განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210016001370916
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2/ბ-437-18 11 ივლისი 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოპასუხე) მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - ლ------ მ--------ე, მ-----ე მ--------ე სს „------ ბ---ი“ თ----- ქ-----–--ლი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქ------სის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: სესხის საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტრელოს დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2014 წლის 26 დეკემბერს სს ,,ბ---------სა’’ და მ-----ა მ--------ეს შორის დაიდო №2014-12-1---------–------------ საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 16 500 (თექვსმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, 26/12/2024 წლამდე ვადით. ზემოხსენებული ფულადი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 22 დეკემბრის №22.12/04-14 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,ბ---------ის’’ სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა ლ------ მ--------ის საკუთრებში რიცხული უძრავი ქონება, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------- მდებარე, ქალაქი ქ------სი, ქუჩა ზ-------–-–--ლი, №- (ყოფ. ჯ--------ის ქ. მ--- შეს. №-). საკრედიტო ხელშეკრულების ,,4.3.1.’’ და ,,4.3.2.’’ ,,4.3.3.’’ პუნქტების შესაბამისად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში თანდართული გრაფიკის შესაბამისად, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის გადაეხადა პირგასამტეხლო, რაც მოპასუხეს არ შეუსრულებია. 01/07/2015 წლის შემდეგ, სესხი იმყოფებოდა ვადაგადაცილებაში და გადახდის ზედიზედ ორ ვადაზე მეტის გადაცილებისა და მოპასუხის მიერ დამატებითი ორკვირიანი ვადის უშედეგოდ გაშვების შემდეგ, მოსარჩელეს წარმოეშვა დავალიანების მთლიანი თანხის ერთჯერადად და დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლება. 2016 წლის 23 მაისის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება შეადგენს: ძირითადი თანხა-16 280,98, პროცენტი: 2519,67 ლარი და ჯარიმა: 1962,16, სულ 20 762,81 ლარი. აღნიშნული დავალიანების ამოღება პირველ რიგში უნდა მოხდეს, ლ------ მ--------ის საკუთრებაში რიცხული, იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის ხარჯზე (იპოთეკის ხელშეკრულების ,,6.2.’’ პუნქტი), ხოლო რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, გადახდევინება უნდა მიექცეს მოპასუხე მ-----ე მ--------ის საკუთრებაში რიცხულ სხვა უძრავ და მოძრავ ქონებაზე (იპოთეკის ხელშეკრულების ,,7.5.’’ პუნქტი). გარდა ამისა, სკ-ის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხეებმა, წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ, მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ძირითადი თანხის 16 280.00 ლარის ნაწილში და უარი განაცხადეს სესხზე დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდაზე.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. დაკმაყოფილდეს სს ,,ბ---------ის” სარჩელი; 2. მოპასუხე მ-----ე მ--------ეს, სს ,,ბ---------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 20.762.81 ლარის გადახდა (ძირი - 16.280.98. პროცენტი - 1519. ჯარიმა - 1962 ლარი); 3. დავალიანების ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, გადახდა მოხდეს იპოთეკით დატვირთული ქონების (მდებარე: ქალაქი ქ------სი, ქუჩა ზ-------–-–--ლი, №-, (ყოფ. ჯ--------ის ქ. მ--- შეს. №-, დაზუსტებული ფართობი: 894.70 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა; მესაკუთრე: ლ------ მ--------ე; აღწერა: სახლის გამოყოფილი ნაწილი, საერთო ფართით 313.19 კვ.მ.; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0-----------) რეალიზაციით, ხოლო თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, გადახდევინება მიექცეს მ-----ე მ--------ის სხვა ქონებიდან; 4. თუ უზრუნველყოფის საგანი სრულად ვერ დააკმაყოფილებს კრედიტორს, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს, მ-----ე მ--------ის საკუთრებაში რიცხული სხვა მოძრავ-უძრავი ქონება; 5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; 6. მოსარჩელეს დაუბრუნდეს სახ. ბაჟის სახით გადახდილი 488.42 ლარი; 7. მოპასუხეებს გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 134. 43 ლარი. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2012 წლის 22 დეკემბერს, სს ,,ბ---------სა’’ და მ-----ე მ--------ეს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება №104407. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 26 დეკემბერს, იგივე მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა: კრედიტის მოცულობა -16 500 ლარი; კრედიტის მოქმედების ვადა - 2024 წლის 26 დეკემბრამდე; წლიური სარგებელი -14.71%; საკომისიო -330 ლარი; ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 16.79%; ყოველთვიური შესატანი 266 ლარი; დაზღვევის ღირებულება-0 ლარი; კრედიტის გაცემის ადმინისტრაციული ხარჯი 330 ლარი; ანგარიშიდან თანხის განაღდების საკომისიო 32.34 ლარი. მსესხებლის მიერ მიღებულ კრედიტზე სარგებლის დარიცხვა მიმდინარეობდა ყოველდღიურად, თვეში 30 დღე. 2.2. 2014 წლის 22 დეკემბერს, სს ,,ბ---------სა’’ და ლ------ მ--------ეს შორის, დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ლ------ მ--------ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-----------, მდებარე: ქალაქი ქ------სი, ქუჩა ზ-------–-–--ლი, №-, (ყოფ. ჯ--------ის ქ. მ--- შეს. №-, დაზუსტებული ფართობი-894.70 კვ.მ, შენობა-ნაგებობა- სახლის გამოყოფილი ნაწილი, საერთო ფართით 313.19 კვ.მ; მხარეთა შეთანხმებით, ქონება შეფასდა 31 850 აშშ დოლარად. 2.3. 2016 წლის 20 მაისის მდგომარეობით, მ-----ე მ--------ეს ერიცხება დავალიანება შემდეგი ოდენობით: ძირითადი თანხა-16 280,98 ლარი; პროცენტი: 2519,67 ლარი და ჯარიმა- 1962,16 ლარი; სულ -20 762,81 ლარი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებზე და განმარტა: განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს 2014 წლის 26 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან. ვინაიდან, მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ძირითადი თანხის-16 280.00 ლარის ნაწილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 და 2--.3 მუხლების საფუძველზე, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებიდან გამომდინარე, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი დაკმყოფილდა და მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ, სესხის ძირი თანხის- 16.280.98 ლარის გადახდა. 2.5. მოცემული დავის ფარგლებში, სესხზე დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრების, ასევე იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა: მხარეებს შორის გაფორმებული, 2014 წლის 26 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულება ითვალისწინებს საპროცენტო განაკვეთს. მოპასუხეს წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარა კრედიტის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც არაჯეროვნად შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი (სარგებელი), რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე. შესაბამისად, მოპასუხეთა პრეტენზია იმის შესახებ, რომ არ უნდა დაეკისროთ სესხისათვის პროცენტი უსაფუძვლოა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა სარჩელის წარდგენის დროისათვის, სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე- დასაბუთებული. 2.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელეს მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და განმარტა: სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება- პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09). ვინაიდან, სესხი მიღებულია 2014 წლის დეკემბერში და 2018 წლისთვის მოპასუხის (მოვალე) მიერ, ჯერ კიდევ არ არის ვალდებულება შესრულებული, მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1962 ლარი, ძირ თანხასთან (16 280 ლარი) მიმართებით და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, არ შეიძლება ჩაითვალოს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია ანალოგიური კატეგორიის საქმეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან (საქმე ას-10-10-2017). 2.7. იმაზე მითითებით, რომ მოპასუხის (მოვალე) მიერ ვალდებულება შესრულებული არ ყოფილა და მისი დავალიანება სარჩელის შეტანის დროისათვის შეადგენდა 20 762,81 ლარს, სამოქალაქო კოდექსის 301.1-ე მუხლის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში საფუძვლიანად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. გარდა ამისა, არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ დავის განხილვის პერიოდში, ლ------ მ--------ემ მიიღო მძიმე ინსულტი, გადაყვანილი იქნა სტაციონარში და ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. პროცესის გადადების თაობაზე მათი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ ჩაატარა მთავარი სხდომა და გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებულ ნაწილში (პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში) სს „------ ბ---ის“ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ქ------სის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.3. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.4.-2.7. პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა გასაჩივრებულ ნაწილში დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები: 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, მოპასუხეებს გააჩნიათ თუ არა სესხზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ასევე, მოცემული დავის განხილვისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ, სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობით დაარღვია, თუ არა საპროცესო სამართლის ნორმა, რაც შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. 4.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102.1-ე მუხლების შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოება, რაზედაც მიუთითებენ. ამავე კოდექსით განსაზღვრულია, სასამართლოს მიერ, მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც, სასამართლოს, მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე. 4.5. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ, საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მისი მოთხოვნის დასაბუთებისათვის წარმოადგინა მხარეთა მიერ ხელმოწერილი 2014 წლის 26 დეკემბრის წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულება. მოპასუხემ (აპელანტი), ამ გარემოების უარსაყოფად წარმოადგინა თავისი ახსნა-განმარტება. სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ ხელმოწერილი საკრედიტო (სესხის) ხელშეკრულება, სადაც დაფიქსირებულია შეთანხმება სესხზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვისა და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე წარმოადგენს სსკ-ის 102.3 მუხლით გათვალისწინებულ სათანადო მტკიცებულება. რაც შეეხება მოპასუხის ახსნა-განმარტებას, წერილობით მტკიცებულებით დადასტურებული ფაქტის გასაქარწყლებლად სათანადო მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან, ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. ამდენად, არ არსებობს ამ ფაქტთან დაკავშირებით აპელანტის მსჯელობის გაზიარებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. 4.6. აპელანტის მოთხოვნაზე, რომელიც ეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმის დარღვევას პალატა განმარტავს: დადგენილია, რომ მოცემულ დავაზე ქ------სის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით, დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა 2018 წლის 02 მარტს (ს.ფ.59-60). 02.03.2018წ მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ მხარეები, მათ შორის მოპასუხე ლ------ მ--------ე და მისი წარმომადგენელი, ადვოკატი მ-----–- ბ------- (ს.ფ.52, 69-73). მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2018 წლის 12 მარტს, რომლის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ კანონით დადგენილი წესით. 4.7. დადგენილია, რომ 2012 წლის 12 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ წარადგინა წერილობითი შუამდგომლობა, სადაც დააფიქსირა, რომ ავადმყოფობის გამო მოთავსებული იყო სამედიცინო დაწესებულებაში-სტაციონარში და მის გამოჯანმრთელებამდე სასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა. 12.03.2018წ. სამედიცინო ცნობაში-ფორმა N100 ა დაფიქსირებულია, რომ ლ------ მ--------ე სტაციონარში მოთავსებული იქნა 2018 წლის 11 მარტს და ავადმყოფს უგრძელდება სატაციონარული მკურნალობა მკაცრი წოლითი რეჟიმით (ს.ფ.85-86). 4.8. დადგენილია, რომ 12.03.2018 წ. მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა მოპასუხე ლ------ მ--------ის წარმომადგენელი ადვოკატი მ-----–- ბ-------, რომელმაც მხარი დაუჭირა შუამდგომლობას სხდომის გადადების თაობაზე. 4.9. დადგენილია, რომ 12.03.2018წ. ადგილზე მიღებული საოქმო განჩინებით, მოპასუხის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, გაგრძელდა მოსამზადებელ სხდომაზე საქმის განხილვა, რაც მხარეთა თანხმობით გადაიზარდა მთავარ სხდომაში. 4.10. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 216-ე მუხლი, რომლის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია, მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. კანონის მითითებული დანაწესი გულისხმობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სხვა დროისათვის გადადოს კანონის მოთხოვნათა დაცვით დანიშნული სასამართლო სხდომა, თუ არსებობს ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს საქმის განხილვის ვადის დაყოვნებას და არ ემსახურება მის გაჭიანურებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე მოითხოვს საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებას, იგი ვალდებულია, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სარწმუნოდ დაასაბუთოს საკუთარი მოტივების საფუძვლიანობა. მხარის მიერ მოყვანილ არგუმენტებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელიც უარს ეტყვის მხარეს საქმის გადადებაზე, თუ ვერ დარწმუნდება სასამართლო პროცესის გადადების წინაპირობათა მართებულობაში. 4.11. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე მხარე სარგებლობდა ადვოკატის მომსახურეობით და ისეთ ვითარებაში, როდესაც სამედიცინო ცნობა არ იძლეოდა შესაძლებლობას სასამართლოს განესაზღვრა ვადა, თავად მხარე როდის შეძლებდა პროცესში მონაწილეობას, სწორად დადგინა, რომ საქმის განხილვის გადადება ხელყოფდა საპროცესო ეკონომიის პრინციპს და გამოიწვევდა საქმის განხილვის ვადის გაუმართლებელ გაჭიანურებას. ამდენად, აპელანტის მითითება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმის დარღვევის თაობაზე, გაზიარებული ვერ იქნება, რაც გამორიცხავს სსკ-ის 393.3 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას. 4.12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც, სს ,,ბაზის ბ---ის“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ლ------ მ--------ის და მ-----ე მ--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქ------სის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტთა მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-179,27 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ------ მ--------ის და მ-----ე მ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ქ------სის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტთა მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქ------სის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქ------სის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე