განაჩენი

სისხლის სამართლის 27.07.2018
საქმის ნომერი
330100118002348512
ინსტანცია
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

№1ბ/893-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ

 

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ---------–----------------–---–-- მიმართ - დაბადებული 1----–-–----------ს, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------–-------------------------–--------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 111, 120-ე მუხლითა და სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 08 ივნისის განაჩენით:

 

გ--------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით და საქართველოს სს-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩდენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ც-–------------–-–---–-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ი---------------–-–--ლი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;

 

საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------------–-ილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

გ--------------–-ილს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2018 წლის 09 იანვარს, დაახლოებით 23 საათზე, თბილისში, ს----–---–-------------–-------------------- -ში გ--------------–-ილმა ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლის ც-–-------------–-–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ც-–------------–-–-ილს ყელის არეში მოუჭირა ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 11 იანვარს, შუადღის საათებში, თბილისში კ--–-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ--------------–-ილმა მეუღლის ც-–------------–-–---–-ს მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, გ---------------–---–მა ორივე ხელებით მოქაჩა თმებში ც-–------------–-–-ილს და შემდგომ დააგდო იატაკზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 11 იანვარს, შუადღის საათებში, თბილისში კ--–-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ--------------–-ილმა მეუღლის ც-–------------–-–---–-ს დედას ი---------------–-–--ლს მარცხენა მხარეს, სახის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ი---------------–-–--ლმა ვერ შეინარჩუნა წონასწორობა, წაიქცა და თავი დაარტყა ოთახში მდგარი მაგიდის ზედაპირს. აღნიშნულის შედეგად, ი---------------–-–--ლმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, კერძოდ, ი---------------–-–--ლმა კეფის მიდამოსი მიიღო ნახეთქი ჭრილობა.

 

2018 წლის 11 იანვარსვე, შუადღის საათებში, თბილისში კ--–-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ--------------–-ილმა ურთიერთშელაპარაკების დროს, მეუღლის ც-–------------–-–---–-ს კუთვნილი ,,HUAWEI”-ის ფირმის ,,TIT-L01” მოდელის მობილური ტელეფონი განზრახ დააგდო იატაკზე, რის შედეგადაც მობილური ტელეფონი დაზიანდა. აღნიშნულის შედეგად ც-–------------–-–-ილს მიადგა 300 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 08 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------–---–მა. ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ სრულად არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მისი განხორციელების შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე. აპელანტის მითითებით, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ, სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული, რადგან გენერალური პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. ჩდენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულ გ--------------–-ილს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩდენის შემთხვევაში, სასამართლო არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის ჩდენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, განიხილა სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადაოდ. მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: ც-–------------–-–---–--------------------–-–---–-------------------–---–--------------------------–----–--–--–---–---------------------–--ლის ჩვენებებით, მობილური ტელეფონის ამოღების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სასაქონლო ექსპერტიზის N---/ს დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ--------------–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 111, 120-ე მუხლითა და სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

 

რაც შეეხება სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ--------------–---–-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ერთის მხრივ იზიარებს ბრალდების მხარის მსჯელობას და განმარტავს, რომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს და გაითვალისწინოს, რომ მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა არის აღნიშნული დანაშაულის როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციის ერთ-ერთი გზა; ამასთან, ადეკვატური სასჯელი მოძალადეზე ზემოქმედების კარგი საშუალებაა, რათა მან შეიგნოს მართლწესრიგის დაცვის აუცილებლობა და განიმსჭვალოს კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მიხედვით და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპირციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ასევე, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება - აანაზრაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად შეაფასა ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულმა გ--------------–-ილმა უდავოდ გახადა მტკიცებულებათა დიდი ნაწილი, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; დაზარალებულები შეურიგდნენ მსჯავრდებულს, მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და მეუღლეს სურს მასთან ერთად თანაცხოვრების გაგრძელება; ამასთან, გ--------------–---–- არის ოჯახის მარჩენალი, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და ოჯახს გააჩნია გარკვეული სასესხო ვალდებულებები, რომლის გადახდასაც უზრუნველყოფდა თავად მსჯავრდებული. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ მსჯავრებულს დაუნიშნა მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის მიმართ ზედმეტად მკაცრი და დისპროპორციული სასჯელის გამოყენება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, არის შეფასებადი, კერძოდ - „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1------ გადაწყვეტილება, 24-ე, 25-ე და 26-ე პუნქტები).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის ლმობიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ--------------–-ილს განესაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, დადგენილი სანქციის ფარგლებში. დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების მოთხოვნებთან და მსჯავრდებულის პიროვნების, მის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ნამდვილი ნების გათვალისწინებით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ამასთან, პირობითი მსჯავრის გამოყენებით მსჯავრდებულისათვის დაწესებული გამოსაცდელი ვადა არის ის პირობა, რომელიც უზრუნველყოფს გ--------------–---–-ს სათანადო ქცევას და მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

 

ამდენად, ვინაიდან მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი, პალატა მიიჩნევს, რომ მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 08 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 08 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

გ--------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩდენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ც-–------------–-–---–-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ი---------------–-–--ლი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს ნაწილობრივ და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ--------------–-ილს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ გ--------------–---–-ს ყოფაქცევაზე კონტროლი და მეთვალყურეობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

გ--------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

გ--------------–-ილს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 01 იანვრიდან, 2018 წლის 08 ივნისის ჩათვლით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ც-–------------–-–---–-სგან ამოღებული მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

ერთი ცალი ლაზერული დისკი, მასზე განთავსებული ფოტოსურათებით დაერთოს საისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. კაპანაძე