალენდარული დღის ვადაში, წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ბრძანებაზე თანდართული მოხსენებითი ბარათი იყო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთება. ჯერ ერთი, დასაქმებულს კანონმდებელმა მისცა უფლება, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველში უკეთ გარკვევის მიზნით, განსაზღვრულ ვადაში, მოთხოვოს დამსაქმებელს მისი წერილობითი დასაბუთება, მეორეც, მოხსენებითი ბარათით, ფ-----ის დირექტორს მიეცა რეკომენდაცია, ლ--–- კ-----ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე და არა - კონკრეტულად, მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაზე. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის დასაბუთებაზე, მოხსენებით ბარათში არაფერია მითითებული. მოსარჩელეს უფლება ჰქონდა 2016 წლის 24 ივნისიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, გამოეყენებინა ზემოაღნიშნული უფლება და გამოიყენა კიდეც: მან დამსაქმებელს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით მიმართა 2016 წლის 19 ივლისს, რომლის პასუხი მიიღო 2016 წლის 26 ივლისს (თუმცა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების გარეშე). ლ--–- კ-----ეს უფლება ჰქონდა წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, სასამართლოში გაესაჩივრებინა დამსაქმებლის ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (სშკ-ის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტი). მან სასამართლოს სარჩელით მიმართა აღნიშნულ ვადაში, 2016 წლის 08 აგვისტოს. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. ასევე არაა ხანდაზმული, სასარჩელო მოთხოვნა ფ-----ის 2016 წლის 24 მარტის 0------ ბრძანების (ლ--–- კ-----ისთვის დისციპლინური ღონისძიების _ საყვედურის შეფარდების შესახებ) ბათილად ცნობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი მოსარჩელეს წარმოეშვა მას შემდეგ, რაც, 2016 წლის 23 ივნისს, მასთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (იხ. ფ-----ის წერილი, ტ. 1, ს.ფ. 73; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

2.9. მოპასუხე ფ-----ის მიერ 2016 წლის 24 მარტს გამოცემული N------- ბრძანება - ლ--–- კ-----ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - საყვედურის შეფარდების შესახებ, არის კანონიერი და შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი:

 

დადგენილია, რომ ბენეფიციარი გ------- მ---------- გარდაიცვალა 2015 წლის 22 დეკემბერს, 18:00 საათზე. ფილიალის უფროსი, მოსარჩელე ლ--–- კ-----ე იმ დროისთვის იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს ეცნობა დაუყოვნებლივ. ფ-----ის ხელმძღვანელობის შეტყობინება კი მოხდა, მეორე დღეს, 2016 წლის 23 დეკემბერს, დილას. ფ-----ის ტერიტორიული ერთეულის (ფილიალის) „მ------------ შ------------–- შ-----–---–----- მ----- პ------ პ-----------ს“ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფილიალის უფროსი ვალდებულია, ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში, აცნობოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ბენეფიციარის ოჯახს და ფ-----ს. ფ-----ის ტერიტორიული ერთეულების (ფილიალების) შინაგანაწესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაწესებულებაში ნებისმიერი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ფილიალის უფროსი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს, ფ-----ის ხელმძღვანელობას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. მოსარჩელე ლ--–- კ-----ეს ბენეფიციარის გარდაცვალების შესახებ ფ-----ის ხელმძღვანელობისთვის დაუყოვნებლივ არ უცნობებია, შემთხვევიდან 15-16 საათის შემდეგ შეტყობინება არ წარმოადგენს დაუყოვნებლივ შეტყობინებას; ვითარების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ შეტყობინება ნიშნავს შეტყობინებას უახლოესი წუთების, უახლოესი 1-

2 საათის განმავლობაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია (იხ. ბრძანება, ტ. 1, ს.ფ. 36-37; მოხსენებითი ბარათი, ტ. 1, ს.ფ. 31-35; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

2.10. მოპასუხე ფ-----ის მიერ 2016 წლის 23 ივნისს გამოცემული N0------- ბრძანება, ლ--–- კ-----ის გათავისუფლების შესახებ, არის არაკანონიერი, რის გამოც ის ბათილად უნდა იქნას ცნობილი:

 

1. დადგენილია ლ--–- კ-----ის მიერ შრომითი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი: 2016 წლის 27 მარტს გარდაიცვალა ბენეფიციარი მ----- დ--–---–---–ი, რომელიც პანსიონატში ჩაირიცხა 2012 წლის 03 ივლისს, დიაგნოზით: F07.0 ორგანული პიროვნული აშლილობა, პოსტტუბერკულოზური დიდი ნარჩენი ცლილებები, ღვიძლის ციროზი, ღვიძლისმიერი ენცეფალოპატია, თირკმლის ამილოიდოზი. თუ არ ჩავთვლით, 2014 წლის დეკემბერში ჩატარებულ მუცლის ღრუს ულტრაბგერით კვლევას, რითაც დადგინდა ღვიძლის ზომების მომატება. ამ მხრივ, ბენეფიციარისთვის ამბულატორიული გამოკვლევები არ შეუთავაზებიათ, მხოლოდ 2016 წლის 14 მარტს (გარდაცვალებამდე 13 დღით ადრე), როდესაც ბენეფიციარისთვის ცუდად ყოფნა ყველასთვის ცხადი იყო, ჩატარდა მულტიდისციპლინური გუნდის შეხვედრა და მას შესთავაზეს სტაციონარიზაცია, რაზეც მან უარი განაცხადა.

 

დადგინდა, რომ პ-----------ს ექიმ-თერაპევტმა ვერ უზრუნველყო ბენეფიციარის სამედიცინო მომსახურების სრულყოფილად მიწოდება, ამასთან, მას ბენეფიციარის სამედიცინო დოკუმენტაციაც მოუწესრიგებელი ჰქონდა. ფილიალის (პ-----------ს) დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფილიალის უფროსი ხელმძღვანელობს ფილიალის გამართულ საქმიანობას, პასუხისმგებელია მის ნორმალურ ფუნქციონირებასა და მომსახურების ხარისხზე; ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ის ახორციელებს ფილიალის საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ და საინფორმაციო უზრუნველყოფას, „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ის ზედამხედველობას უწევს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, განიხილავს თანამშრომელთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, პასუხს აგებს ფილიალის საერთო საქმიანობის ეფექტურ ორგანიზებაზე, კანონიერების, დისციპლინის, ბენეფიციართა უფლებების დაცვაზე.

 

დადგინდა, რომ ლ--–- კ-----ემ, როგორც ფილიალის უფროსმა, არასათანადოდ შეასრულა დებულების ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნები, მან ვერ უზრუნველყო ზედამხედველობის გაწევა მ----- დ--–---–---–ისათვის, საჭიროებებიდან გამომდინარე წარმოშობილი, შესაბამისი ზრუნვის მიწოდების პროცესისთვის, რამაც გამოიწვია ბენეფიციარისთვის არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება (იხ. ბრძანება, ტ. 1, ს.ფ. 67-68; მოხსენებითი ბარათი, ტ. 1, ს.ფ. 64-66; მ----- დ--–---–---–ის სამედიცინო დოკუმენტაცია; მულტიდისციპლინური გუნდის შეხვედრის ოქმი; მოპასუხის ახსნა-განმარტება);

 

2. მოპასუხის მიერ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო, შესაბამისად, არამართლზომიერი. მასში, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია დასაქმებულის მიერ შრომითი ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ, ბოლო 01 წლის განმავლობაში უკვე იყო გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბოლო

01 წლის განმავლობაში (2016 წლის 24 მარტს), მოსარჩელის მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომის - საყვედურის გამოყენება, რაც განაპირობა მოსარჩელის მიერ ერთ-ერთი შესასრულებელი მოქმედების - შეტყობინების ვადის დარღვევამ, ბენეფიციარის გარდაცვალების შესახებ ფ-----ისათვის დაუყოვნებლივ შეუტყობინებლობამ: მოსარჩელემ მისთვის დაკისრებული შეტყობინების ვალდებულება შეასრულა, მაგრამ შეასრულა დაგვიანებით, არა - დაუყოვნებლივ. დისციპლინური პასუხისმგებლობის ამა თუ იმ ზომის გამოყენების მიზანი, გარდა პირის დასჯისა, არის მისი პრევენციული მნიშვნელობა, პირის გამოსწორებისთვის ხელშეწყობა, მისი მხრიდან, შემდგომში, ანალოგიური დარღვევის თავიდან აცილება.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “თ“ ქვეპუნქტი, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად, სწორედ ისეთ დარღვევას გულისხმობს, რომლის იდენტური (ანალოგიური) დარღვევის ჩადენისთვისაც, ბოლო 01 წლის განმავლობაში, დამსაქმებელმა დასაქმებულის მიმართ უკვე გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე, შედარებით მსუბუქი ზომა და მან შედეგი არ გამოიღო - დასაქმებულმა კვლავ ჩაიდინა იგივე (ანალოგიური) დარღვევა, გადაცდომა. განსახილველ შემთხვევაში კი, სხვა ვითარებაა: მოპასუხე ფ-----მა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მოსარჩელის მიმართ, მოქმედების (პროცედურის) შესრულების ვადის დარღვევის გამო, გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა - საყვედური. ბოლო 01 წლის განმავლობაში, ასეთი (ან მსგავსი) გადაცდომა მოსარჩელე ლ--–- კ-----ეს არ ჩაუდენია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მან ჩაიდინა სრულიად სხვა შინაარსის დარღვევა - ზედამხედველობის არასათანადოდ გაწევის გამო თავიდან ვერ აიცილა ბენეფიციარისთვის არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამსაქმებელს მოსარჩელის მიმართ უნდა გამოეყენებინა დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე სხვა, დარღვევის ადეკვატური, პროპორციული ზომა. ფ-----ის შინაგანაწესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, საიდანაც მოპასუხე ფ-----მა მოსარჩელის მიმართ გამოიყენა გადაცდომის არაადეკვატური, ამასთან, უკიდურესი ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრძანების საფუძვლად გამოყენებულ მ--------------- სამსახურის მოხსენებით ბარათში, რეკომენდებულია ლ--–- კ-----ის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება და არა - სახელდობრ, სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება, რაც ნიშნავს, რომ დამსაქმებელი რეკომენდაციითაც არ იყო შებოჭილი, მოსარჩელის მიმართ გამოეყენებინა ადეკვატური დისციპლინური ღონისძიება, დისციპლინური ღონისძიების მიზნების გათვალისწინებით.

 

2.11. მოსარჩელე ლ--–- კ-----ის მიმართ მოპასუხე ფ-----ის მხრიდან რაიმე ნიშნით დისკრიმინაციას, დევნას, შევიწროებას ადგილი არ ჰქონია (იხ. მოწმეთა _ ი. ხ----–--ის, მ. ა------ის, ლ. კ------–---ს ჩვენებები, აუდიოჩანაწერი, დისკი, ტ. 2, ს.ფ. 77; მოპასუხის ახსნა-განმარტება);

 

2.12. მოპასუხე ფ-----მა შრომითი ხელშეკრულების არაკანონიერი შეწყვეტით შელახა ლ--–- კ-----ის შრომითი უფლებები და მიაყენა მას ზიანი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.13. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შ------------–-, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართს სასამართლოს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს განსაზღვრული და განუსაზღვრელი ვადით. განსახილველ შემთხვევაში, დადგინდა, რომ მხარეთა შორის არსებობდა განუსაზღვრელი ვადით წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლოს განმარტებით ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ლ--–- კ-----ესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”თ” ქვეპუნქტის საფუძველზე (სამსახურებრივ ვალდებულებათა შეუსრულებლობა იმ პირის მიერ, ვისაც ბოლო 01 წლის განმავლობაში უკვე დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა). სასამართლომ მოსარჩელესთან ამ საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არაკანონიერად მიიჩნია: კერძოდ, ბოლო 01 წლის განმავლობაში, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იქნა ერთხელ, შესასრულებელი მოქმედების (პროცედურის) ვადის დარღვევის გამო. დარღვევა, რამაც განაპირობა ლ--–- კ-----ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, სრულიად სხვა შინაარსისაა და შესაბამისად, ცდება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის "თ" ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლის გამოყენების მიზნებს (იხ. 3.2.10 დადგენილი ფაქტობრივი გარემოება).

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა, ს----–-–----- ფ-----მა არ დაიცვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნა, ბოროტად გამოიყენა უფლება და არამართლზომიერად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულთან. დარღვევის შინაარსის და სიმძიმის გათვალისწინებით, მოპასუხეს ჰქონდა შესაძლებლობა დასაქმებულის მიმართ გამოეყენებინა ფ-----ის შინაგანაწესში მითითებული, რომელიმე სხვა, შედარებით მსუბუქი და ამავე დროს, დარღვევის ადეკვატური დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რაც მან არ გააკეთა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლოს მიიჩნია, რომ ვინაიდან დადგინდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების არაკანონიერება, სახეზეა იყო მისი ბათილად ცნობილის საფუძველი. ამავე ნორმის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ ფ-----მა კანონიერად გამოსცა ლ--–- კ-----ისთვის საყვედურის გამოყენების შესახებ ბრძანება, შესაბამისად, იგი არ იქნა გაბათილებული.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა, მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხე სსიპ „ა---------- ვ--------- (ტ------------) მ--------–---, დ--------–-----–-------–---- და დ----------------–-–--------------ს“ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შესახებ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის აღდგენა პირვანდელ სამუშაო ადგილზე შეუძლებელია, მოცემული თანამდებობა არ არის ვაკანტური. პ-----------ს სპეციფიური ხასიათის საქმიანობიდან გამომდინარე, პანსიონატს ესაჭიროებოდა უფროსი, მითუმეტეს, რომ ეს ადგილი გათავისუფლდა 2016 წლის 23 ივნისს. მოსარჩელეს არ მიუთითებია რომელიმე ტოლფას თანამდებობაზეც. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დააკისროს მოპასუხე ფ-----ს, ლ--–- კ-----ის სასარგებლოდ, კომპენსაციის გადახდა, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით, სახელდობრ, 18 000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი:

”მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. მოცემულ შემთხვევაში, დაუშვებელია ამ პრინციპის საპირისპიროდ, მტკიცების ტვირთის მოსარჩელეზე გადაკისრება: საკითხი შეეხება ისეთ გარემოებას (დასაქმებულის მხრიდან შრომითი ვალდებულებების დარღვევა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლიანობა), რაც მტკიცებადია მოპასუხის მიერ. სასამართლოს მითითებით დამსაქმებელს გააჩნია უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთის რეალიზება უნდა მოეხდინა სწორედ მოპასუხე მხარეს, რაც მას კანონით დადგენილი წესით, სსსკ-ის 102.3. მუხლის შესაბამისად, ნაწილობრივ განახორციელა. ამდენად, ფაქტი იმის შესახებ, რომ მოპასუხემ კანონიერად შეწყვიტა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება, არ დასტურდება.

 

სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით), შრომის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, ეფექტურად დაიცვან მუშაკის ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ეფექტური დაცვა გულისხმობს დასაქმებისა და ხელფასის მიღების უფლების შენარჩუნებას. ამიტომ ამ უფლების წართმევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი წარმოადგენს კანონისმიერ წინაპირობებზე დაფუძნებულ ერთადერთ ქმედით გამოსავალს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლოს მითითებით განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ნაწილობრივ დაუსაბუთა სასამართლოს თავისი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა, ხოლო მოპასუხემ, ასევე ნაწილობრივ დაამტკიცა თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რამაც განაპირობა ლ--–- კ-----ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა სსიპ „ა---------- ვ--------- (ტ------------) მ--------–---, დ--------–-----–-------–---- და დ----------------–-–--------------“ მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

3.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის მითითებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულყოფილად არ იქნა მითითებული იმ ვალდებულებებზე, რომლებიც შინაგანაწესის მიხედვით ფილიალის ხელმძღვანელის უშუალო მოვალეობებს წარმოადგენდა. გარდა ამისა, არასწორად იქნა დადგენილი, რომ ლ--–- კ-----ისთვის 1---------–. და 1--------- ბრძანებებით შეფარდებული დისციპლინური გადაცდომების ვადამდე მოხსნის საფუძველს მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა კეთილსინდისიერად შესრულება წარმოადგენდა. აპელანტის მითითებით ლ--–- კ-----ეს ერთ შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მოეხსნა ახალი დირექტორის მხრიდან მისი წახალისების მიზნით, ხოლო მეორე შემთხვევაში ფ-----ის მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემისთვის კანონით დადგენილი წესების დაუცველობის შედეგად.

 

3.1.2. აპელანტის მითითებით სასამართლომ ლ--–- კ-----ის გათავისუფლების ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტზე. სასამართლოს მხრიდან ყურადღება გამახვილებული არ იქნა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო ბრძანებას. კერძოდ, ფილიალის უფროსის მიერ სათანადოდ არ იქნა შესრულებული შინაგანაწესით მასზე დაკისრებული მოვალეობები. მან ვერ უზრუნველყო ზედამხედველობა გაეწია ფილიალში ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასაცავად საჭირო, სათანადო ზომების გატარება/ორგანიზების პროცესისთვის, რის შედეგადაც ზიანი მიადგა ბენეფიციარს, დაირღვა მისი ინტერესები და კანონით გარანტირებული უფლებები.

 

3.1.3. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული. აპელანტის მოსაზრებით სასამართლოს პოზიცია მასზედ, რომ ლ--–- კ-----ისთვის ფ-----ის მიერ გაგზავნილი ბრძანება, თანდართული დოკუმენტები, მოხსენებითი და ახსნა განმარტებითი ბარათები არ წარმოადგენდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთებას არასწორია, ვინაიდან, მოხსენებით ბარათში წერილობით იყო აღწერილი და დასაბუთებუთებული, თუ რომელი საკითხი იქნა შესწავლილი, საკითხის შესწავლისას რა ტიპის დარღვევები იქნა გამოკვეთილი, და კონკრეტულად რომელი სამსახურეობრივი მოვალეობების შეუსრულებლობისთვის უნდა დამდგარიყო მოსარჩელის დისციპლინური პასუხისმგებლობა. მოხსენებით ბარათში შეწყვეტის საფუძვლის მიუთითებლობასთან დაკავშირებით, აპელანტი განვმარტავს, რომ მ--------------- მოხსენებით ბარათში მითითებულია დარღვევები, რომლის საფუძველზეც ფილიალის უფროსის მიმართ უნდა გამოყენებულიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. აპელანტის მითითებით ფ-----ის შრომის შინაგანაწესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს წარმოადგენს შენიშვნა, გაფრთხილება, საყვედური და ასევე სამსახურიდან გათავისუფლება. ვინაიდან, ფ-----ის დირექტორის მიერ სრულად იქნა გაზიარებული მ--------------- ჯგუფის მოსხენებით ბარათში მითითებული დასკვნა, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების მითითებით, მათ შორის შრომის კოდექსის 37-ე მუხლის "თ" ქვეპუნქტისა და დასაქმებულის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის „საყვედური“ მითითებით, გამოცემული იქნა სადავო ბრძანება. აპელანტის მითითებით მოსარჩელისთვის სადავო ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა 2016 წლის 24 ივნისს, მას შემდეგ რაც ჩაბარდა არა მხოლოდ გათავისუფლების შესახებ ბრძანება, არამედ ყველა ის დოკუმენტი, რომლიც დეტალურად ასაბუთებდა მის მიმართ დამდგარი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, 2016 წლის 19 ივლისის #2301 წერილით კი შრომითი ურთიეთთობის შეწყვეტის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე, მას სურდა ხელოვნურად გაეზარდა სასამართლოსთვის მიმართვის ვადა და არა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველში უკეთ გარკვევა.

 

3.1.4. აპელანტის მიიჩნევს, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც სასამართლომ დადგენილად ცნო ლ--–- კ-----ის მიერ შრომითი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, ფილიალის ბენეფიციარის მ----- დ--–---–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დიაგნოზი, დაადგინა, რომ ფილიალის ექიმ-თერაპევტმა ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები და ვერ უზრუნველყო ბენეფიციარის სამედიცინო მომსახურების სრულყოფილად მიწოდება, დადგენილი იქნა, რომ ფილიალის თანამშრომლეთა (მათ-შორის ექიმ-თერაპევტის) მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების ზედამხედველობის ვალდებულება სწორედ ფილიალის უფროსის მოვალეობას წარმოადგენდა, რომლის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა ასევე ფილიალის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, მომსახურების ხარისხზე და ბენეფიციარის უფლებების დაცვა, აღარ არსებობდა ლ--–- კ-----ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას უსაფუძვლოდ და არამართლზომიერად მიიჩნევის საფუძველი.

 

3.1.5. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს მიერ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ პუნქტის იმგვარად განმარტებას, რომ დასახელებულ პუნქტით პირის სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ ისეთ შემთხვევებეში, როდესაც ერთი წლის განმავლობაში ჩადენილი იქნება ისეთი გადაცდომა, რომლის ჩადენისთვისაც პირს უკვე შეფარდებული ჰქონდა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა. აპელანტის მითითებით ლ--–- კ-----ის მიმართ გამოყენებული ყველა პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებული იქნა ამ უკანასკნელის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის. ამასთან, ლ--–- კ-----ის მიერ ბოლოს ჩადენილი გადაცდომა ყველაზე მძიმე ხასითის იყო. აღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტი მიიჩნევს, რომ ლ--–- კ-----ის მიმართ მართლზომიერდ იქნა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ის ზომა, რომლის თანახმადაც მას შეუწყდა შრომითი ურთიერთობა.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა ლ--–- კ-----ის მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

3.2. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.2.1. აპელანტის აზრით მოპასუხე მხარემ გარდა შინაგანაწესით გათვალისწინებული ბლანკეტური ვალდებულებისა, რომლის თანახმად დაწესებულებაში ნებისმიერი პირის გარდაცვალების შემთხვევაში პ-----------ს უფროსის მოავალეობას წარმოადგენდა ინფორმაციის დაუყოვნებლივ სამართალდამცავი ორგანოების, ფ-----ის ხელმძღვანელობის და სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიწოდება, ვერ მიუთითა სხვა სამართლებრივ აქტზე , სადაც განმარტებული იქნებოდა თუ რა ვადას გულისხმობს დაუყოვნებლივი შეტყობინება. უდავო გარემოებაა, რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მიერ 2015 წლის 22 დეკემბერს 18:00 საათზე დადასტურებული იქნა ბენეფიციარის გარდაცვალების ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით პ-----------ს ხელმძღვანელის მიერ გამოძახებული იქნა სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც გარდაცვალების ადგილზე ექსერტებთან მუშაობდნენ 24:00 საათმდე, ადგილზე მოხდა ყველა თანამშრომლის და ფაქტის მომსწრე პირების დაკითხვა, ოჯახის წევრებთან გასაუბრება, მომდევნო სამუშაო დღის დაწყებისთანავე მოხდა ფ-----ის დირექტორისთვის მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ ბენეფიციარის გარდაცვალების შესახებ მან ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ პირს, ვისთან დაკავშირებაც სამუშაო საათებში შესაძლებელი იყო და ვისაც გარდაცვალების ფაქტის დადგომისას მყისიერი მოქმედებების განხორციელება ევალებოდა.

 

3.2.2. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ პ----------- ვერ უზრუნველყოფდა ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების ჯეროვან მიწოდებას. აპელანტის მითითებით საქმეში წარმოდგენილი არ არის ექსპერტიზის დასკვნა გაწეული მომსახურების შესახებ, ფ-----ს არ განუხორციელებია მოკვლევა. აპელანტის მოსაზრებით არაკვალიფიციური მომსახურების გაწევის დადასტურების შემთხვევაშიც კი არ იარსებებდა კავშირი პ-----------ს ექიმ თერაპევტის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევას და დაწესებულების ხელმძღვანელის ვალდებულებებს შორის, რამეთუ პ----------- არ წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებას, არც ხელმძღვანელი პირია სამედიცინო განათლების მ----- პირი, შესაბამისად, დაწესებულების ხელმძღვანელი ზედამხედველობას ვერ გაუწევდა ექიმის დანუშნულებას. პ-----------ს ხელმძღვანელი პირი წარმოადგენს მენეჯერს, რომლის მოვალეობაცაა ზედმიწევნით შეასრულოს სამედიცინო პერსონალის მითითება შესაბამისი კვლევების შესახებ. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ხელმძღვანელის მხრიდან თავად პ-----------ს ექიმის ან/და სხვა სამედიცინო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ მკურნალობის კურსის შეუსრულებლობა დასტურდება.

 

3.2.3. აპელანტის მითითებით, მისი მოთხოვნის მიუხედავად სასამართლომ უგულებელყო მისი სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1.1 სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მ----- შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- 2009 წლის 06 მაისიდან ლ--–- კ-----ე დასაქმებული იყო სსიპ „ა---------- ვ--------- (ტ------------) მ--------–---, დ--------–-----–-------–---- და დ----------------–-–--------------ს“ ტერიტორიული ერთეულის (ფილიალი) „მ------------ შ------------–- შ-----–---–----- მ----- პ------ პ-----------ს“ უფროსის თანამდებობაზე.

 

- მ------------ შ------------–- შ-----–---–----- მ----- პ------ პ----------- წარმოადგენს სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებას, რომელიც სოციალურ მომსახურებას უწევს შ------------–- შ-----–---–----- (გონებრივი ჩამორჩენილობის - F70.0, F70.1, F70.8, F70.9, F71.0, F71.1, F71.8, F71.9, F72.0, F73.0, აგრეთვე სხვა ფსიქიკური აშლილობების გამო განვითარებული მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შ-----–---–----- შეზღუდვის სტატუსის) მ----- სრულწლოვან პირებს (ბენეფიციარებს).

 

- ფილიალის ძირითადი ფუნქციებია: ა) ბენეფიციართა სოციალური რეაბილიტაცია; ბ) ბენეფიციართა სადღეღამისო მომსახურებით, ასევე პირველადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზება; გ) ბენეფიციართა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა; დ) ბენეფიციართა გართობისა და დასვენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. ფილიალს მართავს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფ-----ის დირექტორი.

 

- ფილიალის დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ფილიალის უფროსი: ხელმძღვანელობს ფილიალის გამართულ საქმიანობას, პასუხისმგებელია მის ნორმალურ ფუნქციონირებასა და მომსახურების ხარისხზე; ახორციელებს ფილიალის საერთო ხელმძღვანელობას სამართლებრივ და საინფორმაციო უზრუნველყოფას; ახორციელებს ფილიალის ფუნქციებს; დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების გარდა, ანაწილებს მოვალეობებს ფილიალის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებს და დავალებებს, ზედამხედველობას უწევს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ატარებს თანამშრომელთა თათბირებს და ისმენს გაწეული მუშაობის შედეგებს; ვალდებულია ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში აცნობოს საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ს----–-–----- კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სოციალური მომსახურების სააგენტოს, ბენეფიციარის ოჯახს (საკონტაქტო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) და ფ-----ს; პასუხს აგებს ფილიალის საერთო საქმიანობის ეფექტურ ორგანიზებაზე, კანონიერების, დისციპლინის, ბენეფიციართა უფლებების დაცვაზე და სხვა.

 

4.1.2. პალატა განმარტავს, რომ სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

 

კონკრეტულ შემთხვევაში ლ--–- კ-----ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი იმ გადაცდომებს - ფილიალის დებულების და შინაგანაწესის დარღვევას, რაც 2016 წლის 24 მარტის (საყვედურის გამოცხადების შესახებ) და 2016 წლის 23 ივნისის (გათავისუფლების შესახებ) ბრძანებებს დაედო საფუძვლად.

 

4.1.3 განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ „ა---------- ვ--------- (ტ------------) მ--------–---, დ--------–-----–-------–---- და დ----------------–-–--------------ს“ დირექტორის 2016 წლის 24 მარტის ბრძანებით სსიპ „ა---------- ვ--------- (ტ------------) მ--------–---, დ--------–-----–-------–---- და დ----------------–-–--------------ს“ ტერიტორიული ერთეულის (ფილიალის) მ------------ შ------------–- შ-----–---–----- მ----- პ------ პ-----------ს უფროსს ლ--–- კ-----ეს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური (იხ. ტ.1.ს.ფ. 36-37).

 

ლ--–- კ-----ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებას საფუძვლად დაედო ფ-----ის მ---------------, შეფასებისა და პროექტების დიზაინის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 17 მარტის N------ მოხსენებითი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ 2015 წლის 21 დეკემბერს, პანსიონატში მიიღეს ბენეფიციარი გ------- მ----------, რომელსაც არ გააჩნდა თვითმოვლის ჩვევები, კვების დროს ესაჭიროებოდა მეთვალყურეობა, რადგან ამ უკანასკნელს ჰქონდა საჭმლის მიტაცების ჩვევა, ამდენად საჭიროებდა განსაკუთრებულ ყურადღებას კვების დროს. 2015 წლის 22 დეკემბერს, 17:00 საათზე, სამხარზე, სასადილოში შესვლისას, ბენეფიციარმა დაინახა ნამცხვარი, დაუსხლტა ხელიდან მორიგე მომვლელს, სტაცა ნამცხვრის ულუფას ხელი და პირში ჩაიდო. პერსონალმა და შემდეგ უკვე სასწრაფო სამედიცინო დ---------- ბრიგადამ, ბევრი ცდის მიუხედავად, ვერ შეძლო მისი გადარჩენა. ბენეფიციარის გარდაცვალება სასწრაფო სამედიცინო დ---------- ბრიგადის მიერ დაფიქსირდა 2015 წლის 22 დეკემბერს, 18:00 საათზე. ფილიალის უფროსი ლ--–- კ-----ე ამ დროს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს. ფ-----ის ხელმძღვანელობის შეტყობინება მოხდა მეორე დღეს, 2015 წლის 23 დეკემბრის დილას. ამავდროულად, გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, წერილობითი შეტყობინება გაიგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გ--------ის რაიონულ განყოფილებაში.

 

4.1.4. 2015 წლის 22 დეკემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს ლ--–- კ-----ის მიერ ფილიალის დებულების და შინაგანაწესის დარღვევის ფაქტს.

 

ფილიალის დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჟ’’ ქვეპუნქტის მიხედვით ფილიალის უფროსი ვალდებულია ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში აცნობოს საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ს----–-–----- კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სოციალური მომსახურების სააგენტოს, ბენეფიციარის ოჯახს (საკონტაქტო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) და ფ-----ს. (ტ.1.ს.ფ .54-63)

 

ფილიალის შინაგანაწესის მე-5 მუხლის მე-2 პუქნტის მიხედვით დაწესებულებაში ნებისმიერი პირის გარდაცვალების, კონფლიქტის შედეგად მიღებული ფიზიკური დაზიანების, ან თანამშრომლების და/ან ბენეფიციარების წინააღმდეგ ჩადენილი არაკანონიერი ქმედების შემთხვევაში, ფილიალის უფროსი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს, ფ-----ის ხელმძღვანელობას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. (ტ.1.ს.ფ. 158)

 

დადგენილია, რომ სასწრაფო სამედიცინო დ---------- ბრიგადის მიერ 2015 წლის 22 დეკემბერს 18:00 საათზე პანსიონატში დაფიქსირდა ბენეფიციარის გ------- მ----------ს გარდაცვალების ფაქტი. დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს, ხოლო ფ-----ის ხელმძღვანელისთვის ინფორმაცია მიწოდებული იქნა მომდევნო დღეს.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის ლ--–- კ-----ის არგუმენტს მასზედ, რომ მას ბენეფიციარის გარდაცვალების შესახებ ფ-----ისთვის ინფორმაციის მომდევნო დღეს მიწოდებით შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულება არ დაურღვევია, რადგან არც ერთი სამართლებრივი დოკუმენტით განმარტებული არ ყოფილა დაუყოვნებლივ შეტყობინების არსი.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე რომ 2015 წლის 22 დეკემბრის შემთხვევის (ბენეფიციარის გარდაცვალება) დადგომიდან (2015 წლის 22 დეკემბრის 18 : 00 საათი), რამდენიმე წუთშივე (დაუყოვნებლივ) ფილიალის უფროსის მიერ, დებულების და წესდების მოთხოვნის შესაბამისად, განხორციელდა მომხდართან დკავშირებით სამართლადამცავი ორგანოების იფნორმიერება; ლოგიკური და გონივრულია, რომ დროის ამავე მონაკვეთში (და არა შემთხვევის დადგომიდან 14-16 საათის შემდეგ), პარალელურად უნდა მომხდარიყო ფ-----ის ხელმძღვანელობის ინფორმირებაც მომხდართან დაკავშირებით. აღნიშულთან მიმართებაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დაუყოვნებელი ინფორმირება გულისხმობს შეტყობინებას უახლოესი წუთების, უახლოესი 1-2 საათის განამვლობაში. ნიშანდობლივია, რომ სხვა შემთხვევის (ბენეფიციარი მ----- დ--–---–---–ის გარდაცვლაების შემთხვევაში) დროს ლ--–- კ-----ემ ინფრომირების ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა. კერძოდ, პალატა ყურადღებას შეაჩერებს ლ--–- კ-----ის განმარტებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ მიუხედავად ბენეფიციარის (მ----- დ--–---–---–ი) არასამუშაო საათებში (საღამოს 21:00 საათიდან-22:00 საათამდე პერიოდი) გარდაცვალებისა, მომხდარი ფაქტის შესახებ მან ფ-----ის ხელმძღვანელობას შემთხვევის დადგომიდან თხუთმეტი წუთის ინტერვალშივე შეატყობინა. (იხ. 20.02.2018წ. სხდომის ოქმი 14:03:45-14:04:25). პალატა მიიჩნევს, რომ ლ--–- კ-----ისთვის ცნობილი იყო ინფორმაციის ,,დაუყოვნებლივ’’ მიწოდების არსი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ფილიალის შინაგანაწესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი შემთხვევების შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდების ვალდებულება ფ-----ის გარდა გათვალისწინებულია ისეთი დაწესებულებებისთვის როგორიცაა სამართალდამცავი ორგანოები (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში კი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო). მუხლში ჩამოთვლილი შემთხვევების კერძოდ, გარდაცვალება, დაზიანება, არაკანონიერი ქმედება, ხასიათის და იქვე ჩამოთვლილი დაწესებულებების საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, პალატა ასკვნის, რომ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება შემთხვევის დადგომიდან სწორედ იმ ვადაში მიწოდების ვალდებულებას გულისხმობდა, როგორც ეს მოხდა გ------- მ----------ს გარდაცვალების შემთხვევაში, რა დროსაც ფილიალის უფროსმა ლ--–- კ-----ემ სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტის შესახებ შემთხვევის დადგომიდან რამოდენიმე წუთის ინტერვალში აცნობა. ფაქტია, რომ ფ-----ის მიმართ 2015 წლის 22 დეკემბრის შემთხვევის თაობაზე ინფორმირების ვალდებულება ლ--–- კ-----ემ განახორციელა არა შემთხვევის დადგომიდან დაუყოვნებლივ, არამედ 14-16 საათის შემდეგ, რითიც მან დაარღვია ფილილის დებულებით და შინაგანაწესით (დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჟ’’ ქვეპუნქტი; შინაგანაწესის მე-5 მუხლის მე-2 პუქნტი) დადგენილი დაუყოვნებელი ინფორმირების ვალდებულება. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ამ დარღვევის გამო, მის მიმართ დამსაქმებლის მხრიდან 2016 წლის 24 მარტის N------- ბრძანებით კანონიერად იქნა გამოყენებული საყვედური. შესაბამისად, აპელანტის პრეტენზია მის მიმართ გამოყენებული საყვედურის არაკანონიერებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

 

4.1.5. სსიპ „ა---------- ვ--------- (ტ------------) მ--------–---, დ--------–-----–-------–---- და დ----------------–-–--------------ს“ დირექტორის 2016 წლის 23 ივნისის №0------- ბრძანებით სსიპ „ა---------- ვ--------- (ტ------------) მ--------–---, დ--------–-----–-------–---- და დ----------------–-–--------------ს“ ტერიტორიული ერთეულის (ფილიალის) ,,მ------------ შ------------–- შესაძლებლობების მ----- პ------ პ-----------ს’’ უფროსი ლ--–- კ-----ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 24 ივნისიდან.

 

ლ--–- კ-----ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი იყო სსიპ „ა---------- ვ--------- (ტ------------) მ--------–---, დ--------–-----–-------–---- და დ----------------–-–--------------ს“ მ---------------, შეფასებისა და პროექტების დიზაინის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 22 ივნისის 0------ მოხსენებითი ბარათი. აღნიშნული დოკუმენტით ირკვევა, რომ 2016 წლის 28 მარტს, მ--------------- ჯგუფი იმყოფებოდა მ------------ შშმ პ------ პანსიონატში, ფილიალის ბენეფიციარის, მ----- დ--–---–---–ის გარდაცვალების ფაქტის ირგვლივ არსებული გარემოებების შესწავლის მიზნით. პ-----------ს უფროსის, თანამშრომლების ახსნა-განმარტებების და გარდაცვალების ფაქტის შემსწრე ქმედუნარიან ბენეფიციარებთან გასაუბრების შედეგად, გაირკვა, რომ 27 მარტს, საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბენეფიციარი შევიდა საპირფარეშოში, მას იქ დაეწყო ხველა, საპირფარეშოდან გამოსულს ჰქონდა სპონტანური სისხლდენა პირის ღრუდან და ნესტოებიდან. მედდამ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა ბენეფიციარი რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. მომხდარს შეესწრნენ და მ-----ს გადარჩენას ცდილობდნენ მორიგე აღმზრდელები, მედდა და რამდენიმე ბენეფიციარი. მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა პოლიციას, ფ-----ის დირექტორს, ასევე გარდაცვლილის დას. ამ უკანასკნელის კატეგორიული უარის გამო, ექსპერტიზა არ ჩატარებულა, შესაბამისად, გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა.

 

შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბენეფიციარის გარდაცვალების მომენტში, იქ მყოფ პასუხისმგებელ პ------ მოქმედებები სრულად შეესაბამებოდა ფილიალის დებულებით თუ შინაგანაწესით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, თუმცა, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც მ--------------- ჯგუფის თვალსაზრისით, შესაბამის რეაგირებას საჭიროებენ.

 

კერძოდ, დაწესებულების ექიმ-თერაპევტის განმარტებით მ----- დ--–---–---–ი ფილიალში 03.07.2012 წელს ჩაირიცხა დიაგნოზით: F07.0 ორგანული პიროვნული აშლილობა, პოსტტუბერკულოზური დიდი ნარჩენი ცვლილებები, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, თირკმლის ამილოიზიდი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლისმიერი ენცეფალოპატია, თირკმლის ამილოიდოზი. ექიმ-თერაპევტის განმარტებით, მიუხედავად მისი დიაგნოზისა, ბენეფიციარის მდგომარეობა სომატური სფეროს მხრივ იყო სტაბილური. 2016 წლის იანვარში, მდგომარეობა გაუარესდა, ჰქონდა ცხელება, ხველა, მწვავე ნაზოფარინგიტის დიაგნოზით მიმდინარეობდა მისი მედიკამენტოზურიმკურნალობა ანტიბიოტიკებით, ვიტამინებით და ანტიჰესტამონური მედიკამენტებით, თუმცა, ვინაიდან, დინამიკაში გაუმჯობესება არ აღინიშნა, მას გაუკეთდა სისხლის საერთო ანალიზი 2014 წლის 23 თებერვალს, ხოლო 2016 წლის 24 თებერვალს, ოჯახის ექიმის მიმართვით, გაგზავნილ იქნა გ--------ის ტუბდისპანსერში, ფტიზიატრთან საკონსულტაციოდ. ჩატარებული გამოკვლევებით, ტუბერკულოზი არ დადასტურდა.

 

გათვალისწინებით იმისა, რომ მ----- დ--–---–---–ის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, 2016 წლის 14 მარტს შედგა მულტიდისციპლინური გუნდის შეხვედრა. ბენეფიციარს შესთავაზეს სტაციონარიზაცია შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩატარების მიზნით, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. ფილიალის უფროს ლ--–- კ-----ის განმარტებით, ბოლო პერიოდში, ბენეფიციარს აღენიშნებოდა ცხელება, რაც მკურნალობის შედეგად ალაგდა, თუმცა ის კვლავ იყო ფერმკრთალი და შეინიშნებოდა წონაში კლება.

 

მ--------------- ჯგუფის მიერ ფილიალის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების შესწავლის პროცესში გაირკვა, რომ ბენეფიციარს ინტენსიურად მკურნალობდნენ მისი ერთ-ერთი დიაგნოზის, კერძოდ, პოსტტუბერკულოზური დიდი ნარჩენი ცვლილებების გათვალისწინებით, თუმცა, სხვა დაავადებები, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ენცეფალოპათია და თირკმლის ამილოიდოზი არ იქნა გამოკვლეული. ფილიალში ყოფნის დროს, მხოლოდ ერთხელ, 2014 წლის დეკემბერში ჩაუტარდა მას მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა, რითაც დადგინდა ღვიძლის ზომების მომატება, ხოლო სხვა გამოკვლევები ან დანიშნულება აღნიშნულ დაავადებებთან დაკავშირებით, ბენეფიციარის ფილიალში ცხოვრების მანძილზე (2012 წლის 03 ივნისიდან - 2016 წლის 27 მარტამდე) არ ჩატარებია. ამასთან, არ იკვეთება, რომ ბენეფიციარს შესთავაზეს და მან უარი თქვა ამბულატორიულ გამოკვლევაზე, რომლის ჩატარებაც შესაძლებელი იქნებოდა სტაციონარიზაციის გარეშე. ამბულატორიული კვლევები, რომ შესაძლებელი იქნებოდა, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2016 წლის 24 თებერვალს ბენეფიციარი გაიგზავნა გ--------ის ტუბდისპანსერში, ფტიზიატრთან საკონსულტაციოდ, რაზეც მას უარი არ განუცხადებია.

 

მოხსენებითი ბარათის თანახმად, ფ-----ის მ--------------- სამსახური, მ--------------- ფარგლებში მოკლებულია, ფილიალებსა და სტრუქტურულ ერთეულებში რაიმე სახის სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასების შესაძლებლობას, აღნიშნული სცილდება სამსახურის უფლებამოსილებას. თუმცა, მ--------------- ჯგუფი ვალდებულია, მ--------------- ფარგლებში, შეამოწმოს ფილიალებსა და სტრუქტურულ ერთეულებში ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიწოდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მ--------------- ჯგუფმა მიიჩნია, რომ მ----- დ--–---–---–თან მიმართებით იკვეთებოდა მომსახურების არაჯეროვნად მიწოდების ფაქტი.

 

შესაბამისად, მ---------------, შეფასებისა და პროექტების დიზაინის სამმართველომ ფ-----ის დირექტორს წარუდგინა შემდეგი რეკომენდაციები:

 

- მ------------ შშმპ პ-----------ს უფროსს, ლ--–- კ-----ეს დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა, ამავე ფილიალის დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შეუსრულებლობისთვის, კერძოდ, მან ვერ უზრუნველყო ზედამხედველობის გაეწია მ----- დ--–---–---–ისთვის საჭიროებებიდან გამომდინარე წარმოშობილი, შესაბამისი ზრუნვის მიწოდების პროცესისთვის, რამაც გამოიწვია ამ

- უკანასკნელისთვის არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება;

 

- მ------------ შშმპ პ-----------ს უფროსის მოადგილეს დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა, ამავე ფილიალის დებულების მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის, რადგან მან ვერ გაუწია სათანადო ზედამხედველობა ბენეფიციარის საჭიროებებიდან გამომდინარე წარმოშობილი, შესაბამისი ზრუნვის მიწოდების პროცესს, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელისთვის არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება;

 

- მ------------ შშმპ პ-----------ს ექიმ-თერაპევტს დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა, ამავე ფილიალის დებულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „გ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, რადგან მან ვერ უზრუნველყო ბენეფიციარისთვის სამედიცინო მომსახურების სრულყოფილად მიწოდება და ამასთან არ ჰქონდა მოწესრიგებული ბენეფიციარის სამედიცინო დოკუმენტაცია (მოხსენებითი ბარათი, ტ. 1, ს.ფ. 185-187)

4.1.6. პალატას მიაჩნია, რომ ლ--–- კ-----ის მიერ მ----- დ--–---–---–თან მიმართებით ფილიალის დებულებით გათვალსიწინებულ ვალდებულებათა დარრვევის ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომ ბენეფიციარი მ----- დ--–---–---–ი მ------------ ფილიალში ჩაირიცხა 2012 წლის 03 ივლისს, შემდეგი დიაგნოზით: F07.0 ორგანული პიროვნული აშლილობა, პოსტტუბერკულოზური დიდი ნარჩენი ცლილებები, ღვიძლის ციროზი, ღვიძლისმიერი ენცეფალოპატია, თირკმლის ამილოიდოზი. საქმეში წარმოდგენილი ბენეფიციარის დინამიური მეთვალყურრეობის გასინჯვის ფურცლებიდან (ტ.1.ს.ფ. 206, 216, 221) ირკვევა, რომ პაციენტი თითქმის უწყვეტად უჩიოდა ხველას, რასაც მუდმივად უკავშირებდა გაციებას, პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა სტაბილურად, თუმცა, საყურადღებოდ.

 

დადგენილია, რომ ბენეფიციარს ინტენსიურად მკურნალობდნენ მისი ერთ-ერთი დიაგნოზის, კერძოდ, პოსტტუბერკულოზური დიდი ნარჩენი ცვლილებების გათვალისწინებით, თუმცა, სხვა დაავადებები, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ენცეფალოპათია და თირკმლის ამილოიდოზი არ იქნა გამოკვლეული. ფილიალში ყოფნის დროს, მხოლოდ ერთხელ, 2014 წლის დეკემბერში ჩაუტარდა მას მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა, რითაც დადგინდა ღვიძლის ზომების მომატება, ხოლო სხვა გამოკვლევები ან დანიშნულება აღნიშნულ დაავადებებთან დაკავშირებით, ბენეფიციარის ფილიალში ცხოვრების მანძილზე (2012 წლის 03 ივნისიდან - 2016 წლის 27 მარტამდე) არ ჩატარებია.

 

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით, კერძოდ, ჯანმრთელობის პრობლემების ჩამონათვალი ქრონიკულად მოავადე ბენეფიციარებისთვის (ტ.1.ს.ფ. 240) ირკვევა, რომ 22.02.2012წ. კონსილიუმის გადაწყვეტილებით მ----- დ--–---–---–ს, როგორც ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტს მიეცა რეკომენდაცია ნახველის კულტურალური გამოკვლევის და მისი დინამიკაში დაკვირვების შესახებ. ამავე დოკუმენტის მიხედვით 20.06-ისთვის ფორმა #100-ის მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ პაციენტი გარშემომყოფებისთვის საშიაშროებას არ წარმოადგენდა. (ტ.1.ს.ფ. 240) პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ 24.02.2016 წლამდე პაციენტისთვის ნახველის ანალიზი ჩატარებული არ ყოფილა. 04.03.2016 წლის ბენეფიციარის დინამიური მეთვალყურეობის შესახებ გასინჯვის ფურცლიდან (ტ.1.ს.ფ. 225) ირკვევა, რომ პაციენტს ჩაუტარდა ნახველის კვლევა, თუმცა, ტუბერკულოზი არ გამოვლინდა.

 

აქვე პალატა ხაზს უსვამს იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებას, რომ მართალია, 14.03.2016 წლის ბენეფიციარის დინამიური მეთვალყურეობის გასინჯვის ფურცლიდან და 14.03.2016წ. მულტიდისციპლინარული გუნდის შეხვედრის ოქმიდან ირკვევა, რომ მ----- დ--–---–---–მა უარი განაცხადა სტაციონარირებაზე, თუმცა, დადასტურებული ვერ იქნა ფაქტი მასზედ, რომ ამ უკანასკნელმა ასევე უარი თქვა ამბულატორიული კვლევების ჩატარებაზე. უფრო მეტიც, მოცემულ შემთხვევაში ბენეფიციარის 24.02.2016 წლის გასინჯვის ფურცლიდან (ტ.1.ს.ფ. 224) დგინდება, რომ მ----- დ--–---–---–ი პანსიონის მანქანით წაყვანილი იქნა გ--------ის მრავალპროფილურ კლინიკაში ფტიზიატრთან კონსულტაციის ჩასატებლად, რომელიც ჩაუტარდა კიდეც.

 

„მ------------ შ------------–- შ-----–---–----- მ----- პ------ პ-----------ს“ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ხელმძღვანელის უშუალო ვალდებულებას წარმოადგენდა ფილიალის გამართული საქმიანობის და მომსახურების ხარისხის უზრუნვეყოფა, ბენეფიციართა უფლებების დაცვა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ბენეფიციარი (მ----- დ--–---–---–ი) ვერ იქნა უზრუნველყოფილი შესაბამისი მომსახურების ჯეროვანი მიწოდებით. აპელანტის ის არგუმენტი, რომ ფილიალის უფროსს არ ევალება სამედიცინო განათლების და სპეიციალობის ქონა და რომ ის არ არის ვალდებული განსაზღვროს ბენეფიციართა მკურნალობის მიმართულებები და აშ. პალატის მოსაზრებით, არარელევანტურია. სააპელაციო პალატა ხაზგასმით შენიშანვს, რომ ლ--–- კ-----ის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების დარღვევა კონკრეტულ შემთხვევაში ვლინდება არა იმაში, რომ მისი პირდაპირი ჩართულობით ან პირიქით, მისი ჩაურევლობის გამო, ბენეფიციარს არასწორი სამედიცინო მომსახურება გაეწია (რამაც საბოლოოდ ბენეფიციარის გარდაცვალება გამოიწვია), არამედ მასზე, როგორც ფილიალის ხელმძღვანელზე დაკისრებული მოვალეობების დარღვევა იმაში გამოვლინდა, რომ მან როგორც ფილიალის ხლემძღვანელმა ვერ უზრუნველყო ზედამხედველობის გაწევა მ----- დ--–---–---–ისათვის, საჭიროებებიდან გამომდინარე წამროშობილი, შესაბამისი ზრუნვის მიწოდების პროცესისთვის. დადგენილია, რომ ბენეფიციარს ინტენსიურად მკურნალობდნენ მისი ერთ-ერთი დიაგნოზის, კერძოდ, პოსტტუბერკულოზური დიდი ნარჩენი ცვლილებების გათვალისწინებით, თუმცა, სხვა დაავადებები, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ენცეფალოპათია და თირკმლის ამილოიდოზი გამოკვლეული არ ყოფილა. ფაქტია, რომ ფილიალში ყოფნის დროს, მხოლოდ ერთხელ, 2014 წლის დეკემბერში ჩაუტარდა მას მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა, რითაც დადგინდა ღვიძლის ზომების მომატება, ხოლო სხვა გამოკვლევები ან დანიშნულება აღნიშნულ დაავადებებთან დაკავშირებით, ბენეფიციარის ფილიალში ცხოვრების მანძილზე (2012 წლის 03 ივნისიდან - 2016 წლის 27 მარტამდე) არ ჩატარებია. ასევე ფაქტია, რომ გარდაცვალებამდე მ----- დ--–---–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო გაუარესებული რასთნ დაკავშირებითაც მულტიდისციპლინური გუნდის შეხვედრაც გაიმართა 2016 წლის 14 მარტს, თუმცა რაიმე ქმედითი ნაბიჯი მდგომარეობის გამოსასწორებლად გადადგმული არ ყოფილა და რაიმე კონკრეტული მომსახურება (გარდა იმისა, რომ მ----- დ--–---–---–ს შესთავაზეს სტაციონარული მკურნალობა) ბენეფიციარს არ გაწევია.

 

აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ მიუხედავად მ----- დ--–---–---–ის დიაგნოზისა, საიდანაც ირკვევა, რომ იგი არაერთი სნეულებით იყო დაავადებული, ამასთან, მისი მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა „მ------------ შ------------–- შ-----–---–----- მ----- პ------ პ-----------ს“ მიერ არ ყოფილა გადადგმული ისეთი ნაბიჯები, რომელიც ბენეფიციარისთვის ჯანმრთელობის მომსახურების ჯეროვან მიწოდებას, ამბულატორიული მკუნრალობის კუთხით მაინც უზრუნველყოფდა. ამრიგად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, მასზედ, რომ ლ--–- კ-----ემ, როგორც ფილიალის უფროსმა არასათნადოდ შეასრულა დებულების ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნები, მან ვერ უზრუნველყო ზედამხდეველობის გაწევა მ----- დ--–---–---–ისათვის, საჭიროებებიდან გამომდინარე წარმოშობილი შესაბამისი ზრუნვის მიწოდების პროცესისთვის, რამაც გამოიწვია ბენეფიციარისათვის არაჯეროვანი სამედიცინო მომსაუხების მიწოდება.

 

4.1.7. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გაერმოებები სწორად დაადგინა და მართებულად მიიჩნია, ლ--–- კ-----ის მხრიდან ორივე შემთხვევაში, როგორც 2015 წლის 22 დეკემბრის შემთხვევის დროს, ასევე 2016 წლის 27 მარტის შემთხვევის დროს ფილიალის დებულებითა და შინაგანაწესით მისთვის დაკისრებული მოვალეობების დარღვევის შესახებ გარემოებები, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა სადავო, განთავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების საკითხი და არასწორად მიიჩნია ლ--–- კ-----ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არაკანონიერად. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ კონკრეტულ შემთხვევაში არასწორად განმარტა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”თ” ქვეპუნქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა იზიარებს აპელანტის, სსიპ „ა---------- ვ--------- (ტ------------) მ--------–---, დ--------–-----–-------–---- და დ----------------–-–--------------ს“ პრეტენზიას.

 

ლ--–- კ-----ე სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”თ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”თ” ქვეპუნქტის თანახმად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

 

შესაბამისად, სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით დადგენილ უნდა იქნეს დასაქმებულის მიერ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის და ამ უკანასკნელის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომის გამოყენების ფაქტი. ამ მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შრომის კოდექსის ჩანაწერზე მასზედ, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებელმა ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით მასზე დაკისრებული ვალდებულება. სააპელაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას მასზედ, რომ შრომის კოდექსის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად ისეთ დარღვევას გულისხმობს, რომლის იდენტური (ანალოგიური) დარღვევის ჩადენისთვისაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამსაქმებელმა დასაქმებულის მიმართ უკვე გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამგვარი დასკვნა არ გამომდინარეობს აღნიშნული ნორმის სიტყვა-სიტყვითი, ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტებიდან და იმისათვის, რომ დასახელებული ნორმის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტა მართზომიერად იქნეს მიჩნეული საკმარის საფუძველს წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების ან შინაგნაწესით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის ვალდებულების მინიმუმ ორჯერ დარღვევა ერთი წლის პერიოდში.

 

პალატა განმარტავს, რომ შრომის ხელშეკრულების დარღვევის კონტექსტში, დასაქმებულის ქმედების განსჯა, მისი შეფასება და სანქცირება დამსაქმებლის გადასახედიდან, მის ინტერესებში და, რაღა თქმა უნდა, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით მოწმდება. ამ მიმართებით დგინდება, თუ რა თავისებურებით ხასიათდება ყოველი კონკრეტული სამუშაო, რა პრიორიტეტები აქვს დამსაქმებელს, რა დონის დისციპლინას მოითხოვს შესასრულებელი სამუშაო, რა სახის უარყოფით შედეგებთან არის დაკავშირებული ესა თუ ის დარღვევა და ა. შ.; დაწესებულება, რომლის ხელმძღვანელის (უფროსის) მოვალებასაც ასრულებდა ლ--–- კ-----ე წარმოადგენს სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებას, რომელიც სოციალურ მომსახურებას უწევს შ------------–- შ-----–---–----- მ----- სრულწლოვან პირებს (ბენეფიციარებს). პალატა მიიჩნევს, რომ მომსახურების გამწევ ისეთ საპასუხისმგებლო დაწესებულებაში, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, სამუშაოს და მოვალეობების გულისხმიერად, კეთილსინდისიერად და მაღალი სტანდარტით შესრულების ფაქტორს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. დადგენილია, რომ ერთი წლის განმავლობაში ლ--–- კ-----ის მხრიდან ორივე შემთხვევაში, როგორც 2015 წლის 22 დეკემბრის შემთხვევის დროს, ასევე 2016 წლის 27 მარტის შემთხვევის დროს, დარღვეული იქნა ფილიალის დებულებითა და შინაგანაწესით მისთვის დაკისრებული მოვალეობები. ის მოცემულობა, რომ ლ--–- კ-----ის, როგორც ფილიალის უფროსის მხრიდან ერთ შემთხვევაში დარღვეულია დაუყოვნებლივ ინფორმირების ვალდებულება, ხოლო მეორე შემთხვევაში დარღვეულია ბენეფიციარის საჭიროებებიდან გამომდინარე წარმოშიბილი შესაბამისი ზრუნვის (სამედიცინო მომსახურების) მიწოდების პროცესისთვის ზედამხდეველობის გაწევის ვალდებულება, პალატის მოსაზრებით საკმარის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს შკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის "თ" ქვეპუნქტის კვალიფიკაციისათვის და დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის. ამდენად პალატა ასკვნის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დამსაქმებელმა კანონიერად განახორციელა შორმითი ურთიერთობის შეწყვეტა და არ არსებობს სადავო ბრძანების ბათილობის წინაპირობები, რაც გამორიცხავს ლ--–- კ-----ის სარჩელის, ასევე სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

5. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. სააპელაციო პალატა ზემო პუნქტებში მითითბული ფაქტობრივი გარემოებების და მსჯელობის საფუძველზე ასკვნის, რომ სიპ „ა---------- ვ--------- (ტ------------) მ--------–---, დ--------–-----–-------–---- და დ----------------–-–--------------ს“ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები; სიპ „ა---------- ვ--------- (ტ------------) მ--------–---, დ--------–-----–-------–---- და დ----------------–-–--------------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება კი, თავის გამორიცხავს ლ--–- კ-----ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას. ლ--–- კ-----ის სარჩელი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

 

6. საპროცესო ხარჯები

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოოდ სარჩელი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულია ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე და ასევე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟი ლ--–- კ-----ისათვის ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

 

რაც შეეხება მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილ სახ. ბაჟს, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ლ--–- კ-----ეს სსსკ-ის 55-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სსიპ „ა---------- ვ--------- (ტ------------) მ--------–---, დ--------–-----–-------–---- და დ----------------–-–--------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 720 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლ--–- კ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. სსიპ „ა---------- ვ--------- (ტ------------) მ--------–---, დ--------–-----–-------–---- და დ----------------–-–--------------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. ლ--–- კ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

5. ლ--–- კ-----ეს სსიპ „ა---------- ვ--------- (ტ------------) მ--------–---, დ--------–-----–-------–---- და დ----------------–-–--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 720 ლარის გადახდა სააპელაციო საჩივარზე აპელანტის მიერ გაწეული სახ. ბაჟის ანგარიშში.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს, სასამართლო გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნებათ იმავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დაცვით.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /

 

მოსამართლეები: /ეკატერინე ცისკარიძე /

 

/დიანა ბერეკაშვილი/