განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2018
საქმის ნომერი
330100117002193921
ინსტანცია
თარიღი
02.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/801-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ნანა გიგიტაშვილის, მარინე თათრიაშვილის მდივნობით,პროკურორების - ი-----------–-–---–ის, თ----------------ძის,ადვოკატ - თ--------------–--ლის,მსჯავრდებულ - კ--------–---ძის მონაწილეობით,მსჯავრდებულ კ--------–---ძის და მისი ადვოკატის თ--------------–--ლის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

კ---------------------–-----ს მიმართ - დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------–------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით:

 

კ--------–---ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით პირობით ვადამდე გათავისუფლების შედეგად მოუხდელი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) თვით და 27 (ოცდაშვიდი) დღით; ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი და კ--------–---ძეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

კ--------–---ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2017 წლის 23 ოქტომბრიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

კ--------–---ძემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შედმეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი კ--------–---ძე, 2017 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 04:35 საათიდან, 06:15 საათამდე დროის პერიოდში, ქ-------–--–---------------------------ში მდებარე სასტუმრო ,,ბ------------“, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ამავე სასტუმროს კუთვნილ ,,LG”-ის ფირმის DVD პლეიერს და სამ ცალ დინამიკს, ,,LG”-ის ფირმის ტელევიზორს, 2 ცალ ,,მილდიანის“ ფირმის საფერავის ღვინოს, 1 ცალ ,,მილდიანის“ ფირმის თეთრ ღვინოს; 1 ცალ ,,მილდიანის“ ფირმის წითელ ღვინოს; 2 ცალ ,,მილდიანის“ და ,,ასკანელის“ ფირმის ალკოჰოლურ სასმელებს, ფულს 1094 (ათასოთხმოცდათოთხმეტი) ლარის ოდენობით, ხოლო სასტუმრო შპს ,,ბ--------ს“ ეზოდან, ამავე სასტუმროს სახელზე რიცხულ ,,მაზდა MPV” ფირმის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით ,,E------”. აღნიშნული ქმედებით შპს ,,ბ--------ს“ მიადგა 10 533,2 (ათიათასხუთას ოცდაცამეტი ლარი და 20 თეთრის) დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა კ--------–---ძემ და მისმა ადვოკატმა თ--------------–--ლმა. დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო საჩივრებში მითითებულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უკანონო, იგი არ ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდნენ კ--------–---ძის ბრალეულობას.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მიუთითა, რომ კ--------–---ძის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით მოხდეს მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ყოველივე აღნიშნული კი იძლევა საფუძველს, რომ კ--------–---ძის მიმართ ბრალად წარდგენილი სანქციის ფარგლებში გამოყენებული იქნეს მინიმალური სასჯელი.

 

პროკურორმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოას განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა კ--------–---ძის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ, მსჯავრდებული კ--------–---ძე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი აშკარა და დამაჯერებელი, ურთიერთთავსებადი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება; მოწმეების: რ---–--------------------------–----------------------------------------------–------------ბი; შემთხვევის ადგილის და ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმები; ავტომანქანა ,,მაზდა“-ს და დოკუმენტაციის ამოღების ოქმები; შპს ,,ბ--------“-დან გამოთხოვილი ვიდეომასალა; ვიდეომასალის გახსნისა და დათვალიერების ოქმი; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი; ბიოლოგიური (გენეტიკური), დაქტილოსკოპიური, სასაქონლო, ოდოროლოგიური და გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნები; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის და 2014 წლის 15 დეკემბრის განაჩენები და საქმეზე ამოღებულ ნივთიერი მტკიცებულებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთანალიზიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ კ--------–---ძის მიერ სასტუმრო „ბ--------ს“ კუთვნილი ნივთების ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება. ასევე, მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ კ--------–---ძის მიერ ჩადენილი ქმედება სხვა მოძრავ ნივთებთან ერთად, განხორციელებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგაც, ხოლო ერთობლიობაში სასტუმრო „ბ--------ს“ მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 10 533,2 ლარის სახით.

 

რაც შეეხება ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს - ქურდობა ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას აღნიშნული კვალიფიკაციით პირის დამნაშავედ ცნობის ნაწილში.

 

საქმეზე წარმოდეგნილი მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 მარტის განაჩენით კ--------–---ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 08 (რვა) თვის ვადით. კ--------–---ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2008 წლის 23 დეკემბრიდან და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა სასჯელის მოხდით - 2012 წლის 22 აგვისტოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის განაჩენით მსჯავრდებისათვის კ--------–---ძის ნასამართლობა გაქარწყლებული იქნა სასჯელის მოხდიდან - 2012 წლის 22 აგვისტოდან 3 წლის შემდეგ - 2015 წლის 22 აგვისტოს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის განაჩენით კ--------–---ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის განაჩენის დადგენის მომენტისათვის კ--------–---ძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი ჰქონდა სრულად მოხდილი და მის მიმართ სასჯელის დანიშვნა არ მომხდარა განაჩენთა ერთობლიობით, რის გამოც პირის მიმართ ნასამართლობის გაქარწყლების ვადა გამოთვლილი უნდა იქნეს მის მიერ ჩადენილი თითოეული დანაშაულისათვის ცალკ-ცალკე. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის განაჩენით დადგენილი ნასამართლობა კ--------–---ძეს გაუქარწყლდა 2015 წლის 22 აგვისტოს, მოცემულ შემთხვავში განსახილველი დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის - 2017 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით, კ--------–---ძე ითვლებოდა არა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევ, არამედ აღნიშნული ქმედებისათვის ერთხელ ნასამართლევ პირად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში კი მითითებულია, რომ ?? ???????? 177-?–186-? ???????? გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-?, 231-?, 237-? და 264-ე ???????? გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, მსჯავრდებული კ--------–---ძის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე და იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების მიერ მითითებულ არგუმენტებს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა კ--------–---ძის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას) და დამამძიმებელი (არ გააჩნია) გარემოებები, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროება და აღნიშნულის საფუძველზე განუსაზღვრა მას სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთნხმება და მიიჩნევს, რომ მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას და გულწრფელ მონანიებას, ასევე მისი მხრიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევას, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; თუმცა, ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათის, ხერხის, მისი საზოგადეობრივი საშიშროების, მართლსაწინააღმდეგო შედეგისა და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობით გამოსაცდელი ვადის პერიოდში, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია კ--------–---ძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაცო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ კ--------–---ძის და მისი ადვოკატის თ--------------–--ლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განაჩენში;

 

კ--------–---ძის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.

 

კ--------–---ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით პირობით ვადამდე გათავისუფლების შედეგად მოუხდელი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) თვით და 27 (ოცდაშვიდი) დღით, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით კ--------–---ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

კ--------–---ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 23 ოქტომბრიდან.

 

კ--------–---ძეს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებით ამოღებული 5 ცალი დაქტილოფირი, 1 ცალი ფურცლის ფრაგმენტი, ავტომანქანიდან ამოღებული 5 ცალი დაქტილოფირი, 2 ცალი ბიოლოგიური ჩხირი ანაწმენდებით და კ--------–---ძის ნერწყვის 1 ცალი ნიმუში, 3 ცალი წებოვანი ლენტი მიკრონაწილაკებით, 2 ცალი სუნის ნიმუში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

ამოღებული ავტომანქანა ,,მაზდა“, ელექტროპულტი, კ--------–---ძის ქურთუკი, კ--------–---ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტი, საფულე, პლასტიკური ბარათი, და ბლოკნოტი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;

 

კ--------–---ძის ხელმოწერისა და ხელნაწერის ნიმუშები, 3 ცალი კომპიუტერული დისკი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.კაპანაძე