განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330310017002152076 (3ბ/969-18)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ა------–-----–---
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ქ------------–---–---–-
წარმომადგენელი - რ---–---------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ------------–---–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2017 წლის 22 აგვისტოს N6----------- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის N0------- გადაწყვეტილებები; დაევალა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი წელთა ნამსახურობის შესაბამისად (23 წელი, 11 თვე და 05 დღე) მოსარჩელისათვის კომპენსაციის დანიშვნა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 08 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N3ბ/1015-16) ქ------------–---–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ქ------------–---–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2014 წლის 13 ნოემბრის N2------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული და საქმისათვის სხვა არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი აქტის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოცემა.
2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 08 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/1015-16) საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს მიერ 2017 წლის 29 ივნისს შედგენილ იქნა ქ----------–----ს ასული ს---–---–---–-ს კომპენსაციისთვის წელთა ნამსახურობის ანგარიში. ანგარიშში ჩათვლილი იქნა ქ------------–---–---–-ს 1979 წლის 01 სექტემბრიდან 1984 წლის 30 ივნისამდე, თბილისის ს----–-–-------------------- ინსტიტუტში სწავლისა (4 წელი, 09 თვე, 29 დღე) და 1996 წლის 7 მაისიდან 2000 წლის 28 ივნისამდე (2 წელი, 25 დღე) სასჯელაღსრულების მთავარი სამმართველოს N--------–--------------–------------------- საშუალებების და კავშირის მომსახურეობის ინჟინრად მუშაობის პერიოდები. წელთა ნამსახურობის ანგარიშის თანახმად, ქ------------–---–---–-ს ნამსახურობა შეადგენს 17 წელს, 0 თვეს და 11 დღეს; შეღავათიანი 02 წელი, 0 თვე და 25 დღე; სწავლა 04 წელი, 09 თვე და 29 დღე; სულ წელთა ნამსახურობა შეადგენს 23 წელს, 11 თვეს და 5 დღეს.
2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 29 ივნისს M---------------- წერილით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისი-დიდგორის სერვის ცენტრს და წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია (წელთა ნამსახურობის ანგარიში, შს მინისტრის 2005 წლის 27 იანვრის N----– ბრძანების ამონაწერი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება) შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის ქ----------–----ს ასული ს---–---–---–-სათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. 2017 წლის 10 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ M---------------- წერილით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისი-დიდგორის სერვის ცენტრს და დამატებით წარუდგინა ქ------------–---–---–-ს წელთა ნამსახურობის ანგარიში, რომლის თანახმად, ქ------------–---–---–-ს წელთა ნამსახურობა შეადგენს 23 წელს, 11 თვეს და 5 დღეს.
2.4. 2017 წლის 11 აგვისტოს ქ------------–---–---–მა N----- განცხადებით მიმართა ძველი თბილისის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრს და მოითხოვა წელთა ნამსახურობის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2017 წლის 22 აგვისტოს N6----------- გადაწყვეტილებით, ქ------------–---–---–-ს მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ქ------------–---–---–-ს შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობის კალენდარული წლები შეადგენს 17 წელს, 00 თვესა და 11 დღეს, ხოლო შეღავათიანი გამოანგარიშებითა და სწავლის წლების გათვალისწინებით - 23 წელს, 11 თვეს და 5 დღეს. მოცემულ შემთხვევაში ქ------- ს---–---–---–-ს კალენდარული ნამსახურობის წლები არ შეადგენს 20 წელს, შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივი საფუძვლები.
2.5. 2017 წლის 12 სექტემბერს ქ------------–---–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2017 წლის 22 აგვისტოს N6----------- გადაწყვეტილების გაუქმება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის N0------- გადაწყვეტილებით, ქ------------–---–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ კანონის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, სწავლის, მათ შორის, განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდების შეღავათიანი გაანგარიშებით 20 წლიანი კალენდარული ნამსახურობის შევსებას კანონი არ ითვალისწინებს. სწავლის პერიოდი და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის შეღავათიანი გაანგარიშებით ითვლებოდა და ითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში (20 კალენდარული წლის ზემოთ) მხოლოდ სახელმწიფო გასაცემლის გაანგარიშებისთვის და არა კომპენსაციაზე უფლების მოპოვების მიზნებისათვის.
დასვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2017 წლის 22 აგვისტოს N6----------- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის N0------- გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ სწორედ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით არის შესაძლებელი ნამსახურობის წელთა საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა.
2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მათ შორის ნამსახურობის წელთა მიხედვით. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
2.8. საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში - კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. „სახელმწიფო კომპენსციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. იმავე კანონის მე-6 მუხლი ადგენს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების წარმოშობის საფუძვლებს, კერძოდ, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების წარმოშობის საფუძველია ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. იმავე მუხლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე პირს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა შეუძლია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუქნტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. იგივე კანონი განსაზღრავს კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემაზე კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო. ამ უკანასკნელს აკონკრეტებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი, რომლის მე-2 მუხლი ადგენს, რომ კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. აღნიშნული ასევე განმტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულებით, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება- მოვალეობების განხორციელება. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ნორმების გათვალისწინებით, სწორედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს კომპენსაციის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა, გადაანგარიშება, აგრეთვე, კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება, მათ შორის, დაკისრებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების შექმნა, გარდაქმნა და გაუქმება; სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაცია, მართვა და მონიტორინგი; სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. აღსანიშნავია, რომ ზემოთ მითითებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი’’ განსაზღვრავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს კომპენსაციის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციულ ციკლის რეგულირებას, ადგენს კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებულის წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე წესის შემოღების მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველსაყოფად გამართული სისტემის ჩამოყალიბება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. საჭირო დოკუმენტთა ნუსხას განსაზღვრავს დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტი, მათ შორის მითითებულია შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 08 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/1015-16) საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს მიერ 2017 წლის 29 ივნისს შედგენილ იქნა ქ----------–----ს ასული ს---–---–---–-ს კომპენსაციისთვის წელთა ნამსახურობის ანგარიში. ანგარიშში ჩათვლილი იქნა ქ------- ს---–---–---–-ს 1979 წლის 01 სექტემბრიდან 1984 წლის 30 ივნისამდე, თბილისის ს----–-–-------------------- ინსტიტუტში სწავლისა (4 წელი, 09 თვე, 29 დღე) და 1996 წლის 7 მაისიდან 2000 წლის 28 ივნისამდე (2 წელი, 25 დღე) სასჯელაღსრულების მთავარი სამმართველოს N--------–--------------–------------------- საშუალებების და კავშირის მომსახურეობის ინჟინრად მუშაობის პერიოდები. წელთა ნამსახურობის ანგარიშის თანახმად, ქ------------–---–---–-ს ნამსახურობამ ჯამში შეადგინა 23 წელს, 11 თვე და 5 დღეს. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 29 ივნისს და 2017 წლის 10 აგვისტოს წარდგინებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისი-დიდგორის სერვის ცენტრს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის ქ----------–----ს ასული ს---–---–---–-სათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია (წელთა ნამსახურობის ანგარიში, შს მინისტრის 2005 წლის 27 იანვრის N----– ბრძანების ამონაწერი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება). 2017 წლის 11 აგვისტოს ქ------------–---–---–მა N----- განცხადებით მიმართა ძველი თბილისის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრს და მოითხოვა წელთა ნამსახურობის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2017 წლის 22 აგვისტოს N6----------- გადაწყვეტილებით, ქ------------–---–---–-ს მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ქ------------–---–---–-ს შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობის კალენდარული წლები შეადგენდა 17 წელს, 00 თვესა და 11 დღეს, ხოლო შეღავათიანი გამოანგარიშებითა და სწავლის წლების გათვალისწინებით - 23 წელს, 11 თვეს და 5 დღეს. მოცემულ შემთხვევაში ქ------------–---–---–-ს კალენდარული ნამსახურობის წლები არ შეადგენდა 20 წელს, შესაბამისად, არ არსებობდა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივი საფუძვლები. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის N0------- გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ქ------------–---–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი იმ საფუძვლით, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ კანონის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, სწავლის, მათ შორის, განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდების შეღავათიანი გაანგარიშებით 20 წლიანი კალენდარული ნამსახურობის შევსებას კანონი არ ითვალისწინებს. სწავლის პერიოდი და განსაკუთრებულ პირობებში სამსახური შეღავათიანი გაანგარიშებით ითვლებოდა და ითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში (20 კალენდარული წლის ზემოთ), მხოლოდ სახელმწიფო გასაცემლის გაანგარიშებისთვის და არა კომპენსაციაზე უფლების მოპოვების მიზნებისათვის.
2.10. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება. იმავე კანონის მე-11 მუხლის ,,ა’’ პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. მითითებული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წელთა ნამსახურობაში პენსიის დანიშვნისათვის ჩაითვლება: საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი - სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურეები, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები უსაფუძვლოდ იყვნენ მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებულნი. იმავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ------------–---–---–-სათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი გახდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ კანონის მე-16 მუხლის მეორე და მესამე პუნქტები და მათი განმარტება იმგვარად, რომ სწავლის, მათ შორის, განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდების შეღავათიანი გაანგარიშებით 20 წლიანი კალენდარული ნამსახურობის შევსებას კანონი არ ითვალისწინებს. სწავლის პერიოდი და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის შეღავათიანი გაანგარიშებით ითვლებოდა და ითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში (20 კალენდარული წლის ზემოთ), მხოლოდ სახელმწიფო გასაცემლის გაანგარიშებისთვის და არა კომპენსაციაზე უფლების მოპოვების მიზნებისათვის.
2.11. საქალაქო სასამართლომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შეფასების შედეგად განმარტა, რომ განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით და სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და სასწავლებლებში სწავლის პერიოდი გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამართლებრივ ურთიერთობაში, მათ შორის, კომპენსაციის დანიშვნის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, რამდენადაც მითითებული ნორმებით რაიმე სპეციალური ამკრძალავი დათქმა გათვალისწინებული არ არის. სამსახურის განსაკუთრებული პირობები სწორედ პირის ნამსახურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადასტურებს, რაც კანონმდებლის მიერ გათვალისწინებული იქნა ასეთი სამართლებრივი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების დროს. მეტიც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმეზე N3ბ/1015-16), რომელიც წარდგენილი იყო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში, სააპელაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: ,,ნამსახურობის წელთა დაანგარიშებაზე უარის თქმისას ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ ამ წლებში მას ვერ ჩაეთვლებოდა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი, რადგან აღნიშნული პერიოდის ჩათვლა ხორციელდება მაშინ, როდესაც ნამსახურების წელთა რაოდენობა 20 წელი ან მეტია. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ამგვარი პოზიცია არ გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ. აღნიშნული რეგულაცია არ ითვალისწინებს სწავლის პერიოდის ჩათვლისათვის სავალდებულოდ 20 და უფრო მეტი ნამსახურობის სტაჟის არსებობას; ანუ, სწავლის პერიოდის ჩათვლა შესაძლოა განხორციელდეს ნამსახურობის უფრო მცირე ვადის შემთხვევაშიც; თუმცა, ზემოაღნიშნული, კანონის სიტყვასიტყვითი წაკითხვის შედეგად, წარმოადგენს შესაძლებლობას და არა ვალდებულებას, ანუ, აღნიშნული ჩათვლის განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებაა, რაც თავის მხრივ გულისხმობს უფლებამოსილებას, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება (სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი)’’. ამდენად, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 08 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/1015-16) საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს მიერ 2017 წლის 10 აგვისტოს შედგენილ იქნა ქ----------–----ს ასული ს---–---–---–-ს კომპენსაციისთვის წელთა ნამსახურობის ანგარიში და ანგარიშში ჩათვლილი იქნა ქ------------–---–---–-ს თბილისის ს----–-–-------------------- ინსტიტუტში სწავლისა და 1996 წლის 7 მაისიდან 2000 წლის 28 ივნისამდე სასჯელაღსრულების მთავარი სამმართველოს N--------–--------------–------------------- საშუალებების და კავშირის მომსახურეობის ინჟინრად მუშაობის პერიოდი, ხოლო ანგარიშის თანახმად, ქ------------–---–---–-ს წელთა ნამსახურობა შეადგენს 23 წელს, 11 თვეს და 5 დღეს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილი არ იყო შეეზღუდა ქ------------–---–---–-ს კანონიერი უფლება მიეღო სახელწიფო კომპენსაცია ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით.
2.12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ზემოაღნიშნული ნორმისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2017 წლის 22 აგვისტოს N6----------- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის N0------- გადაწყვეტილებები, ვინაიდან სადავო აქტები ეწინააღმდეგება კანონს და მათი არსებობა პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2017 წლის 22 აგვისტოს N6----------- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის N0------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლები, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი წელთა ნამსახურობის შესაბამისად (23 წელი, 11 თვე, 05 დღე) მოსარჩელისათვის კომპენსაციის დანიშვნა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, ქ------------–---–---–-ს შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობის კალენდარული წლები შეადგენს 17 წელსა და 11 დღეს, ხოლო შეღავათიანი გამოანგარიშებითა და სწავლის წლების გათვალისწინებით 23 წელს, 11 თვესა და 5 დღეს. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარგიში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოცილური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს (მათ შორის, შს ორგანოებიდან დათხოვნილ პირებს), კომპენსაცია ენიშნებათ, თუ მათ სამსახურიდან დათხოვნის დღეს გააჩნიათ ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი წელი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დახოვნილ მოსამსახურეებს წელთა ნამსახურეობაში შეიძლება ჩაეთვალოთ სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და უშიშროების სამსახური ორგანოებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ ან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით, მითითებული ნორმებით განსაზღვრული რეგულაცია, სწავლის, მათ შორის განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდების შეღავათიანი გაანგარიშებით 20 წლიანი კალენდარული ნამსახურობის შევსებას არ ითვალიწინებს. აღნიშნულ ნორმების თანახმად, სწავლის პერიოდი და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის შეღავათიანი გაანგარიშებით ითვლებოდა და დღემდე ითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში (20 კალენდარული წლის ზემოთ), მხოლოდ სახელმწიფო გასაცემლის გაანგარიშებისათვის და არა კომპენსაციაზე უფლების მოპოვების მიზნებისათვის. ნორმით ძირითადად რეგულირდება საერთო წელთა ნამსახურობის პირობები, რომელშიც შესაძლებელია სწავლის პერიოდის გათვალისწინებაც. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობის გაანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად, თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. განსაკუთრებულ პრიობებში სამსახურის შეღავათიანი გაანგარიშებით, სამხედრო მოსამსახურეებს ერთი წლის ნამსახურობა ზოგიერთ შემთხვევაში ეთვლებათ ერთნახევრად, ორად და საომარ მდგოამრეობაში სამად, შესაბამისად, ერთი კალენდარული წელი მოიცავს მხოლოდ 12 თვეს და ერთი კალენდარული წელი ვერ იქნება 12 თვეზე მეტი. ამასთან, დასახელებული კანონის მე-11 მუხლში შემთხვევით არ არის ნახსენები ტერმინი 20 ან 10 „კალენდარული“ და „შრომის საერთო სტაჟი“ ან წელთა ნამსახურობის 10 წელი, სიტყვა „კალენდარულის“ გარეშე. წელთა ნამსაურობის 20 ან 10 კალენდარული წლის არსებობა წარმოადგენს კანონის იმპერატიულ მოთხოვნას, რაც გულისხმობს და მოიცავს მხოლოდ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამსახურებში ნამსახურობის პერიოდს და არა სწავლის, განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის ან სხვა რომელიმე სამოქლაქო სამსახურში მუშაობის პეიროდის ათვლას. შესაბამისად, არსებით განსხვევებაა ნორმაში მოცემულ ტერმინებს შორის: „კალენდარული“, „შრომის საერთო სტაჟი“ და „წელთა ნამსახურობის სტაჟი“.
3.2. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქ------------–---–---–-სათვის 20 წლიან კალენდარულ ნამსახურობაში სწავლის პერიოდის ჩათვლაზე, აპელანტი აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო წელთა ნამსახურობაში თვალსაჩინოებისათვის ცალ-ცალკე აფიქსირებს კალენდარულ, შეღავათიან და სწავლის პერიოდებს და იგი არ არის გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე. სახელმწიფო კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
3.3. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებულ გადაწვეტილებაში განმარტებულია, რომ განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით და სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალქო, სპეციალურ და სასწავლებელში სწავლის პერიოდი გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამართლებივ ურთიერთობაში, მათ შორის კომპენსაციის დანიშვნის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, რამდენადაც მითითებული ნორმით რაიმე განსაკუთრებული ამკრძალავი დათქმა გათვალისწინებული არ არის. სამსახურის განსაკუთრებული პირობები სწორედ პირის ნამსახურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადასტურებს, რაც კანონმდებლის მიერ გათვალისწინებული იქნა ასეთი სამართლებრივი ურთიერთოებების სამართლებრივი რეგულირების დროს.
3.4. აპელანტის მოსაზრებით, მოცმეულ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად განმარტა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარგიში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ამავე კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს (მათ შორის, შს ორგანოებიდან დათხოვნილ პირებს), კომპენსაცია ენიშნებათ, თუ მათ სამსახურიდან დათხოვნის დღეს გააჩნიათ ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი წელი. აღნიშნული ნორმის განმარტებისას მთავარი არის 20 კალენდარული წლის არსებობა. ამავე მუხლის დანარჩენ პუნქტებში კანონმდებელი არ აკეთებს სპეციალურ დათქმას კალენდარულ წლებზე, ხოლო „ა“ ქვეპუნქტში კომპესაციის დანიშვნაზე უფლების მოსაპოვებლად გათვალისწინებულია კალენდარული წელი, რაც ვერ მიიღწევა განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდის გაანგარიშებით, ვინაიდან კალენდარული წელი შეადგენს 12 თვეს. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართოს 2018 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილებას, მასში განმარტებულია „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურდან თადრგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი იმგვარად, რომ სწავლის პერიოდის ჩათვლისათვის არ არის სავალდებულო 20 და უფრო მეტი ნამსახურობის სტაჟის არსებობა, ანუ სწავლის პერიოდის ჩათვლა შესაძლოა განხორციელდეს ნამსახურობის უფრო მცირე ვადის შემთხვევშიც. თუმცა, ზემოაღნიშნული კანონის სიტყვასიტყვით წაკითხვის შედეგად, წარმოადგენს შესაძლებლობას და არა ვალდებულებას, ანუ აღნიშნულ ჩათვლის განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებაა, რაც თავის მხრივ გულისხმობს უფლებამოსილებას, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველზე მისაღები გადწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტრო და არა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო კომპენსაციის დანიშვნის ადმინისტრირების ორგანოს წარმოადგენს სააგენტო და ამ ორი უწყების ფუნქცია-მოვალეობები განსხვავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს წელთა გაანგარიშების პერიოდში შეიძლებოდა ჩაეთვალა შეღავათიანი და სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და სასწავლებელში სწავლის პერიოდიც, ვინაიდან ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლის არ შეიცავს დათქმას კალენდარული წლის არსებობაზე. ხოლო მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლითაც ხელმძღვანელობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო კომპენსაციის დანიშვნისას, პირდაპირ ითვალსიწინებს სავალდებულოდ 20 კალენდარული წლის არსებობას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 08 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N3ბ/1015-16) ქ------------–---–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ქ------------–---–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2014 წლის 13 ნოემბრის N2------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული და საქმისათვის სხვა არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი აქტის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოცემა.
4.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 08 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/1015-16) საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს მიერ 2017 წლის 29 ივნისს შედგენილ იქნა ქ----------–----ს ასული ს---–---–---–-ს კომპენსაციისთვის წელთა ნამსახურობის ანგარიში. ანგარიშში ჩათვლილი იქნა ქ------------–---–---–-ს 1979 წლის 01 სექტემბრიდან 1984 წლის 30 ივნისამდე, თბილისის ს----–-–-------------------- ინსტიტუტში სწავლისა (4 წელი, 09 თვე, 29 დღე) და 1996 წლის 7 მაისიდან 2000 წლის 28 ივნისამდე (2 წელი, 25 დღე) სასჯელაღსრულების მთავარი სამმართველოს N--------–--------------–------------------- საშუალებების და კავშირის მომსახურეობის ინჟინრად მუშაობის პერიოდები. წელთა ნამსახურობის ანგარიშის თანახმად, ქ------------–---–---–-ს ნამსახურობა შეადგენს 17 წელს, 0 თვეს და 11 დღეს; შეღავათიანი 02 წელი, 0 თვე და 25 დღე; სწავლა 04 წელი, 09 თვე და 29 დღე; სულ წელთა ნამსახურობა შეადგენს 23 წელს, 11 თვეს და 5 დღეს.
4.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 29 ივნისს M---------------- წერილით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისი-დიდგორის სერვის ცენტრს და წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია (წელთა ნამსახურობის ანგარიში, შს მინისტრის 2005 წლის 27 იანვრის N----– ბრძანების ამონაწერი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება) შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის ქ----------–----ს ასული ს---–---–---–-სათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. 2017 წლის 10 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ M---------------- წერილით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისი-დიდგორის სერვის ცენტრს და დამატებით წარუდგინა ქ------------–---–---–-ს წელთა ნამსახურობის ანგარიში, რომლის თანახმად, ქ------------–---–---–-ს წელთა ნამსახურობა შეადგენს 23 წელს, 11 თვეს და 5 დღეს.
4.5. 2017 წლის 11 აგვისტოს ქ------------–---–---–მა N----- განცხადებით მიმართა ძველი თბილისის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრს და მოითხოვა წელთა ნამსახურობის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2017 წლის 22 აგვისტოს N6----------- გადაწყვეტილებით, ქ------------–---–---–-ს მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ქ------------–---–---–-ს შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობის კალენდარული წლები შეადგენს 17 წელს, 00 თვესა და 11 დღეს, ხოლო შეღავათიანი გამოანგარიშებითა და სწავლის წლების გათვალისწინებით - 23 წელს, 11 თვეს და 5 დღეს. მოცემულ შემთხვევაში ქ------- ს---–---–---–-ს კალენდარული ნამსახურობის წლები არ შეადგენს 20 წელს, შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივი საფუძვლები.
4.6. 2017 წლის 12 სექტემბერს ქ------------–---–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2017 წლის 22 აგვისტოს N6----------- გადაწყვეტილების გაუქმება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის N0------- გადაწყვეტილებით, ქ------------–---–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ კანონის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, სწავლის, მათ შორის, განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდების შეღავათიანი გაანგარიშებით 20 წლიანი კალენდარული ნამსახურობის შევსებას კანონი არ ითვალისწინებს. სწავლის პერიოდი და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის შეღავათიანი გაანგარიშებით ითვლებოდა და ითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში (20 კალენდარული წლის ზემოთ) მხოლოდ სახელმწიფო გასაცემლის გაანგარიშებისთვის და არა კომპენსაციაზე უფლების მოპოვების მიზნებისათვის.
სამართლებრივი დასაბუთება
4.7. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.8. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს ეწინააღმდეგებოდნენ, ასევე, ისინი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდნენ მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
4.11. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში - კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. „სახელმწიფო კომპენსციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. იმავე კანონის მე-6 მუხლი ადგენს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების წარმოშობის საფუძვლებს, კერძოდ, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების წარმოშობის საფუძველია ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. იმავე მუხლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე პირს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა შეუძლია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუქნტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. იგივე კანონი განსაზღრავს კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემაზე კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო. ამ უკანასკნელს აკონკრეტებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი, რომლის მე-2 მუხლი ადგენს, რომ კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. აღნიშნული ასევე განმტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულებით, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება- მოვალეობების განხორციელება. მითითებული ნორმების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ სწორედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს კომპენსაციის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა, გადაანგარიშება, აგრეთვე, კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება, მათ შორის, დაკისრებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების შექმნა, გარდაქმნა და გაუქმება; სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაცია, მართვა და მონიტორინგი; სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. აღსანიშნავია, რომ ზემოთ მითითებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
4.12. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი’’ განსაზღვრავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს კომპენსაციის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციულ ციკლის რეგულირებას, ადგენს კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებულის წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე წესის შემოღების მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველსაყოფად გამართული სისტემის ჩამოყალიბება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. საჭირო დოკუმენტთა ნუსხას განსაზღვრავს დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტი, მათ შორის მითითებულია შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 08 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/1015-16) საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს მიერ 2017 წლის 29 ივნისს შედგენილ იქნა ქ----------–----ს ასული ს---–---–---–-ს კომპენსაციისთვის წელთა ნამსახურობის ანგარიში. ანგარიშში ჩათვლილი იქნა ქ------- ს---–---–---–-ს 1979 წლის 01 სექტემბრიდან 1984 წლის 30 ივნისამდე, თბილისის ს----–-–-------------------- ინსტიტუტში სწავლისა (4 წელი, 09 თვე, 29 დღე) და 1996 წლის 7 მაისიდან 2000 წლის 28 ივნისამდე (2 წელი, 25 დღე) სასჯელაღსრულების მთავარი სამმართველოს N--------–--------------–------------------- საშუალებების და კავშირის მომსახურეობის ინჟინრად მუშაობის პერიოდები. წელთა ნამსახურობის ანგარიშის თანახმად, ქ------------–---–---–-ს ნამსახურობამ ჯამში შეადგინა 23 წელს, 11 თვე და 5 დღეს. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 29 ივნისს და 2017 წლის 10 აგვისტოს წარდგინებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისი-დიდგორის სერვის ცენტრს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის ქ----------–----ს ასული ს---–---–---–-სათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია (წელთა ნამსახურობის ანგარიში, შს მინისტრის 2005 წლის 27 იანვრის N----– ბრძანების ამონაწერი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება). 2017 წლის 11 აგვისტოს ქ------------–---–---–მა N----- განცხადებით მიმართა ძველი თბილისის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრს და მოითხოვა წელთა ნამსახურობის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2017 წლის 22 აგვისტოს N6----------- გადაწყვეტილებით, ქ------------–---–---–-ს მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ქ------------–---–---–-ს შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობის კალენდარული წლები შეადგენდა 17 წელს, 00 თვესა და 11 დღეს, ხოლო შეღავათიანი გამოანგარიშებითა და სწავლის წლების გათვალისწინებით - 23 წელს, 11 თვეს და 5 დღეს. მოცემულ შემთხვევაში ქ------------–---–---–-ს კალენდარული ნამსახურობის წლები არ შეადგენდა 20 წელს, შესაბამისად, არ არსებობდა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივი საფუძვლები. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის N0------- გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ქ------------–---–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი იმ საფუძვლით, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ კანონის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, სწავლის, მათ შორის, განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდების შეღავათიანი გაანგარიშებით 20 წლიანი კალენდარული ნამსახურობის შევსებას კანონი არ ითვალისწინებს. სწავლის პერიოდი და განსაკუთრებულ პირობებში სამსახური შეღავათიანი გაანგარიშებით ითვლებოდა და ითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში (20 კალენდარული წლის ზემოთ), მხოლოდ სახელმწიფო გასაცემლის გაანგარიშებისთვის და არა კომპენსაციაზე უფლების მოპოვების მიზნებისათვის.
4.13. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება. იმავე კანონის მე-11 მუხლის ,,ა’’ პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. მითითებული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წელთა ნამსახურობაში პენსიის დანიშვნისათვის ჩაითვლება: საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი - სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურეები, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები უსაფუძვლოდ იყვნენ მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებულნი. იმავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ------------–---–---–-სათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი გახდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ კანონის მე-16 მუხლის მეორე და მესამე პუნქტები და მათი განმარტება იმგვარად, რომ სწავლის, მათ შორის, განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდების შეღავათიანი გაანგარიშებით 20 წლიანი კალენდარული ნამსახურობის შევსებას კანონი არ ითვალისწინებს. აპელანტის მითითებით, სწავლის პერიოდი და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის შეღავათიანი გაანგარიშებით ითვლებოდა და ითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში (20 კალენდარული წლის ზემოთ), მხოლოდ სახელმწიფო გასაცემლის გაანგარიშებისთვის და არა კომპენსაციაზე უფლების მოპოვების მიზნებისათვის.
4.14. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შეფასების შედეგად სწორად განმარტა, რომ განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით და სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და სასწავლებლებში სწავლის პერიოდი გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამართლებრივ ურთიერთობაში, მათ შორის, კომპენსაციის დანიშვნის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, რამდენადაც მითითებული ნორმებით რაიმე სპეციალური ამკრძალავი დათქმა გათვალისწინებული არ არის. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ სამსახურის განსაკუთრებული პირობები სწორედ პირის ნამსახურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადასტურებს, რაც კანონმდებლის მიერ გათვალისწინებული იქნა ასეთი სამართლებრივი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების დროს. მეტიც, კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმეზე N3ბ/1015-16), რომელიც წარდგენილი იყო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში, სააპელაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: ,,ნამსახურობის წელთა დაანგარიშებაზე უარის თქმისას ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ ამ წლებში მას ვერ ჩაეთვლებოდა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი, რადგან აღნიშნული პერიოდის ჩათვლა ხორციელდება მაშინ, როდესაც ნამსახურების წელთა რაოდენობა 20 წელი ან მეტია. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ამგვარი პოზიცია არ გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ. აღნიშნული რეგულაცია არ ითვალისწინებს სწავლის პერიოდის ჩათვლისათვის სავალდებულოდ 20 და უფრო მეტი ნამსახურობის სტაჟის არსებობას; ანუ, სწავლის პერიოდის ჩათვლა შესაძლოა განხორციელდეს ნამსახურობის უფრო მცირე ვადის შემთხვევაშიც; თუმცა, ზემოაღნიშნული, კანონის სიტყვასიტყვითი წაკითხვის შედეგად, წარმოადგენს შესაძლებლობას და არა ვალდებულებას, ანუ, აღნიშნული ჩათვლის განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებაა, რაც თავის მხრივ გულისხმობს უფლებამოსილებას, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება (სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი)’’. ამდენად, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 08 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/1015-16) საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს მიერ 2017 წლის 10 აგვისტოს შედგენილ იქნა ქ----------–----ს ასული ს---–---–---–-ს კომპენსაციისთვის წელთა ნამსახურობის ანგარიში და ანგარიშში ჩათვლილი იქნა ქ------------–---–---–-ს თბილისის ს----–-–-------------------- ინსტიტუტში სწავლისა და 1996 წლის 7 მაისიდან 2000 წლის 28 ივნისამდე სასჯელაღსრულების მთავარი სამმართველოს N--------–--------------–------------------- საშუალებების და კავშირის მომსახურეობის ინჟინრად მუშაობის პერიოდი, ხოლო ანგარიშის თანახმად, ქ------------–---–---–-ს წელთა ნამსახურობა შეადგენს 23 წელს, 11 თვეს და 5 დღეს, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილი არ იყო შეეზღუდა ქ------------–---–---–-ს კანონიერი უფლება მიეღო სახელწიფო კომპენსაცია ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე