განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.08.2018
საქმის ნომერი
080210118002083643
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
08.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210118002083643

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-601-18 08 აგვისტო 2018 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

აპელანტი წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - - მ------------–-–---–- დ----------–--- ლ--–--------–-–---–- ნ-------------

დავის საგანი - მესაკუთრედ ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ლ--–--------–-–---–-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 1973 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა, აწ გარდაცვლილ ო----- კუ---–-–---–თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს საცხოვრებელი ბინა მდებარე, ქ.ქ-----------------------------ში, რომლის ½ ნაწილი, როგორც ო----- კუ---–-–---–ის სამკვიდრო ქონება, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღრიცხულია მის საკუთრებაში, ხოლო დარჩნილ ½ ნაწილზე საკუთრების მოწმობის გაცემაზე ნოტარიუმა უარი განუცხადა, რის გამოც ვერ ახერხებს ამ ნაწილზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. ვინაიდან, ქონება ერთად ცხოვრების პერიოდშია შეძენილი მოითხოვს, სამოქალაქო კოდექსის 1158-1160-ე და 1339-ე მუხლების საფუძველზე, ქონების ½ ნაწილზე აღიარებული იქნეს მისი საკუთრების უფლება. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე მ----- კუ---–-–---–მა მარტივი წერილობითი შესაგებელი წარადგინა სასამართლოში, რომლითაც არ ცნო სარჩელი, ხოლო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სოფელ კ-----–- მამის, ო----- კუ---–-–---–ის სამკვიდრო ქონებას დაუფლებულია. ამასთან მამის გარდაცვალებამდეც და მის შემდგომაც ის ფლობდა სადავო უძრავ ქონებას და განკარგავდა, ასევე, მამის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები მის მიერ გაწეული იქნა, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ლ--–--------–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს. 2. ლ--–--------–-–---–- ცნობილ იქნეს, ქ.ქ-------–---------------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ½ ნაწილის მესაკუთრედ. 3. მ------ კუ---–-–---–ს, ლ--–--------–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-225 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის-300 ლარის გადახდა. 4. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა არსებითი მნიშვნელობის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ლ--–--------–-–---–- და ო-----ი კუ---–-–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1973 წლის 04 ივნისიდან. რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, 1974 წლის 31 ივლისს, N---- ორდერის საფუძველზე გადაეცათ ქ.ქ-------–---------------------------––--------------------------, ფართით 16 კვ.მ. ორდერის მიხედვით, ოჯახის წევრებად აღირიცხნენ კუ---–-–---–ი ო-----ი ნ----- ძე და კუ---–-–---–ი- დე----ე ლ--–- ი------- ასული (ცოლი). 2.2. მოპასუხე, მ------ კუ---–-–---–ი არის ო----- კუ---–-–---–ის შვილი. 2.3. საცხოვრებელი ბინების გაცვლის თაობაზე 1974 წლის 24 ივლისის ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის N-- გადაწყვეტილებით, ო----- კუ---–-–---–ი, ლ--–- კუ---–-–---–თან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა ქ-------–---------------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინაში, ხოლო მ------------–-–---–- დედასთან, გ.ნუ–------სთან ერთად, გ-----------------------ში. 2.4. 1997 წლის 27 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულებით, ქუთაისის ვაკისუბნის მუნიციპალიტეტმა ო-----ი კუ---–-–---–ს, პრივატიზაციის გზით უსასყიდლოდ გადასცა ქალაქ ქ-------–---------------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინა. 2.5. ო-----ი კუ---–-–---–ი გარდაიცვალა 2006 წლის 17 თებერვალს. 2.6. 2017 წლის 21 ივნისს, ნოტარიუს ხ------- ჯა--------–ის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა N----------, რომლის მიხედვითაც ლ--–- კუ---–-–---–მა, როგორც 17.02.2006 წელს გარდაცვლ--–- ო-----ი კუ---–-–---–ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრემ - მეუღლემ, წინამდებარე სამკვიდრო მოწმობით საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი - მოძრავი და უძრავი ნივთები, მოთხოვნის უფლება ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე, უძრავი ქონების საკუთრებაში მიღების უფლება და სხვა უფლებები, რომელიც მამკვიდრებელს ჰქონდა მესამე პირთა მიმართ), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი - მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ, სამკვიდრო ღირებულების ფარგლებში) ერთობლიობიდან, რომლებიც მას გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის ½ ნაწილი, ხოლო ½ ნაწილი დარჩა ღიად სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1163-ე, 1306-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1339-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლებზე; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებზე; საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილებაზე და განმარტა: იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქ ქ-------–---------------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის დროისათვის, ამ ქონების დამქირავებელს ასევე წარმოადგენდა ლ--–--------–-–---–-, რომელიც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ო----- კუ---–-–---–თან, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1339-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე ო----- კუ---–-–---–თან ერთად, თანამესაკუთრეს წარმოადგენს ლ--–--------–-–---–-. 2.8. 2006 წლის 17 თებერვალს, ო-----ი კუ---–-–---–ის გარდაცვალებით მის ქონებაზე გაიხსნა მემკვიდრეობა. ო-----ი კუ---–-–---–ს ანდერძი არ დაუტოვებია. მას დარჩა პირველი რიგის ორი მემკვიდრე, მეუღლე-ლ--–--------–-–---–- და შვილი-მ------ კუ---–-–---–ი. მემკვიდრეებს, კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში სანოტარო ორგანოსათვის სამკვიდრო მოწმობის მისაღებად არ მიუმართავთ, თუმცა სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა ლ--–--------–-–---–-, რომელიც იმ პერიოდში და შემდგომაც სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა. რაც შეეხება შვილს, მ----- კუ---–-–---–ს ფაქტობრივი ფლობით სამკვიდრო არ მიუღია. 2.9. ვინაიდან, სადავო ქონება შეძენილი იყო მეუღლეთა ქორწინების პერიოდში და წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას, ო----- კუ---–-–---–ის გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდრო გაიხსნა, მხოლოდ სადავო ქონების ნახევარზე, რაც მოსარჩელეს მემკვიდრეობით მიღებული აქვს. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ქალაქ ქ-------–---------------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ½ ნაწილის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე, საფუძვლიანს წარმოადგენდა და დაკმაყოფილდა. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა მ------------–-–---–-ს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებს და მოსარჩელის აღიარებას იმის თობაზე, რომ სოფელ კ-----–-, ო----- კუ---–-–---–ის დანაშთ ქონებას დაეუფლა მისი შვილი მ------------–-–---–-, რაც ადასტურებდა სამკვიდროს ფაქტობრივად მიღებას. 3.2. საქმის განხილვისას, სასამართლოს მიერ დარღვეულია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია, კერძოდ: 1) სათანადო შეფასება არ მიეცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ ქ. ქ-------–--------------------------ში მდებარე სადავო ბინის 1/2 ნაწილი ლ--–- კუ---–-–---–ს მიღებული აქვს მემკვიდრეობით და არა თანასაკუთრებით, რასაც ადასტურებს ნოტარიუს ხ------- ჯა--------–ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. 2) სასამართლომ მტკიცებულებად გამოიყენა პრივატიზაციის ხელშეკრულება, თუმცა ეს რეალურ სურათს არ იძლევა, რადგან პრივატიზებამდე ბინა ეკუთვნოდა მხოლოდ ო----- კუ---–-–---–ს. 3.3. სასამართლომ არ გამოიყება კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, სოფელ კინჩხას ადმინისტრაციული ერთეულის მიერ გაცემული ცნობით დასტურდებოდა, რომ ხონის რაიონის სოფელ კ-----–-, ო----- კუ---–-–---–ის დანაშთ ქონებას ფლობს და განკარგავს მ------------–-–---–-, თუმცა სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულება არ შეაფასა. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ლ--–--------–-–---–-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.6, პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე 2.7-2.9 პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს საოჯახო სამართლიდან. სარჩელის საგანს წარმოადგენს, ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ აღიარება. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში დასადგენია, ქ.ქ-------–-----------------------ში მდებარე უძრავი ქონება, მხოლოდ ო----- კუ---–-–---–ის საკუთრებას წარმოადგენდა, თუ ლ--–- კუ---–-–---–თან ერთად თანასაკუთრებას. 4.4. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა საკუთრების უფლების წარმოშობას უკავშირებს კანონით ან გარიგებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობას. პრივატიზაცია წარმოადგენს საკუთრების უფლების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს. 4.5. სახელმწიფო და საზოგადოებრივ ფონდში არსებულ და მოქალაქეთა მიერ დაკავებულ საცხოვრებელ სახლებზე პრივატიზაციის საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობის მომწესრიგებელი ნორმები გათვალისწინებული იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1-ლი თებერვლის N 107-ე დადგენილებით, რომლის 1-ლი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ბინების პრივატიზაცია წარმოადგენდა, მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ ფონდში, მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობით, შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. დასახელებული დადგენილების შინაარსიდან გამომდინარე, პირისათვის საკუთრებაში ბინის გადაცემა გარკვეული წინაპირობების არსებობასთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, საკუთრებაში გადაცემა ამ დადგენილების შინაარსიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია არა ნებისმიერი პირისათვის, არამედ ბინის დამქირავებლისათვის და მისი ოჯახის წევრებისათვის. დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემოდათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან მისი ოჯახის წევრები იყვნენ. 4.6. 1992 წლისათვის მოქმედი საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის (საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი, 1983 წ. რედაქცია) 62-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, დამქირავებლის ოჯახის წევრები, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობდნენ, დამქირავებლის თანაბრად სარგებლობდნენ ყველა უფლებით და ეკისრებოდათ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა მოვალეობა... ამავე მუხლის მე-2 აბზაცით გათვალისწინებული ნორმის თანახმად, დამქირავებლის ოჯახის წევრებს განეკუთვნებიდნენ მასთან მუდმივად მცხოვრები დამქირავებლის მეუღლე, მათი შვილები და მშობლები. დამქირავებლის ოჯახის წევრებად შეიძლება ცნობილი ყოფილიყვნენ აგრეთვე სხვა ნათესავები და შრომისუუნარო კმაყოფაზე მყოფნი, თუ ისინი მუდმივად ცხოვრობდნენ დამქირავებელთან და ეწეოდნენ საერთო მეურნეობას მასთან ერთად. 4.7. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი ორდერით ირკვევა, რომ პრივატიზაციის დროისათვის (1997 წელი), სადავო ბინაში დამქირავებელთან, ო----- კუ---–-–---–თან ერთად ჩაწერილი იყო მისი მეუღლე-ლ--–--------–-–---–--დე----ე. ამდენად, ზემოთ დასახელებული, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1-ლი თებერვლის N 107-ე დადგენილების საფუძველზე, დადასტურებულად უნდა ჩითვალოს, რომ ამ ბინის მიმართ უფლებამოპოვებულ პირს ასევე წარმოადგენდა ლ--–--------–-–---–-, რომელსაც ისეთივე თანაბარი მდგომარეობა გააჩნდა, როგორც ო----- კუ---–-–---–ს. ო----- კუ---–-–---–ს, როგორც დამქირავებელს რაიმე უპირატესობა არ ენიჭებოდა და პრივატიზაციის ხელშეკრულებით, ლ--–- კუ---–-–---–თან ერთად წარმოეშვა უფლება დასახელებული ბინის მიმართ. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ლ--–--------–-–---–-ს, როგორც პრივატიზაციის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებამოპოვებული პირის მოთხოვნა, სადავო ბინის მიმართ თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე საფუძვლიანია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც ლ--–--------–-–---–- ცნობილი იქნა ქ.ქ-------–------------------------ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ-დასაბუთებულია. ამდენად, აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ ქ.ქ-------–------------------------ში მდებარე უძრავი ქონება, მხოლოდ ო----- კუ---–-–---–ის საკუთრებას წარმოადგენდა გაზიარებული ვერ იქნება. 4.8. მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნით, სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ვინაიდან, 1997 წელს, პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის ლ--–--------–-–---–- და ო----- კუ---–-–---–ი რეგისტრირებულ მეუღლეებს წარმოადგენდნენ, მითითებული სამართლებრივი ნორმის საფუძველზეც, ლ--–--------–-–---–-ს მოთხოვნა უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ აღიარების თობაზე ასევე საფუძვლიანია. 4.9. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებს, მოსარჩელის აღიარებას და ხონის მუიციპალიტეტში კინჩხის ადმინისტრაციული ერთულის წარმომადგენლის ცნობას იმის თაობაზე, რომ სოფელ კ-----–-, ო----- კუ---–-–---–ის დანაშთ ქონებას დაეუფლა მისი შვილი-მ------------–-–---–-, რაც ადასტურებდა სამკვიდროს ფაქტობრივად მიღებას. პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავა ეხებოდა უძრავ ქონებაზე, აწ გარდაცვლილ პირთან ერთად თანასაკუთრების უფლებას და არა გარდაცვლ--–-ს სამკვიდროდან წილის მიკუთვნებას, რაც მოსარჩელეს მითითებით უკვე მიღებული აქვს და სადავო ქონების ½ ნაწილზე, როგორც სამკვიდრო ქონებაზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება რეგისტრირებული აქვს. (ს.ფ.22) ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, სამკვიდროს დაუფლების ფაქტის დადგენა არ წარმოდგენდა სასამართლოს კვლევის საგანს. 4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც, ლ--–--------–-–---–-ს სარჩელის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ მ------------–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება. 6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის მ------------–-–---–-ს მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-300 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ------------–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე